კარიკატურა: მადრიდის “ატლეტიკო” უეფას სუპერ თასის გამარჯვებულია

მადრიდის “ატლეტიკომ” უეფას სუპერ თასის ფინალში თანაქალაქელი “რეალი” დაამარცხა და კიდევ ერთი ტიტული მოიგო.

აღნიშნულ გამარჯვებაზე ომარ მომანი კარიკატურას გვთავაზობს.

 https://scontent.ftbs4-1.fna.fbcdn.net/v/t1.0-9/39200704_1078275689003943_5026490712879792128_n.jpg?_nc_cat=0&oh=4038b6dd78f8882f3db71c9c86a8e72b&oe=5C0D61C1

რამდენს გადაიხდის “რეალი” ლოპეტეგის კონტრაქტის გამოსასყიდად?

დღეს ოფიციალურად გაცხადდა, რომ მადრიდის “რეალს” ახალ სეზონში ესპანეთის ნაკრების ამჟამინდელი დამრიგებელი, ხულენ ლოპეტეგი უთავკაცებს. ის სამწლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.

საგულისხმოა, რომ ლოპეტეგიმ მცირე ხნის წინ გაახანგრძლივა კონტრაქტი “ფურია როხასთან”. შესაბამისად, “რეალის” მესვეურებს აღნიშნული დოკუმენტის გამოსასყიდად მოუწევთ თანხის გადახდა, რომლის რაოდენობა, სურ რაღაც, ორი მილიონი ევროა.

ისტორიას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ “ბლანკოსმა” აქამდე ოთხი მწვრთნელის კონტრაქტი გამოისყიდა: ტოშაკი (90 მილიონი ესპანური პესეტა, ანუ 541000 ევრო), პელეგრინი (4 მილიონი ევრო), მოურინიო (8 მილიონი ევრო), ანჩელოტი (4 მილიონი ევრო).

კარვახალი: “რეალი” მანამდე იბრძოლებს, სანამ თეორიული შანსი იარსებებს”

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის მეჩვიდმეტე ტურში მადრიდის “რეალი” საკუთარ მოედანზე კატალონიის “ბარსელონასთან” ანგარიშით , 0:3 დამარცხდა და პირველადგილოსან გუნდს 14 ქულით ჩამორჩა (თუმცა, “თეთრებს” ერთი მატჩი თადარიგში აქვთ).

მადრიდელთა მარჯვენა მცველმა, დანიელ კარვახალმა “რეალის” ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა.

“ყველაფერს გავიღებთ, რათა ლა ლიგაში წარმატებას მივაღწიოთ. სანამ თეორიული შანსი გვექნება, მანამდე ვიბრძოლებთ. 14 ქულით უკან ვართ, თუმცა ისე მოვიქცევით, როგორც ჩვენ შეგვეფერება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენზე დიდი წნეხია, მოედანზე მოსაგებად გავალთ. შეცდომის დაშვების უფლება აღარ გვაქვს”

“ჩემი “კლასიკოდან” გაძევება? ფაქტობრივად, ამან ყველაფერი გადაწყვიტა. პენალტი გაგვიტანეს და ათი კაცით დავრჩით. ეს ძალიან დასანანი იყო. სამ ტურნირზე ვმონაწილეობთ. შესაბამისად, წინ გამოწვევებით დახუნძლული ექვსი თვე გველის,” – აცხადებს კარვახალი.

ზინედინ ზიდანი: “არაფრის შეცვლა საჭირო არაა”

დღეს ესპანეთის ლა ლიგა სანტანდერის მეჩვიდმეტე ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალი” კატალონიის “ბარსელონას” საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდა და მეტოქესთან ანგარიშით, 0:3 დამარცხდა.

წაგებული გუნდის მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გამართა.

“შეცდომები დვაუშვით, თავს ცუდად ვიცავდით. ამას დაკვირვება და გაანალიზება სჭირდება. თუმცა, პანიკაში ჩავარდნას არ ვაპირებთ. წავაგეთ და ეს ჩვენთვის რთულია, თუმცა არაფრის შეცვლა საჭირო არაა. პირველ ნახევარში კარგად ვიტამაშეთ და მომენტებიც შევქმენით. სწორედ ამიტომ, წაგება კიდვე უფრო დასანანია.”

დანებებას არ ვაპირებთ. ახლა უნდა ავდგეთ და გავერთოთ დღესასწაულებით. ოჯახთან ერთად ეს დრო უნდა შევირგოთ. შემდეგ უნდა დავბრუნდეთ და მუშაობა გავაგრძელოთ. ეს დასასრული არაა!” – ამბობს ზიდანი.

მარსელო: “გაგანებივრეთ და თქვენც ფიქრობდით, რომ…”

დღეს ესპანეთის ლა ლიგა სანტანდერის მეჩვიდმეტე ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალი” კატალონიის “ბარსელონას” საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდა და მეტოქესთან ანგარიშით, 0:3 დამარცხდა.

დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებს “ბლანკოსის” ვიცეკაპიტანი, მარსელო ესაუბრა.

“რეალმა” თავისი წარმატებებით ფეხბურთის გულშემატკივარი ძალიან გაანებივრა. ბევრი მათგანი ფიქრობდა, რომ ყველა შეხვედრას მოვიგებდით. თუმცა, ეს სპორტის სახეობაა, სადაც ხან იგებ, ხან აგებ. “ბარსა” იმიტომაა წინ, რომ მათ მეტ შეხვედრაში მოიპოვეს გამარჯვება. რაც შეეხება მათთან არსებულ დიდ დაშორებას, არ ვიცი, რა იქნება მომავალში, თუმცა შრომის მჯერა – არ მჯერა სასწაულების. მონდომებით ყველაფერი შესაძლებელია.”

“პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, მეტოქეს ბურთის ფლობაშიც ვაჯობეთ, მომენტებიც შევქმენით. თუმცა, მეორე ნახევარში ძალიან მოკლე დროში გოლი გავუშვით და თან ფეხბურთელი გავიძევეს. ამას მოჰყვა თერთმეტმეტრიანი და მეორე გოლი. ამის შემდეგ, ნებისმიერისთვის რთულია, ასეთი დონის მეტოქესთან თამაშში დაბრუნდე. “ბარსელონასთან” ასპარეზობა თერთმეტი კაცითაა რთული და ათით ხომ საერთოდ,” – ამბობს მარსელო.

ინიესტა: “ლა ლიგაში “რეალს” მეტოქედ ისევ მივიჩნევთ”

დღეს ესპანეთის ლა ლიგა სანტანდერის მეჩვიდმეტე ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალი” კატალონიის “ბარსელონას” საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდა და მეტოქესთან ანგარიშით, 0:3 დამარცხდა.

თამაშის შემდეგ ჟურნალისტებს “ბლაგურნას” კაპიტანი, ანდრეს ინიესტა ესაუბრა.

“შესანიშნავი შეხვედრა ჩავატარეთ და დამაჯერებლად ვიმარჯვეთ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ “რეალი” ლა ლიგისთვის ბრძოლას ჩამოშორდა. შესაბამისად, მათ მეტოქეებად ისევ ვთვლით და ყურადღების მოდუნებას არ ვაპირებთ. წინ კიდევ ბევრი მატჩია, სადაც წარმატების მიღწევა აუცილებელია.”

“ფეხბურთში ბევრი თითქოს შეუძლებელი რამ მოხდარა. უპატივცემულობა იქნება, “რეალის” არაფრად ჩაგდება. ის ხომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. მადრიდის “ატლეტიკოს” წაგებით ასევე ვისარგებლეთ. თუმცა, “ვალენსიაც” არ უნდა დაგვავიწყდეს,” – ამბობს “ინი”.

კოვაჩიჩი: “მეორე ნახევარში პირველმა გოლმა ყველაფერი გაართულა”

დღეს ესპანეთის ლა ლიგა სანტანდერის მეჩვიდმეტე ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალი” კატალონიის “ბარსელონას” საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდა და მეტოქესთან ანგარიშით, 0:3 დამარცხდა.

პრინციპული დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებს “ბლანკოსის” ნახევარმცველი, მატეო კოვაჩიჩი ესაუბრა.

“პირველ ტაიმში მშვენივრად ვითამაშეთ. ვფიქრობ, მწვრთნელის დავალებები თითქმის ბოლომდე შევასრულეთ. თუმცა, მეორე ნახევარი მძიმედ დაიწყო. გოლი გავუშვით, ამას მოჰყვა დანის წითელი ბარათი და თამაშში დაბრუნება გაგვიჭრდა. ფეხბურთში რთული მომენტები არსებობს. ჩვენ ახლა ასეთში ვიმყოფებით, თუმცა გონს მალე უნდა მოვიდეთ. შესანიშნავი კოლექტივი ვართ, რომელსაც, რა თქმა უნდა, დიდი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია,” – ამბობს მატეო.

ინიესტა: “ელ კლასიკომდე” სატურნირო ცხრილს არ ვუყურებ”

23 დეკემბერს მადრიდის რეალი” ლა ლიგა სანტანდერის მეცხრამეტე ტურში კატალონიის “ბარსელონას” “სანტიაგო ბერნაბეუზე” მიიღებს.

“ელ კლასიკოს” წინ “ბლაგურნას” ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ კომენტარი გააკეთა.

“მატჩამდე სატურნირო ცხრილს არ ვუყურებ. ახლა არ შემიძლია გითხრათ, რას გრძნობენ ჩემი გუნდელები, როგორი ენთუზიაზმით არიან ისინი განწყობილნი. ეს მნიშვნელოვანი მატჩია და აზრი არ აქვს, რომელ ადგილზე იმყოფები. მთავარია, გავიდეთ მოედანზე და ჩვენს სტილს არ ვუღალატოთ. გვინდა, ლა ლიგის მოგებისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგათ.”

“წაგებული სუპერთასი? ის სხვა ტურნირი და სხვა დრო იყო.  ახლა, უკეთეს კონდიციებში ვართ. წარუმატებელ ორმატჩიან დუელს შაბათს გასამართ დაპირისპირებასთან არაფერი აქვს საერთო. ეს სხვა გამოწვევაა და ღირსეულად უნდა მივიღოთ!” – აცხადებს ანდრესი.

ბეილი: “ახალ სეზონში “რეალის” მიზანი სწორედ ეს იქნება!”

სანაკრებო პაუზაზე გარეთ ბეილის უელსის ნაკრები მოლდოვის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და მეტოქე 4:0 გაანადგურა. “რალის” სუპერვარსკვლავმა დუბლი შეასრულა და უელსის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

სანაკრებო პაუზიდან დაბრუნებულმა სპორტსმენმა Marca-სთან ისაუბრა.

“ამ სეზონში უმთავრესი მიზანი ლა ლიგის მოგება იქნება. თუმცა, “რეალი” ის გუნდია, რომელიც ყველა ტურნირზე გამარჯვებისთვის იბრძვის!”

“პრიმერა დივიზიონის მომდევნო თამაში “ოსასუნასთან” გვაქვს. ეს არ იქნება იოლი მატჩი, თუმცა უკვე მთლიანი კოლექტივი შევიკრიბეთ და დამაჯერებელი გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ.”

ბეილმა საკუთარ ეროვნულ გუნდზეც ისაუბრა: “1958 წელს უელსის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 1/4 ფინალამდე მიაღწია. ამ მომენტში ჩვენი მიზანი ყველა თამაშის მოგება და რუსეთში გასამართ ტურნირზე მოხვედრაა. თუ ამას შევძლებთ, დანარჩენზე მერე ვიფიქრებთ.”

ხორვატიის ნაკრებს ახალი კაპიტანი ჰყავს

ევრო 2016-ის დასრულების შემდეგ, ხორვატიის კაპიტნმა, დარიო სრნამ სანაკრებო კარიერა დაასრულა.

სულ ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ ხორვატების ახალი კაპიტანი მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი, ლუკა მოდრიჩი იქნება, რომელიც მისი ეროვნული გუნდის მთავარი დირიჟორია.