ფეხბურთელები, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ითამაშებენ – სიმბოლური ნაკრები

10 ოქტომბერს, 2018 წელს რუსეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დასრულდა.

ტურნირზე მონაწილეობას 32 ქვეყნის ნაკრები მიიღებს. უკვე ცნობილია 23 გუნდის ვინაობა, რომელებიც 2018 წელს რუსეთში გაემგზავრებიან, თუ ვინ შეავსებს დარჩენილ ადგილებს პლეი-ოფების საშუალებით გაირკვევა.

არიან ნაკრებები, რომლებიც უკვე დაემშვიდობნენ ამ ტურნირს. ინგლისურმა გამოცემამ Sky Sports-მა კი ამ გუნდებიდან საუკეთესო თერთმეტი ფეხბურთელი შემოგვთავაზა.

მეკარე: იან ობლაკი (სლოვენია);
მცველები: ვალენსია (ეკვადორი), დავიდ ალაბა (ავსტრია), ვირგილ ვან დეიკი (ჰოლანდია);
ნახევარმცველები: რობენი (ჰოლანდია), მხითარიანი (სომხეთი), ვიდალი (ჩილე), მაჰრეზი (ალჟირი);
თავდამსხმელები: ალექსის სანჩესი (ჩილე), ობამეიანგი (გაბონი), გარეტ ბეილი (უელსი).

სკანდალი ფიფასთვის – პანამის ნაკრებმა პირველი გოლი წესების დარღვევით გაიტანა (ფოტო)

გუშინ დასრულდა  2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ჩრდილო და ცენტრალური ამერიკის ზონაში. ყველასთვის მოულოდნელად პანამის ნაკრებმა პირველად მოიპოვა მუნდიალზე თამაშის უფლება.

პანამის ეროვნული ნაკრები სახლში კოსტა რიკას მასპინძლობდა და 2-1 გაიმარჯვა. მასპინძლებმა შეხვედრაში წონასწორობა 53-ე წუთზე აღადგინეს, სწორედ ეს გოლი გახდა დავის საგანი. როგორც ესპანური გამოცემები MARCA და AS იუწყებიან, სანამ ბურთი ხაზს გადაკვეთდა, პანამის მეშვიდე ნომერმა ხელით ითამაშა, ამ ყველაფერზე კი არბიტრს არანაირი რეაგირება არ მოუხდენია და გოლიც ჩაითვალა. საბოლოო ჯამში მასპინძლებმა ამ გამარჯვების შემდეგ ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს. არავინ იცის, როგორ დასრულდებოდა ეს შესარჩევი ეტაპი ა.შ.შ-სა და ჰონდურასის ნაკრებებისათვის, რომ არა მსაჯის ეს საეჭვო გადაწყვეტილება.

ჰოლანდიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები 2002 წლის შემდეგ პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გაემგზავრება.

დღეს ევროპაში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი და გაირკვა იმ გუნდების ვინაობა, რომლებმაც ჯგუფური ეტაპი წარმატებით დაძლიეს და რუსეთისკენ აიღეს გეზი.

სამწუხაროდ, არიან გუნდები, რომლებმაც ამ შესარჩევის დროს მოლოდინები ვერ გაამართლეს. ერთ-ერთი მათგანია ჰოლანდიის ნაკრები. დღეს გადამწყვეტ ბრძოლაში ამ გუნდმა მოახერხა გამარჯვების მოპოვება, მაგრამ არა საკმარისი ბურთების სხვაობით. რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია ისეთი გამორჩეული ნაკრების გარეშე მუნდიალის ყურება, რომელმაც ბოლო ორ მსოფლიო ჩემპიონატზე დასამახსოვრებელი შედეგი დააფიქსირა.

არიენ რობენისა და მისი თანაგუნდელების თავდაუზოგავი მცდელობის მიუხედავად, ჰოლანდიელებმა ვერ შეძლეს წარმატების მიღწევა. საბოლოოდ რობენის დუბლის წყალობით მათ დაამარცხეს შვედეთის ნაკრები 2-0, მაგრამ როგორც ავღნიშნეთ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

სერბეთი 1-0 საქართველო

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო შეხვედრა გამართა საქართველოს ნაკრებმა დღეს სერბის ნაკრებთან და 1-0 დამარცხდა.

მატჩი საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო და პირველ ტაიმში დაძაბულად წარიმართა. ორივე გუნდი ცდილობდა თავისი თამაშის პოვნას და მეტოქის დაჯაბნას. ქართველების საქებრად უნდა ითქვას, რომ ჯვაროსნება მეტოქეს ტოლი არაფერში არ დაუდეს და რიგ შემთხვევებში დაჯაბნეს კიდეც. სერბები შედარებით გააზრებულ შეტევებს ანხორციელებდნენ და ჩაწოდებებით ცდილობდნენ ჩვენი კარის აღებას, მაგრამ საქართველოს დაცვის ხაზი, საკმაოდ საიმედოდ გამოიყურებოდა. ქართველი ფეხბურთელები უმეტესად შორიდან ცდილობდნენ დარტყმას, გამოსარჩევი იყო ვალერიან გვილიას დარტყმა, როდესაც სერბთა მეკარემ კარგად მოიგერია ბურთი. შექების ღირსნი არიან საქართველოს ნაკრების ნახევარმცველები. კარგად ირჯებოდნენ გიორგი აბურჯანია და ჯაბა კანკავა. ასევე აქტიურობდა გიორგი ქვილითაია, რომელმაც რამდენიმე ეპიზოდში კარგად ითამაშა, რამდენიმე ფეხბურთელი ჩამოიტოვა, მაგრამ მეტოქე გუნდის მცველებმა კარგად ითამაშეს. საბოლოოდ პირველი ტაიმი ფრედ 0-0 დასრულდა.

მეორე ტაიმი სულ სხვა სცენარით დაიწყო, სერბეთის ნაკრებმა ზეწოლა გააძლიერა და რამდენიმე ეპიზოდში ჩვენი ნაკრები აშკარა გოლს გადარჩა. უნდა აღინიშნოს გიორგი მაკარიძისა და ცენტრალური მცველების კარგი თამაში რიგ ეპიზოდებში. სერბეთს აუცილებად ესაჭიროებოდა გამარჯვება, ამიტომაც მათი მსგავსი მოქმედება არავის გაკვირვებია. უნდა აღინიშნოს ნემანია მატიჩის მომენტი, როდესაც კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე ვერცეთმა ქართველმა ფეხბურთელმა ვერ ითამაშა, ზემოთ აღნიშნულმა კი, ეფექტური დარტყმით სცადა გოლის გატანა, მაგრამ საქართველოს ნაკრები კარის ხაზზე მდგომმა კანკავამ გადაარჩინა. საბოლოოდ სერბებმა მაინც მოახერხეს გოლის გატანა. სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ, დაცვაში უმცირესობაში მყოფმა ქართველებმა ვეღარაფერი გააწყვეს და პრაიოვიჩმა მატჩის ერთადერთი გოლი გაგვიტანა.

სასტარტო შემადგენლობები
სერბეთი: სტოიკოვიჩი, ივანოვიჩი, მაქსიმოვიჩი, ტოსიჩი, კოლაროვი, გუდელაი, მატიჩი, რუკავინა, ტადიჩი (კოსტიკ 88), ლაიალიჩი (პრიიოვიჩ 61), მიტროვიჩი (მილიოევიჩი 77).

საქართველო: მაკარიძე; ხოჭოლავა, კაშია, ნავალოვსკი, კაკაბაძე; კანკავა, გვილია, აბურჯანია (დვალიშვილი 82) ; ჯიღაური (ჰუფნაგელი), ყაზაიშვილი, ქვილითაია (მერებაშვილი 78).

გაფრთხილებები: ქვილითაია (19), მატიჩი (43), მაქსიმოვიჩი (70), გვილია (86),

გოლი: პრიიოვიჩი(74)

ეგვიპტის ნაკრების მეკარე შესაძლოა, მსოფლიოს ჩემპიონატის ისტორიაში შევიდეს

გუშინ, ეგვიპტის ნაკრებმა დრამატულ ბრძოლაში მოიპოვა 2018 წელს რუსეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საგზური.

ეგვიპტის ნაკრების კარს 44 წლის ისსამ ელ ჰადარი იცავდა, რომელსაც ეროვნულ გუნდში 155 შეხვედრა აქვს ჩატარებული. მას შეუძლია შევიდეს მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში, როგორც ყველაზე ხნიერი მოთამაშე. თუ ის 2018 წელს ნაკრებთან ერთად გაემგზავრება რუსეთში, მაშინ ელ ჰადარი გააუმჯობესებს კოლუმბიის ნაკრების ყოფილი მეკარის, ფარიდ მონდრაგონის რეკორდს, რომელიც 43 წლის ასაკში 2014 წელს კოლუმბიის ნაკრებში თამაშობდა.

ეგვიპტის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მესამედ მოხვდა. 28 წლის შემდეგ ისინი პირველად შეძლებენ ამ ტურნირზე მონაწილეობას.

ყველაფერი ბოლო ტურში გაირკვევა

დღეს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეცხრე ტური გაიმართა. ერთმანეთს: A, B და H – ჯგუფის გუნდები დაუპირისპირდნენ.

სამივე ჯგუფში დაძაბული მდგომარეობაა სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით. ბოლო ტური გადაწყვეტს უმეტეს შემთხვევაში, თუ ვინ იასპარეზებს 2018 წელს რუსეთში.

A ჯგუფში თავისი შეხვედრა მოიგო როგორც ჰოლანდიამ, ასევე შვედეთმა და საფრანგეთმა. შვედეთმა დღეს, დიდი ანგარიშით დაამარცხა მეტოქე, რითაც 2018 წელს რუსეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ჰოლანდიის ნაკრებს ამსტერდამში, მხოლოდ სასწაულის უნდა სჯეროდეს.

ბელორუსი 1-3 ჰოლანდია
შვედეთი 8-0 ლუქსემბურგი
ბულგარეთი 0-1 საფრანგეთი

B -ჯგუფში კი, გუნდები პირველი ადგილის დასაკავებლად იბრძვიან. საქმე იმაშია, რომ პორტუგალიის ნაკრები, მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება შვეიცარიის ნაკრებს და თუ ბოლო ტურში, ლისაბონში შეძლებენ და ისინი დაამარცხებენ უშუალო კონკურენტს, პირდაპირ მოხვდებიან 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.

ანდორა 0-2 პორტუგალია
შვეიცარია 5-2 უნგრეთი
ფარერები 0-0 ლატვია

H ჯგუფში დიდი ხანია გაირკვა თუ ვინ დაიკავებდა პირველ ადგილს. პლეიოფისათვის კი, ბოსნიისა და საბერძნეთის ნაკრებები იბრძვიან. დღეს ბოსნია&ჰერცოგოვინამ საკუთარ კედლებში დათმო შეხვედრა ჯგუფის ლიდერთან, მაგრამ საკმაოდ სანახაობრივი შეხვედრა შესთავაზა მაყურებელს. რაც შეეხება საბერძნეთს, ისინი მეზობელ კვიპროს გაეჯიბრნენ და სტუმრად 2-1 იმარჯვეს. 10 ოქტომბერს საბერძნეთი გიბრალტარს მიიღებს, ხოლო ბოსნია ესტონეთს ეწვევა.

ბოსნია-ჰერცოგოვინა 3-4 ბელგია
გიბრალტარი 0-6 ესტონეთი
კვიპროსი 1-2 საბერძნეთი

ლალანამ ინგლისს 95-ე წუთზე მოაგებინა (ვიდეო)

ახლახან დასრულდა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი ინგლისის ნაკრების მონაწილეობით. სემ ალარდაისის გუნდის პირველი მეტოქე იან კოზაკის სლოვაკეთის ნაკრები იყო.

“დიდმა სემმა” თამაში 4-2-3-1 სისტემით დაიწყო. ინგლისელთა ერთადერთი გამოკვეთილი თავდამსხმელი ჰარი კეინი გახლდათ, რომელიც 82-ე წუთზე დანიელ სტარიჯმა შეცვალა. აღსანიშნავია ისიც, რომ უეინ რუნი კვლავ ნახევარმცველის პოზიციაზე მოგვევლინა, რამაც ბევრი ფანის უკმაყოფილება გამოიწვია.

მატჩში ერთადერთი გოლი ადამ ლალანამ, 95-ე წუთზე გაიტანა. ამ გოლში გარკვეული წვლილი მასპინძელთა მეკარეს, კოზაჩიკსაც მიუძღვის, რომელმაც იმ მომენტში სათანადოდ ვერ ითამაშა.


სლოვაკეთი: კოზაჩიკი; ჰუბოკანი, დურიცა, შკრტელი, პეკარიკი; პეჩოვსკი (გიომბერი 55′); მარკი (კუბიკი 72′), გრეგუსი, ჰამშიკი, სვენტო (კისი 78′); დურისი

მთავარი მწვრთნელი: იან კოზაკი

ინგლისი: ჯო ჰარტი; როუზი, სტოუნზი, კეჰილი, უოლკერი; დაიერი, ჰენდერსონი (დელე ალი 64′); ლალანა, რუნი, სტერლინგი (უოლკოტი 71′); კეინი (სტარიჯი 82′)

მთავარი მწვრთნელი: სემ ალარდაისი