“ნიცა” ბალოტელის ტრანსფერის დაბლოკვას გეგმავს

“ნიცას” იტალიელი თავდამსხმელის, მარიო ბალოტელის, ტრანსფერი “მარსელში”, შესაძლოა, უახლოეს დღეებში ჩაიშალოს. როგორც ცნობილი ხდება, “ნიცა” ყველაფრის გაკეთებას აპირებს, რათა ბალოტელი კონკურენტ კლუბში არ გაუშვას.

ფრანგულ პრესაში გავრცელებული ბოლოდროინდელი ცნობების მიხედვით, ბალოტელიმ ნებართვის გარეშე გაიარა სამედიცინო შემოწმება “მარსელში”, რამაც მისი კლუბი ძალიან გააბრაზა.

მართალია, ტექნიკურად ბალოტელისა და “ნიცას” შორის არსებული კონტრაქტი უკვე ამოიწურა. თუმცა მხარეებს შორის სხვა შეთანხმებებიც არსებობს, რომლის თანახმადაც ბალოტელის ტრანსფერი ნებისმიერ კლუბს 10 მილიონი უნდა დაუჯდეს – მაშინ, როცა “მარსელი” მხოლოდ 7 მილიონ ევროს იხდის.

ბალოტელი: “თეთრკანიანი რომ ვყოფილიყავი, ნაკლები პრობლემა მექნებოდა”

“ნიცაში” ჩატარებული ორი წარმატებული სეზონის მიუხედავად, მარიო ბალოტელი იტალიის ნაკრებში კვლავაც არ გამოიძახეს, რასაც თავად ფეხბურთელი კანის ფერსაც აბრალებს.

“ზოგჯერ ფანები ძალიან უსამართლოები არიან. ისინი ხშირად სკანდირებდნენ ჩემი მიმართულებით, რომ შავკანიანი იტალიელი ვერ იქნება , მაგრამ ჩემი არსებობა საპირისპიროს ამტკიცებს.

მე ნამდვილად იტალიელი ვარ, აქ დავიბადე და გავიზარდე, თუმცა კანონიერად ეს მხოლოდ მას შემდეგ დამტკიცდა, რაც 18 წლის გავხდი. ეს კანონი უნდა შეიცვალოს. არ მესმის რატომ ანიჭებენ ადამიანები კანის ფერს ასეთ მნიშვნელობას.

ვფიქრობ, თეთრკანიანი რომ ვყოფილიყავი, ნაკლები პრობლემა მექნებოდა. რა თქმა უნდა, ზოგჯერ პრობლემებს ჩემი ცუდი ქცევითაც ვიქმნიდი, მაგრამ იმაშიც კი დარწმუნებული ვარ, რომ თეთრკანიან მარიოს უფრო მალე აპატიებდნენ ყველაფერს,” – აცხადებს “ნიცას” ფეხბურთელი.

“ნიცას” მწვრთნელს “ბაიერნსა” და “ბორუსიაში” ეპატიჟებიან

ფრანგული “ნიცას” მთავარი მწვრთნელის, ლუსიენ ფავრის კარგი მუშაობა შეუმჩნევლად არ დარჩენიათ გერმანული ბუნდესლიგის წამყვან წარმომადგენლებს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული ტაბლოიდი, Bild ადასტურებს.

როგორც იცით, ფავრეს მეთაურობით “ნიცა” საკმაოდ კარგად გამოიყურება და სწორედ შვეიცარიელი სპეციალისტის დახმარებით შეძლო მარიო ბალოტელიმ ძველი ფორმის დაბრუნება.

“ბორუსია” გასულ ზაფხულშიც სცდილობდა ფავრეს გულის მოგებას, მაგრამ “ნიცა” მისი კლუბიდან გაშვების წინააღმდეგია. რაც შეეხება “ბაიერნს”, ბავარიაში ფავრეს მაურისიო პოჩეტინოს ალტერნატივად განიხილავენ.

საყურადღებოა, რომ წელს ფავრეს კონტრაქტში გააქტიურდა პუნქტი, რომლის საშუალებითაც მისი გადაბირება 3-5 მილიონ ევროდ არის შესაძლებელი.

“ნაპოლისთან” მატჩისთვის “ნიცა” სნეიდერის დამატებას გეგმავს

ფრანგული “ნიცას” ხელმძღვანელები უახლოეს საათებში ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი წევრის, უესლი სნეიდერის ტრანსფერს დაადასტურებენ. ამ ინფორმაციას Goal.Com ადასტურებს.

როგორც იცით, “ნიცა” გასულ სეზონში საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა გუნდის ლიდერის, მარიო ბალოტელის მსგავსად და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის შანსიც მოიპოვა. ჯგუფში მოსახვედრად კი ფრანგებმა “ნაპოლის” ბარიერი უნდა გაიარონ.

რაც შეეხება სნეიდერს, ის თავისუფალი აგენტის სტატუსს ატარებს და იმისთვის, რომ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება დართონ, ტრანსფერი ორშაბათ დილამდე უნდა განხორციელდეს.

ბალოტელი “ნიცას” ბარში, ფანებთან ერთად გულშემატკივრობდა (ვიდეო)

მარიო ბალოტელი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე “ნიცას” დახმარების უფლება არ აქვს, თავისი გუნდის თამაშს თვალს საფრანგეთის ერთ-ერთ ბარში, გულშემატკივრებთან ერთად ადევნებდა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ “ნიცასა” და “აიაქსს” შორის გამართული პირველი მატჩი, რომელიც ამსტერდამში გაიმართა, 2-2 დასრულდა, განმეორებითი მატჩი კი ფრედ, 1-1. შედეგად, მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება “ნიცამ” მოიპოვა.

ოფიციალურად: ბალოტელიმ “ნიცასთან” გაახანგრძლივა

საფრანგეთის ლიგა 1-ში მოასპარეზე “ნიცას” ხელმძღვანელებმა იტალიელ თავდამსხმელთან, მარიო ბალოტელისთან ახალი კონტრაქტი გააფორმეს.

კლუბის მიერ დადასტურებული ინფორმაციის მიხედვით, 26 წლის მარიო ბალოტელი საფრანგეთში კიდევ ერთ სეზონს დაჰყოფს.

მიჰაილოვიჩი: “ბალოტელი “ტორინოში”? დიდი სიამოვნებით”

“ტორინოს” მთავარმა მწვრთნელმა, სინიშა მიჰაილოვიჩმა პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ თავის გუნდში დიდი სიამოვნებით იხილავდა ისეთ ფეხბურთელს, როგორიც მარიო ბალოტელია.

როგორც იცით, ამჟამად “ტორინოში” ლიდერის როლის შემსრულებელი ანდრეა ბელოტია, რომელიც ძალიან ახლოსაა კლუბიდან წასვლასთან, უცხოური პრესა კი მის შემცვლელად 26 წლის ბალოტელის ასახელებს.

“ბალოტელი “ტორინოში”? დიდი სიამოვნებით მოვიყვანდი მას აქ,” – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ ბალოტელი და სინიშა “მილანშიც” თანამშრომლობდნენ. სინიშას ხელმძღვანელობით ჩატარებულ 20 მატჩში მარიომ მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლო.

რაიოლამ ბალოტელის მომდევნო კლუბი დაასახელა

ფრანგული “ნიცას” თავდამსხმელი, რომლისთვისაც 2016/17 წლების სეზონი საკმაოდ შედეგიანი გამოდგა, კარიერას დორტმუნდის “ბორუსიაში” გააგრძელებს.

ამ ინფორმაციას თავად იტალიელი ფეხბურთელის აგენტი, მინო რაიოლა ადასტურებს.

“დიახ, ბალოტელი მომავალი სეზონიდან “ბორუსიაში” ითამაშებს,” – ასეთი პასუხი გასცა რაიოლამ ჟურნალისტის მიერ მარიოს მომავალზე დასმულ კითხვას.

სტატისტიკისთვის გეტყვით, რომ ბალოტელიმ “ნიცას” მაისური გასულ სეზონში 28 მატჩში მოირგო და 17 გოლი გაიტანა.

მინო რაიოლა: “ბალოტელის გადაბირების სურვილი ამ ორმა კლუბმა გამოთქვა”

ფრანგული “ნიცას” 26 წლის თავდამსხმელის, მარიო ბალოტელის აგენტი, მინო რაიოლა აღიარებს, რომ იტალიელი შემტევის გადაბირების სურვილი უკვე გამოთქვა ორმა ევროპულმა კლუბმა.

“ბალოტელი მე სრულიად მენდობა, იცის როგორი ვარ.

დარჩება თუ არა ის “ნიცაში”? ვნახოთ. ფაქტია, რომ მისი გადაბირების სურვილი უკვე გამოთქვეს დორტმუნდის “ბორუსიასა” და “მარსელის” ხელმძღვანელებმა.

“ნიცაში” გატარებულმა სეზონმა მასზე დადებითად იმოქმედა, რაც ძალიან მახარებს, მე მისთვის მამასავით ვარ,” – აცხადებს რაიოლა.

ბალოტელი ესპანურ ლა ლიგაში?

ესპანური, საკმაოდ გავლენიანი და ავტორიტეტული გამოცემა Marca ძალიან საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, საკმაოდ დიდია იმის შანსი, რომ მომავალ სეზონში მარიო ბალოტელი ესპანეთში ვიხილოთ.

წყაროს ცნობით, ფრანგული “ნიცას” იტალიელი თავდამსხმელის გადაბირებით ესპანური “ლას პალმასია” დაინტერესებული.

თუ ესპანელების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დავუჯერებთ, “ლას პალმასმა” უკვე წამოიწყო მოლაპარაკებები ფრანგულ გრანდთან. ესპანური გუნდი მას 1-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, ერთი წლის დამატების უფლებით.

“ნიცას” მფლობელები “მიდლსბროს” აქციების ყიდვას ცდილობენ

The Guardian-ის მეირ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩინელი ბიზნესმენი, ჩენ ლი ინგლისური “მიდლსბროს” აქციების 50 პროცენტის შეძენას ცდილობს.

როგორც ცნობილი ხდება, ლი, რომლის კომპანიის (GC Nice Investment Group Ltd) საკუთრებაშიც ფრანგული “ნიცა” იმყოფება (რომელიც მიმდინარე სეზონში ჩემპიონობისათვისაც იბრძვის), უკვე შეხვდა ბრიტანული კლუბის წარმომადგენლებს.

“გარდიანი” იმასაც გვამცნობს, რომ სტივ გიბსონმა ჩინელი ბიზნესმენის პირველი შეთავაზება, რომელიც აქციების 50 პროცენტის 50 მილიონ ფუნტად გაყიდვას ითვალისწინებდა, უკვე უარყო.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ პრემიერ ლიგის 22 ტურში “მიდლსბროს” ანგარიშზე 20 ქულაა. კლუბი ამ დროისთვის მე-16 პოზიციას იკავებს.

მარიო ბალოტელიმ “პარი სენ-ჟერმენი” დატროლა (ვიდეო)

“ნიცას” თავდამსხმელმა, მარიო ბალოტელიმ დისკვალიფიკაციის გამო საფრანგეთის თასზე “ლორიენთან” გამართული მატჩი გამოტოვა. იტალიელმა ფეხბურთელმა თავისუფალი დრო პარიზში გაატარა, Instagram-ზე კი სწორედ ამ ქალაქში გადაღებული ვიდეო ატვირთა.

“ეს პარიზია, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, ვინ არის ცხრილის სათავეში… ეს “ნიცაა”…” – ამბობს ბალოტელი.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ს 44 ქულით “ნიცა” ლიდერობს, მეორე ადგილზე 42 ქულით “მონაკოა”, ხოლო მესამეზე (39 ქ.) – “პარი სენ-ჟერმენი”.

იხილეთ ვიდეო