“საუთჰემპტონი” დე ბურთან და პელეგრინოსთან აწარმოებს მოლაპარაკებებს

“საუთჰემპტონის” ხელმძღვანელები მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კლოდ პუელის განთავისუფლების შემდეგ, კვლავ ეძებებ მის შემცვლელს.

ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Telegraph ირწმუნება, რომ “წმინდანები” ამ პოსტზე ფრანკ დე ბურის, როჯერ შმიდტის, ტომას ტუჰელისა და მაურისიო პელეგრინოს დანიშვნის კანდიდატურებს განიხილავდნენ.

თუმცა, ტომას ტუჰელმა ინგლისელებს ნათლად აუხსნა, რომ ამ წინადადებით არ იყო დაინტერესბული, შმიდტი კი ჩინურ კლუბს ჩაუდგა სათავეში.

ასე რომ, “საუთჰემპტონს” ორი ვარიანტიღა შემორჩა – ფრანკ დე ბური და მაურისიო პელეგრინო.

“წმინდანები” გულშემატკივრებს ახალ მწვრთნელს მომავალ კვირაში წარუდგენენ.

აგენტი: “იქნება თუ არა დე ბური ჰოლანდიის ნაკრების მომავალი მწვრთნელი?”

სულ ცოტა ხნის წინ ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დანი ბლინდი გაათავისუფლეს.  ჟურნალისტებმა ამ თანამდებობის დაკავების კანდიდატებად რამდენიმე სპეცილისტი დაასახელეს. მათ შორის არის ფრანკ დე ბური, რომელიც ბოლოს მილანის “ინტერს” წვრთნიდა.

ამ თემასთან დაკავშირებით დე ბურის აგენტმა ისაუბრა.

“ფრანკს უნდა, რომ ყოველ დღე მინდორზე იდგეს.  შესაბამისად, მას არცერთი ნაკრების მწვრთნელობა არ სურს. არა, დე ბური ნამდვილად არ იქნება ჰოლანდიის დამრიგებელი,” – განაცხადა გვიდო ალბერსმა.

 

აგენტი: “დე ბური სიამოვნებით შეუერთდება “ევერტონს” ან “ვალენსიას”

“აიაქსის” ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის აგენტის თქმით, თუ ფრენკ დე ბურს შესაძლებლობა მიეცემა, ის ამსტერდამული გუნდის “ევერტონში” ან “ვალენსიაში” გაცვლაზე სერიოზულად დაფიქრდება.

“ის დიდი სიამოვნებით შეუერთდებოდა ისეთ კლუბებს, როგორიც “ვალენსია” და “ევერტონია”. ყველაფერი მათ ფილოსოფიაზე და თამაშის სტილზეა დამოკიდებული. სწორედ ეს სჭირდება ფრენკს.

თუმცა, როგორც “აიაქსის” ხელმძღვანელობას ვუთხარი, ჯერჯერობით მოლაპარაკებებისთვის არავის არ მოუმართავს. ფრენკის თქმით ამჟამად ის მხოლოდ ჩემპიონობაზე ფიქრობს, არ მინდა მას პრობლემები შევუქმნა.”

დე ბურმა “ტოტენჰემი” უარით გაისტუმრა

ჰოლანდიური პრესის ცნობით, “ტოტენჰემის” ხელმძღვანელობამ ანდრე ვილაშ-ბოაშის გათავისუფლების შემდეგ, მთავარი მწვრთნელის პოსტი ფრანკ დე ბურს შესთავაზე, რომელიც ამჟამად ამსტერდამის “აიაქსის” მთავარი მწვრთნელია. თუმცა, 43 წლის ჰოლანდიელმა ლონდონელებს უარი უთხრა და ეს იმით დაასაბუთა, რომ ახლა “აიაქსთან” მუშაობაზე არის კონცენტრირებული.

შეგახსენებთ, რომ დე ბურმა ზაფხულში ამსტერდამელებთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც ის “აიაქსის” მწვრთნელი 2017 წლამდე იქნება.

ფრანკ დე ბური: “მილანის” დასარცხებლად გამართლება გვჭირდება

ამსტერდამის “აიაქსის” მთავარი მწვრთნელი, ფრანკ დე ბური თვლის, რომ მის გუნდს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ცოტა გამართლება სჭირდება.

” სტუმრად “მილანის” დამარცხება იოლი საქმე არ არის. ჩვენ ცოტა უნდა გაგვიმართლოს და სასურველ შედეგს ამ შემთხვევაში მივაღწევთ. თუმცა, ახლა ჩვენ კარგ ფორმაში ვართ. ასი პროცენტით დავიხარჯებით მინდორზე და იმედი მაქვს ყველაფერი კარგად დამთავრდება. სავარაუდოდ “მილანი” დღეს დაცვიდან ითამაშებს. ჩვენ კი მიჩვეულები ვართ ასეთ ფეხბურთს. ჰოლანდიის ჩემპიონატში ყველა გუნდი ასე გვეთამაშება და ჩვენ გამოგვდის მათი წინააღმდეგობის დაძლევა, მაგრამ დღეს სულ სხვა დონის გუნდს ვხვდებით” – განაცხადა ფრანკ დე ბურმა.