ხვალ საქართველოს ნაკრები თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე სერბეთის ეროვნულ გუნდს მიიღებს. მატჩი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით გაიმართება.
მნიშვნელოვანი დაპირისპირების წინ ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა.
სლოვაკ სპეციალისტს ჰკითხეს, ოქრიაშვილისა და ჭანტურიას არყოლის ფონზე, რატომ არ გამოიძახა გუნდში შესანიშნავ ფრომაში მყოფი გიორგი მერებაშვილი: “რაც შეეხება მერებაშვილს, ვიცი მისი კარგი ფორმის შესახებ. თუმცა, მის გამოძახებას, ისინი ვამჯობინე, რომლებსაც აქამდე უთამაშიათ ნაკრებში. ექსპერიმენტებს თავი ავარიდე,” – განაცხადა ვაისმა.