ვლადიმერ ვაისი: “რატომ არ გამოვიძახე მერებაშვილი?”

ხვალ საქართველოს ნაკრები თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე სერბეთის ეროვნულ გუნდს მიიღებს. მატჩი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით გაიმართება.

მნიშვნელოვანი დაპირისპირების წინ ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა.

სლოვაკ სპეციალისტს ჰკითხეს, ოქრიაშვილისა და ჭანტურიას არყოლის ფონზე, რატომ არ გამოიძახა გუნდში შესანიშნავ ფრომაში მყოფი გიორგი მერებაშვილი: “რაც შეეხება მერებაშვილს, ვიცი მისი კარგი ფორმის შესახებ. თუმცა, მის გამოძახებას, ისინი ვამჯობინე, რომლებსაც აქამდე უთამაშიათ ნაკრებში. ექსპერიმენტებს თავი ავარიდე,” – განაცხადა ვაისმა.

ვლადიმერ ვაისი: “ჩვენ გვაქვს მიზანი და მისი მიღწევა ძალიან რეალურია!”

9 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრას გამართავს. ჩვენები უელსელების წინააღმდეგ შეეცდებიან წარმატების მოპოვებას.

ქართველთა მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.

“ალბათ, ეს იქნება ბოლო შანსი, რომ სასურველი მიზნისთვის ვიბრძოლოთ. ჩვენ გვაქვს ოცნება, რომლის ახდენაც ძალიან რეალურია.”

“ვიმედოვნებ, არა მარტო უელსთან, არამედ სხვა დანარჩენ გუნდებთან, ყველა მატჩში შევძლებთ ქულების აღებას. გვაქვს პოტენციალი, რომელიც ბოლომდე უნდა გამოვავლინოთ: უნდა გამოვიყენოთ საგოლე მომენტები და დაცვაში უაზრო შეცდომები არ დავუშვათ. აუცილებელია ბალანსის პოვნა შეტევასა და დაცვას შორის.”

“საქართველოსთვის წარმატების მიღწევა საკმაოდ რეალურია,” – განუცხადა ჟურნალისტებს ვაისმა.