ოფიციალურად: მიში ბატშუაი მომავალ სეზონში “ვალენსიას” ღირსებას დაიცავს

“ვალენსიას” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას “ღამურების” რიგებში მიში ბატშუაის გაწევრიანების შესახებ. “ჩელსი” მას კიდევ ერთი სეზონით ანათხოვრებს.

როგორც ცნობილი ხდება, “არისტოკრატები” ბატშუაიში ვარსკვლავს ხედავენ და სწორედ ამიტომაც, “ვალენსიას” ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება არ მისცეს.

გეტყვით იმასაც, რომ ბატშუაიმ გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარის წესით დორტმუნდის “ბორუსიაში” გაატარა, სადაც 10 მატჩში 7 გოლის გატანა შეძლო.

ბატშუაი:”დიდი იმედი მაქვს, რომ ბოლტი “ბორუსიაში” ჩემს ადგილს არ დაიკავებს”

ბელგიის ნაკრებთან ერთად შეკრებაზე მყოფმა მიში ბატშუაიმ უსეინ ბოლტზე იხუმრა, რომელიც ამჟამად, ბატშუაის არყოფნაში, “სიგნალ იდუნა პარკზე” დორტმუნდის “ბორუსიასთან” ერთად ვარჯიშობს.

“ვიდეო ვნახე, სადაც ბოლტი ბრწყინვალედ თამაშობს ფეხბურთს – ჯერ ფეხებს შორის გაუტარებს ბურთს მეტოქის მოთამაშეს, შემდეგ კი ლამაზი გოლი გააქვს. ის ნამდვილი ჩემპიონია.

მისთვის შეზღუდვები არ არსებობს. ის ყოველდღე ადასტურებს, რომ განსაკუთრებულია. ძალიან მიხარია, რომ ფეხბურთშიც საკმაოდ კარგად გამოსდის ყველაფერი, თუმცა, ვიმედოვნებ, რომ ის “ბორუსიაში” ჩემს ადგილს არ დაიკავებს,” – აცხადებს ბატშუაი.

კონტე: “ბატშუაიმ უნდა დაგვიმტკიცოს, რომ მორატასა და აზარზე უკეთესია”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ მიში ბატშუაიზე ისაუბრა, რომელიც ახლახან დაბრუნდა ლაზარეთიდან. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა შემტევს ტრავმის გამო ორი კვირა გაუცდა.

“მიშიმ ახლახან მოიშუშა ტრავმა და მოედანზე გასასვლელად ოპტიმალურ ფორმაში უნდა შევიდეს. ის ბოლო დროს საკმაოდ ბევრს მუშაობდა და შესაძლოა, “ბორნმუთთან” მატჩშიც ვიხილოთ.

თითოეული შეხვედრის წინ ვალდებული ვარ, ოპტიმალური შემადგენლობა ავირჩიო გუნდისთვის. შესაბამისად, თუ ბატშუაის სასტარტო შემადგენლობაში უნდა მოხვედრა, უნდა დაგვიმტკიცოს, რომ მორატასა და აზარზე უკეთესია.

მიში ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა. ის თავდაუზოგავად ვარჯიშობს, რათა საუკეთესო გახდეს. მე მის მონდომებას ვაფასებ და ვთვლი, რომ ასეთი დამოკიდებულებით ყველაფერს მიაღწევს,” – აცხადებს კონტე.

ბატშუაი მეტ სათამაშო დროს ითხოვს

ლონდონის “ჩელსის” ბელგიელი თავდამსხმელი, მიში ბატშუაი აცხადებს, რომ 2017/18 წლების სეზონში სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას ვეღარ აიტანს და საჭიროების შემთხვევაში მზადაა, კლუბიც დატოვოს.

“ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ მეტი სათამაშო დრო მჭირდება, გოლები უნდა გავიტანო – მომავალ წელს მსოფლიო ჩემპიონატია, ამ ტურნირისთვის მზად უნად ვიყო.

არაფრის მოთხოვნას არ ვაპირებ, მე მათ მოვუსმენ. ისინი არიან უფროსები და არა მე. შემდეგ კი ყველაფერს ჩემს აგენტთან და მეგობრებთან განვიხილავ,” – აცხადებს 23 წლის ბელგიელი ფეხბურთელი.

talkSPORT: “ინტერმა” მაურო იკარდის შემცვლელი ლონდონში იპოვა

talkSPORT-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, მილანური “ინტერი” ზამთარში მიში ბატშუაის გადაბირებას აპირებს, რომელსაც სავარაუდოდ მაურო იკარდის მოვალეობების შესრულება დაევალება.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის არგენტინელი თავდამსხმელი ბოლო დროს ისეთ ფორმაში ვეღარ არის, გუნდის ლიდერობა რომ იტვირთოს, ამიტომაც იტალიური კლუბის ხელმძღვანელებმა უკვე დაიწყეს მისი შემცვლელის ძიება.

ამასთანავე, მილანური გრანდის ერთ-ერთ ლიდერს ცუდი ურთიერთობა აქვთ “ნერაძურის” ქომაგებთან, რომლებმაც მისი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ბანერიც კი გამოკიდეს (ამ საქმესთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ლინკზე – ლინკი. ).