2012 წლისთვის ლიონელ მესის კრიშტიანუ რონალდუს ინდივიდუალური ჯილდოების მხრივ ძალიან აღემატებოდა. თუმცა, გავიდა ხუთი წელი და პორტუგალიელმა ეს ჩამორჩენა, ფაქტობრივად, აღმოფხვრა.
Bleacher Report-ი აღნიშნულ თემაზე კარიკატურას გვთავაზობს.
2012 წლისთვის ლიონელ მესის კრიშტიანუ რონალდუს ინდივიდუალური ჯილდოების მხრივ ძალიან აღემატებოდა. თუმცა, გავიდა ხუთი წელი და პორტუგალიელმა ეს ჩამორჩენა, ფაქტობრივად, აღმოფხვრა.
Bleacher Report-ი აღნიშნულ თემაზე კარიკატურას გვთავაზობს.
დღეს მადრიდის “რეალმა” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში კრიშტიანუ რონალდუს ჰეთრიკის წყალობით თანაქალაქელი “ატლეტიკო” დაამარცხა.
პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“დღეს მთელი გუნდი მოწოდების სიმაღლეზე იყო. მნიშვნელოვანი გოლები გავიტანე, თუმცა ეს წარმატება მთლიანი კოლექტივის დამსახურებაა. პირველი წუთიდან ბოლომდე ძალიან კარგად ვითამაშეთ. ბევრი მომენტი გვქონდა, თუმცა იან ობლაკსაც ნუ დავუკარგავთ გარჯას.”
“მართალია, სამი გოლი გავიტანეთ, თუმცა ჯერ არაფერი დასრულებულა. “ატლეტიკო” საკუთარ კედლებში ძალიან ძლიერი გუნდია. მოდუნების უფლება არ გვაქვს.”
“ყოველთვის ვცდილობ, გუნდს დავეხმარო და ერთად მივაღწიოთ დიდ მიზნებს,” – განაცხადა რონალდუმ.
როი კინმა მადრიდის “რეალის” ფეხბურთელზე, კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა. ირლანდიელმა პორტუგალიელი სუპერკვარსკვლავი შეაქო და მას გენიოსი უწოდა.
“ცალსახაა, რომ ეს ბიჭი გენიოსია. ჩვენ ვსაუბრობთ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელზე. ბედნიერები ვართ, რომ რონალდუს თამაშის ყურება შეგვიძლია.”
“ლა ლიგაში და, მით უმეტეს, ჩემპიონთა ლიგაზე გოლის გატანა ძალიან რთულია. ჩვენ ვცხედავთ, ყოველ წელს რამდენ გოლს იტანის რონალდუ, ასისტებსაც ნუ დავივიწყებთ… ცალსახად გენიოსია!” – განაცხადა კინმა.
მადრიდის “რეალი” ცოტა ხნის წინ იაპონიაში გაემგზავრა, სადაც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.
“თეთრების” პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, კრიშტიანუ რონალდუმ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ ტურნირის მოგება მათთვის ბევრს ნიშნავს.
“იაპონიაში დასასვენებლად არ ჩამოვსულვართ. გვინდა, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოვიგოთ.”
“ეს ტურნირი ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. წლის წარმატებულად დასრულება გვსურს.”
“მადრიდის “რეალი” საუკეთესო კლუბია და ამას ამ შეჯიბრებაზეც დავამტკიცებთ!” – განაცხადა 31 წლის შემტევმა.
შეგახსენებთ, რომ ესპანური გრანდი ნახევარფინალურ შევხერდას 15 დეკემბერს მექსიკური “ამერიკას” წინააღმდეგ გამართავს.
ასევე იხილეთ: ვის დაუპირისპირდება “რეალი” მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში გასვლის შემთხვევაში?
კრიშტიანუ რონალდუმ წინა სეზონი საოცრად ჩაატარა. მან მადრიდის “რეალთან” ერთად ჩემპიონთა ლიგის, ხოლო პორტუგალიის ნაკრებში ევროპის ჩემპიონატი მოიგო. გარდა ამისა “ბლანკოსის” მაისურით ჩატარებულ 48 მატჩში 51 გოლი გაიტანა, ჩემპიონთა ლიგაზე კი 12 შეხვედრაში 16-ჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება.
პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ოქროს ბურთის მოსაგებად მაქსიმალურად დაიხარჯა.
“ამ სეზონში ყველაფერი გავაკეთე, რათა ოქროს ბურთის ჯილდო მოვიპოვე. ჩვენ მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა. ასევე, პირველ სანაკრებო ტიტულსაც დავეუფლე. ოქროს ბურთის ცერემონიალზე ხმის მიცემა ჩემზე არაა დამოკიდებული და არც მინდა ამაზე ფიქრი.”
“თუ მკითხავენ, მინდა თუ არა ოქროს ბურთი, ვეტყვი, რომ მე ეს მსურს. ეს სეზონი უსიტყვოდ საუკეთესოა ჩემს კარერაში!” – აცხადებს 31 წლის სპორტსმენი.
19 ოქტომბერს პრიმერა დივიზიონის მე-12 ტურის შეხვედრები გაიმართა.
ტურის ცენტრალური მატჩი “ვისენტე კალდერონზე” შედგა, სადაც ერთმანეთს მადრიდული გრანდები – “ატლეტიკო” და “რეალი” დაუპირისპირდნენ.
პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნა პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ მოახერხა. 23-ე წუთზე მან ჯარიმიდან შეძლო გატანა.
მეორე ნახევარში “ატლეტიკო” გააქტოურდა და რამდენიმე მომენტიც შექმნა, თუმცა ყველაფერი საპირისპიროდ განვითარდა. 70-ე წუთზე სიმეონეს შეგირდების კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც რონალდუმ შეასრულა და სხვაობა ორამდე გაზარდა. ამით ყველაფერი არ დამთავრდა! ზუსტად 6 წუთში ბეილი მარცხენა ფლანგზე გაიჭრა, შევიდა მეტოქის საჯარიმოში და მარჯვენა კუთხესთან ჩასაფრებულ დუბლის ავტორს უპასა, რომელმაც ჰეთრიკი შეასრულა!
საბოლოოდ, მატჩი, ანგარიშით, 3:0 დასრულდა. “რეალმა” ამ გამრაჯვებით უფრო გაიმყარა პოზიცია. მას 30 ქულა აქვს და “ბარსელონას” 4 ქულით უსწრებს. რაც შეეხება “ატლეტიკოს”, ეს კლუბი 21 ქულით მე-5 პოზიციაზეა.