კარიკატურა: რა უქნეს “ლივერპულის” ფანებმა “მანჩესტერ სიტის” ავტობუსს?

“მანჩესტერ სიტის” დამარცხების შემდეგ, მერსესაიდის “ლივერპულის” ფანებმა “ქალაქელების” ავტობუსი დააზიანეს.

ომარ მომანი ვანდალიზმს ასე ეხმაურება.

 

კარიკატურა: “ბარსამ” “ლივერპული” კიდევ ერთხელ გაძარცვა

გუშინ ოფციალურად დადასტურდა, რომ მერსესაიდის “ლივერპულის” უკვე ყოფილი ფეხბურთელი, ფილიპე კოუტინიო კარიერას კატალონიის “ბარსელონაში” გააგრძელებს. ესპანელებმა ბრაზილიელში 142 მილიონი ფუნტი გადაიხადეს.

“ბარსამ” ინგლისური გუნდიდან აქამდე ისეთი ვარსკვლავები იყიდა, როგორებიც ლუის სუარესი და ხავიერ მასკერანოა. ამასთან დაკავშირებით გთავაზობთ კარიკატურას.

 

კევინ ტრაპი შესაძლოა, “ლივერპულში” ვიხილოთ

კევინ ტრაპი, დიდი ალბათობით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე “პარი სენ-ჟერმენს” დატოვებს. გერმანელმა მეკარემ ვერა და ვერ მოიკიდა ფეხი ძირითად შემადგენლობაში. მან, ფაქტობრივად, წელს ბრძოლა წააგო ალფონსო არეოლასთან, რომელიც ფრანგული გუნდის ძირითადი მეკარეა.

როგორც ინგლისური პრესა იტყობინება, 27 წლის კიპერის დამატებით დაინტერესებულია მერსესაიდის “ლივერპული”. იურგენ კლოპი სიმონ მინოლეს ასპარეზობით უკმაყოფილოა. ბელგიელი არასტაბილურია და ხშირად მისი შეცდომების გამო გუნდი ზარალდება. ამასთანავე, ტრაპიც უკმაყოფილოა თავისი მდოგმარეობით. სწორედ ამიტომ, შესაძოა მათი გზები აგდაიკვეთოს. მოლაპარაკებები დაწყებულია, თუმცა სვაარუდო თანხაც არ სახელდება.

გარდა მერსესაიდელებისა, 2015 წელს “აინტრახტიდან” “პსჟ”-ში ათ მილიონ ევროდ გადასული ფეხბურტელის შეძენა “კრისტალ პალასსაც” სურს. ყვეალფერი, დიდი ალბატობით, ამ ზამთარშივე გაირკვევა.

კარიკატურები 360 გრადუსით: ინგლისური გრანდების გასახდელები

გთავაზობთ ინგლისის პრემიერ ლიგის ხუთი გუნდის: ლონდონის “ჩელსის”, “მანჩესტერ სიტის”, “მანჩესტერ იუნაიტედის”, ლონდონის “არსენალისა” და მერსესაიდის “ლივერპულის” გასახდელების კარიკატურებს 360 გრადუსით.

კარიკატურების სანახავად დააკლიკეთ აქ.

მინოლე: “მანჩესტერ სიტის” შეჩერება კვლავ შესაძლებელია”

“მანჩესტერ სიტი” ინგლისის პრემიერ ლიგაში შესანიშნავ ფეხბურთს აჩვენებს. “ქალაქელებს” 11 ტურის შემდეგ 31 ქულა აქვთ და, რა თქმა უნდა, ცხრილის ერთპიროვნული ლიდერები არიან. მათ მიყოლებით ბოლო ცხრა მატჩი მოიგეს. საერთო ჯამში კი, ათ თამაშში იმარჯვეს და ერთი ფრე ითამაშეს.

ზემოთ აღნიშნულის და სხვა შესანიშნავი სტატისტიკის მიუხედავად, მერსესაიდის “ლივერპულის” მეკარე, სიმონ მინოლე თვლის, რომ მანჩესტერელთა შეჩერება კვლავ შესაძლებელია.

“სიტი” მშვენიერ ფორმაშია. მისი ფეხბურთელები უმაღლეს კლასს აჩვენებენ. თუმცა, როგორც ყოველთვის, პრემიერ ლიგა გრძელი მოგზაურობაა. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, ჯერ კიდევ შესაძლებელია გვარდიოლას გუნდის შეჩერება. “ვესტ ჰემთან” მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ლიდერებს მივუახლოვდით. ზამთრის დატვირთულ პერიოდში ნებისმიერი რამ შესაძლოა, მოხდეს. ეს ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული: როგორ გადავლახავთ კონკრეტულ გამოწვევებს,” – აცხადებს 29 წლის ბელგიელი.

“ლივერპული” – “მანჩესტერ იუნაიტედი” (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს, ინგლისის პრემიერ ლიგის მერვე ტურში მერსესაიდის “ლივერპული” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ იუნაიტედს” მიიღებს.

გთავაზობთ გუნდების სასტარტო შემადგენლობებს.

“ლივერპული”: მინოლე, გომესი, მატიპი, ლოვრენი, მორენო, ვეინალდუმი, ჰენდერსონი, ჩანი, სალაჰი, ფირმინო, კოუნტინიო.

“მანჩესტერ იუნაიტედი”: დე ხეა, ვალენსია, სმოლინგი, ჯონსი, დარმიანი, ერერა, მატიჩი, იანგი, მხითარიანი, მარსიალი, ლუკაკუ.

მოურინიო: “ენფილდის” ატმოსფერო ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა”

დღეს პრემიერ ლიგის მეცხრე ტურში მერსესაიდის “ლივერპული” “ენფილდზე” “მანჩესტერ იუნაიტედს” მიიღებს.

“წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო მატჩამდე ჟურნალისტებს ესაუბრა.

“ჩემთვის სასაცილოა ხალხის საუბარი, როცა ამბობენ, რომ დიდი ატმოსფერო ჩვენ არ მოგვწონს. თითქოს, ისინი ფიქრობენ,რთულია ჩავიდეთ განსაკუთრებულ ადგილზე და მოწინააღმდეგის გულშემატკივრების მიერ შექმნილ საოცარ ატმოსფეროს დავუპირისპრიდეთ. ზოგჯერ, ასე ფიქრობენ გამორჩეული, ვეტერანი ფეხბურთელები. პირიქით! ეს ის გარემოა, რომელიც ჩვენ გვსურს, რადგან ის დამატებითი მოტივატორია.”

“როცა “ბარსელონა” “ლას პალმასს” ცარიელ სტადიონზე ეთამაშა, თქვენი აზრით ფეხბურთელები ბედნიერნი იყვნენ ამით? მართლა ფიქრობთ, რომ “ლას პალმასის” მოთამაშეები ასეთ გარემოში ასპარეზობას ამჯობინებდნენ?”

“ჩვენ ხვალ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას ტრადიციული გუნდის წინააღდეგ გამორჩეულ სტადიონზე ჩავატარებთ. ვიცით, რომ ფანებს “მანჩესტერ იუნაიტედი” ძალიან არ უყვართ.. თუმცა, ეს ისაა, რაც ჩვენ გვსურს. “ლივერპულს” კარგი მოთამაშეები ჰყავს. ამ გუნდს დიდი პოტენციალი აქვს. რთულია, მათ გავუტოლდეთ. იმედი მაქვს, ისინიც იმავეს ფიქრობენ ჩვენზე,” – ამბობს სეუ ჟოზე.

დრამა “დინ კორტზე”: “ბორნმუთმა” “ლივერპულთან” ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და ბოლოს მატჩიც მოიგო (ვიდეო)

დღეს ინგლისის პრემიერ ლიგის მე-14 ტურის შეხვედრები იმართება.

ერთ-ერთ მატჩში, “დინ კორტზე” “ბორნმუთმა” “ლივერპული” მიიღო. დაპირისპირება სტუმრების უპირატესობით დაიწყო, რაც მალე ანგარიშშიც აისახა. მე-20 წუთზე ჯერ სადიო მანემ გაიტანა, ხოლო 2 წუთში კი ბელგიელმა დივოკ ორიჯიმ ორამდე გაზარდა ანგარიში.

მეორე ნახევარში, 56-ე წუთზე უილსონმა პენალტის ნიშნულიდან გატანილი გოლით მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა. თუმცა, 8 წუთში ემრე ჩანმა “ლივერპულის” მესამე გოლი შეაგდო. თითქოს, მერსესაიდელებისთვის ყველაფერი კარგად მიდიოდა. ასე არ ფიქრობდნენ მასპინძლები. 76-ე წუთზე ჯერ ფრასერმა 3:2 გახადა ანგარიში, ხოლო 3 წუთში ქუკმა გაათანაბრა. “ბორნმუთი” “გათავხედდა” და მოგებაზეც დაიწყო თამაში. საბოლოოდ, მატჩის მესამე დამატებულ წუთზე ნათან აკემ გამარჯვების გოლის გატანა მოახერხა და “დინ კორტის” ბინადრებმა 4:3 იმარჯვეს!

14 ტურის შემდეგ “ბორნმუთი” 18 ქულით მეათე ადგილზეა, ხოლო “ლივერპულს” 30 ქულა აქვს და მე-3 პოზიციაზე იმყოფება.