ბუტრაგენიო: “რეალის” “პსჟ”-სთან შეხვედრა ცოტათი ადრეა”

გუშინ ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა შედგა, რის შემდეგაც გაირკვა, რომ ერთ-ერთი მერვედფინალური წყვილი მადრიდის “რეალი” და “პსჟ” იქნება.

მეტოქის ვინაობის გაგების შემდეგ, “ბლანკოსის” დირექტორმა, ემილიო ბუტრაგენიომ კომენტარი გააკეთა.

“ჩემი აზრით, ეს დაპირისპირება ნაადრევი იყო. ორივე გუნდი ტიტულის მოგების კანდიდატები არიან. შესაძლებელია, ეს წყვილი ფინალშიც კი შეხვედროდა ერთმანეთს. თუმცა, ესაა რეალობა. ჩვენ საბრძოლველად მზად ვართ.”

“ყოველ წელს “პსჟ” ძლიერდება. მათ ჯგუფურ ეტაპზე შეუცდომლად იაპსარეზეს და ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნიათ. არ ვფიქრობ, რომ ჩვენ მათთვის სასურველი მოწინააღმდეგე ვართ. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი ისაა, რისი გვჯერა. თუ გუნდი თავის საუკეთესოს აჩვენებს, მას ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ შეეძლება ღირსეული თამაში,” – აცხადებს ბუტრაგენიო.

ბუტრაგენიო კატალონიაში ვიზიტზე: “ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა “რეალის” ავტობუსს არ ვიყენებთ”

29 ოქტომბერს მადრიდის “რეალი” კატალონიას, კერძოდ, ქალაქ ჟირონას ესტუმრება და ამავე სახელწოდების კლუბთან ლა ლიგა სანტანდერის მეათე ტურის შეხვედრას გამართავს. დედაქალაქელები “ცხელ” ესპანურ მხარეში ჩადიან: იქ, სადაც ახლა ყველაზე მეტად სურთ დამოუკიდებლობა.

“ბლანკოსის” ინსტიტუციონალური ურთიერთობების დირექტორმა, ემილიო ბუტრაგენიომ ჩინეთში ვიზიტის დროს, კატალონიურ ვიზიტზეც ისაუბრა.

“იქ მხოლოდ სათამაშოდ და სასურველი მიზნის მისაღწევად, ანუ მოსაგებად ჩავდივართ. ჩვენ წარმოვადგენთ საფეხბურთო გუნდს და, შესაბამისად, მხოლოდ ფეხბურთზე უნდა ვისაუბროთ. ჟირონაში ჩვენს ავტობუსს არ გამოვიყენებთ. სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ასე ვიქცევით. შესაბამისად, ამაზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება არ ღირს,” – აცხადებს ბუტრაგნიო.

ბუტრაგენიო: “სევილია” შესაძლო მეტოქეთა შორის ყველაზე არასასურველი ვარიანტი იყო”

მადრიდის “რეალისა” და “სევილიას” გზების კოპა დელ რეის 1/16 ფინალურ ეტაპზე გადაყრა განსაკუთრებით “რეალის” დირექტორს, ემილიო ბუტრაგენიოს არ ესიამოვნა, რომელსაც ერჩივნა, რომ ნაცვლად “სევილიისა”, მადრიდელებს ბარსელონელები შეხვედროდათ.

“სევილია” შესაძლო მეტოქეთა შორის ყველაზე არასასურველი ვარიანტი იყო. ორმატჩიან დუელში გამარჯვებისათვის მაქსიმალურად კონცენტრირება იქნება საჭირო.

ამ მატჩებისთვის ძალიან კარგად უნდა მოვემზადოთ, განსაკუთრებით კი პირველი მატჩისათვის – ძალიან კარგად ვიცით, რა რთულა “რამონ სანჩეს პისხუანზე” თამაში.

მათი არენა ყოველთვის ენთუზიაზმით აღსავსე გულშემატკივრებით არის შევსებული, რომლებიც თავიანთი ფეხბურთელებისგან მაღალი დონის ჩვენებას ითხოვენ.”