ვინ ჩაანაცვლებს ლოპეტეგის ესპანეთის ნაკრებში – ოთხი ყველაზე რეალური კანდიდატი

დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი, ხულენ ლოპეტეგი მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, მადრიდის “რეალს” ჩაუდგება სათავეში. ის სამწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

ამ ამბის გაჟღერების შემდეგ, ესპანურმა პრესამ დაიწყო იმაზე წერა, თუ ვინ იქნება ხულენის შემცვლელი “ფურია როხაში”. გამოიკვეთა ოთხი რეალური კანდიდატი.

მიჩელ გონსალესი

 

ესპანელმა თავის ნაკრებში 66 შეხვედრა ჩაატარა. ხოლო, მას შემდეგ, რაც მწვრთნელი გახდა, ის მადრიდის “რეალის” ახალგაზრდულ გუნდს, შემდეგ “რაიო ვალეკანოს”, “ხეტაფეს”, “სევილიას”, “მარსელსა” და “მალაგას” ედგა სათავეში. მისი სტილი შეესაბამება ესპანეთის ნაკრების სათამაშო ფილოსოფიას.

ლუის ენრიკე

 

შესაძლოა, მისი წარსულის გამოცდილება ყველაზე კარგად შეესაბამებოდეს აღნიშნულ პოსტს. ლუის ენრიკემ “ბარსელონას” გაწვრთნის დროს განაცხადა, რომ ის სიამოვნებით იმუშავებდა ესპანეთის ნაკრების მწვრთნელად. ნუ დაგვავიწყდება, რომ იგი თამაშობდა ეროვნულ გუნდში. ასევე, 48 წლის დამრიგებლის კლუბები, ნამდვილად, მიმზიდველ ფეხბურთს თამაშობდნენ.

ალბერტ სელადესი

 

21-წლამდე გუნდის ამჟამინდელი მწვრთნელი, რომელიც ესპანეთის ნაკრების წევრი იყო. საგულისხმოა, რომ სწორედ სელადესის დამოძღვრილმა ბიჭებმა მოახერხეს გასულ ზაფხულში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ფინალში გასვლა, თუმცა, სამწუხაროდ, დამარცხდნენ. ალბერტი დელ-ბოსკეს სამუშაო კოლექტივში იყო და ახლა ლოპეტეგის ასისტენტად მუშაობს.

აიტორ კარანკა

 

 

ის ესპანელთა 16-წლამდე ნაკრების მწვრთნელი იყო. გარდა ამისა, კარანკა ჟოზე მოურინიოს ასისტენტად “რეალში” სამი წლის მანძილზე ირჯებოდა. აქ მიღებული გამოცდილების შემდეგ აიტორმა “მიდლსბრო” ჩემპიონშიფიდან პრემიერ ლიგაში გადაიყვანა. თუმცა, შემდეგ ეს გუნდი ისევ დაქვეითდა.

მოიესს “სანდერლენდიდანაც” უშვებენ?

“მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ევერტონის” ყოფილ თავკაცს, დევიდ მოიესს “სანდერლენდიდანაც” უშვებენ.

როგორც იცით, “შავი კატები” მიმდინარე სეზონში საშინლად გამოიყურებიან და თითქმის განაღდებული აქვთ პრემიერ ლიგიდან გავარდნაც.

მიღბული არასახარბიელო შედეგის გამო, კლუბის ხელმძღვანელები მოიესის ნაცვლად მთავარი მწვრთნელის პოსტზე აიტორ კარანკას დანიშვნას აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ კარანკა აქამდე “მიდლსბროს” ედგა სათავეში, თუმცა ჟოზე მოურინიოს ყოფილმა ასისტენტმა “ბორო” იგივე მიზეზის გამო დატოვა.

მოურინიო: “კარანკამ გაგდება დაიმსახურა”

16 მარტს ოფიციალურად დადასტურდა, რომ “მიდლსბროს” უკვე ყოფილი მწვრთნელი, აიტორ კარანკა პრემიერ ლიგის გუნდს აღარ გაწვრთნიდა. ეს სპეციალისტი წარსულში ჟოზე მოურინიოს თანაშემწე იყო.

სწორედ პორტუგალიელმა მწვრთნელმა ისაუბრა კარანკაზე. მისი აზრით, ესპანელმა გუნდიდან გაგდება დაიმსახურა.

” ვფიქრობ, მან გუნდიდან წასვლა დაიმსახურა. კარანკამ პირველ წელს კლუბი ჩემპიონშიფიდან გავარდნისგან იხსნა. მეორე წელს “მიდლსბრომ” “უემბლიზე” პლეი-ოფის ფინალი ითამაშა. შარშან კარანკამ გუნდი პრემიერ ლიგაში გადმოიყვანა. წელს კი, დრო იყო, წასულიყო. “მიდლსბროს” შედეგები არასახარბიელო იყო,” – განაცხადა ჟოზემ.

ოფიციალურად: აიტორ კარანკა “მიდლსბროდან” გაუშვეს

ბრიტანული “მიდლსბროს” დირექტორთა საბჭოს მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, კლუბი მთავარმა მწვრთნელმა, აიტორ კარანკამ დატოვა.

“გვინდა მადლობა გადავუხადოთ აიტორს იმისთვის, რაც მან ჩვენი გუნდისთვის გააკეთა, ბოლო 3,5 წლისთვის და იმ წარმატებებისთვის, რომელსაც ჩვენთან ერტად მიაღწია. მომავალში მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებთ,” – ვკითხულობთ კლუბის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიოს ყოფილი დამხმარე რივერსაიდში 2013 წელს გამოჩნდა და გუნდს პრემიერ ლიგაში გადასვლაში დაეხმარა.

პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში “ბორომ” მხოლოდ ოთხი მატჩის მოგება მოახერხა, ბოლოს “მიდლსბრომ” “სუონსი” დაამარცხა, გასული წლის დეკემბერში.

ბოიან კრკიჩი “მიდლსბროში”?

ბრიტანული “მიდლსბროს” მთავარმა მწვრთნელმა, აიტორ კარანკამ განაცხადა, რომ მისი კლუბი “სტოკ სიტის” მფლობელობაში მყოფი ბოიან კრკიჩის გადაბირებას შეეცდება.

“მინდა გუნდში ისეთი ფეხბურთელები მოვიყვანო, რომლებსაც სხვადასხვა პოზიციებზე შეეძლებათ თამაში. ასე რომ, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

ამ დროისთვის, გეგმაში მხოლოდ ერთი ტრანსფერი გვაქვს, მაგრამ თუ ვინმე დაგვტოვებს, რეაგირებას აუცილებლად მოვახდენთ.

ბოიანს საკმაოდ კარგად ვიცნობ, რადგანაც ის ეროვნულ ნაკრებშიც თამაშობდა. ის კარგი ფეხბურთელია, “მილანში”, “ბარსელონაში”, “რომსა” და “სტოკში” აქვს ნათამაშები, რაც ბევრს ნიშნავს.” – განცხადა მან.