მესისა და აგუეროს ოთახი რუსეთი – არ შეაწუხოთ, გმირები ისვენებენ (ფოტო)

არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას მოსკოვიდან 60 კილომეტრში იცხოვრებს.

ინტერნეტსივრცეში არგენტინელთა ბაზაზე გადაღებული ფოტო გავრცელდა. ლიონელ მესი და სერხიო აგუერო ერთ ოთახში იცოხვრებენ. მათი ოთახის კარებზე კი ასეთ წარწერას წააწყდებით: “არ შეაწუხოთ, გმირები ისვენებენ.”

როგორ ოთახში იცხოვრებს სერხიო რამოსი რუსეთში? (ვიდეო)

ესპანეთის ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატის წინ კრასნოდარში დაბინავდა. საგულისხმოა, რომ თითოეულ ფეხბურთელს თავისი ოთახი აქვს. “ფურია როხას” კაპიტანმა, სერხიო რამოსმა თავისი ოთახი სოციალური ქსელის საშუალებით, გულშემატკივრებს აჩვენა.

რივალდო: “იმისათვის, რომ მესი მარადონას გაუთანაბრდეს…”

ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდამ, რივალდომ, მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატის წინ არგენტინის ნაკრებსა და ლეო მესიზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მესი მანამ ვერ იქნება მარადონას დონის ლეგენდა არგენტინელებისთვის, სანამ მუნდიალს არ მოიგებს.

“იმ ყველაფრის გამო, რაც ლეო მესიმ კლუბთან და ეროვნულ ნაკრებთან გააკეთა, მესი მსოფლიო ფეხბურთის ნამდვილი ლეგენდაა. შეუძლებელია ამას რამე დაამატო. რა თქმა უნდა, არგენტინის ნაკრებისთვის მთავარი ვარსკვლავი მარადონა იყო, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი მოაგებინა.

შესაძლოა, ამ მიზეზის გამო, არგენტინელები მარადონას უფრო დიდ ფეხბურთელად მიიჩნევდნენ, ვიდრე ლეო მესის. მიუხედავად იმისა რა აქვს გაკეთებული საკლუბო დონეზე.

ახლა ის ასი პროცენტით მზად არის. “ბარსელონაში” მოგებული ტიტულებით იმ კლუბის ფანები ხარობენ, ახლა არგენტინელები უნდა გაახაროს. მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ჩემპიონი გახდეს,” – აცხადებს რივალდო.

სალაჰი: “ჩვენთვის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა მისი მოგების ტოლფასია”

“ლივერპულისა” და ეგვიპტის საფეხბურთო ნაკრების ვარსკვლავმა, მოჰამედს სალაჰმა”, ჩემპიონთა ლიგის ფინალსა და მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა.

“ჩემპიონთა ლიგის ფინალის ღამე ყველაზე ცუდი მომენტი იყო მთელ ჩემს კარიერაში. ფინალის შემდეგ მეშინოდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება მომიწევდა, სასოწარკვეთილი ვიყავი.

ჩვენთვის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა ისეთივე ღირებული რამ იყო, როგორც ესპანეთისთვის მუნდიალის მოგება. ვეცდებით მაქსიმალურად ვისიამოვნოთ მომენტით,” – აცხადებს მოჰამედ სალაჰი.

შეგახსენებთ, რომ ეგვიპტის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე A ჯგუფში ითამაშებს რუსეთის, ურუგვაისა და საუდის არაბეთის საფეხბურთო ნაკრებებთან ერთად.

პუტინი: “მუნდიალისთვის მზად ვართ, თავი ისე იგრძენით, როგორც საკუთარ სახლში”

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიოტანთან დაკავშირებით, რომელიც სტარტს 15 ივნისს აიღებს (რუსეთისა და საუდის არაბეთის ნაკრებთა დაპირისპირებით).

“მივესალმები ფეხბურტის ფანებსა და მსოფლიოს საუკეთესო საფეხბურთო ნაკრებებს! ყოველი ადამიანი, რომელიც რუსეთში ჩამოვიდა, უდიდესი მოვლენის მონაწილე გახდება, რომელსაც მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი ქვია.

ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი ტურნირის მასპინძლობა უდიდესი პატივია, ჩვენ უკვე გავხდით უზარმაზარი საფეხბურთო სამყაროს წევრი. გვინდა ნამდვილი შვებულება მოგიწყოთ, რომელიც აღსავსე იქნება უსაზღვრო ემოციებით.

იმედი მაქვს, რომ რუსეთში გატარებული დრო დაუვიწყარ მოგონებებად გადაგექცევათ და არა მარტო საფეხბურთო მატჩების, არამედ ზოგადი ატმოსფეროს ხარჯზე.

ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ სპორტსმენებსა და ფანებს შესფერისად დავხვედროდით, მინდა თავი ისე იგრძნონ, როგორც საკუთარ თავში. ჩვენ გავხსენით ქვეყანა, საზღვრები და ჩვენიგული. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მსოფლიო ჩემპიონატზე!” – აცხადებს რუსეთის პირველი პირი.

იბრაჰიმოვიჩი:”ზლატანი მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა იყოს, მაგრამ ის არ წავა”

შვედეთის ნაკრების ყოფილი და “ლოს-ანჯელეს გალაქსის” მოქმედი ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საუბრისას სა

“მსოფლიოს ჩემპიონატი უდიდესი მოვლენაა ფეხბურთში, რომელშიც საუკეთესო ფეხბურთელები იღებენ მონაწილეობას. ზლატანი იქ არ არის… უნდა იყოს, მაგრამ ის რუსეთში არ ითამაშებს.

პრესაში ხშირად ამბობენ, რომ შვედეთის ნაკრები ჩემს გარეშე უფრო ძლიერია, მე მათი მჯერა. ეს შვედეთის მედიისთვის არის დამახასიათებელი. მე განსხვავებული ვარ, შვედებისგან განსხვავებული სახელი მაქ და არც ტიპურ შვედს ვგავარ.

თუმცა შვედეთის ნაკრების რეკორდსმენი ვარ. ბევრი რამ მოვიგე “აიაქსში”, “იუვენტუსში”, “ინტერში”, “ბარსელონაში”, “მილანში”, “პარი სენ-ჟერმენში”, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “გალაქსიში”.

და თუ მე არ ვიცი, როგორ ვიმუშავო გუნდურად, რატომ მქონდა მსოფლიოს საუკეთესო კლუბებში თამაშის პატივი და რატომ ვიგებდი? დამიჯერეთ, ვიცი, როგორ უნდა მოვიგოთ,” – აცხადებს იბრაჰიმოვიჩი.

პელე: “ტიტეს ვენდობი, მაგრამ ბრაზილიას გუნდი არ ჰყავს”

ბრაზილიული და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას, პელეს, ეჭვი ეპარება ტიტეს გუნდის ერთიანობაში. პელეს თქმით, ბრაზილიელები მუნდიალს სრულ მზადყოფნაში ვერ ხვდებიან.

“ტიტეს შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება, მას ვენდობი. მაგრამ ბრაზილიას გუნდი ჯერაც არ ჰყავს, ამაზე ვდარდობ. მუნდიალის დაწყებამდე სულ ცოტა დროა დარჩენილი, მაგრამ პრობლემა მაინც არის.

ჩემთვის ნეიმარი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატს მხოლოდ ის ვერ მოიგებს. მას გუნდი სჭირდება,” – აცხადებს პელე.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრები E ჯგუფში, შვეიცარიის, კოსტა რიკისა და სერბეთის ნაკრებებთან ერთად იმყოფება. პირველ ტურში სამხრეთ ამერიკელები შვეიცარიელებს დაუპირისპირდებიან.

კრიშტიანუ რონალდუ: “ვიცით, რომ ფავორიტები არ ვართ”

მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ, მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატსა და პორტუგალიის ნაკრების ამბიციებზე ისაუბრა.

“ვიცით, რომ ფავორიტები არ ვართ, რეალისტები უნდა ვიყოთ, მაგრამ ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია. გპირდებით, რომ თითოეული ჩვენთაგანი მაქსიმუმს დადებს მოედანზე და ჩემპიონობაზე იფიქრებს.

ვფიქრობ, ყოველთვის შემდეგ მატჩზე უნდა ვფიქრობდეთ, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივუყვეთ გეგმას. ჯგუფური ეტაპი წარმოუდგენლად რთული იქნება, ისევე როგორც პირველი მატჩი. დიდი ბრძოლა გველის წინ.

ვეცდებით ისევე ვიბრძოლოთ, როგორც ევრო-2016-ზე. იმედი მაქვს, რომ ამ წელსაც წარმატებით დავასრულებთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, ყველაფერს დრო გვიჩვენებს,” – აცხადებს ევროპის მოქმედი ჩემპიონი ისევე როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე.

ინფანტინო: “რასიზმის გამოვლინების შემთხვევაში, მსაჯებს შეუძლიათ მატჩი შეწყვიტონ”

რუსეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატი სულ უფრო და უფრო ახლოვდება, ორგანიზატორები კი კიდევ უფრო მეტს დარდობენ რასიზმის პრობლემაზე, რაც რუს გულშემატკივრებს მუდამ თან ახლავთ.

შეგახსნებეთ, რომ თავდაცვის მიზნით სხვა ფეხბურთელების მსგავსად დენი როუზმაც უარი თქვა რუსეთში თავისი ოჯახის წაყვანაზე.

“დისკრიმინაციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებს საკმაოდ სერიოზულად ვუყურებთ. ყველა საჭირო ზომა მივიღეთ მათ დასაცავად. ჩვენი დისციპლინარული კომიტეტი გამოვლინებისთანავე აღკვეთს ყოველ მსგავს ფაქტს.

გარდა ამისა, მსაჯებს ექნებათ თამაშის შეწყვეტის უფლება, თუ გულშემატკივრების მხრიდან რასისტულ შეძახილებს ან ქმედებებს ექნება ადგილი. იმედი მაქვს, მსგავსი არაფერი მოხდება,” -აცხადებს ინფანტინო.

დელე ალი: “მუნდიალზე მოსაგებად მივდივართ, სხვა შედეგი არ დაგვაკმაყოფილებს”

ლონდონის “ტოტენჰემისა” და ინგლისის საფეხბურთო ნაკრების ახალგაზრდა ვარსკვლავმა, დელე ალიმ, მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით საკმაოდ ხმაურიანი განცხადებები გააკეთა.

“რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად მივდივართ. ჩვენი მიზანი მხოლოდ მოგებაა, მოვლენების განვითარების ყოველი სხვა ვარიანტი მიუღებელია, იმედგაცრუებულები ვიქნებით, თუ მეორე ადგილს დავიკავებთ.

ჩემი აზრით, სწორედ ასეთი მენტალიტეტით უნდა გავიდეთ მოედანზე.ჩვენ იქ მხოლოდ მონაწილეობის მისაღებად არ მივდივართ, ვიცით რამდენად ძლიერი გუნდი გვყავს. ჩემპიონობას ვუმიზნებთ, სხვა შედეგი არ დაგვაკმაყოფილებს,” – აცხადებს დელე ალი.

მუნდიალის საწყის ეტაპზე ინგლისის ნაკრები G ჯგუფში, ბელგიის, ტუნისისა და პანამის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

მექსიკის ნაკრების ფეხბურთელებმა წვეულებაზე 30 მოდელი დაპატიჟეს (ფოტო)

რუსეთში გასამართი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი კარზე მოგვადგა და გუნდები მაქსიმალურად ემზადებიან ამ უდიდესი მოვლენისთვის. თუმცაღა ყველა ფეხბურთელი თავისებური გზით ემზადება.

ადგილობრივი პრესის ცნობით, მექსიკის საფეხბურთო ნაკრების რამდენიმე წევრმა (ექტორ ერერა, გილერმო ოჩოა, ხესუს გალიარდო, ჟონათან და ჯოვანი დოს სანტოსები, ხესუს კორონა, რაულ ხიმენესი, კარლოს სალსედო და მარკ ფაბიანი) წვეულება მოაწყო, სადაც 30 მოდელიც მიიწვიეს ესკორტ-სააგენტოდან.

წყაროს ცნობით, წვეულება 22 საათზე დაიწყო და დილის 4 საათზე დასრულდა. ეს ყველაფერი შოტლანდიასთან გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ ხდებოდა.

ეშლი იანგი:”დარწმუნებული არ ვარ, როგორ მოვიქცევი, რუსეთში რასიზმის გამოვლინების შემთხვევაში”

რამდენადაც რუსეთში გასამართი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი ახლოვდება, იმდენად აქტუალური ხდება რასიზმის პრობლემა, რასაც რუსები ვერ აგვარებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით ეშლი იანგმა ისაუბრა.

“დარწმუნებული არ ვარ, როგორ მოვიქცევი მოედანზე, რუსეთში რასიზმის გამოვლინების შემთხვევაში,” – აცხადებს ინგლისის ნაკრების ფერადკანიანი მოთამაშე.

“ერთმანეთში ამ საკითხს აუცილებლად განვიხილეთ, უკვე ვისაუბრეთ ამ თემაზე – რა უნდა გავაკეთოთ და რა არა. იმედი მაქვს, რომ ფიფა, ყველანაირ მსგავს შემთხვევას დასაწყისშივე აღკვეთს,” – აცხადებს იანგი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფეხბურთის ფედერაცია ახლახან დაჯარიმდა 22 000 ფუნტით, საფრანგეთის წინააღმდეგ გამართულ მატჩში ფანების მიერ რასისტული და შეუმრაცხყოფელი შეძახილების სკანდირებისთვის.