ნევილი: “რა სჭირს “ჩელსის”? პასუხის გასაცემად ერთი სიტყვაა საჭირო – მატიჩი”

ინგლისის 2016/17 წლების ჩემპიონი ლონდონის “ჩელსი” მიმდინარე სეზონში არც თუ ისე კარგად გამოიყურება, რისი მთავარი მიზეზიც ფილ ნევილის აზრით “არისტოკრატთა” რიგებიდან ნემანია მატიჩის წასვლაა.

“რა სჭირს “ჩელსის”? პასუხის გასაცემად ერთი სიტყვაა საჭირო – მატიჩი. ყველაფერი ძალიან მარტივია, ნემანია მატიჩის გაყიდვა ძალიან დიდი შეცდომა იყო მათი მხრიდან.

როდესაც გუნდში ნგოლო კანტესთან ერთად ნემანია მატიჩი გყავს, მაშინ არაფრის არ უნდა გეშინოდეს. ის, ვინამაც მატიჩის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო, უნდა დაითხოვონ. ეს პრემიერ ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი გადაწყვეტილებაა.

ყველაფერთან ერთად, “ჩელსის” შემცვლელიც არ მოუყვანია. ბაკაიოკო ვერ შეძლებს იგივე ფუნქციების შესრულებას და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის,” – აცხადებს ნევილი.

მატიჩი: “ყოველთვის მარტივი არ არის მოურინიოსთან მუშაობა”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა ნემანია მატიჩმა ჟურნალისტებთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

სერბეთის ნაკრების ფეხბურთელმა “იუნაიტედის” დამრიგებელზე, ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა.

ჟოზე ფეხბურთელებისგან ყოველთვის მაქსიმალურს მოითხოვს, შეიძლება შენს კარიერაში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარო, მაგრამ პორტუგალიელი შემდეგ შეხვედრაში კიდევ მეტს მოითხოვს. მოურნიომ საუკეთესო ფეხბურთელები შეკრიბა, რომელთაც დიდი პოტენციალი აქვთ, დანარჩენი კი ჩენზეა დამოკიდებული. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ მე დღეს “მანჩესტერ იუნაიტედში” ვთამაშობ, სწორედ მოურინიოა. ჟოზე საუკეთესოა მათ შორის, ვისთანაც მიმუშავია.” -აცხადებს ნემანია მატიჩი.

მოურინიო: “ვერ ვიტყვი, რომ კარიერაში მატიჩზე უკეთესთან ბევრთან მიმუშავია”

ჟოზე მოურინიომ პრესასთან საუბრისას კიდევ ერთხელ შეაქო “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალწვეულს, ნემანია მატიჩს, რომელთან ერთადაც ის “ჩელსიშიც” მუშაობდა.

“მატიჩი განსაკუთრებულია, ვერ ვიტყვი, რომ კარიერაში მატიჩზე უკეთესთან ბევრთან მიმუშავია. თუმცა გვქონია უსიამოვნო შემთხვევებიც. მაგალითად, როდესაც 45-ე წუთზე შესული მატიჩი 70-ე, თუ 75-ე წუთზე შევცვალე, რაც ნამდვილად არ არის სასიამოვნო რამ, მსგავსი რამ ორჯერ მაქვს ჩემს კარიერაში გაკეთებული.

ჟურნალისტებს კი სხვა არაფერი უნდოდათ. ამის გამო ორივე ნაწყენები ვიყავით, თუმცა შემდეგ დღეს მატიჩი თავად მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ ჩემი ესმოდა.

მალევე გამიშვეს კლუბიდან, ასე რომ დიდი ხანი ვერ გაგრძელდა შემდეგში ჩვენი ურთიერთობა, მაგრამ მას ყოველთვის ერთ-ერთ “ჩემიანად” ვთვლიდი,” – აცხადებს პორტუგალიელი სპეციალისტი.

იან რაიტი: “მატიჩი “არსენალს” უნდა ეყიდა”

ლონდონის “არსენალის” ლეგენდამ, იან რაიტმა კლუბის სატრანსფერო პოლიტიკა გააკრიტიკა და “მეთოფეებს” ვან დეიკის გადაბირებისკენაც მოუწოდა.

“როგორც ყოველთვის, “არსენალი” ვერ ახერხებს იმ ფეხბურთელის დამატებას, რომლებსაც ხალხი ამდენი ხნის მანძილზე ითხოვს. რაღაც მომენტში მათ ძალიან დასჭირდებათ ეს ფეხბურთელები და სირთულეები სწორედ მაშინ წარმოაჩენენ თავს.

სეზონის სტარტზე “ლესტერის”, “სტოკისა” და “ლივერპულის” წინააღმდეგ მოგვიწევს. წინასასეზონო მატჩები კი ფანტასტიკურად ნამდვილად არ ჩაგვიტარებია, გაძლიერება გვჭირდება.

მე რომ მათ ადგილას ვიყო, ყველაფერს გავაკეთებდი ვან დეიკის გადასაბირებლად.

რაც შეეხება ნემანია მატიჩს, ეს ფეხბურთელი ყველანაირად იყო მორგებული ლონდონს, რატომ უნდა წასულიყო “მანჩესტერ იუნაიტედში”, როდესაც “არსენალს” შეეძლო ლონდონში დაეტოვებინა,” – აცხადებს რაიტი.

ჟოზე მოურინიო: “მატიჩი ნამდვილი გენიოსია”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ გუნდის ახალწვეული, ნემანია მატიჩი შეაქო, რომელიც ახლახან, ლონდონის “ჩელსისგან” გადაიბირა და მას გენიოსიც კი უწოდა.

“ჩემი გადმოსახედიდან, ასეთ პოზიციაზე მარტივად თამაში მხოლოდ გენიოსებს შეუძლიათ. დიახ, მატიჩი ნამდვილი გენიოსია, რადგანაც ყველაფერს ისე აკეთებს, თითქოს ეს უადვილესი რამ იყოს. ის თავის პოზიციაზე ფანტასტიკურად თამაშობს.

მისი თამაშის სტილი განსაკუთრებულია, ის თამაშისას გადაწყვეტილებებს ცივი გონებით იღებს და ფიზიკურადაც ყოველთვის მზადაა. რა თქმა უნდა, ჯერ მხოლოდ პრესეზონია და უმაღლეს დონეზე თამაშს ვერავისგან მოვითხოვ,” – აცხადებს პორტუგალიელი სპეციალისტი.

მაკლერი: “მატიჩი პოგბას გათავისუფლებას შეძლებს”

ბრაიან მაკლერმა, რომელსაც “მანჩესტერ იუნაიტედის” რიგებში 388 მატჩი აქვს ჩატარებული, ნემანია მატიჩის ტრანსფერის დადებით მხარეებზე ისაუბრა.

“იუნაიტედს” სჭირდება ისეთი ფეხბურთელი, რომელიც პოგბას უკან თამაშობს. გასულ სეზონში პოლმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, რისი ერთ-ერთი მიზეზიც მაიკლი იყო, მაგრამ კერიკის მშვენიერი კარიერა უკვე დასასრულს უახლოვდება და ჟოზეს მის ადგილას ვინმე უფრო მობილური ფეხბურთელი სჭირდებოდა.

იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც პოლ პოგბას მისთვის უჩვეულო პოზიციაზე უწევდა ყოფნა, რაც მას თავისი შესაძლებლობების ბოლომდე გამომჟღავნებაში უშლიდა ხელს.

მჯერა, რომ უახლოეს პერიოდში მატიჩი მის გათავისუფლებას შეძლებს და პოგბაც უფრო პროდუქტიული იქნება შეტევში,” – აცხადებს მაკლერი.

მატიჩმა “მანჩესტერში” სამედიცინო შემოწმება გაიარა

ნემანია მატიჩმა “მანჩესტერ იუნაიტედში” სამედიცინო შემოწმება გაიარა. ამის შესახებ, როგორც ინგლისური, ასევე ესპანური მედია წერს. დიდი ალბათობით, სერბი ნახევარმცველის ტრანსფერი ოფიციალურად მალე დადასტურდება.

ნემანიას სავარაუდო ფასად 40 მილიონი ფუნტი (52.53 მილიონი დოლარი) სახელდება. მომავალი კონტრაქტის სხვა დეტალები ჯერ არაა საჯარო.

შეგახსნებთ, რომ ეს სერბი სპორტსმენისთვის მეორე შემთხვევა იქნება, როცა ის ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილ გუნდში ითამაშებს. იგი 2014 წლის იანვარში გადავიდა “ჩელსიში” და სწორედ იქ იყო პირველად პორტუგალიელი მატიჩის დამრიგებელი.

სერბი აქამდე სწორედ “ლურჯების” შემადგენლობაში გამოდიოდა. მან წინა სეზონში ანტონიო კონტეს თავკაცობის ქვეშ პრემიერ ლიგის მოგება მოახერხა.

ტრანსფერი ახლოვდება: “ჩელსიმ” მატიჩი შეკრებაზე არ წაიყვანა

ბოლო დროს განვითარებული მოვლენები კიდევ უფრო ამტკიცებენ იმ მოსაზრებას, რომ ანტონიო კონტეს მიერ შემუშავებულ ახალ გეგმებში ნემანია მატიჩის ადგილი ვერ იძებნება.

საქმე ისაა, რომ იტალიელმა სპეციალისტმა ჟოზე მოურინიოს “მანჩესტერ იუნაიტედისა” და მილანის “ინტერის” სამიზნე აზიურ შეკრებაზე არ წაიყვანა, რაც კიდევ უფრო ზრდის მისი კლუბიდან წასვლის შანსებს.

რაც შეეხება “არისტოკრატების” ტურს, ლონდონელები პეკინში იმყოფებიან, სადაც ლონდონის “არსენალთან”, “ბაიერნთან” და “ინტერთან” უნდა გამართონ ამხანაგური მატჩები.

ნემანია მატიჩისთვის ბრძოლაში “იუვენტუსიც” ჩაერთო

Sky Sport Italia-ს ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველის, ნემანია მატიჩის ტრანსფერზე ტურინის “იუვენტუსიც” მუშაობს.

როგორც იცით, 28 წლის სერბი ფეხბურთელი ძალიან ახლოსაა კლუბის დატოვებასთან. მის გადაბირებასთან კი ყველაზე ახლოს “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ინტერის” ხელმძღვანელები არიან.

ლონდონელები დიდი ხნის მანძილზე ცდილობდნენ საყრდენი ნახევარმცველის შენარჩუნებას, მაგრამ საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკებების მიუხედავად, მატიჩმა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა. “არისტოკრატები” მის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვენ.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 20 მაისი


მოუს ნემანია მატიჩი მოუნდა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები საკმაოდ საინტერესო ტრანსფერზე მუშაობენ, რაც ჟოზე მოურინიოსა და ნემანია მატიჩის დაახლოებას ითვალისწინებს. ამ ინფორმაციას Manchester Evening News ავრცელებს.

როგორც იცით, პორტუგალიელი სპეციალისტი საკმაოდ კარგა ხანია რაც ცენტრალურ ნახევარმცველს ეძებს, ნემანია მატიჩი კი ამ დროისთვის საუკეთესო ვარიანტად მოისაზრება. მის ალტერნატიულ ვარიანტად კი ერიკ დაიერის ტრანსფერი განიხილება.


“ჩელსი” სანჩესის ტრანსფერზე მაინც მუშაობს

ალექსის სანჩესი, რომელიც კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს გატანილი გოლების მხრივ, “ემირეიტს სტედიუმის” დატოვებასთან ძალიან ახლოსაა.

მიუხედავად იმისა, რომ “არსენალს” არ სურს, სანჩესი მათ უშუალო კონკურენტებს მიყიდოს, “ჩელსი” მაინც მუშაობს ამ ტრანსფერზე, მეტიც Independent-ის ცნობით, ანტონიო კონტემ სანჩესი მთავარ სამიზნედ გაიხადა.


“ატლეტიკომ” კარასკო “იუვენტუსს” შესთავაზა

იტალიური Tuttosport-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, მადრიდის “ატლეტიკომ” გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, იანიკ ფერეირა კარასკო ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელებს შესთავაზა.

თუმცა, ის ფაქტი, რომ მადრიდელები კარასკოს სანაცვლოდ 110 მილიონს ითხოვენ, ტრანსფერს ნამდვილად აფერხებს. სხვა ალტერნატივად კი ბერნანდესკი, დუგლას კოშტა და ტომას ლემარი მოისაზრებიან.


ლაკაზეტი “ლიონს” ტოვებს

ფრანგული “ლიონის” ლიდერი, ალექსანდრე ლაკაზეტი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ის კლუბს ზაფხულში დატოვებს. მისი თქმით, ეს სწორედ რომ შესაფერისი დროა წასვლისთვის.

შეგახსენებთ, რომ ლაკაზეტი 11 წლიდან “ლიონში” ირიცხება და ახლა, 25 წლის ფრანგი ფეხბურთელი ყველაზე ახლოს “ატლეტიკოში” გადასვლასთან არის.


მოდრიჩი და მორატა “მილანში”?

იტალიურ პრესაში გავრცელებული საკმაოდ საინტერესო ინფორმაციის მიხედვით, “როსონერის” ხელმძღანელები მადრიდის “რეალის” დუეტის, ალვარო მორატასა და ლუკა მოდრიჩის ტრნასფერით არიან დაინტერესებულნი.

როგორც Tuttosport-ის ჟურნალისტები იუწყებიან, “მილანის” ხელმძღვანელებმა მადრიდელთა ესპანელი თავდამსხმელი, რომელსაც “სამეფო კლუბში” ადგილის დამკვიდრება უჭირს, ზაფხულის მთავარ სამიზნედ გაიხადეს.

მატიჩი სლავენ ბილიჩს: “ტოტენჰემს” თუ დაამარცხებ…”

ლონდონის “ტოტენჰემთან” მოგებული მატჩის (1-0) შემდეგ, “ვესტ ჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, სლავენ ბილიჩმა აღიარა, რომ მატჩის წინ “ჩელსის” ფეხბურთელმა, ნემანია მატიჩმა მას შეტყობინება გაუგზავნა.

“ჩაქუჩების” თავკაცის ცნობით, მატიჩმა მას ასეთი რამ შესთავაზა: “თუ “ტოტენჰემის” შეჩერებას შეძლებ, სადილზე დაგპატიჟებ”.

“მატიჩი მშვენიერი ბიჭია, დიდებული ფეხბურთელი. დიდი სიამოვნებით მივიღებ მის ამ წინადადებს,” – დაამატა ბილიჩმა Sport Klub-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ “ოლიმპიურ სტადიონზე” წაგებული მატჩის შემდეგ ლონდონის “ჩელსიმ” თითქმის გაინაღდა ჩემპიონობა – “არისტოკრატებს” ისღა დარჩენიათ, დარჩენილ 4 მატჩში 5 ქულაზე მეტი დააგროვონ.

ნემანია მატიჩი “ბარსელონას” შესთავაზეს

ლონდონური “ჩელსის” ხელმძღვანელებმა ნემანია მატიჩი კატალონიურ “ბარსელონას” შესთავაზეს. ამ ინფორმაციას ესპანური ტაბლოიდი, Mundo Deportivo ავრცელებს.

როგორც იცით, “ლურჯ-ბროწეულისფერები” უკვე კარგა ხანია, რაც სერხიო ბუსკეტსის ჩამნაცვლებელს ეძებენ და როგორც ჩანს, სერბი ფეხბურთელის გადაბირება “ბარსელონასთვის” ბრწყინვალე ვარიანტია.

ცნობილი ხდება ისიც, რომ ლონდონელებმა ბოლო დროს არაერთხელ შესთავაზეს მატიჩს ახალი კონტრაქტი, თუმცა ფეხბურთელს უფრო მაღალი მიზნებისთვის სურს ბრძოლა.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ფეხბურთელი “არისტოკრატთა” ღირსებას 2014 წლიდან იცავს.