დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (15 იანვარი)

შაკირას უნდა, რომ პიკემ “ბარსა” დატოვოს

ჟერარდ პიკე შაკირასაგან ზეწოლას განიცდის, რამდენადაც ამ უკანასკნელს ბარსელონას დატოვება აქვს განზრახული. ესპანური პრესის ცნობით, შაკირას ესპანელი გულშემატკივრების მომაბეზრებელი ქცევები მობეზრდა და ქმარს ლონდონში გადასვლას სთხოვს. (Don Balon)

“მარსელი” პაიეს ტრანსფერს ათანხმებს

როგორც იცით, ახლახან დადასტურდა ინფორმაცია, რომ დიმიტრი პაიე “ვესტ ჰემის” დატოვებას აპირებს. დღეს კი უკვე ცნობილი ხდება, რომ ფრანგ შემტევთან მოლაპარაკებებს “მარსელის” წარმომადგენლები აწარმოებენ, თანაც საკმაოდ წარმატებულად. (Sky Sports)

ოფიციალურად: სიმონე ძაძა ლა ლიგაში ითამაშებს

ესპანური “ვალენსიას” ხელმძღვანელებმა სიმონე ძაძას ტრანსფერი განახორციელეს, რომელიც ამ დროისთვის ტურინის “იუვენტუსის” კუთვნილებად ითვლება. იტალიელი ფორვარდი “ღამურების” რიგებში სეზონის ბოლომდე ითამაშებს. სეზონის ბოლოს, სურვილის შემთხვევაში, ესპანურ კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.

მოურინიოს მატიჩის გადაბირება უნდა

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს ნემანია მატიჩთან მუშაობის პროცესი მოენატრა. მართალია, ნაკლებად რეალურია შანსები იმისა, რომ “ჩელსიმ” მატიჩი ზამთარში გაუშვას, თუმცა, პორტუგალიელი სპეციალისტი იმედოვნებს, რომ ნემანია მის გუნდს ზაფხულში შეუერთდება.

აბრამოვიჩი კოშტას გაყიდვის წინააღმდეგია

როგორც ინგლისური გავლენიანი გამოცემა, Daily Mail იუწყება, ლონდონის “ჩელსის” მფლობელი, რომან აბრამოვიჩი გუნდიდან დიეგო კოშტას გაშვებას არ აპირებს, რომელსაც “არისტოკრატთა” დამრიგებელთან, ანტონიო კონტესთან პრობლემები აქვს. შეგახსენებთ, რომ ესპანელი ფეხბურთელის გადაბირებით ჩინური კლუბები არიან დაინტერესებულნი.

“სევილიას” რეშფორდის არენდით აყვანა სურს

The Sun-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედის” ინგლისელი შემტევი, მარკუს რეშფორდი “სევილიას” ინტერესთა სფეროში მოექცა. როგორც ცნობილი ხდება, “დალაქები” მის არენდით აყვანას აპირებენ.

“მანჩესტერ იუნაიტედის” სატრანსფერო სიახლეები: პოლ პოგბა და ხამეს როდრიგესი

“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალი თავკაცი, ჟოზე მოურინიო მომავალ სეზონში საკმაოდ მაღალი მიზნებისთვის აპირებს ბრძოლას. პორტუგალიელმა სპეციალისტმა უკვე გადმოიბირა ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ჰენრიკ მხითარიანი, თუმცა ის ამით დაკმაყოფილებას არ აპირებს.

გთავაზობთ, იმ ფეხბურთელების სიას, რომლებიც ყველაზე ახლოს არიან “ოლდ ტრაფორდზე” გადაბარგებასთან (5-ბალიანი სისტემა) …


1. პოლ პოგბა (“იუვენტუსი”) – 4.7

ინგლისური პრესის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედის” აღმასრულებელი დირექტორი, ედ ვუდვორდი კარგა ხანია, რაც პოლ პოგბას გადაბირებას ცდილობს. აღნიშნულ მოლაპარაკებებში ის უკვე საკმაოდ დაწინაურდა. დიდი ალბათობით, “იუვენტუსი” 100 მილიონი ფუნტის მიღებას დათანხმდება ფრანგი ვარსკვლავის სანაცვლოდ.

v

მიუხედავად პოლ პოგბას აგენტის, მინო რაიოლას განცხადებისა, რომლის მიხედვითაც “იუვესთან” ფრანგის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს “რეალიც” აწარმოებს და რომ, პოლ პოგბა “მანჩესტერში” გადაბარგებას “რეალში” გადასვლას ამჯობინებს, Sky Sports-ის ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ პოგბას “რეალში” გადასვლა ფაქტიურად გამორიცხულია.

პოლ პოგბა ერთადერთია მოურინიოს იმ ოთხ მთავარ სამიზნეთაგან, რომლის გადაბირებაც “მანჩესტერმა” ვერ მოახერხა. თუმცა, Sky Sports-ი სრულიად დარწმუნებულია, რომ ეს ტრანსფერი განხორციელდება და ქულასაც შესაბამისს ანიჭებს – 4.7.


2. ხამეს როდრიგესი (“რეალ მადრიდი”) – 2.8

v

მართალია, ხამესის “მანჩესტერში” გადასვლის შანსები გაცილებით უფრო ცოტაა, თუმცა ბოლო დროს კოლუმბიელის კოეფიციენტი 1.1-დან 2.8-მდე ავიდა, რაც ნამდვილად ყურადსაღებია.

როგორც იცით, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონმა “რეალში” ადგილის დამკვიდრება მაინც ვერ მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ გასულ სეზონში მას ორი სხვადასხვა მწვრთნელის თავკაცობით მოუწია თამაში.

კოლუმბიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ჰერნან დარიო გომესი კი მას ისეთ გუნდში გადასვლისაკენ მოუწოდებს, სადაც მას რეგულარულ სათამაშო დროს მისცემენ. დიდია შანსი, რომ ხამესმა ეს რჩევა გაითვალისწინოს.


3. ნემანია მატიჩი (“ჩელსი”) – 1.3

ინგლისურ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი გუნდში “ჩელსის” ნახევარმცველის, ნემანია მატიჩის მოყვანასაც აპირებს. ჩვენს სიაში ეს ტრანსფერი მესამე პოზიციას იკავებს 1.3 ქულით.

v

ამ ტრანსფერის განხორციელებას წინ ის ფაქტი უდგას, რომ სერბ ფეხბურთელს “ჩელსისთან” კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს. ამ კონტრაქტის გასაბათილებლად კი “წითელ ეშმაკებს” საკმაოდ დიდი თანხის გადახდა მოუწევთ.


Untitled-1

მატიჩი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში დანებებას არ აპირებს

ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველს, ნემანია მატიჩს კვლავ სჯერა, რომ გუს ჰიდინკის გუნდს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის მერვე პოზიციას იკავებენ.

“დარჩენილი მატჩების მოგება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ დიდი გუნდი ვართ და ვალდებულნი ვართ, რომ ეს მატჩები მოვიგოთ.

ძალიან კარგად ვიცი, რომ ეს რთული იქნება, თუმცა ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. ვფიქრობ, რომ პირველ ექვსეულში მაინც მოვხვდებით.

ოთხეულში მოხვედრა შეიძლება შეუძლებელიც იყოს, თუმცა ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივიწიოთ წინ.” – განაცხადა მატიჩმა, რომლის გუნდიც წელს პრემიერ ლიგაში დაუმარცხებელია.

ჰალკის და დიეგო კოშტას შემდეგ, ნემანია მატიჩმა ვარჯიშზე საოცრება გააკეთა (ვიდეო)

ლონდონის “ჩელსი” ახალ სეზონს ახალი ფორმით ხვდება. სწორედ ახალ ფორმასთან დაკავშირებით, ლონდონელები სახალისო ვიდეორგოლებს ამზადებენ.

Now you see it, now you don't. Nemanja prepares to turn next season blue.

Posted by Chelsea Football Club on Sunday, July 19, 2015

მოურინიო: “ტოტენჰემი – ფინალის ფავორიტი”

“ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ნემანია მატიჩის ფინალში არ ყოფნა “ტოტენჰემს” ფინალის ფავორიტად ავტომატურად ხდის.

ევროპა ლიგის 1/16 ფინალური მატჩის შემდეგ, “ტოტენჰემს” ფინალისთვის მოსამზადებლად მხოლოდ 3 დღე ექნება, ხოლო პორტუგალიელი თავკაცის აზრით, სერბი ჩამშლელის არყოფნა “არისტოკრატებს” ძალიან დაასუსტებს.

“მატიჩის დისკვალიფიკაციის გამო, “ტოტენჰემი” ფინალის ფავორიტია. ერთი ლიდერის არყოფნა, მეტოქეს უდიდეს უპირატესობას აძლევს”.

“მათ ძლიერი გუნდი ჰყავთ, სადაც პოზიციებზე მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავთ. “ტოტენჰემს” ჰყავს ლამელა და თაუნსენდი, ერიქსენი და ჩადლი, პაულინიო და მესონი, ვერტონგენი და ფასიო. ისინი ნებისმიერ პოზიციაზე მყარად დგანან და შემცვლელები ჰყავთ”.

“თუ თქვენ ფიქრობთ, რომ “ჩელსი” ფავორიტია, ცდებით. შეხედეთ, “პსჟ”-სთან მატჩს. მეორე ტაიმში მოგება გვინდოდა, მაგრამ ჩვენ ვერ შევძელით, ამის საშუალება მეტოქემ არ მოგვცა”.

“ფრანგულმა გუნდმა ჩვენზე ბევრად ძლიერად ითამაშა, მათ სერიოზული პრობლემები შეგვიქმნეს. რომ არა კურტუა, წარმოდგენაც არ მინდა,”-განაცხადა მოურინიომ London Evening Standard-თან ინტერვიუში.

ძალიან უხეში თამაში და გაძევებული ნემანია მატიჩი (ვიდეო)

21 თებერვალს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ჩელსიმ” საკუთარ მოედანზე “ბარნლი” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა.

შეხვედრის 70-ე წუთზე, “ბარნლის” ფეხბურთელმა ნემანია მატიჩის წინააღმდეგ ძალიან უხეშად ითამაშა, რამაც მატიჩი გააბრაზა. საბოლოოდ კი, 26 წლის სერბი მოედნიდან გააძევეს.

მატიჩი „მანჩესტერ სიტით“ აღფრთოვანებულია

„ჩელსის“ ნახევარმცველმა ნემანია მატჩმა პრემიერლიგის „მანჩესტერ სიტისთან“ 23-ე ტურის მატჩის შემდეგ მეტოქის თამაში დადებითად შეაფასა.

„ჩვენ 41-ე წუთზე გავიტანეთ და შესვენების წინ უპირატესობის შანსი გვქონდა, თუმცა „მანჩესტერ სიტიმ“ დაამტკიცა, რომ ძლიერი გუნდია. მათ ტაიმის ბოლო წუთზე გაგვიტანეს და წონასწორობა აღადგინეს.

ჩვენი თამაშით კმაყოფილი ვარ. „ჩელსის“ შუა კვირას „ლივერპულთან“ მძიმე მატჩში ჰქონდა, ასე რომ, ფრე ჩვენთვის კარგი შედეგია“, – ციტირებს მატიჩს „სქაი სპორტსი“.

მატიჩი წლის საუკეთესო ფეხბურთელია

ხვალ, ბელგრადში სერბეთში წლის საუკეთესო ფეხბურთელსა და მწვრთნელს დააჯილდოვებენ.

2014 წლის საუკეთესო მწვრთნელი სერბეთის ნაკრების დამრიგებელი, რადოვან ჩურჩიჩი გახდა, რომელიც ეროვნულ გუნდამდე ახალგაზრდულ ნაკრებს წვრთნიდა.

სერბული “ოქროს ბურთის” მფლობელი კი “ჩელსის” ნახევარმცველი, ნემანია მატიჩი გახდა. აღსანიშნავია, რომ 2012 და 2013 წლებში აღნიშნული ჯილდო ლონდონური კლუბის კიდევ ერთმა მოთამაშემ, ბრანისლავ ივანოვიჩმა მიიღო.

პრმიერლიგის მიმდინარე სეზონის 15 შეხვედრაში მატიჩმა 1 გოლის გატანა და 2 საგოლე პასის შესრულება შეძლო.

 

ჩელსი მატიჩს კონტრაქტს შესთავაზებს

ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველ ნემანია მატიჩს ახალს კონტრაქტს შეთავაზებს. ხელშეკრულება ოთხწლიანი იქნება და მის საფუძველზე ფეხბურთელი გაზრდილ ანაზღუარებას მიიღებს.

მატიჩი “ჩელსის” ღირსებას 2009-2011 წლებში იცავდა, რის შემდეგაც “ბენფიკაში” გადავიდა და ლონდონურ კლუბს 2014 წელს დაუბრუნდა. მიმიდნარე სეზონში ნახეარმველმა პრემიერლიგაში 11 მატჩი ჩაატარა.

ნემანია მატიჩის შესანიშნავი თამაში “ლივერპულის” წინააღმდეგ

27 აპრილს, “ლივერპულსა” და “ჩელსის” შორის გამართულ მატჩში (0:2), ნემანია მატიჩმა შესანიშნავად ითამაშა.

მატიჩი: „გულშემატკივრები დროგბას არასდროს დაივიწყებენ“

ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველმა ნემანია მატიჩმა „გალათასარაისთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩის წინ დიდიე დრობას შესახებ ისაუბრა.

„როდესაც „ჩელსიში“ მოვედი, დროგბა ჯერ კიდევ აქ თამაშობდა.

ეს დიდებული მოთამაშე ჩვენი კლუბის ლეგენდაა. როგორც დიდიესთვის, ისე გულშემატკივართათვის, მისი „სტემფორდ ბრიჯზე“ დაბრუნება კარგი იქნება. „ჩელსის“ ქომაგებს იგი არასდროს დაავიწყდებათ, რადგან, ყველაფერთან ერთად, დროგბა ჩინებული პიროვნებაც გახლავთ.

რასაკვირველია, გვჯერა, რომ ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ. „ჩელსი“ ამ ტურნირზე ფავორიტთა შორის ყოველთვისაა“, – განუცხადა სერბმა ნახევარმცველმა Goal.com-ს

შეგახსენებთ, რომ ლონდონელთა და სტამბულელთა პირველი დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა. დღევანდელი შეხვედრა თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

 ალექსანდრე მატევოსოვი

მოურინიო: მატიჩი შესანიშნავი უნივერსალია

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოირინიო თავისი გუნდის ახალწვეულზე ნემანია მატიჩზე ისაბრა, რომელიც “არისტოკრატთა” ბანაკში ლისაბონის “ბენფიკადან” გადაბარგდა.

“ნემანიას ტრანსფერით კმაყოფილი ვარ. პორტუგალიაში ის კარგ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა, შემდეგ კი ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსალური ნახევარმცველი გახდა. დარწმუნებული ვარ, ის ჩვენი გუნდის მნიშნველოვანი რგოლი იქნება და მიზნების მიღწევაში დაგვეხმარება” – განაცხადა მოურინიომ.