ხამესი რონალდუს პასუხობს: “ზოგჯერ, ადამიანები ისეთ რამეს ამბობენ, რაც სათქმელი არაა”

ცოტა ხნის წინ, მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა, კრშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ გასულ სეზონთან შედარებით, გუნდი დასუსტებულია. პორტუგალიელის თქმით, ამის მთავარი მიზეზი გუნდიდან პეპეს, ხამესისა და მორატას წასვლა იყო.

32 წლის შემტევის ამ განცხადებას მიუნხენის “ბაიერნში” ორწლიანი იჯარით მყოფი ხამეს როდრიგესი გამოეხმაურა.

“როგორც მე, ასევე მორატასა და პეპეს რთული პერიოდი ჰქონდათ და გუნდი ამიტომ დატოვეს. რონალდუს განცხადება? ვფიქრობ,ზოგჯერ ისეთ რაღაცებს ამბობ, რაც არ უნდა თქვა. მადრიდის “რეალს” ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს და მათ ამ სეზონშიც სასურველი მიზნების მიღწევა ჩვეულებრივად შეუძლიათ. ეს ძალიან მასიური გუნდია. მას აქვს ძალა, რომ რამდენიმე წუთში ყველაფერი შემოატრიალოს და თავის სასიკეთოდ დაასრულოს. მადრიდში ბევრი მეგობარი დავტოვე. მათ ხშირად ვეკონტაქტები. ასევე, როცა დრო მაქვს, “რეალის” თამაშსაც ვუყურებ,” – აცხადებს კოლუმბიელი.

 

ხამესი და მარსელო ვარჯიშს დაუბრუნდნენ

მადრიდის “რეალში” დიდი ტრავმიანობაა. გუნდის რამდენიმე ლიდერი ლაზარეთში იმყოფება. ეს კი ზიდანს დიდ თავსატეხს უქმნის.

რთულ პერიოდში, სასიხარულო ფაქტიც მოხდა: მარცხენა მცველი – მარსელო და შემტევი ნახევარმცველი – ხამეს როდრიგესი მოედანზე გამოჩნდნენ. ბრაზილიელი და კოლუმბიელი რამდენიმე კვირაა, რაც გუნდის დახმარებას ვერ ახერხებენ. ისინი 30 იანვარს გამართულ ვარჯიშზე განცალკევებით ირჯებოდნენ. დღეს კი, უკვე სრულფასოვნად ივარჯიშებენ.

ექიმების თქმით, 5 თებერვალს პრიმერა დივიზიონის 21-ე ტურში გასამართი შეხვედრისთვის, რომელსაც “რეალი” “სელტას” წინააღმდეგ გამართავს, ორივე სპორტსმენი სრულ მზადყოფნაში უნდა იყოს.