დორტმუნდის „ბორუსიას“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა „შტუტგარტთან“ გერმანიის ჩემპიონატის 22-ე ტურის მოგებული მატჩი შეაფასა.
„გამარჯვება დავიმსახურეთ. „შტუტგარტს“ სულ ორი კუთხური ჰქონდა, რომლის წყალობითაც გოლი გაიტანა. დანარჩენში „ბორუსიამ“ უკეთესო ფეხბურთი აჩვენა. დრო დაგვრჭირდება, რათა ბუნდესლიგაში ჩვენი პოზიცია გავაუმჯობესოთ.
შაჰინის ეპიზოდში გაგვიმართლა, რომ მსაჯს ბარათი არ ამოუღია. როდესაც ანგარიში 2:1 იყო, გოლის გატანის შანსები გვქონდა. საბედნიეროდ, ერთ-ერთი შესაძლებლობა გამოვიყენეთ კიდეც“, – ციტირებს კლოპს დორტმუნდელთა ოფიციალური საიტი.