“ბორუსიამ” დემბელეს გაყიდვაზე თანხმობა განაცხადა

დორტმუნდის “ბორუსიას” ხელმძღვანელები თანახმანი არიან გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, უსმან დემბელე “ბარსელონას” მიყიდონ, თუ კატალონიელები მის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს გადაიხდიან.

Sport-ის ცნობით, მხარეებმა ტრანსფერის თითქმის ყველა დეტალი შეათანხმეს ბონუსების გარდა, რომელიც დემბელეს ახალ კონტრაქტში უნდა იქნეს გაწერილი.

როგორც ცნობილი ხდება, გერმანული კლუბი 30 მილიონ ევროს ითხოვს ბონუსის სახით, თუ დემბელე გარკვეული შედეგის დაფიქსირებას შეძლებს “კამპ ნოუზე”, რასაც “ბლაუგრანა” ძვირად მიიჩნევს.

გეტყვით იმასაც, რომ ნეიმარის წასვლის შემდეგ “ბარსელონამ” უკვე განახორციელა პირველი ტრანსფერი: ოფიციალურად: პაულინიო “ბარსელონას” ფეხბურთელია

“ბორუსია” უსმან დემბელეს დასჯას გეგმავს

დორტმუნდის “ბორუსიას” ხელმძღვანელები უსმან დემბელეს დასჯას გეგმავენ, რომელმაც ვარჯიში ყველანაირი გაფრთხილების გარეშე გააცდინა.

“დღეს უსმან დემბელემ “ბორუსიას” ვარჯიში გააცდინა. რა თქმა უნდა, ჩვენ მის ამ ქმედებაზე შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ, მან ჩვენი წესები დაარღვია.

მთავარ მწვრთნელთან საუბრის შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ ის კვირას გასამართი მატჩის განაცხადში არ შევიყვანოთ და არც ვარჯიშზე არ დავუშვათ,” – აცხადებს გერმანული კლუბის სპორტული დირექტორი, მიხაელ ცორკი.

დემბელემ “ბარსელონას” ინტერესზე ისაუბრა

დორტმუნდის “ბორუსიას” გარემარბმა, უსმან დემბელემ, რომელსაც “ბარსელონაში” ნეიმარის პოტენციურ შემცვლელად მოისაზრებენ, პრესასთან ესპანრი კლუბის ინტერესზე ისაუბრა.

“ბარსელონა” უდიდესი კლუბია და მსოფლიოს ყველა ფეხბურთელს სურს ისეთ კლუბში თამაში, როგორიც “ბარსელონაა”, აცხადებს დემბელე Gol-თან საუბრისას.

“ძალიან მსიამოვნებს, ჩემი ტრანსფერით “ბარსელონას” მსგავსი კლუბი რომ არის დაინტერესებული, ისიც კი სასიამოვნოა, რომ მათ სიაში ვარ. უნდა დავიცადო და ვნახო, რა მოხდება,” – დაამატა მან.

ჰიცფელდი: “შეუცვლელი ობამეიანგი “ბორუსიას” 20 პროცენტს შეადგენს”

ფეხბურთის გამოცდილმა სპეციალისტმა, ოტმარ ჰიცფელდმა პიერ-ემერიკ ობამეიანგის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის “ბორუსიასთვის” შეუცვლელი ფიგურაა.

“პიერ-ემერიკ ობამეიანგი “ბორუსიას” ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ნებისმიერი ფეხბურთელის ჩანაცვლება შეიძლება, მაგრამ არა ობამეიანგის. ის ერთგვარი წარმატების გარანტია “დორტმუნდისთვის”.

ობამეიანგი “ბორუსიას” 20 პროცენტს შეადგენს. ის უმაღლესი დონის თავდამსხმელია და შეუძლია საგოლე შანსები წარმოუდგენელი სიტუაციებიდანაც შექმნას. ყველაფერთან ერთად, ის თანაგუნდელებზეც არ არის დამოკიდებული,” – აცხადებს ჰიცფელდი.

“ბორუსია” ობამეიანგის გაშვებას არ აპირებს

პიერ-ემერიკ ობამეიანგი დორტმუნდის “ბორუსიაში” რჩება. ამ ინფორმაციას Sky Sports-ის გერმანული გამოცემა ავრცელებს, რომელიც საკმაოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობს.

როგორც იცით, დღეს, საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ეგიდით გამართულ შეხვედრაში ობამეიანგის “ბორუსია” “მილანს” დაუპირისპირდა, რომელიც მისი გადაბირების მთავარი კანდიდატია და ორბურთიანი სხვაობით, 3-1 დაამარცხა.

ბევრი ფიქრის შემდეგ, გერმანული კლუბის ხელმძღვანელობამ და გაბონელმა ფეხბურთელმა შეთანხმებას მიაღწიეს და გადაწყვიტეს, რომ მხარეები თანამშრომლობას 2020 წლამდე გააგრძელებენ.

მარიო გიოტცე დაბრუნებაზე საუბრისას: “დიდებული მომენტი იყო”

2016/17 წლების სეზონის მეორე ნახევრის გამოტოვების შემდეგ, დორტმუნდის “ბორუსიას” გერმანელი ნახევარმცველი მოედანს, რომლის ორგანიზმშიც მეტაბოლიზმის პროცესების მიმდინარეობა იყო დარღვეული, დაუბრუნდა.

ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან მან საკმაოდ ემოციურად ისაუბრა: “ბოლო ერთი თვე ჩემთვის ადვილი ნამდვილად არ ყოფილა. განსაკუთრებული პროგრამით ვვარჯიშობდი, ძალიან მინდოდა დაბრუნება.

წარმოუდგენლად ბევრს ვმუშაობდი ყოველდღიურად. ასე რომ, მოედანზე დაბრუნება ძალიან სასიამოვნო, დიდებული მომენტი იყო,” -აცხადებს გიოტცე, რომელმაც ლაზარეთში 5 თვე გაატარა.

ოფიციალურად: სინჯი კაგავამ “ბორუსიასთან” გაახანგრძლივა

დორტმუნდის “ბორუსიას” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას იაპონელ სინჯი კაგავასთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე.

როგორც ცნობილი ხდება, გერმანულმა კლუბმა კაგავასთან კონტრაქტი 2020 წლამდე გაახანგრძლივა. აღსანიშნავია, რომ ამ დროს “ბორუსია” იაპონიაში, ტურნეზე იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ კაგავა სწორედ “ბორუსიამ” აღმოაჩინა 2010 წელს და ორი წლის განმავლობაში საკმაოდ დიდ ფეხბურთელად აქცია, რის შემდეგაც ის ორი სეზონით “ოლდ ტრაფორდზე” წავიდა, სადაც არაფერი გამოუვიდა და კვლავ “სიგნალ იდუნა პარკს” დაუბრუნდა.

“მანჩესტერ იუნაიტედი” სოკრატის პაპასტატოპულოსის ტრანსფერით ინტერესდება

ჟოზე მოურინიოსა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ინტერესთა სფეროში დორტმუნდის “ბორუსიას” მცველი, სოკრატის პაპასტატოპულოსი მოექცა. ამ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild ავრცელებს.

წყაროს ცნობით, გერმანულ კლუბს ინგლისური გრანდისაგან კონკრეტული წინადადება ჯერ არ მიუღია.

რაც შეეხება ბერძენი ფეხბურთელის ფასს, რომლის გადაბირებითაც “არსენალისა” და “ჩელსის” უფროსებიც არიან დაინტერესებულნი, ის დაახლოებით 28 მილიონ ევროს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ პაპასტატოპულოსი “ბორუსიაში” 2013 წლიდან გამოდის და მას კლუბთან კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 10 ივნისი


მორატას 64-მილიონიანი ტრანსფერი თითქმის დასრულებულია

ესპანური რადიოს, Radio Onde Cero-ს მიერ დადასტურებული ინფორმაციის მიხედვით, “მანჩესტერ იუნაიტედმა” მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელებთან ალვარო მორატას ტრანსფერი შეათანხმა.

როგორც ცნობილი ხდება, 24 წლის ესპანელი თავდამსხმელის ტრანსფერი “ოლდ ტრაფორდის” ბინადრებს 64 მილიონი ევრო დაუჯდებათ.


“ატლეტიკო” კოშტას მიუბრუნდა?

მადრიდის “ატლეტიკოს” ხელმძღვანელებმა ლონდონის “ჩელსის” ესპანელი ფორვარდის, დიეგო კოშტას მიმართ ინტერესი განაახლეს. ამ ინფორმაციას ესპანური AS ავრცელებს.

ტრანსფერის შემთხვევაში, დიეგო კოშტა “ვანდა მეტროპოლიტანოზე” თამაშს 2018 წლის იანვრამდე ვერ შეძლებს, რაც მისთვის საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს.


200 მილიონი კრიშტიანუ რონალდუს სანაცვლოდ?

AS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უცნობი ჩინური კლუბი მზადაა კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერში მადრიდულ გრანდს 200 მილიონი ევრო გადაუხადოს.

გარდა ამისა, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის გენიალურობით მოხიბლული ჩინური კლუბი მზადაა, მას წელწადში 120 მილიონი ევრო გადაუხადოს ხელფასის სახით.


“ჩელსი” ბონუჩის ტრანსფერზე მუშაობს

ანტონიო კონტე ტურინის “იუვენტუსის” დაცვის ბურჯს, ლეონარდო ბონუჩის არ ეშვება და მაქსიმალურად ცდილობს, ის “ჩელსიში” გადაიბიროს.

Daily Mirror-ის ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, “არისტოკრატთა” იტალიელი თავკაცი მზადაა, ლეონარდო ბონუჩის ტრანსფერს ნემანია მატიჩი შეწიროს.


“ბორუსია” დემბელეს 90 მილიონად აფასებს

დორტმუნდის “ბორუსიას” ხელმძღვანელებმა კატალონიური “ბარსელონას” სამიზნეს, უსმან დემბელეს ფასი დაადეს – გერმანელები მის გაყიდვას 90 მილიონ ევროდ აპირებენ.

Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად, 20 წლის ფეხბურთელი “ლურჯ-ბროწეულისფერთა” მთავარი მწვრთნელის, ერნესტო ვალვერდეს სამიზნეთა სიაში პირველ ადგილს იკავებს.

“ტოტენჰემი” გინტერის ტრანსფერით არის დაინტერესებული

ლონდონის “ტოტენჰემის” ხელმძღვანელები დორტმუნდის “ბორუსიას” ცენტრალური მცველის, მატიას გინტერის ტრანსფერით არის დაინტერესებული.

The Gurdian-ის ცნობით, ლონდონელთა მთავარ მწვრთნელს, მაურისიო პოჩეტინოს გინტერი დიდი ხანია რაც მოსწონს და ზაფხულში ყველაფრის გაკეთებას აპირებს მის გადასაბირებლად.

23 წლის ფეხბურთელის ფასი, რომლის გადაბირების სურვილსაც გერმანული “ჰოფენჰაიმიც” გამოთქვამს, დაახლოებით 17 მილიონ ევროს შეადგენს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ გინტერი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულიც გახლავთ და ის “დორტმუნდში” “ფრაიბურგიდან”, 8.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა.

უმტიტი: “ვიცი, რომ “ბარსელონა” დემბელეს ტრანსფერზე მუშაობს”

“ბარსელონას” მცველი, სამუელ უმტიტი აღიარებს, რომ კატალონიური კლუბი დორტმუნდის “ბორუსიას” გარემარბის, უსმან დემბელეს ტრანსფერზე მუშაობს.

“ვიცი, რომ “ბარსელონა” მისი გადაბირებით არის დაინტერესებული.

მაგრამ, შეთანხმების მისაღწევად საკმაოდ ბევრი საქმის მოგვარებაა საჭირო. მას “ბარსელონასთვის” ძალიან დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია, მისი შესაძლებლობები გამორჩეულია. მას დიდი სიამოვნებით მივიღებთ აქ.

ჯერ მასთან არ მისაუბრია, ველოდები, როდის გახდება ეს ინფორმაცია ოფიციალური,” – აცხადებს უმტიტი.

როგორც იცით, “ლურჯ-ბროწეულისფრები” 20 წლის შემტევის გადაბირებით გასულ წელსაც ინტერესდებოდნენ. “ბორუსიას” მაისურით მან 49 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 10 გოლი გაიტანა.

რაიოლამ ბალოტელის მომდევნო კლუბი დაასახელა

ფრანგული “ნიცას” თავდამსხმელი, რომლისთვისაც 2016/17 წლების სეზონი საკმაოდ შედეგიანი გამოდგა, კარიერას დორტმუნდის “ბორუსიაში” გააგრძელებს.

ამ ინფორმაციას თავად იტალიელი ფეხბურთელის აგენტი, მინო რაიოლა ადასტურებს.

“დიახ, ბალოტელი მომავალი სეზონიდან “ბორუსიაში” ითამაშებს,” – ასეთი პასუხი გასცა რაიოლამ ჟურნალისტის მიერ მარიოს მომავალზე დასმულ კითხვას.

სტატისტიკისთვის გეტყვით, რომ ბალოტელიმ “ნიცას” მაისური გასულ სეზონში 28 მატჩში მოირგო და 17 გოლი გაიტანა.