დორტმუნდის “ბორუსიამ” “ფრაიბურგის” ნახევარმცველი 20 მილიონად გაიფორმა

გერმანული “ფრაიბურგის” შემტევი ნახევარმცველი, მაქსიმილიან ფილიპი ამიერიდან კარიერას დორტმუნდის “ბორუსიაში” გააგრძელებს. ამ ინფორმაციას გერმანული ტაბლოიდი, Bild ადასტურებს.

როგორც ცნობილი ხდება, მაქსიმილიანმა დღეს გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების ბაზა დატოვა, რათა დორტმუნდში ახალი კონტრაქტისთვის მოეწერა ხელი.

რაც შეეხება ტრანსფერის საფასურს, Bild-ის ცნობით, “შავ-ყვითლებმა” ამ ტრანსფერში 20 მილიონი ევრო დახარჯეს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ მაქსიმილიან ფილიპს “ბორუსიაში” მარკო როისის შემცვლელად მოისაზრებენ.

ოფიციალურად: ტომას ტუჰელმა დორტმუნდის “ბორუსია” დატოვა

დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუჰელმა დაკავებული თანამდებობა დატოვა.

43 წლის სპეციალისტს გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებდა, მაგრამ ტუჰელმა ჩათვალა, რომ საკუთარი შესაძლებლობები “სიგნალ იდუნა პარკზე” ამოწურა და ახალი გამოწვევები ესაჭიროება.

“მადლობელი და ძალიან ბედნიერი ვარ, ამ კლუბთან ორი ძალიან ლამაზი და მნიშვნელოვანი სეზონის ჩატარება რომ შევძელი. სამწუხაროა, მაგრამ კლუბი უნდა დავტოვო.

მინდა ბოლოსკენ მადლობა გადავუხადო კლუბის თითოეულ ფანს, სამწვრთნელო შტაბსა და ყველას, ვინც მხარს გვიჭერდა. “ბორუსიას” ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ,” – აცხადებს ტომას ტუჰელი.

სავარაუდოდ, ტუჰელს “ნიცას” მთავარი მწვრთნელი ლუსიენ ფავრი ჩაანაცვლებს.

სტატისტიკა, რომელიც ამტკიცებს, რომ ტუჰელი “ბორუსიას” ყველაზე წარმატებული მწვრთნელია

დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუჰელმა დაკავებული თანამდებობა დატოვა.

43 წლის სპეციალსტმა “სიგნულ იდუნა პარკზე” ორი წელი დაჰყო და ამ პერიოდში გერმანიის თასის მოგებაც მოახერხა.

ყველაფერთან ერთად, ტომას ტუჰელი საუკეთესო მწვრთნელი გახდა “ბორუსიას” ისტორიაში საშუალოდ ერთ მატჩში დაგროვებული ქულების მიხედვით – 2.1.

ამ რეიტინგის მეორე ადგილზე მულტჰაუპი იმყოფება, შემდეგ კი მოდიან: იურგენ კლოპი, კარლ-ჰაინც ფელდკამპი და ოტმარ ჰიცფელდი.

ტომას ტუჰელი: “პირველივე წუთებიდანვე შევუტევთ, ბევრი გოლი უნდა გავიტანოთ”

დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუჰელმა “მონაკოსთან” გასამართ განმეორებით მატჩამდე პრესასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავისი გუნდი შემტევი ფეხბურთის თამაშს აპირებს.

“ვფიქრობთ, ფეხბურთელები თამაშისთვის მზად არიან. სრულად ვაანალიზებთ, თუ რაოდენ რთული მისიის წინაშე ვდგავართ. ბევრი გოლი უნდა გავიტანოთ.

“ბორუსიას” საკუთარი ფეხბურთელების სჯერა, ვიცით, რომ მათ ამ ბარიერის გადალახვა შეუძლიათ. “ბორუსია” ჯერ კიდევ ჩემპიონთა ლიგაზეა და არ უნდა, ტურნირს გამოეთიშოს.

ჩვენი გუნდი ყოველთვის ბევრს უტევს. ჩვენ პირველი წუთიდან ბოლო წუთამდე შევუტევთ და ვეცდებით გავიტანოთ იმდენი, რამდენიც შესაძლებელი იქნება,” – აცხადებს გერმანელი სპეციალისტი.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩი ამ გუნდებს შორის ფრანგთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:3 დასრულდა.

“ბორუსია” ჩემპიონთა ლიგის დატოვებაზე სერიოზულად ფიქრობდა

დორტმუნდის “ბორუსიას” გენერალური დირექტორი, ჰანს-იოაჰიმ ვატცკე აღიარებს, რომ კლუბის ავტობუსზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ, ისინი სერიოზულად ფიქრობდნენ ჩემპიონთა ლიგის დატოვებაზე.

“სერიოზულად ვფიქრობდი იმაზე, უნდა გაგვეგრძელებინა თუ არა ასპარეზობა ჩემპიონთა ლიგაზე. მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ეს ტერორისტების გამარჯვების ტოლფასი იქნებოდა.

ფეხბურთელებს სრული მხარდაჭერა შევთავაზეთ. თუ რომელიმე მოთამაშეს თამაში არ შეუძლია, მწვრთნელს უნდა უთხრას. ჩვენ მათ ყველანაირად გავუგებთ.

ეს არ იყო შეტევა “ბორუსია დორტმუნდზე”, ეს იყო თავდასხმა მთლიანად გერმანიაზე,” – აცხადებს ვატცკე.

ნური შაჰინი: “მეორე ტაიმში ფეხბურთზე საერთოდ არ მიფიქრია”

დორტმუნდის “ბორუსიას” ფეხბურთელმა, ნური შაჰინმა პრესასთან გუშინდელ ინციდენტზე საუბრისას აღიარა, რომ ფეხბურთელები ჯერაც არ არიან შოკიდან გამოსულები.

“არასდროს დამავიწყდება ის სახეები, ამაში დარწმუნებული ვარ. შმელცერის გვერდით ვიჯექი, როდესაც მარკი დავინახე, შმელცერის სახე არასოდეს დამავიწყდება. დაუჯერებელი რამ იყო.

არ ვიცი გაიგებს თუ არა ხალხი ამას, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ მატჩის მეორე ტაიმის მიმდინარეობისას ფეხბურთზე საერთოდ არ მიფიქრია.

სიმართლე გითხრათ, ჯერაც ვერ გამიანალიზებია, რა მოხდა. როდესაც სახლში მივედი და ვნახე, როგორ მელოდებოდნენ ჩემი მეუღლე და ვაჟი კარებთან, მაშინ მივხვდი, რაოდენ იღბლიანი ვარ,” – აცხადებს შაჰინი.

ფოტორეპორტაჟი: რა მოხდა დორტმუნდში?

დორტმუნდის “ბორუსიას” ბაზაზე მომხდარი აფეთქებამ გერმანული კლუბის ავტობუსი დააზიანა, რომელსაც ფეხბურთელები “სიგნალ იდუნა პარკზე” გადაყავდა.

გერმანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბომბი ერთ-ერთ ბუჩქში იყო დამალული და ის განსაზღვრულ დროს აფეთქდა. ბომბმა ავტობუსის ის მხარე დააზიანა, სადაც ტომას ტუჰელი იჯდა.

აფეთქებამ ავტობუსის საბურავები დააზიანა და შუშებიც გატეხა. მცირე დაზიანება მიიღო “ბორუსიელთა” ესპანელმა მცველმა, მარკ ბარტრამაც, რომელიც საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.

პოლიციამ რეაგირება უმალვე მოახდინა. სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივრები დაარწმუნეს, რომ მათ უსაფრთხოებას არაფერი ემუქრებოდა.

“ბარსელონა” უსმან დემბელეს ყიდვას გეგმავს

გერმანული ტაბლოიდის, Bild-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, დორტმუნდის “ბორუსიას” ფორვარდს, უსმან დემბელეს “ბარსელონას” ხელმძღვანელები აქტიურად აკვირდებიან.

გერმანულ პრესის უმსხვილესი წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ კატალონიელები დეკემბერშიც შეხვდნენ ფეხბურთელის აგენტს. მაგრამ ზამთარში ამ ტრანსფერის განხორციელებას ხელი გარკვეულმა ფაქტორებმა შეუშალეს.

აქვე გეტყვით, რომ დემბელეს დორტმუნდულ გრანდთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს, ყოველგვარი გამოსყიდვის ფუნქციის გარეშე.

მიმდინარე სეზონის 23 მატჩში უსმან დემბელემ 6 გოლის გატანა და პირად აქტივში 9 საგოლე გადაცემის ჩაწერა მოახერხა.

“ბორუსიამ” გონსალო კასტროს სამი წლით გაუხანგრძლივა

დორტმუნდის “ბორუსიამ” გონსალო კასტროს ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზა, რომელიც მხარეებს შორის თანამშრომლობის გაგრძელებას 2020 წლამდე ითვალისწინებს. ფეხბურთელიც უმალვე დათანხმდა კონტრაქტის გახანგრძლივებას.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის ფეხბურთელი “სიგნალ იდუნა პარკზე” 2015 წელს გამოჩნდა. დორტმუნდელებმა ლევერკუზენის “ბაიერს” მის სანაცვლოდ 11 მილიონი გადაუხადეს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ კასტრო ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც ბუნდესლიგის ბოლო 4 სეზონიდან თითოში 7-ზე მეტი საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.

ტუხელი: “ბარსელონას” ბოლო გოლს გასახდელში ვუყურეთ”

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით შეხვედრაში დორტმუნდის “ბორუსიამ” ლისაბონის “ბენფიკას” ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ეს დაპირისპირება პარალელურად მიმდინარე მატჩზე (“ბარსელონა” – “პსჟ”) რამდენიმე წუთით ადრე დასრულდა.

გერმანელთა დამრიგებელმა, ტომას ტუხელმა განაცხადა, რომ მან და მისმა ფეხბურთელებმა კატალონიაში მიმდინარე შეხვედრის ბოლო წუთები “სიგნალ იდუნა პარკის” გასახდელში უყურეს.

“შეხვედრის შემდეგ ყველანი გახარებული შევედით გასახდელში. იქ მისვლამდე, მეგონა, რომ ანგარიში 4-1 იქნებოდა, თუმცა, გასაკვირად, ტაბლოზე 5:1 ეწერა და მატჩის დასრულებამდე ორი წუთი იყო დარჩენილი.”

“ძალიან დიდი ყურადღებით ვუცქერდით ეკრანს. ყველას ერთი გრძნობა ჰქონდა: “ბარსა” აუცილებლად შეძლებდა კიდევ ერთი გოლის გატანას. რაც მოხდა, ეს გიჟობა იყო. გვეგონა, რომ ჩვენი გამარჯვება იქნებოდა ყველაზე ეფექტური ნიუსი, თუმცა ბარსელონაში დაფიქსირებულმა შედეგმა ყველაფერი გადაფარა,” – განაცხადა ტუხელმა.

გიოტცეს პრობლემები მხოლოდ კუნთის ტრავმით არ შემოიფარგლება

დორტმუნდის “ბორუსიას” გერმანელი ნახევარმცველი, მარიო გიოტცე უახლოეს მომავალში გუნდის დახმარებას ვერ შეძლებს.

ბოლოს მიღებული ტრავმის გამოკვლევებმა დაადგინეს, რომ ფეხბურთელის ჯანმრთელობის პრობლემები მხოლოდ კუნთის დაზიანებით არ შემოიფარგლება – მის ორგანიზმში მეტაბოლიზმის პროცესებიც დარღვეულია.

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რამდენ ხანს გაატარებს მსოფლიო ჩემპიონი ლაზარეთში.

“ამჟამად, მე ჩემთვის შედგენილ რეაბილიტაციის სპეციალურ კურსს გავდივარ, რათა ძალები აღვიდგინო და რაც შეიძლება სწრაფად დავბრუნდე მოედანზე,” – აცხადებს გიოტცე.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (31 იანვარი)


“ჩელსი” 100-მილიონიან ბელოტის უმიზნებს


Sky Italia-ს მიერ გავრცელებული ძალზედ საინტერესო ინფორმაციის თანახმად, ლონდონური “ჩელსის” ხელმძღვანელები ანდრეა ბელოტის ტრანსფერის განხორციელებას ცდილობენ.

წყაროს ცნობით, “არისტოკრატთა” ტექნიკური დირექტორი, მაიკლ ემენალო უკვე იტალიაში იმყოფება, რათა “ტორინოს” მიერ 100 მილიონ ევროდ შეფასებული თავდამსხმელის ტრანსფერზე იმუშაოს.


ნანი ინგლისში ბრუნდება?


888888888888888888

მილანის “ინტერის” კუთვნილებაში მყოფი ანდრეა რანოკიას არენდით აყვანის შემდეგ, “ჰალ სიტის” უფროსები ნანის გადაბირებასაც ცდილობენ.

Daily Mail-ის ცნობით, ყველაფერი “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ვინგერის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, რომელიც ამჟამად ესპანური “ვალენსიას” რიგებში ირიცხება.


ნ’ზონზიმ “სევილიასთან” გაახანგრძლივა


ესპანური “სევილიას” ფრანგმა ფეხბურთელმა, სტივენ ნ’ზონზიმ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმადაც, ის “სანჩეს პისხუანზე” 2020 წლამდე უნდა დარჩეს.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი ნახევარმცველი ბოლო დროს არაერთ ევროპულ კლუბს დაუკავშირეს, მათ შორის “ჩელსისა” და “ბარსელონასაც”, რაც მისი ბრწყინვალე ასპარეზობით იყო გამოწვეული.


ობამეიანგი “დორტმუნდს” ზაფხულში დატოვებს


Untitled-1

დორტმუნდის “ბორუსიას” გაბონელი შემტევი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი აღიარებს, რომ ზაფხულში ის გერმანული კლუბის დატოვებას აპირებს.

“იმისათვის რომ განვვითარდე და სრულიად ახალ დონეზე ავიდე, კლუბი უნდა დავტოვო. “რეალში” თამაშზე კვლავ ვოცნებობ, თუმცა ამაზე აქამდეც ბევრი ვილაპარაკეთ.”


“ჩელსი” იძულებულია, ზაფხულამდე მოიცადოს


ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელები სეად კოლაშინაცის ტრანსფერის განხორციელებას ვერ ახერხებენ.

როგორც ცნობილი ხდება, “შალკეს”, რომელმაც უკვე დაადასტურა, რომ “არისტოკრატებმა” ბოსნიელ ფეხბურთელთან შეთანხმებას მიაღწიეს, ზამთარში მისი გაშვება არ უნდა.

სამაგიეროდ, ლონდონელებს საშუალება აქვთ, პრე-კონტრაქტი გააფორმონ 23 წლის მცველთან, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსს მოიპოვებს.


იგალო ჩინეთში ითამაშებს


888888888888888888

პრემიერ ლიგურმა “უოტფორდმა” ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ოდიონ იგალო კარიერას ჩინეთში გააგრძელებს.

როგორც ცნობლი ხდება, 27 წლის ნიგერიელი ფორვარდის ტრანსფერი “ჩანჩუნ იატაის” 17 მილიონი ფუნტი დაუჯდა.