“ბაიერნის” ექს-ფეხბურთელს, ჯოვანი ელბერს თუ დავუჯერებთ, პიერ ემერიკ-ობამეიანგი მიმდინარე სეზონში უფრო მეტ გოლს გაიტანდა კლუბი, რომ გამოეცვალა.
შეგახსენებთ, რომ გაბონელი ფეხბურთელი ამჟამად გერმანიის საუკეთესო ბომბარდირია 20 გოლით, ის 1 გოლით უსწრებს “ბაიერნის” პოლონელ ფორვარდს, რობერტ ლევანდოვსკის.
“”ბაიერნში” გოლების გატანა უფრო ადვილია, ვიდრე “დორტმუნდში” ან სხვა რომელიმე კლუბში.
ობამეიანგი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება, მისი თამაშის ცქერა დიდ სიამოვნებას მანიჭებს. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ “ბაიერნში” ის უფრო მეტ გოლსაც გაიტანდა.”