ობამეიანგმა ბუნდესლიგის რეკორდი დაამყარა

დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გერმანიის ბუნდესლიგის რეკორდი დაამიარა. თავდამსხმელი პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც ჩემპიონატის საწყისი ექვსი ტურის ყველა მატჩში გოლის გატანა მოახერხა.

ამ მომენტისთვის გაბონელი ფეხბურთელის ანგარიშზე შვიდი გოლია, აქედან სამი მან პენალტით გაიტანა. გარდა ამისა, ობამეიანგმა ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა.

დორტმუნდის „ბორუსიამ“ მცველი დაკარგა

დორტმუნდის „ბორუსიას“ მცველი ერიკ დურმი უახლოეს მატჩებში თავის გუნდს ვერ დაეხმარება. მუხლის ტრავმის გამო მოთამაშემ მიმდინარე სეზონის დასაწყისი გამოტოვა.

9 სექტემბერს ფეხბურთელს ოპერაცია ჩაუტარდა. სავარაუდოდ, დურმი თანაგუნდელებთან ვარჯიშს ექვს კვირაში დაუბრუნდება, რის შესახებაც დორტმუნდელთა ოფიციალური ვებსაიტი წერს.

როგორი გოლი გაუტანეს დორტმუნდის “ბორუსიას” დღევანდელ მატჩში (ვიდეო)

20 აგვისტოს, ევროპის ლიგის ფლეი-ოფის პირველ შეხვედრაში, ნორვეგიულმა “ოდ გრელანდმა” საკუთარ მოედანზე დორტმუნდის “ბორუსია” მიიღო.

მატჩის 22-ე წუთზე, ნორვეგიელთა ფეხბურთელმა ესპენ რუუდმა გერმანელთა კარში ბრწყინვალე გოლი გაიტანა და ანგარიში 3:0 გახადა.

როისმა გადაწყვეტილება ოფიციალურად მიიღო

ნახევარმცველის აგენტი უარყოფს მისი კლიენტის გუნდის შეცვლას.

ჭორების მიხედვით, “ლივერპული” და “იუვენტუსი” მთელი ძალით ცდილობდა როისის გაფორმებას. იტალიელებმა მას შემდეგ უფრო გააძლიერეს შეტევები, რაც “შალკესგან” იულიან დრაქსლერის ტრანსფერის თაობაზე უარი მიიღეს.

თუმცა, მარკო დარწმუნებულია, რომ მომავალ სეზონშიც “ბორუსია დორტმუნდისთვის” გაიხარჯება.

“ბუნებრივია ჭორები როისის შესახებ, რადგან მისი დონის ფეხბურთელის დამატება ყველას სურს. მინდა ვთქვა, რომ როისი “ბორუსიასთვის” თავისი კარიერის მნიშვნელოვან წლებს ხარჯავს და აქ იქამდე იქნება, სანამდეც მოესურვება. სხვა სიახლეებს ამ ეტაპზე არ უნდა ველოდოთ,”-აცხადებს TuttoJuve-თან როისის ინტერესების დამცველი.

„ბორუსიას“ თავკაცი: „გუნდი სწორი გზით მიდის“

დორტმუნდის „ბორუსიას“ მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა „იუვენტუსთან“ ამხანაგური მატჩი შეაფასა, რომელიც მისმა გუნდმა ანგარიშით 2:0 მოიგო.

„გუნდის თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩვენ დიდ პროგრესს მივაღწიეთ და კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ. „ბორუსიამ“ კომპაქტურად ითამაშა, ასე მოქმედება მომავალშიც გვსურს. დავამტკიცეთ, რომ ბრძოლის სურვილი გვაქვს. ვფიქრობ, სწორი გზით მივდივართ“, – ციტირებს ტუხელს Goal.com-ი.

დორტმუნდის „ბორუსია“ ოც მილიონს ითხოვს

„კრისტალ პალასი“ დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელით ადრიან რამოსით დაინტერესდა.

როგორც ცნობილია, ორივე კლუბის წარმომადგენლები ერთმანეთს უკვე შეხვდნენ და შესაძლო ტრანსფერის დეტალები განიხილეს. გერმანელებმა რამოსის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო მოითხოვეს (16 მილიონი ფუნტი). ინგლისური კლუბი ნაკლები თანხის გადახდას იმედოვნებს, რის გამოც მხარეები მოლაპარაკებას აგრძელებენ.

შეგახსენებთ, რომ რამოსი დორტმუნდელებს გასულ ზაფხულში შეუერთდა – აქამდე ის ბერლინის „ჰერტას“ ფერებს იცავდა..

დორტმუნდის „ბორუსიას“ თავკაცი: „არ მინდა, გვარდილას ვგავდე“

დორტმუნდის „ბორუსიას“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა განაცხადა, რომ არ სურს, მიუნხენის „ბაიერნის“ თავკაცს ხოსეპ გვარდიოლას ჰგავდეს.

„სიტუაცია არ მომწონს. ვფიქრობ იმაზე, რომ თუ ამ თემაზე ხშირად ისაუბრებენ, საზოგადოების აზრით, გვარდილას სტილით ვიმუშავებ. სინამდვილეში, არ მსურს, რომ მას ვგავდე“, – განაცხადა „ბორუსიას“ დამრიგებელმა.

„რეალმა“ როისთან მოლაპარაკება დაიწყო

მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობამ დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელთან მარკო როისთან მოლაპარაკება დაიწყო, რის შესახებაც იტალიელმა ჟურნალსიტმა ტანკრედი პალმერიმ თავისი „ტვიტერის“ გევრდზე დაწერა.

აქამდე გავრცელებული იფნრომაციით, მარკომ „ბარსლეონაში“ გადასვლა მაღალი კონკურენციის გამო იუარა.

2015 წლის თებერვალში როისმა „ბორუსიასთან“ კონტრაქტი 2019 წლამდე გაახაბნგრძლივა. განვლილ სეზონში 26 წლის მოთამაშემ 20 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 7 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.

“რომას” შმელცერი სჭირდება

დორტუნდის “ბორუსიას” მცველი შესაძლოა, იტალიაში გადავიდეს.

“ჯალოროსი” სატრანსფერო ბაზარზე აქტიურად ეძებს მარცხენა მცველს. Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ამ პოზიციაზე იტალიელებმა შმელცერი იპოვეს.

27 წლის უკანახაზელს გუნდთან ხელშეკრულება მომდევნო ზაფხულს უსრულდება. კლუბი მზადაა მარსელი 6 მილიონად გაასხვისონ.

მარსელ შმელცერი დორტმუნდის “ბორუსიაში” 2008 წლიდან ასპარეზობს.

“არსენალმა” ობამეიანგის ტრანსფერი შეათანხმა

“ბორუსია დორტმუნდის” თავდასხმელი ახლოსაა ნისლიან ალბიონზე გადასვლასთან.

Reviersport-ის ინფორმაციით, “არსენალმა” გაბონელი შემტევის, პიერე-ემერიკ ობამეიანგის ტრანსფერი შეათანხმა, რომელსაც გუნდი 31 მილიონად აფასებს.

არსენ ვენგერს ფრანგი შემტევის, კარიმ ბენზემას გაფომება სურდა, მაგრამ ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, 26 წლის ფორვარდის დამატებაზე იმუშავა.

გასულ სეზონში, ობამეინაგმა ბუნდესლიგაში 32 მატჩში 16 გოლი შეაგდო.

Liverpool Echo: სარეკორდო თანხად “ლივერპული” როისს დაიმატებს?

როგორც ჩანს, რაჰიმ სტერლინგის წასვლის შემდეგ, მერსისაიდული გუნდის ხმაურიანი ტრანსფერით ინგლისელის შეცვლას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ რაჰიმ სტერლინგი, ინგლისელი ფეხბურთელისთვის სარეკორდო თანხად, 49 მილიონ ფუნტად “მან.სიტის” შეუერთდა. მერსისაიდელთა გამოცემა Liverpool Echo წერს, რომ ჯონ ჰენრიმ კლუბის ხელმძღვანელობას მარკო როისის მოყვანა უბრძანა, ნებისმიერ ფასად.

როისმა დორტმუნდის “ბორუსიის” მაისურით ჩატარებულ 119 ჩატარებულ შეხვედრაში 53 გოლის გატანა შეძლო.

“ლივერპული”: რაჰიმ სტერლინგს ბუნდესლიგის ვარსკვლავი შეცვლის

“ლივერპული” რაჰიმ სტერლინგის ტრანსფერში აღებულ ფულს ხმაურიანი ტრანსფერისთვის დახარჯავს.

მერსისაიდული გუნდი კიდევ ერთხელ განიხილავს გერმანელი 26 წლის ვარსკვლავის, მარკო როისის ტრანსფერის საქმეს. ერთი წლის წინაც, ბრიტანულმა პრესამ როისი “ლივერპულს” დაუკავშირა, როგორც ჩანს ჭორები არ ცხრება.

მიუხედავად იმისა, რომ მარკომ “ბორუსიასთან” ზამთარში გაახანგრძლივა, ინგლისელებს საკმაოდ ძლიერი არგუმენტები აქვთ ფეხბურთელის გადასარწმუნებლად. “წითლები” სულ მალე “მან.სიტის” რაჰიმ სტერლინგს 50 მილიონად მიჰყიდიან და ამ ფულს მთლიანად ახალგაზრდა შემტევის ტრანსფერში დახარჯავენ.

ბრენდან როჯერსმა ცოტა ხნის წინ ბუნდესლიგიდან შემადგენლობა რობერტო ფირმინოთი გააძლიერა, ხოლო ახლა მას მარკო როისის დამატება ძალიან სურს.

ნაკლებად სავარაუდოა, ბუნდესნაკრების წევრმა “ლივერპული” აირჩიოს. მას ისეთი გუნდები ეპატიჟებიან, როგორებიც არიან “პსჟ” და “ბარსელონა”.