“მილანმა” აბატეს გაუხანგრძლივა

“მილანმა” ინიაციო აბატესთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. როსონერის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ახალი ხელშკერულება 28 წლის ფეხბურთელთან 2019 წლამდეა გათვლილი.

აბატე “მილანის” აღზრდილია, თუმცა 2009 წლამდე იჯარის წესით სხვადასხვა კლუბების ღირსებას იცავდა. დასრულებულ სეზონში აბატემ 22 შეხვედრაში ითამაშა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

კონტემ აბატესაც უხმო

დავიდე სანტონთან ერთად ინგლისთან გასამართი შეხვედრისთვის იტალიის ნაკრებს ინიაციო აბატეც შეუერთდა.

იტალიელთა მთავარი მწვრთნელი არ მალავს, რომ ბრიტანელებთან მოახლოებულ მატჩს ტაქტიკური ექსპერიმენტებისთის განიხილავს.

“უნდა დავრწმუნდე, რომ ნაკრებში გამოძახებული მოთამაშეები გუნდში ყოფნას იმსახურებენ” – განაცხადა კონტემ.

“კალიარის” ფეხბურთელმა იგნასიო აბატე “დატროლა”

21 მარტს, იტალიის სერია A-ში “მილანმა” საკუთარ მოედანზე “კალიარი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

მატჩის ბოლო გოლი 78-ე წუთზე, მილანელთა თავდამსხმელმა ჟერემი მენეზმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანა. აღსანიშნავია, რომ დანიშნული პენალტი სადაო საკითხი გახდა, რადგან “კალიარის” ფეხბურთელმა თამაშის წესი საჯარიმოს გარეთ დაარღვია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, “როსონერის” მარჯვენა მცველი Sky TV-ს ინტერვიუს აძლევდა, როცა კადრში “კალიარის” ბრაზილიელი ფეხბურთელი დანილო ფერნანდო აველარი გამოჩნდა. აველარს ხელში მობილური ეჭირა, რომლის საშუალებითაც ის იმ ეპიზოდს აჩვენებდა, რის გამოც მსაჯმა პენალტი დანიშნა.

აბატე “მილანს” შეუთანხმდა

Corriere Dello Sport-ის ცნობით ინიაცო აბატე “მილანს” ახალი კონტრაქტის დეტალებზე შეუთანხმდა. ოფიციალურად ამ ინფორმაციის დადასტურება ხვალაა მოსალოდნელი.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე შელშეკრულებას ვადა 2015 წლის ზაფხულში გასდის.

მიმდინარე სეზონში აბატემ სერია A-ში 10 მატჩი ჩაატარა და 4 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.

ალეგრი “იუვენუსში” აბატეს და ასტორის წაიყვანს?

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არ არის გამორიცხული, იგნასიო აბატე და დავიდე ასტორი ტურინის “იუვენტუსში” ვიხილოთ.

შეგახსენებთ, რომ “ბიანკონერის” მთავარი მწვრთნელის პოსტი ანტონიო კონტემ დატოვა, მის შემცვლელად კი კლუბის ხელმძღვანებლობამ მასიმილიანო ალეგრი არჩია.

Sportmediaset-ის ცნობით, აბატე და ასტორი ალეგრის ფავორიტი ფეხბურთელები არიან და 46 წლის სპეციალისტი შეეცდება, გუნდი ამ ორი მოთამაშით გააძლიეროს.

“მილანის” ფეხბურთელები გულშემატკივრებს ახალ წელს ულოცავენ

ინტერნეტ-სივრცეში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ულოცავენ ახალ წელს “მილანის” ფეხბურთელები თავიანთ გულშემატკივრებს.

“მილანს” რობინიო და აბატე გამოაკლდნენ

იტალიური “მილანს” ტრავმების გამო რობინიო და აბატე გამოაკლდნენ. ექიმების ვარაუდით,  ფეხბურთელებს ერთ თვემდე მოუწევთ უქმობა.

რობინიომ და აბატემ დაზიანებები ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრაში მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ “მილანი” გლაზგოში “სელტიკს” სტუმრობდა და დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვა კაკას, საპატას და ბალოტელის გოლებით – 3-0.

იტალია და გერმანია ერთმანეთს დაუზავდნენ

15 ნოემბერს, იტალიაში, ქალაქ მილანში, “სან სიროზე” იტალიისა და გერმანიის ეროვნულ ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა.

ანგარიში მე-8 წუთზე გერმანელებმა გახსნეს. ტონი კროოსის მიერ ჩაწოდებულ კუთხურს მატს ჰუმელსი გამოეხმაურა, თავით დაარტყა და ძელიდან ასხლეტილი ბურთი იტალიელთა კარის ბადეში მოთავსდა.

იტალიელებმა წონასწორობის აღდგენა 28-ე წუთზე მოახერხეს. “მილანის” მარჯვენა მცველმა, იგნასიო აბატემ მეტოქეს ბურთი აართვა, საჯარიმოში სწრაფად შეიჭრა, სადაც ლეონარდო ბონუჩისთან “კედელი” გაითამაშა და შემდეგ ზუსტად დაარტყა – 1:1.

იტალია – გერმანია 1:1
“სან სირო”, 40 000 მაყურებელი

იტალია: ბუფონი, ბარძალი (ოგბონა 71′), ბონუჩი, კრიშიტო, აბატე, პირლო (ჩერჩი 82′), მოტა, მონტოლივო, მარკიზიო, ოსვალდო (კანდრევა 53′), ბალოტელი.
მთავარი მწვრთნელი: ჩეზარე პრანდელი.

გერმანია: ნოიერი, იანსენი, ლამი, ბოატენგი, ჰიოვედესი, ჰუმელსი, ხედირა (ს. ბენდერი 67′), კროოსი, გიოტცე (იოზილი 60′), მიულერი (ლ. ბენდერი 87′), შიურლე (როისი 59′).
მთავარი მწვრთნელი: იოაჰიმ ლიოვი.

გოლები: აბატე 28′ – ჰუმელსი 8′
გაფრთხილებები: მარკიზიო 70′, მოტა 82′ – ლამი 54′, კროოსი 82′.
მთავარი მსაჯი: მანუელ ბენქერენკა.

აბატე: “ბალოტელიმ კაკასგან უნდა ისწავლოს”

იტალიური “მილანის” მარჯვენა მცველი, იგნასიო აბატე აცხადებს, რომ “როსონერის” თავდამსხმელმა, მარიო ბალოტელიმ თანაგუნდელ კაკასგან ბევრი რამ უნდა ისწავლოს.

“ჩემი აზრით, კაკა ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელისათვის მისაბაძი მოთამაშეა. როდესაც რიკარდოს ტრავმა ჰქონდა, ის “მილანელოზე” დილით მოდიოდა და საღამოს მიდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელმა ფეხბურთში ბევრს მიაღწია, ის ჩვენთან ერთად ყოფნას მაინც არ თაკილობდა და ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ მოედანს მალე დაბრუნებოდა.

ბალოტელი უნდა მიხვდეს, რომ ის ბავშვი აღარაა. ვფიქრობ, მას შეუძლია კაკასგან ბევრი რამ ისწავლოს. მარიო მალე უნდა გაიზარდსო, ეს კი ყველასათვის კარგი იქნება”, – ამბობს აბატე.

დიტო ჭიჭინაძე

აბატე: “მილანი” არასოდეს ნებდება”

იტალიური “მილანის” მარჯვენა მცველი, იგნასიო აბატე “ბოლონიასთან” გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა და თქვა, რომ “როსონერი” არასოდეს ნებდება.

შეგახსენებთ, რომ 25 სექტემბერს, “ბოლონიამ” “მილანი” საკუთარ მოედანზე მიიღო და მეტოქეს ორბურთიანი სხვაობითაც ამარცხებდა, თუმცა 89-ე და 92-ე წუთებზე, რობინიოსა და აბატეს გოლების წყალობით, სტუმრებმა ანგარიში საყაიმო გახადეს.

“მილანს” უზარმაზარი გული აქვს. ჩვენ მწვრთნელის დავალებებს ვასრულებთ და კარგად ვთამაშობთ. კარგად გამოჩნდა, რომ არასოდეს ვნებდებით. გუნდში ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები არიან, ამიტომ არაფრის გვეშინია”, – აცხადებს აბატე.