ცნობილმა სპორტულმა ბრენდმა “ადიდასმა” ახალი რეკლამა გადაიღო, რომელშიც მონაწილეობა მადრიდის “რეალის” უელსელმა ფეხბურთელმა გარეტ ბეილმა მიიღო.
ჭდე: ადიდასი
ბეილი, სუარესი, ხამესი და ბენზემა “ადიდასის” ახალ რეკლამაში გადაიღეს (ვიდეო)
მადრიდის “რეალი” “ადიდასის” ორიგინალურ რეკლამაში
ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა “ადიდასის” მიერ შექმნილი ვიდეორგოლი, რომელიც მადრიდის “რეალს” ეხება.
“ადიდასის” რეკლამა მუნდიალის ფინალისათვის
ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა “ადიდასის” მიერ დამზადებული ვიდეო, რომელიც მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ფინალს ეხება.
მესი “ადიდასის” ახალ რეკლამაში
არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ მონაწილეობა “ადიდასის” ახალ რეკლამაში მიიღო.
ბექჰემი, ზიდანი, ბეილი და მოურა „ადიდასის“ ახალ რეკლამაში
სპორტული ეკიპირების ცნობილმა მწარმოებელმა „ადიდასმა“ მომხმარებელს ახალი რეკლამა შესთავაზა, რომელშიც მონაწილეობა ყოფილმა და ამჟამინდელმა ფეხბურთელებმა მიიღეს.
კერძოდ, ვიდეორგოლში მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი გარეთ ბეილი და „პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველი ლუკას მოურა გადაიღეს. მათთან ერთად რეკლამაში მონაწილეობა დევიდ ბექჰემმა და ზინედინ ზიდანმაც მიიღეს.
აქვე წარმოგიდგენთ აღნიშნულ ვიდეორგოლს:
მესუთ იოზილი “ადიდასის” ახალ რეკლამაში
ლონდონის “არსენალის” გერმანელმა ფეხბურთელმა მესუთ იოზილმა “ადიდასის” ახალ რეკლამაში მიიღო მონაწილეობა.
მესი, დანი ალვეში, სუარესი, იოზილი – “ადიდასის” ახალი რეკლამა
ინტერნეტ-სივრცეში “ადიდასის” მიერ სპეციალურად მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატისთვის გადაღებული რეკლამა გამოჩნდა.
ინგლისის პრემიერ ლიგის ვარსკვლავები “ადიდასის” ახალ რეკლამაში
პოპულარულმა სპორტულმა ბრენდმა “ადიდასმა” ახალი რეკლამა გამოაქვეყნა, რომელშიც მონაწილეობას ინგლისის პრემიერ ლიგის ვარსკვლავები იღებენ.
“ნაიკი” თუ “ადიდასი”: საინტერესო კამათი რონალდუსა და ჩაბი ალონსოს შორის
მადრიდის “რეალის” ვარჯიშზე კამერებმა საკმაოდ საინტერესო მომენტი დააფიქსირეს. “სამეფო კლუბის” პორტუგალიელი ფეხბურთელ კრიშტიანო რონალდუსა და ესპანელ ნახევარმცველ ჩაბი ალონსოს შორის კამათი გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანო რონალდუ “ნაიკის” პროდუქციას მოიხმარს, ხოლო ალონსო – “ადიდასისას”.
“ნაიკი” თუ “ადიდასი”
რონალდუ: “ადიდასს” “ნაიკთან” როგორ ადარებ?”
ალონსო: “ადიდასი მთელი ისტორიაა. “ნაიკი” კი კალათბურთის ბოტასებია.”
რონალდუ: “კალათბურთის?”
ალონსო: დიახ.
რონალდუ: ჩემი ბუცები საუკეთესოა. “ნაიკის” ბუცები მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს აცვიათ.
ალონსო: “ადიდასის” ბუცები ძალიან პლასტიკურია.”
რონალდუ: “პლასტიკური?”
ალონსო: “დიახ, პლასტიკური. “ნაიკის” საფეხბურთო ისტორია 3 დღეს ითვლის, “ადიდასი” კი ფეხბურთში უკვე 70 წელია იმყოფება.”
ისტორიული ფაქტი – მოედანზე შესრულებული სარეკლამო ხრიკი პელეს მონაწილეობით
დღეს რუბრიკაში „ისტორიული ფაქტი“ წარმოგიდგენთ 1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მომხდარ შემთხვევას, რომელიც ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელ პელესა და ერთ-ერთ სპორტულ ფირმას შეეხება.
იმ პერიოდში ორი გერმანული სპორტული ფირმის – „ადიდასისა“ და „პუმას“ შორის გაჩაღებული კონკურენცია პიკს აღწევდა. 1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე კომპანიებმა ე.წ. „პელეს პაქტიც“ კი გააფორმეს, რაც გულისხმობდა იმას, რომ ამ ლეგენდარულ ფეხბურთელს სარეკლამო კამპანიებში არ გამოიყენებდნენ, თუმცა ცდუნება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ…
„პუმა“ პელეს დაუკავშირდა და ერთგვარ სარეკლამო ხრიკში მონაწილეობა შესთავაზა. სპორტულმა ფირმამ ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელს 120 ათასი დოლარი იმისთვის გადაუხადა, რომ მას 1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წამით ადრე შეეკრა ბუცების თასმები. ბუნებრივია, ტელეტრანსლაციის დროს ეს პროცესი ახლო კადრით აჩვენეს და კარგად გამოჩნდა, თუ რომელი ფირმის ბუცი ეცვა პელეს. ეს „პუმას“ Formstripe-ი გახლდათ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი „პელეს პაქტის“ შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა.
ასეთი რეკლამა ბევრად უფრო იაფი და ეფექტური დაჯდა, ვიდრე მოედნის გარშემო სარეკლამო აბრების მოწყობა. შემდგომში ამ ხრიკს გერმანული კომპანიის წარმატების ერთ-ერთ ფაქტორად მოიაზრებდნენ.