მესისა და აგუეროს ოთახი რუსეთი – არ შეაწუხოთ, გმირები ისვენებენ (ფოტო)

არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას მოსკოვიდან 60 კილომეტრში იცხოვრებს.

ინტერნეტსივრცეში არგენტინელთა ბაზაზე გადაღებული ფოტო გავრცელდა. ლიონელ მესი და სერხიო აგუერო ერთ ოთახში იცოხვრებენ. მათი ოთახის კარებზე კი ასეთ წარწერას წააწყდებით: “არ შეაწუხოთ, გმირები ისვენებენ.”

აგუერო: “ვერ წარმოვიდგენდი, რომ მსგავსი რამ შეიძლება მომხდარიყო”

სერხიო აგუერომ ამსტერდამში მომხდარი ინციდენტის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

სერხიო აგუერო: “როდესაც თავისუფალი დღეები გვაქვს ფეხბურთელების უმეტესობა ლონდონში მიდის, ზოგი კი იტალიასა და ესპანეთში. მე ამ შემთხვევაში “გამიმართლა”, რადგან კოლუმბიელი მომღერლის მალმუნას აგენტმა მის კონცერტზე მიმიწვია ამსტერდამში. ყველაფერი კი მაშინ მოხდა, როდესაც სახლში ვბრუნდებოდი. ამ ინციდენტის შემდეგ ჩემთავს ვეკითხებოდი თუ რატომ წავედი იქ, მაგრამ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ასეთი რამ შეიძლება მომხდარიყო. ჯერ კიდევ არ ვიცი ვითამაშებ თუ არა შაბათს, ვარჯიში ინდივიდუალურად განვაახლე, იმედი მაქვს გუნდს მალე შევუერთდები.” -განაცხადა სერხიო აგუერომ.

აგუერო “მანჩესტერ სიტის” ტოვებს?

არგენტინელი თავდამსხმელი, სერხიო აგუერო “მანჩესტერ სიტის” დატოვებასთან ახლოსაა.

საქმე იმაშია, რომ მანჩესტერული კლუბი ზამთარში ალექსის სანჩესის დამატებას გეგმავს, ამისათვის კი, დაახლოებით 20 მილიონი ევრო იქნება საჭირო. ამ თანხის მოპოვებას “სიტი” აგუეროს ტრანსფერით შეეცდება, რომლის შეძენითაც “მილანია” დაინტერესებული. პეპ გვარდიოლა მზადაა შეელიოს სერხიო აგუეროს, თუ “სიტის” რიგებში ალექსის იხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.

ვილიან დონატო “აგუერო ემოციურად ძალიან ცუდადაა”

“მანჩესტერ სიტისა” და არგენტინის ფორვარდი სერხიო აგუერო,  ამსტერდამში მომხდარი ინციდენტის შემდეგ რეაბილიტაციის კურს გადის.

როგორც არგენტინის ეროვნული ნაკრების ექიმი აცხადებს, სერხიოს დაზიანებები არც თუ ისე უმნიშვნელოა, ამიტომაც ფორვარდს, მინიმუმ ექვსი კვირით დასვენება მოუწევს.

ნაკრების ექიმი, ვილიან დონატო: “ემოციურად ის საკმაოდ ცუდადაა, რადგან მას აქ ყოფნა და ჩვენი დახმარება სურს. მინიმუმ, აგუეროს თვენახევარი მოუწევს დასვენება. ამ მომენტისათვის, მას სახლის დატოვებაც კი არ შეუძლია დამოუკიდებლად. მისთვის ეს ყველაზე რთულია.” – განაცხადა ვილიან დონატომ.

სერხიო აგუეროს, რომელსაც მხოლოდ ერთი გოლი აშორებს “მანჩესტერ სიტის” ყველა დორის საუკეთესო ბომბარდირ, ერიკ ბრუკის რეკორდის დასამხობად, არა ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრის გამოტოვება მოუწევს, მათ შორის, ჩემპიონთა ლიგაზე “ნაპოლისთან” გასამართ ორივე დაპირისპირების და 5 ნოემბერს “არსენალის” წინააღმდეგ.

“აგუერო ეგოისტი და არაპროფესიონალია “

სერხიო აგუერო რამდენიმე დღის წინ ავტოავარიაში მოყვა და საკმაოდ მძიმე დაზიანებებიც მიიღო.

თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ არგენტინელი ორ თვეს იუქმებდა, მაგრამ  დაზუსტებულ ინფორმაციას არავინ ავრცელებს, თუმცა დღეს ლონდონის “ჩესლის” წინააღმდეგ აგუეროს გამოჩენა გამორიცხულია.

ამის შესახებ “არსენალისა” და ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა მარტინ კოუნმა განცხადება გაავრცელა, სადაც მან აგუეროს ეგოისტი და არაპროფესიონალი უწოდა. ასევე, მისი თქმით, ფეხბურთელისათვის პრიორიტეტი ფეხბურთი უნდა იყოს და გართობაზე სეზონის დასრულების შემდეგ უნდა იფიქროს.

ასევე, გავრცელდა გვარდიოლას კომენტარი, სადაც ის აცხადებს, რომ ამ ინციდენტის შესახებ დილით შეიტყო. მის ფეხბურთელებს თავისუფალი დრო ჰქონდათ, რომლის გამოყენებაც არგენტინელმა ამსტერდამში კონცერტზე გადაწვიტა. სწორედ აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე მოხდა ავარია.

პოლ მერსონი: “მოგვეცით აგუერო და სანჩესი თქვენია”

პოლ მერსონმა ლონდონის “არსენალის” ჩილელ ნახევარმცველზე, ალექსის სანჩესზე ისაუბრა, რომელსაც კლუბის დატოვება და ჩემპიონთა ლიგაზე თამაში უნდა.

“არამგონია, “არსენალმა” სანჩესის შეცვლა შეძლოს. მას სეზონში 30 გოლის გააქვს, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის.

თუ ვინმეს კლუბიდან წასვლა უნდა, “არსენალმა” ხელი არ უნდა შეუშალოს. დიდ კლუბს არ სჭირდება ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც წასვლაზე ფიქრობენ. “არსენალი” დიდი, ძალიან დიდი კლუბია და ასე უნდა მოიქცეს.

მე რომ მათ ადგილას ვიყო, “მანჩესტერ სიტის” ასეთ წინადადებას გავუკეთებდი: “მოგვეცით აგუერო და სანჩესი თქვენია”, – აცხადებს მერსონი.

აგუერო: “დარჩენილ სამ თვეში “მანჩესტერ სიტის” დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებ, მერე კი…”

კუნ აგუერო ბოლო სამი შეხვედრაა “მანჩესტერ სიტის” შემადგენლობაში ვეღარ ხვდება. მის ადგილს ახალგაზრდა ბრაზილიელი, გაბრიელ ჟესუსი იკავებს, რომელიც იანვარში მოვიდა გუნდში. მან 3 გოლის გატანა მოახერხა.

არგენტინელმა ფეხბურთელმა ამ საკითხზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“მწვრთნელის გადასაწყვეტია, ვინ დადგება სასტარტო შემადგენლობაში. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ დარჩენილ დროში ყველაფერს ვიზამ  გუნდის დასახმარებლად. ზაფხულზე კი, ვნახოთ, კლუბის მესვეურები ჩემთან დაკავშირებით რას გადაწყვეტენ.”

“სამი თვე მაქვს წინ. იმედია, “სიტის” კვლავ სარგებელს მოვუტან. შემდეგ კი საინტერესოა, როგორ განვითარდება ჩემი მომავალი.”

“ხდება ხოლმე, როცა სათადარიგოთა სკამზე ზიხარ და შენს შანსს ელოდები. ეს ბუნებრივია და ასეთ სიტუაციასთან შეგუება ყველას უწევს,” – აცხადებს არგენტინელი შემტევი.

“მანჩესტერ სიტიმ” საკუთარ მოედანზე “ბარნლის” სძლია (ვიდეო)

პრემიერ ლიგის მე-20 ტურში, “ეტიჰადზე” “მანჩესტერ სიტი” “ბარნლის” დაუპირისირდა.

პირველ ტაიმში, 32-ე წუთზე ფერნანდინიო გააძევეს და მასპინძლები უმცირესობაში დარჩნენ.

მეორე ნახევარში, 58-ე წუთზე ჯერ კლიშიმ გახსნა ანგარიში, ხოლო 62-ეზე აგუერომ ორამდე გაზარდა სხვაობა. 70-ე წუთზე ბენ მიმ ერთი გოლის გაქვითვა მოახერხა. საბოლოოდ – 2-1.

ამ გამარჯვების შემდეგ “ქალაქელებს” 42 ქულა აქვთ და მე-3 ადგილზე არიან. რაც შეეხება “ბარნლის”, ამ გუნდს 23 ქულა აქვს და მე-11 პოზიციაზეა.

იხილეთ ვიდეო

 

 

გვარდიოლა: “აგუერო სულაც არაა აგრესიული ფეხბურთელი”

პრემიერ ლიგის მე-14 ტურში “მანჩესტერ სიტი” საკუთარ მოედანზე “ჩელსის” ეთამაშა და, ანგარშით, 1-3 დამარცხდა. შეხვედრის დასასრულს სერხიო აგუერომ დავიდ ლუისის წინააღმდეეგ ძალიან უხეშად ითამაშა და წითელი ბარათი მიიღო. ამ კვირას ინგლისის ფებურთის ასოციაციამ არგენტნელი ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. აგუერო ადრეც დასაჯეს არასპორტული საქციელისთვის და სამი შეხვედრა გამოატოვებინეს.

მიუხედავად აღნიშნული შემთხვევებისა, “მანჩეტსერ სიტის” თავკაცი, პეპ გვარდიოლა მიიჩნევს რომ აგუერო სულაც არაა აგრესიული ფეხბურთელი.

“მას ვურჩევდი, რომ, რაც შეიძლება, მეტი გოლი გაიტანოს. სერხიო ნამდვილად არაა აგრესიული მოთამაშე.”

“როცა მან სასჯელის შესახებ გაიგო, ეს ჩვეულებრივად მიიღო. აგუერო მიხვდა, რომ ეს დაიმსახურა. დარწმუნებული ვარ, იგი მომავალში უფრო მოთოკავს ნერვებს და იმავეს აღარ გაიმეორებს,” – განაცხადა კატალონიელმა სპეციალისტმა.

“რეალი” სატრანსფერო ბანის გასაჩივრებას განაგრძობს და ზაფხულის ორ მთავარ სამიზნესაც ასახელებს

რამდენიმე ხნის წინ მადრიდის “რეალს” ტრანსფერების განხორციელება 2018 წლის იანვრის სატრანფსერო ფანჯრამდე აეკრძალა.

როგორც ინგლისური გამოცემა, Daily Mirror-ი იტყობინება, “ბლანკოსის” ხელმძღვანელობა განაგრძობს FIFA-ს გადაწყვეტილებას გასაჩივრებას. “თეთრებს” იმედი აქვთ, რომ მომავალ ზაფხულზე შეეძლებათ სასურველი მოთამაშეების დამატება.

ნახსენები ინგლისური წყაროს ცნობით, ფლორენტინო პერესისა და ზინედინ ზიდანის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე “მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი, კუნ აგუერო იქნება. “რეალი” 28 წლის ფეხბურთელით ადრეც ინტერესდებოდა, თუმცა მაშინ დედაქალაქურმა გიგანტმა არგენტინელის გადაბირება ვერ შეძლო. უკვე, კუნი სამწელიწად-ნახევარია “ქალაქელების” ღირსებას იცავს და, როგორც თვითონ ამბობს, არსად წასვლა არ უნდა. თავის მხრივ, არც პეპ გვარდიოლა მოისურვებს ლიდერის გაშვებას. საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები.

გარდა აგუეროსი, “რეალი” დორტმუნდის “ბორუსიას” შემტევით, პიერ-ემერიკ ობამეიანგით ინტერესედება. ეს მოთამაშე, უფრო და უფრო, პროგრესირებს.

თუ “რეალი” სატრანსფერო ბანს მოიხსნის და ამ ორ თავდამსხმელს გადაიბირებს, მას შეტევის ძალიან დიდი რესურსი ექნება.

დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

აგუერო: “გვარდიოლას არგენტინის ნაკრების ჩაბარება სურდა”

“მანჩესტერ სიტის” ფორვარდმა და ერთ-ერთმა ლიდერმა, სერხიო აგუერომ პრესას ძალზედ საინტერესო ინფორმაცია გაუმჟღავნა, რომლის თანახმადაც, პეპ გვარდიოლას არგენტინის ეროვნული ნაკრების ჩაბარება სურდა.

“პეპი გასაოცარი პიროვნებაა. ბუნებრივია, რომ არსებობს მიზეზი, რის გამოც ის გააკეთა “ბაიერნში”, რაც გააკეთა და ყველაფერი მოიგო. მარტივად რომ ვთქვათ, ის უბრალოდ ჩემპიონია.

თუ გახსოვთ, ცოტა ხნის წინ მას ნაკრების მთავარ მწვრთნელობასთანაც აკავშირებდნენ. ამასთან დაკავშირებით, მან მე მითხრა: “თქვენ უბრალოდ არ შემეხმიანეთ, მე დიდი სიამოვნებით ჩაგიდგებოდით სათავეში”. – განაცხადა კუნ აგუერომ.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის “ალბისელესტეს” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ედგარ ბაუსაა დანიშნული, რომელმაც ბოლო ორი მატჩიდან ვერცერთის მოგება ვერ მოახერხა (პერუსთან და ბოლო ადგილოსან ვენესუელასთან).

ცუდი ამბავი “მანჩესტერ სიტის” გულშემატკივართათვის – აგუერო კვლავ ტრავმირებულია

კიდევ ერთი დეჟა ვუ “მანჩესტერ სიტისათვის” – სეზონის ყველაზე საინტერესო მომენტს გუნდის ლიდერი, არგენტინელი სერხიო აგუერო კვლავ ვერ ხვდება მწყობრში.

როგორც იცით, ინგლისური გრანდის ფორვარდი არგენტინასა და პერუს შორის გამართულ დაპირისპირებაში იღებდა მონაწილეობას, მაგრამ მას ტრავმის გამო ნაადრევად მოუწია მოედნის დატოვება.

“ქალაქელთა” ცენტრ-ფორვარდი ევერ ბანეგამ ჩაანაცვლა, რომელსაც იგივე როლის შესრულება დიდი ალბათობით ამ კვირის მატჩშიც მოუწევს, სადაც არგენტინა პარაგვაის უნდა დაუპირისპირდეს.

რაც შეეხება აგუეროს, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მან უკვე დატოვა არგენტინელთა ბანაკი.