ფაბრეგასის ახალი კლუბი ცნობილია

ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. კერძოდ, ესპანელი ფეხბურთელი “მონაკოს” ღირსებას დაიცავს.

ლონდონელთა თავკაცი მაურიციო სარი სესკ ფაბრეგასს “ჩელსის” ძირითადი შემადგენლობის წევრად არ მოიაზრებდა, რამაც 31 წლის ფეხბურთელს “სტემფორდ ბრიჯიდან” აბარგება გადააწყვეტინა.

შაბათს ფაბრეგასმა “ლურჯების” რიგებში უკანასკნელი მატჩი ჩაატარა, რომელიც ლონდონელებმა “ნოტინგემ ფორესტის” წინააღმდეგ ჩაატარეს და 2:0 იმარჯვეს. ესპანელი ფეხბურთელი შეხვედრის მიწურულს შეცვალეს, ქომაგებმა ის მქუხარე აპლოდისმენტის გააცილეს, ფაბრეგასმა კი ცრემლები ვერ შეიკავა.

“სქაი სპორტსის” ცნობით, დღეს სესკ ფაბრეგასი მონაკოში გაემგზავრება და ადგილობრივ კლუბთან კონტრაქტის ბოლო დეტალებს განიხილავს, რის შემდეგაც მხარეებს შორის შრომით ხელშეკრულებას ხელი მოეწერება.

“ჩელსიმ” იგუაინზე უარი თქვა

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი გონსალო იგუაინი, რომელიც დღესდღეობით იჯარის წესით “მილანში” თამაშობს, ლონდონის “ჩელსიში” არ გადავა.

ინგლისელებს ერთდროულად ორ იტალიურ გრანდთან მოუწევდათ მოლაპარაკება და აღნიშნული პროცესის სირთულის გამო “ჩელსიმ”არგენტინელი ფეხბურთელის ტრანსფერზე უარი თქვა. როგორც გამოცემა Goal-ი იტყობინება, ლონდონელები ახალი თავდამსხმელის ძებნას აგრძელებენ, რომელმაც გუნდიდან ალვარო მორატას შესაძლო წასვლის შემდეგ გამოთავისუფლებული ადგილი უნდა დაიკავოს.

სნეიდერი: “რეალს” “აიაქსთან” გაუჭირდება”

ამსტერდამის “აიაქსისა” და მადრიდის “რეალის” ყოფილმა ნახევარმცველმა უესლი სნიედერმა უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე აღნიშნულ კლუბებს შორის გასამართი დაპირისპირების შესახებ საიუბრა.

“რეალის” დასამარცხებლად საუკეთესო პერიოდია. აშკარაა, რომ მადრიდული კლუბი წინა წლების მსგავსად ძლიერი ვეღარ არის. “აიაქსი” ახალგაზრდული გუნდია, თუმცა მისი არდაფასება არ შეიძლება. საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ და კარგად თამაშობენ, განსაკუთრებით ამსტერდამში. მადრიდელებს იოლი შეხვედრა არ ელით.

კი ბატონო, “რეალი” ფავოტირია, მაგრამ თუ “აიაქსი” შინ გასამართ პირველ შეხვედრას სასურველი შედეგით დაასრულებს, მადრიდელებს გაუჭირდებათ. ეს ორმატჩიანი დაპირისპირება “აიაქსის” ახალი მთავარი მწვრთნელისთვის კარგი გამოცდა იქნება”, – თქვა სნეიდერმა “მარკასთვის” მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ წყვილის პირველი მატჩი 13 თებერვალს ჩატარდება, საპასუხო შეხვედრა კი 5 მარტს გაიმართება.

კლუივერტი “აიაქსს” ტოვებს და იტალიაში გადადის

ამსტერდამის “აიაქსის” ნახევარმცველი ჯასტინ კლუივერტი კარიერის ახალ ეტაპზე გადადის. Voetbal Internation-ის ცნობით, კლუივერტი კარიერას “რომას” რიგებში გააგრძელებს.

როგორც ცნობილი ხდება, მხარეებმა ტრანსფერის თითქმის ყველა დეტალი უკვე შეათანხმეს. “მგლები” 19 წლის ფეხბურთელში 18 მილიონი ევროს გადახდას დათანხმდა.სავარაუდოდ, კლუივერტის ხელფასი კი წელიწადში 1.4 მილიონი ევროთი განისაზღვრება.

ჯასტინ კლუივერტმა ჰოლანდიის ერედივიზიონის გასულ სეზონში 30 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 10 გოლი და გააკეთა 5 საგოლე გადაცემა. ჯასტინი მოედანზე საშუალოდ 77 წუთს ატარებდა.

Independent: “ტოტენჰემმა” “აიაქსის” ფეხბურთელში 28 მილიონი ფუნტი გადაიხადა

ლონდონის “ტოტენჰემის” წარმომადგენლებმა “აიაქსის” ხელმძღვანელებთან ცენტრალური მცველის, დავინსონ სანჩესის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამ ინფორმაციას The Independent ადასტურებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ტრანსფერი ლონდონურ კლუბს 28 მილიონი ფუნტი დაუჯდა, რასაც შესაძლოა, 14 მილიონი დაემატოს ბონუსების სახით.

ასე რომ, 21 წლის კოლუმბიელი დავინსონ სანჩესი მაურისიო პოჩეტინოს პირველი შენაძენი გახდა 2017 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე.

დოლბერგი: “რეალი”? შესანიშნავი იქნება”

ამსტერდამის “აიაქსის” თავდამსხმელმა, კასპერ დოლბერგმა თავის მომავალზე საუბრისას მადრიდის “რეალის” მხრიდან ინტერესის არსებობაზეც განაცხადა ორიოდ სიტყვა.

“დღევანდელ ფეხბურთში, სადაც ფულს ყველაფერი შეუძლია, ეს ზოგს შეიძლება, უცნაურადაც მოეჩვენოს. მაგრამ კლუბის პრეზიდენტმა ყველას გარკვევით განუცხადა, რომ ჩემს გაყიდვას არავითარ შემთხვევაში არ აპირებს.

“რეალი”? შესანიშნავი იქნება. არც “მილანი” და “შალკეა” ცუდი ვარიანტი, მაგრამ პრეზიდენტს უნდა, რომ გუნდში დავრჩე და მე ამასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს. უბრალოდ მინდა, დინებას გავუყვე და ვნახოთ, სანამდე მიმიყვანს ის,” – აცხადებს კასპერი.

დოლბერგის აგენტი: “კასპერს “აიაქსში” დარჩენა სურს”

ამსტერდამის “აიაქსის” ფეხბურთელმა, კასპერ დოლბერგმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარდა. 19 წლის ფეხბურთელამა “ერედივიზიონში” 29 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა. მისით ისეთი გუნდები ინეტერსედებიან, როგორებიც “ბარსელონა” და “მანჩესტერ უნაიტედია”. ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა დანიელის აგენტმა, იენს სტეფანსენმა.

“ახლა ამაზე ფიქრსი დრო არაა. დოლბერგი დანიის ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული და იგი გერმანიასთან და ყაზახეთთან გასამართი მატჩებისთვის ემზადება. არანაირ კლუბთან არაა მოლაპარაკება.ერთ რამეს გეტყვით, დიდ ევროპულ გუნდებს სურთ კასპერის შეძენა. თუმცა, მისი უმთავრესი მიზანი ჰოლანდიელთა რიგებში კიდევ ერთი წლით თამაშია,” – აცხადებს აგენტი.

“აიაქსის” მცველი ევროთასების ისტორიაში შევიდა

მატიას დე ლიგტი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირების ფინალში მიიღო მონაწილეობა.

ჰოლანდიელთა ცენტრალური მცველი სულ რაღაც 17 წლის და 285 დღის გახლავთ.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ის “აიაქსის” ახალგაზრდულ აკადემიაში აღიზარდა. პირველი გუნდის მაისურით კი დე ლიგტს უკვე 22 მატჩი აქვს ჩატარებული.

დოლბერგმა ფანს ხელი მოტეხა (ფოტო)

მიმდინარე სეზონში კასპერ დოლბერგმა კარის ჩარჩოში 23-ჯერ დაარტყა. თუმცა, მისმა ერთ-ერთმა დარტყმულმა განსხვავებული ტრაექტორია მოხაზა და გულშემატკივარიც დააზიანა.

დაზარალებული, სტინ უდო აცხადებს: “ბურთი ძალიან დიდი სიჩქარით მოძრაობდა. რეაგირება ვერ მოვასწარი და ის მაჯაზე მომხვდა.

შესვენებაზე პირველადი დახმარების ცენტრს მივმართე, მათ ყინულის ნატეხების შეკვრა მომცეს და უკან, ტრიბუნაზე დავბრუნდი, არ მინდოდა მატჩი გამომეტოვებინა. შესაძლოა, “აიაქსი” ჩემპიონი გამხდარიყო!

მატჩის შემდეგ კი საავადმყოფოში წავედი. თავიდან უბრალო დაზიანება მეგონა, მაგრამ რენტგენმა სხვა პასუხი მოგვცა – მაჯაზე ორ ადგილას მაქვს მოტეხილობა.

სავარაუდოდ, ისინი რამეს გამომიგზავნიან, მაგრამ ჯერ არ ვიცი რას. ვფიქრობ, ორი ბილეთი ოთხშაბათის მატჩზე საკმარისი უნდა იყოს,” – აცხადებს უდო.

კარიკატურა: “მანჩესტერი” “აიაქსის” წინააღმდეგ (ფოტო)

11 მაისს “მანჩესტერმა” და “აიაქსმა” ევროპის ლიგის ნახევარფინალის ბარიერი გადალახეს და ფინალში გავიდნენ. სწორედ ეს ორი გუნდი შეერკინება ერთმანეთს 24 მაისს სტოკჰოლმში, “ფრენდს არენაზე”.

ომარ მომანი ფინალს ასეთი კარიკატურით ეხმაურება.

 

“აიაქსის” სტადიონს იოჰან კრუიფის სახელი დაერქვა

“ამსტერდამ არენას” სახელი შეეცვალა.

სტადიონის ხელმძღვანელობის, “აიაქსის” უფროსებისა და ქალაქის მმართველების მიერ მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ამსტერდამული კლუბის სტადიონს იოჰან კრუიფის სახელი მიენიჭა.

როგორც იცით, “აიაქსის” ყოფილი თავდამსხმელი და მთავარი მწვრთნელი გასული წლის მარტში გარდაიცვალა. ის ჰოლანდიური კლუბის ღირსებას 1964-73, 1981-83 და 1986-88 წლებში იცავდა.

კრუიფი გასული საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევა. მან სამჯერ მოახერხა ოქროს ბურთის მოგება.

სტადიონს სახელი 25 აპრილს შეეცვალა, კრუიფის დაბადებიდან ზუსტად 70 წლის შემდეგ.

“პსვ” – ” აიაქსი”: რა ხდებოდა ტრიბუნებზე? (ვიდეო)

დღეს, 23 აპრილს ჰოლანდიის ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დაპირისპირება შედგა. საუბარია “პსვ”-სა და “აიაქსს” შორის გამართულ შეხვედრაზე, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

აღნიშნულ მატჩში განსაკუთრებულად აქტიურობდნენ მასპინძელი გუნდის გულშემატკივრები, რომლებმაც შესანიშნავი პერფრომანსი დადგეს და სტადიონი შავ ბოლშიც გაახვიეს.