ალეგრი “იუვენუსში” აბატეს და ასტორის წაიყვანს?

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არ არის გამორიცხული, იგნასიო აბატე და დავიდე ასტორი ტურინის “იუვენტუსში” ვიხილოთ.

შეგახსენებთ, რომ “ბიანკონერის” მთავარი მწვრთნელის პოსტი ანტონიო კონტემ დატოვა, მის შემცვლელად კი კლუბის ხელმძღვანებლობამ მასიმილიანო ალეგრი არჩია.

Sportmediaset-ის ცნობით, აბატე და ასტორი ალეგრის ფავორიტი ფეხბურთელები არიან და 46 წლის სპეციალისტი შეეცდება, გუნდი ამ ორი მოთამაშით გააძლიეროს.

“იუვენტუსს” ალეგრი გაწვრთნის?

შესაძლოა, ტურინის “იუვენტუსის” მთავარ მწვრთნელად იტალიელი სპეციალისტი მასიმილიანო ალეგრი დაინიშნოს.

15 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ “ბიანკონერის” თავკაცის პოსტი ანტონიო კონტემ დატოვა. როგორც იტალიური პრესის გამოცემები იუწყებიან, კონტემ ეს ნაბიჯი “იუვენტუსის” სატრანსფერო პოლიტიკის გამო გადადგა.

Goal ირწმუნება, რომ ტურინული კლუბის დირექტორ ჯუზეპე მაროტას ალეგრისათვის ორწლიანი კონტრაქტის გაფორმება სურს, მაგრამ ის პრეზიდენტ ანიელის თანხმბოას ელის.

მალდინი:”ალეგრი იტალიის ნაკრებს კარგად შეეწყობოდა”

ჩეზარე მალდინი მიიჩნევს, რომ “მილანის” ყოფილი დამრიგებელი მასიმილიანო ალეგრი ძალიან კარგად გაწვრთნიდა იტალიის ნაკრებს.

მისი აზრით, იტალიის ნაკრების ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი ძალიან კარგად ეწყობა გუნდს, მაგრამ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ის გადადგომას აპირებს.

“ალეგრი “მილანს” წვრთნიდა სამ ნახევარი წელი და ამ პერიოდში მან გუნდს ჩემპიონატი მოაგებინა. გავრცელდა ხმები, რომ პრანდელი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ წასვლას აპირებს და საჭირო ხდება ახალი მწვრთნელის მოძიება. მე იტალიის ფეხბურთის ფედერაციას ალეგრის კანდიდატურას ვურჩევდი”-განაცხადა 82 წლის “მილანის” ლეგენდამ.

ჩეზარე მალდინი: “ალეგრიმ იტალიის ნაკრებს უნდა უთავკაცოს”

იტალიური “მილანის” ყოფილი ფეხბურთელი და მთავარი მწვრთნელი, ჩეზარე მალდინი აცხადებს, რომ ჩეზარე პრანდელის წასვლის შემთხვევაში, იტალიის ეროვნული ნაკრების თავკაცი მასიმილიანო ალეგრი უნდა გახდეს.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს, ალეგრი “როსონერის” ხელმძღვანებლობდა, კლუბიდან კი რამდენიმე კვირის წინ დაითხოვეს.

“ვფიქრობ, თუ იტალიის ნაკრებს ჩეზარე პრანდელი დატოვებს, გუნდი მასიმილიანო ალეგრიმ უნდა ჩაიბაროს. ის ნამდვილად ძლიერი სპეციალისტია”, – ამბობს მალდინი.

ბალოტელი: „ძალიან მიხარია, რომ ზეედორფი ჩვენი მწვრთნელი გახდა“

იტალიური „მილანის“ თავდამსხმელი, მარიო ბალოტელი აცხადებს, რომ ის ზეედორფის „როსონერის“ მწვრთნელად დანიშვნით ძალიან გახარებულია.

შეგახსენებთ, რომ „შავ-წითლების“ ხელმძღვანებლობამ მასიმილიანო ალეგრი „სასუოლოსთან“ წაგებული მატჩის (3:4) შემდეგ დაითხოვა.

„სამწუხაროა, რომ მასიმილიანო ალეგრი გუნდიდან გაუშვეს, თუმცა ჩვენი ახალი მწვრთნელი ზეედორფია, რაც ძალიან მახარებს. ვფიქრობ, კლარენსს უდიდესი გამოცდილება დაუგროვდა და მას ნამვილად შეუძლია, „მილანი“ უფრო ძლიერი გუნდი გახადოს“, – ამბობს ბალოტელი.

“ცვლილებები საჭიროა” – ბერლუსკონი ალეგრის უშვებს?

იტალიური “მილანის” პრეზიდენტი, ბარბარა ბერლუსკონის “სასუოლოსთან” გამართული შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ კლუბში ცვლილებების განხორციელება საჭიროა.

შეგახსენებთ, რომ 12 იანვარს, “როსონერიმ” “სასუოლოსთან” მატჩი ანგარიშით 3:4 დათმო. “მილანის” კარში ოთხივე გოლი 19 წლის დომენიკო ბერარდიმ გაიტანა.

“ძალიან იმედგაცრუებული ვარ. არ შეიძლება, “მილანი” ასეთ თამაშს აჩვენებდეს. საჭიროა, რომ გუნდში ცვლილებები მოხდეს”, – ამბობს ბარბარა ბერლუსკონი.

თავად გუნდის მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი კი აცხადებს, რომ ის წარმატების მისაღწევად, ყოველთვის ბოლომდე იხარჯება.

“ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები და რომელ კლუბშიც არ უნდა ვიყო, მომავალშიც ასე გაგრძელდება.”

ბობანი: “მილანი” სამეულში მოხვედრას ვერ მოახერხებს”

იტალიური “მილანის” ყოფილი ფეხბურთელი, ზვონიმირ ბობანი აცხადებს, რომ მიმდინარე სეზონში, “როსონერი” იტალიის სერია A-ს სამეულში მოხვედრას ვერ მოახერხებს.

შეგახსენებთ, რომ 22 დეკემბერს, “შავ-წითლები” მილანურ დერბიში მინიმალური სხვაობით, 0:1 დამარცხდნენ.

“ასეთი სუსტი “მილანი” არასოდეს მინახავს. გალიანის ერაში, “როსონერის” ყველაზე ცუდი პერიოდი ახლა უდგას. გასულ სეზონში, შესაძლოა, გუნდი აგებდა, მაგრამ ცუდად ნამდვილად არ თამაშობდა, წელს კი ასე აღარაა. ვფიქრობ, “შავ-წითლები” სამეულში მოხვედრას ვერ შეძლებენ”, – ამბობს ბობანი.

ალეგრი: “ინტერს” მოგების მეტი შანსი აქვს”

იტალიური “მილანის” მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი მოახლოებულ “დელა მადონინას” გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დერბიში მოგების მეტი შანსი “ინტერს” აქვს.

შეგახსენებთ, რომ “ინტერსა” და “მილანს” შორის მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

“ვფიქრობ, დერბიში მოგების მეტი შანსი “ინტერს” აქვს, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მოგება არ გვინდა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ”, – ამბობს ალეგრი.

ალეგრი: “რომას” კარში გოლის გატანა რთულია”

იტალიური “მილანის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრი “რომასთან” გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა, რომ “ჯალოროსის” კარში გოლის გატანა რთული საქმეა.

“ამ ეტაპზე, “რომა” “იუვენტუსთან” ერთად, სერია A-ს ყველაზე ძლიერი გუნდია. რომაელებს მხოლოდ ხუთი გოლი აქვთ გაშვებული, რაც თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ მათ კარში გოლის გატანა რთული საქმეა. “ჯალოროსის” თამაში ძალიან მომწონს, მაგრამ იმედი მაქვს “მილანი” სამ ქულას მოიპოვეს. ჩვენმა მოწინააღმდეგემ გასულ სატრანსფერო ბაზარზე არაჩვეულებრივი სამუშაო გასწია, რაც ნამდვილად დასაფასებელია”, – ამბობს ალეგრი.

ალეგრი: “იმედია “ლივორნოსთან” მატჩი ჩვენთვის კარგი გაკვეთილი იქნება”

“ლივორნოსთან” ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ (2:2), “მილანის” მთავარი მწვრთნელი მასიმილიანი ალეგრი ჟურნალისტებს გაესაუბრა.

“თავისუფლად შეგვეძლო თავიდან აგვეცილებინა მეორე გოლი. აქ ყველა გუნდს უჭირს თამაში, მაგრამ ჩვენ შევძელით ინიციატივის მოპოვება. მეტი კოცენტრაციით უნდა გვეთამაშა დაცვაში. იმედი მაქვს, ეს შეხვედრა კარგი გაკვეთილი იქნება ჩვენთვის. ფეხბურთელებმა უნდა გაიგონ, რომ იოლი მატჩები უბრალოდ არ არსებობს” – განაცხადა ალეგრიმ.

 

ალეგრი: “მილანს” “კატანიასთან” მოგება ესაჭიროებოდა”

იტალიური “მილანის” მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი აცხადებს, რომ “როსონერის” “კატანიასთან” გამარჯვება ესაჭიროებოდა.

შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია A-ში ჩატარებულ ბოლო ხუთ შეხვედრაში, “შავ-წითლებს” გამარჯვება მოპოვებული არ ჰქონდათ, ხოლო 1 დეკემბერს, მათ “კატანიასთან” სტუმრად ანგარიშით 1:3 იმარჯვეს.

“სამწუხაროდ, პირველი გოლი ჩვენ გავუშვით, მაგრამ კარგად ვითამაშეთ და დამსახურებული სამი ქულა მოვიპოვეთ. “მილანს” “კატანიას” წინააღმდეგ გამარჯვება აუცილებლად ჭირდებოდა”, – ამბობს ალეგრი.

ალეგრი: “მილანისთვის” ძალიან მნიშვნელოვანი თვეა”

იტალიური “მილანის” მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი აცხადებს, რომ “როსონერისათვის” ნოემბერი მნიშვნელოვანი თვეა.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატში ჩატარებული 12 ტურის შემდეგ, “შავ-წითლებს” 13 ქულა აქვთ და ცხრილში მე-10 პოზიციას იკავებენ.

“ნოემბერი “მილანისთვის” ძალიან მნიშვნელოვანი თვეა. “ჯენოასთან” რთული მატჩი გველის, გვინდა, რომ სამი ქულა მოვიპოვოთ. მართალია, მხოლოდ 13 ქულა გვაქვს, მაგრამ წინ დიდი დროა”, – ამბობს ალეგრი.