ვლადიმერ ვაისი: “ჩვენ გვაქვს მიზანი და მისი მიღწევა ძალიან რეალურია!”

9 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრას გამართავს. ჩვენები უელსელების წინააღმდეგ შეეცდებიან წარმატების მოპოვებას.

ქართველთა მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.

“ალბათ, ეს იქნება ბოლო შანსი, რომ სასურველი მიზნისთვის ვიბრძოლოთ. ჩვენ გვაქვს ოცნება, რომლის ახდენაც ძალიან რეალურია.”

“ვიმედოვნებ, არა მარტო უელსთან, არამედ სხვა დანარჩენ გუნდებთან, ყველა მატჩში შევძლებთ ქულების აღებას. გვაქვს პოტენციალი, რომელიც ბოლომდე უნდა გამოვავლინოთ: უნდა გამოვიყენოთ საგოლე მომენტები და დაცვაში უაზრო შეცდომები არ დავუშვათ. აუცილებელია ბალანსის პოვნა შეტევასა და დაცვას შორის.”

“საქართველოსთვის წარმატების მიღწევა საკმაოდ რეალურია,” – განუცხადა ჟურნალისტებს ვაისმა.

 

“სევილია” “ლივერპულის” ორი ფეხბურთელით ინტერესდება

დღეს “სევილიას” სპორტულმა დირექტორმა, მონჩიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ამ სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდისთვის სასურველ ფეხბურთელთა სიაში ორი “ლივერპულელი” – ჯო ალენი და ლუის ალბერტო არიან.

აღსანიშნავია, რომ ლუის ალბერტო 2013 წელს მერსესაიდულ გუნდში სწორედ “სევილიადან” გადავიდა 8 მილიონ ევროდ. ჩატარებული ერთი სეზონის შემდეგ, ესპანელი ფეხბურთელი ჯერ “მალაგაში”, ხოლო შემდეგ “დეპორტივოში” იყო განათხოვრებული. ახლა იგი “ლივერპულმა” დაიბრუნა და ანდალუსიური კლუბისგან მასზე 7 მილიონიანი (ფუნტი) შემოთავაზება მიიღო. მოლაპარაკების სხვა დეტალები არ საჯაროვდება.

რაც შეეხება ჯო ალენს, უელსის ნაკრებისა და “ლივერპულის” ფეხბურთელში “სევილიელი დალაქები” 10 მილიონ ფუნტს სთავაზობენ მერსესაიდელებს. აქვე გეტყვით, რომ ალენის შეძენა აქამდე “სუონსის” სურდა, თუმცა “ლივერპულს” უელსური გუნდის შემოთავაზებული 8 მილიონი ფუნტი ეცოტავა და “სუონსი” უარით გაისტუმრა.

„ალენისა“ და „ფორტუნას“ მატჩი კინაღამ ჩაიშალა (ფოტო)

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში, „ალენსა“ და დიუსელდორფის „ფორტუნას“ შორის გამართული მატჩი კინაღამ ჩაიშალა.

საქმე იმაში გახლავთ, რომ შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე „ფორტუნას“ ქომაგებმა ტრიბუნაზე პიროტექნიკური შოუ მოაწყვეს, რის გამოც მატცის მთავარი არბიტრი ფრენ ვილენბორგი იძულებული გახდა, გუნდები გასახდელშ ოთახში გაეყვანა.

მატჩი რამდენიმე წუთში განახლდა და საბოლოოდ, ის „ალენის“ გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.