იტალიური ფეხბურთის ვარსკვლავები სამწვრთნელო კურსს გაივლიან

იტალიური ფეხბურთის ვარსკვლავები A და B კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზიის მისაღებად კურსებს გაივლიან.

კურსებზე ალესანდრო დელ პიერო, დანიელე დე როსი, კრისტიან ვიერი, ალესანდრო მატრი, რიკარდო მონტოლივო, ჯამპაოლო პაცინი, დავიდ პისარო, ფედერიკო ბალძარეტი და ინიაციო აბატე ჩაეწერნენ. კურსები კოვერჩანოში მდებარე ბაზაზე ჩატარდება და მისი წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მონაწილეები უეფას A და B კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზიას მიიღებენ.

აღნიშნული დოკუმენტი ახალგაზრდულ და ქალთა გუნდებში, აგრეთვე იტალიის სერია B-მდე არსებულ დივიზიონებში მოასპარეზე კლუბებში მუშაობის საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, A და B კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზია სერია A-სა და სერია B-ს გუნდების მთავარი მწვრთნელების ასისტენტად მუშაობის უფლებას იძლევა.

შეგახსენებთ, რომ დე როსი იტალიის ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში უკვე მუშაობს და “სკუადრა აძურას” ევრო-2020-ზეც გაჰყვება, თუმცა ის გუნდის თავკაცის თანაშემწის ფუნქციებს არ ასრულებს.

დელ პიერომ ამხანაგურ მატჩში შესანიშნავი გოლი გაიტანა (ვიდეო)

ალესანდრო დელ პიერომ დაამტკიცა, რომ კლასი მართლაც მუდმივია. 42 წლის იტალიელმა ფეხბურთელმა გვატემალაში გამართულ ამხანაგურ მატჩში შორეული დარტყმით შესანიშნავი გოლი გაიტანა. დელ პიერომ საჯარიმო დარტყმითაც სცადა გოლის გატანა, თუმცა მეკარემ ბრწყინვალე ნახტომით ბურთი მოიგერია.

დელ პიერო: “რომელია უკეთესი — მესი თუ რონალდუ?”

ტურინის “იუვენტუსის” ყოფილ თავდამსხმელ ალესანდრო დელ პიეროს “ბარსელონას” ლიდერის ლიონელ მესისა და მადრიდის “რეალის” თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს ერთმანეთთან შედარება სთხოვეს. 40 წლის ფეხბურთელის აზრით, ამ ორ მოთამაშეს შორის არსებული კონკურენცია მათ განვითარების საშუალებას აძლევს.

“მესისა და რონალდუს შორის არსებული მეტოქეობა ორივე ფეხბურთელს პროგრესის საშუალებას აძლევს. ისინი არიან იმ კატეგორიის სპორტსმენები, რომლებიც პირველობისთვის იბრძვიან, როგორც ჯონ მაკინროი და ბიორნ ბორგი ან როჯერ ფედერერი და რაფაელ ნადალი.

არ მინდა იმაზე საუბარი, თუ ვინ არის უკეთესი. ეს იმას ჰგავს, რომ გეკითხებიან – დედა უფრო გიყვარს თუ მამა”, – დელ პიეროს კომენტარი ესპანურმა გამოცემა “ასმა” გამოაქვეყნა.

 

40 წლის დელ პიერომ ბრწყინვალე საჯარიმო გაიტანა (ვიდეო)

40 წლის იტალიელმა ვეტერანმა თავდამსხმელმა ალესანდრო დელ პიერომ მორიგი ლამაზი გოლი გაიტანა.

ინდოეთის სუპერლიგის მონაწილის „დელი დინამოსის“ მოთამაშემ მორიგი ტურის მატჩში „ჩენაინს“ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მატჩის მიმდინარეობისას დელ პიეროს გუნდი ანგარიშით 0:2 მარცხდებოდა.

დელ პიერო იტალიური ფეხბურთის პროგრესს ხედავს

ტურინის „იუვენტუსის“ ექს-ფორვარდის ალესანდრო დელ პიეროს აზრით, 2006 წელს გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ იტალიური ფეხბურთი ნელ-ნელა პროგრესირებს.

„ვხედავ, რომ დღეს იტალიური ფეხბურთი შექმნილი მდგომარეობის გამოსწორებასა და ევროპის სხვა წამყვანი ლიგების დონეზე ასვლას ცდილობს.

გარკვეულ კომპონენტებში მინუსები შეინიშნება, თუმცა სილამაზის, კულტურისა და სხვა დანარჩენის გათვალისწინებით, რაც გაგვაჩნია, იტალია მსოფლიოს საუკეთესო ქვეყანაა“, – განაცხადა დელ პიერომ.

დელ პიერო კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ, რომელმაც “სინდეი” ცოტა ხნის წინათ დატოვა, განაცხადა, რომ კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს.

“მოცემული ალტერნატივებიდან ჩემთვის საუკეთესო ვარიანტი უნდა ამოვირჩიო. თამაშს გავაგრძელებ. მესმის, რომ 90 წლამდე ფეხბურთს ვერ ვითამაშებ, თუმცა საკმარისად კარგ ფორმაში ვარ იმისთვის, რომ კიდევ ერთი სეზონი ჩავატარო. სწორედ ამას ვაპირებ”, – ციტირებს დელ პიეროს სიტყვებს “ტუტო მერკატო”.

39 წლის იტალიელმა ფეხბურთელმა ავსტრალიის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში 24 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.

 

დელ პიერო: „პენალტი არ ყოფილა“

2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა ალესანდრო დელ პიერომ ბრაზილიისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში დანიშნული თერთემეტრიანის შესახებ კომენტარი გააკეთა. ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი თვლის, რომ იაპონელი არბიტრი იუიტი ნისიმურა პენალტის დანიშვნისას შეცდა.

„ვფიქრობ, თერთმეტმეტრიანი არ ყოფილა. კი ბატონო, მცველი ფრედს შეეხო, თუმცა ეს პენალტის დასანიშნად არ კმარა. შესაძლოა, მსაჯმა იმიტომ ჩასტვინა, რომ ხორვატი მცველი ბურთზე ვერ თამაშობდა“, – განაცხადა დელ პიერომ „სქაი სპორტსის“ ეთერში.

შეგახსენებთ, რომ პენალტი ნეიმარმა გამოიყენა და „სელესაო“ დააწინაურა. საბოლოო ჯამში კი, ბრაზილიელებმა მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხეს.

 

დელ პიერომ ეროს რამაცოტისთან ერთად იმღერა

„სიდნეის“ იტალიელმა თავდამსხმელმა ალესანდრო დელ პიერომ შანსი ხელიდან არ გაუშვა, ავსტრალიაში თანამემამულე ეროს რამაცოტის კონცერტს დაესწრო და მასთან ერთად რამდენიმე სტროფიც იმღერა. დელ პიერო და რამაცოტი მეგობრები არიან.

გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.