მორატას “რეალში” დაბრუნება არ სურს

მოთამაშის აგენტმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი ტურინში ბედნიერია.

გასულ ზაფხულს “იუვენტუსმა” 20 მილიონად “რეალიდან” შეიძინა მორატა, თუმცა მადრიდელებს ესპანელის გამოსყიდვის უფლება დატოვებული აქვთ.

თავის პირველ სეზონში, მორატა “იუვენტუსში” კარგად წარმოაჩენს თავს, რის გამოც, ესპანეთის ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახეს.

“ამ ეტაპზე, “იუვენტუსის” აბსოლუტური ერთგულია. სამომავლოდ, ყველაფერი ფეხბურთელზე იქნება დამოკიდებული, როგორც ეს გასულ ზაფხულს იყო. ალვარო საკმაოდ ჯიუტია, დასახულ მიზანს ყოველთვის აღწევს,”-განაცხადა მორატას აგენტმა ხუანმა ლოპესმა.

რაულიდან იბრაჰიმოვიჩამდე – ალვარო მორატას ისტორია

იტალიაში “იუვენტუსის” სატრანსფერო პოლიტიკას ალოგიკური შენაძენების გამო ხშირად აკრიტიკებენ. ზაფხულში ტურინელებმა ალვარო მორატას სანაცვლოდ 20 მილიონი გადაიხადეს და იტალიელმა ჟურნალისტებმა ამჯერადაც არ მოიწონეს “იუვეს” ნაბიჯი. მართალია, მორატას ევროპაში როგორც ახალგაზრდა და პერსპექტიულ შემტევს იცნობენ, მაგრამ 20 მილიონი მცირე თანხა არ არის. განსაკუთრებით კი იტალიისთვის, სადაც ეკონომიკური ვითარება უკეთესის სურილს ტოვებს.

საუბრობდნენ, რომ აღნიშნული ტრანსფერი უბრალოდ განწირულია, თუმცა მორატას მხოლოდ 9 თვე დასჭირდა, რათა მასში გადახდილი ფული ჰაერზე გასროლილად არ ჩათვლილიყო.

მორტას კარიერა მადრიდის “ატლეტიკოს” კანტერაში დაიწყო. ისევე როგორც ლეგენდარული რაულის, რომელიც შემდეგ მადრიდის “რეალის” შეუცვლელ ფეხბურთელად იქცა. რაულის მსგავსად მორატამაც “ატლეტიკო” 15 წლის ასაკში დატოვა და რამდენიმე სეზონში “სამეფო კლუბში” დებიუტის დროც დადგა. “რეალის” მაისურით კარიერის დასაწყისი მორატასთვის ძალიან ოპტიმისტური იყო. გუნდის ხელმძღავნელობა და გულშემატკივრები ახალი ლეგენდის დაბადებას ელოდებოდნენ. მორატა “კასტილიაში” ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რის გამოც რაულთან და ემილიო ბუტრაგენიოსთან შეადარება კი ფაქტობრივად ყოველდღიურად ესმოდა. თმცა, ამან საბოლოოდ ფორვარდს დათვური სამსახური გაუწია.

მართალია, მორატას სათამაშო დრო ეზრდებოდა. ჟოზე მოურინიოს პერიოდში ახალგაზრდა შემტევს რეგულარულად ეძლეოდა 15-20 წუთი. ანჩელოტის ფორმაციის გუნდში კი ის ჯოკერის ფუნქციასაც ასრულებდა და 2013/14 წლების სეზონის ბოლოს მის აქტივში 8 გოლი იყო. აღსანიშნაია, რომ ამ გოლებიდან გადამწყვეტი მხოლოდ “ლევანტეს” კარში გატანილი იყო. დანარჩენ შემთხვევებში კი მორატას მაშინ გაჰქონდა, როდესაც მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. აშკარად ჩანდა, რომ ასეთ როლში მორატას საკუთარი პოტენციალის გამოვლენა უჭირდა და ზაფხულშიც მის გადასაბირებლად ნამდვილი ბრძოლა გაიმართა, რომელიც “იუვენტუსმა” მოიგო და როგორც უკვე ვახსენეთ 20 მილიონიც გადაიხადა.

თავიდან ტურინში მორატას მადრიდულის მსგავსი როლი შესთავაზეს, რითაც ახალგაზრდა შემტევი კმაყოფილი ნამდვილად არ ყოფილა. ამას ტრავმაც დაემატა, თუმცა “ატალანტას” კარში გატანილი სადებიუტო გოლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ალეგრი მას სასტარტო შემადგენლობას ნელ-ნელა აჩვევდა, ზამთარში კი მორატას და ლიორენტეს შანსები გაათანაბრა. კონკურენცია “მილანთან” გატანილი გოლით მორატამ მოიგო, რის შემდეგაც ჩემპიონთა ლიგის და “დორტმუნდთან” მატჩების დრო დადგა. ტურინელებისთვის გამარჯვების გოლის ავტორი სწორედ ესპანელი გახდა და ალეგრიც მიხვდა, რომ ალვარომ მნიშვნელოვანი გოლების გატანა და ტოპ გუნდების წინააღმდეგ თამაში ისწავვლა, რაც ადრე უჭირდა. ესპანელის პროფესიული ზრდა მისი ტრანფერის მთავარმა კრიტიკოსებმაც აღიარეს.

კლუბში წარმატების შემდეგ არც სანაკრებო მოწვევამ დააყოვნა. დიეგო კოშტას შემდეგ ალვარო ნაკრების მეორე ცენტრფორვარდი გახდა. “პენსიონერის” ტრამა კი ალვაროსთვის შანსი იყო. მორატა უკრაინასთან ძირითადში გამოჩნდა და საკუთარი შანსი 100 პროცენტით გამოიყენა. ფურია როხას გამარჯვება სწორედ მორატას მიერ გატანილმა გოლმა მოუტანა.

ალვაროს მთელი კარიერა შედარებებისგან შედგება. სამშობლოში მას რაულის გარდა ფერნანდო მორიენტესსაც ადარებდნენ. ორივემ მოასწრო მადრიდის “რეალში” თამაში, ორივე მობილური და მეორე სართულზე კარგად მოთამაშეა. მორატა თანამედროვე ცენრფორვარდის ნამდვილი მაგალითია. შედარებებს თუ დავუბრუნდებით, იბრაჰიმოვიჩის ან ლევანდოვსკის მსგავსი მოთამაშეა. მისი გაბარიტების გათავლისწინებით ის უჩვეულოდ მოძრავი და ტექნიკურია. მისთვის არც შავი სამუშაოა უცხო, რასაც ძლიერი დარტყმა და კარგი პასის კულტურა ემატება. სწორედ ასეთი მრავალფეროვნებაა მისი წარმატების მთავარი მიზეზი. თუმცა, მორატას ერთი მნიშვნელოვანი ნაკლი აქვს, რაც იმაში გამოიხატება, რომ ალვარო ხასიათის მოთამაშეა.

მორატა მეორე რაული ვერ გახდება, მაგრამ ესპანური ფეხბურთის იმედის სტატუსის მოპოვება მას ნამდვილად შეუძლია.

მორატა: „ჩემპიონთა ლიგის მოგების სანაცვლოდ უხელფასოდაც კი ვითამაშებდი“

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა ალვარო მორატამ „მონაკოსთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის ორმატჩიან დაპირისპირებზე ისაუბრა.

„მონაწილე გუნდების გათვალისწინებით, ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევა რთული იქნება. ტურნირის ამ სტადიაზე ადვილი მეტოქეები არ არიან, შემდეგ ეტაპზე გასვლა ნებისმიერ გუნდს შეუძლა, ამიტომაც „მონაკოს“ დიდ პატივს ვცემთ. საკუთარი თავის ფავორიტად მოხსენიება დიდი შეცდომაა.

ჩემპიონთა ლიგაზე მოსაღწევად მცირე იღბალიცაა საჭირო. შესაძლოა, მოულოდნელად გოლი გაუშვა, რომელიც თამაშის მიმდინარეობას რადიკალურად შეცვლის.

ტურნირის მოგება? ამისთვის ყველაფერს გავაკეთებდი. მეტიც, ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად უფასოდაც ვითამაშებდი“, – განაცხადა ესპანელმა ფორვარდმა.

“მან.სიტიმ” მორატას დაუმიზნა

“ქალაქელებს” გუნდის გაძლიერება “იუვენტუსის” თავდამსხმელით სურთ.

“მან.სიტი” ამ ზაფხულს შეტევის ხაზის განახლებას აპირებს. გუნდს დატოვებს ედინ ჯეკო და სტეფან იოვეტიჩი, რომელთა შემცვლელადაც სწორედ ალვარო მორატა მოიაზრება.

ინგლისური გუნდის გარდა, 22 წლის თავდამსხმელი შეიძლება “რეალმაც” დაიბრუნოს, რომელსაც ალვაროს ხელახლა შესყიდვისს უფლება აქვს. ერთი წლის შემდეგ, მორატა მადრიდულ გრანდში შეიძლება, 30-35 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდეს.

წყაროს თანახმად, ინგლისური გუნდი ესპანელ წინახაზელში 45 მილიონ ევროს იხდის. პელეგრინი მიიჩნევს, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მოთამაშის გუნდში მიყვანა მათ პოპულარიზაციას და თამაშის ხარისხს გაზრდის.

მიმდინარე სეზონში, ალვარო მორატამ “ბებერი ქალბატონების” მაისურით სერია ა-ში 22 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 7 გოლი და გააკეთა ოთხი საგოლე გადაცემა.

მორატა: „როდესაც ვნერვიულობდი, პირველი, ვინც მაწყნარებდა, კრიშტიანუ რონალდუ იყო“

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა და ტურინის „იუვენტუსის“ ამჟამინდელმა თავდამსხმელმა ალვარო მორატამ ჟოზე მოურინიოს შანსის მციემისთვის მადლობა გადაუხადა.

„მოურინიოს არჩევანის გაკეთება სხვა ფეხბურთელის სასარგებლოდაც შეეძლო, მაგრამ ის მაინც მენდო. ამიტომაც, მთელი ცხოვრების განმავლობაში მისი მადლიერი ვიქნები.

კრიშტიანუ რონალდუ თავის დამკვირდებაში ძალიან დამეხმარა. როდესაც ვნერვიულობდი, კრიშტიანუ პირველი იყო, ვინც მაწყნარდებდა“, – განაცხადა მორატამ.

მორატა: “ბევრი თვლიდა, რომ ნაკრებში შანსი არ მქონდა”

“იუვენტუსის” ნახევარმცველი, ალვარო მორატა მოხარულია ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში გამოძახებით.

“მოხარული ვარ, რომ ნაკრებში დამსახურებისამებრ მოვხვდი, მიუხედავად სხვა ქვეყანაში გადასვლისა. მადრიდიდან პრაქტიკის უქონლობის გამო წამოვედი. ვგრძნობდი, იქ დარჩენის შემთხვევაში, ადგილს ნაკრებშიც დავკარგავდი”.

“მსურს ფურია როხასთან ერთად წარმატების მიღწევა, აქ სწორედ ამიტომ მოვიდვარ,”-განაცხადა მორატამ.

ამას გარდა, ალვარომ არ განმარტა, თუ რატომ არ აძლევდა ანჩელოტი შანსს.

“ვერ ვაცნობიერებ რა მოხდა. გოლების გატანა დავიწყე და უცებ, სკამზე აღვმოვჩნდი. ყველას აქვს ჩავარდნა, მაგრამ ამის გამო პრობლემები არ ექმნებათ. ანჩელოტისთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს”.

დელ ბოსკე: „მორატა ნაკრების მომავალია“

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი ალვარო მორატა შეაქო და აღნიშნა, რომ ამ მოთამაშეს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს.

„როგორც ახალგაზრდა ფეხბურთელს, მას თავისი მინუსები აქვს.. იყო მატჩები, რომლებშიც მან სტაბილურობით თავი გამოიჩნა. ახლა ის უკეთესად გამოიყურება. მასზე დიდ იმედს ვამყარებს და, ვფიქრობ, საუბარი ესპანეთის ნაკრებზეა. ჩემი აზრით, ის უკვე ახლაც კი გამოგვადგება“, – ციტირებს დელ ბოსკეს AS-ი.

ცნობისთვის, მორატა უკრაინის ნაკრებთან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩისთვის გამოიძახეს, რომელიც 27 მარტს გაიმართება. გარდა ამისა, 31 მარტს ესპანელები ჰოლანდიასთან ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებენ.

როგორ აართვა მატს ჰუმელსმა ბურთი ალვარო მორატას (ვიდეო)

18 მარტს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, დორტმუნდის “ბორუსიასა” და ტურინის “იუვენტუსს” შორის გამართულ მატჩში (0:3) მატს ჰუმელსმა ალვარო მორატას ბურთი ძალიან კარგად აართვა.

ტურინელებმა მინიმალურად მოიგეს

იტალიის ჩემპიონატის 27-ე ტურში ტურინის “იუვენტუსი” “პალერმოს” ესტუმრა. შეხვედრა მასიმილიანო ალგერის გუნდსი მინიმალური გამარჯვებით დასრულდა.

“იუვენტუსმა” უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 70-ე წუთზე გახსნა. გატანილი გოლის ავტორი კი ალვარო მორატა გახდა, რომელმაც “პალერმოს” სეზონსი მეორე საშნაო მარცხი აგემა.

პალერმო 0-1 იუვენტუსი

გოლები: მორატა 71′

ანჩელოტი: “ვფიქრობ, მორატა “იუვენტუსში” დარჩება”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ისაუბრა ალვარო მორატაზე, რომელმაც “სამეფო გუნდი” მიმდინარე ზაფხულს დატოვა.

“მორატამ უნდა ითამაშოს. ის ახალგაზრდა ბიჭია, რომელსაც თავისი ნიჭის გამოსავლენად სათამაშო დროს სჭირდება. ალვაროს ბევრი შეთავაზებები ჰქონდა, მაგრამ მან “იუვენტუსი” აირჩია”.

“იგი თანამედროვე სტილის თავდამსხმელია. მას გოლის გატანის კარგი ალღო აქვს”.

“მორატას იტალიაში სათამაშო დრო აქვს, ის სერია ა-ში თავს ბრწყინვალედ წარმოაჩენს. ვფიქრობ, “იუვენტუსში” დარჩება,”-განაცხადა კარლო ანჩელოტიმ.

ალვარო მორატამ მიმდინარე სეზონში სერია ა-ში “იუვენტუსის” მაისურით 19 მატჩი ჩაატარა. გაიტანა 6 გოლი, ხოლო ოთხჯერ თანაგუნდელს გაატანინა.

ტევესი: “მორატა ყოველდღიურად პროგრესირებს”

დორტმუნდის “ბორუსიას”(2-1) კარში პირველი გატანილი გოლის ავტორმა, კარლოს ტევესმა გუშინდელ შეხვედრაზე ისაუბრა.

“მოხარული ვარ ჩვენი გუნდის თამაშით. “ბორუსიამ” გოლის გატანა მხოლოდ ჩვენი შეცდომების ხარჯზე შეძლო,”-განაცხადა არგენტინელმა თავდამსხმელმა Sky Sport Italia-თან ინტერვიუში.

“ამ ეტაპზე, წყვილს შორის გამარჯვებული გუნდის ვინაობა უცნობია. წინასწარ ამ დონის ტურნირებზე არასდროს არ უნდა ილაპარაკო, თუნდაც, 3-0 მოიგო”.

“მორატა ყოველდღიურად პროგრესირებს. ჩემი და მისი სათამაშო სტილი ერთმანეთს ძალიან ჰგავს. მისი ნაყოფიერი მუშაობა გუნდისთვის წარმატების მომტანია”.

მორატა: “რეალში” დაბრუნებაზე არ ვფიქრობ”

ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდმა, ალვარო მორატამ, განაცხადა, რომ მადრიდის “რეალში” დაბრუნებაზე არ ფიქრობს. ესპანური პრესის ცნობით, “სამეფო კლუბი” თავის აღზრდილ მოთამაშეს აკვირდება და მის დაბრუნებაზე ფიქრობს.

“იუვენტუსთან” მოქმედი კონტრაქტი მაქვს და ტურინში ბედნიერი ვარ. სხვა საკითხები უბრალოდ არ მაინტერესებს ამაზე არც ვფიქრობ” – გნააცხადა მორატამ.

მიმდინარე სეზონში მორატამ იტალიის ჩემპიონატის 18 მატჩში 6 გოლი გაიტანა.