პრევიუ: ალჟირი – რუსეთი

ალჟირი და რუსეთი 1/8-ფინალისთვის იბრძოლებენ.

კორეის დამარცხების შემდეგ ალჟირს ჯგუფიდან გასვლის კარგი შანსი გაუჩნდა. მეორე ადგილზე გასასვლელად ჰალიჰოჯიჩის შეგირდებს ფრეც ჰყოფნით.

რუსეთის ნაკრებს გოლის გატანა სჭირდება. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსები პირველივე წუთებიდან დიდი ძალებით შეუტევენ. ალჟირის კოზირი სწორედ კონტრშეტევებზე თამაშია. ასე რომ, კაპელო ფრთხილ ტაქტიკას აირჩევს.

გარდა ამისა, იტალიელი სპეციალისტი ბელგიელებთან ჩატარებული მატჩით კმაყოფილი დარჩა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის ნაკრების სასტარტოში რაიმე შეიცვალოს.

შემადგენლობის შეცვლის საბაბი არც ჰალიჰოჯიჩს აქვს. მისმა გუნდმა კორეასთან კარგი, შემტევი ფეხბურთი ითამაშა და მშვენიერი შედეგითაც დაასრულა შეხვედრა.

ალჟირი – რუსეთი

სავარაუდო შემადგენლობები:

ალჟირი: მბოლი – მანდი, ბუგერა, ალიში, მესბა – მეჯანი, ბენტალები – ფეგული, ბრაიმი, ჯაბუ – სლიმანი.

რუსეთი: აკინფეევი – კოზლოვი, ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, კომბაროვი – ფაიზულინი, გლუშაკოვი – სამედოვი, კანუნიკოვი, შატოვი – კოკორინი.

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

Algeria_Russia_GEO

როგორ აღნიშნეს ალჟირელებმა ნაკრების გამარჯვება

როგორც იცით, 22 ივნისს, ალჟირელებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე კორეელების დამარცხება მოახერხეს. ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა კადრები, რომლებშიც აღბეჭდილია, თუ როგორ აღნიშნეს ალჟირელებმა ნაკრების გამარჯვება.

კორეის რესპუბლიკა — ალჟირი (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე კორეის რესპუბლიკისა და ალჟირის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა აფრიკელთა გამარჯვებით, ანგარიშით 4:2 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ალჟირელი თავდამსხმელი ისლამ სლიმანი დაასახელეს, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში ანგარიში გახსნა და მოგვიანებით ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა.

სლიმანმა მატჩი სრულად ჩაამთავრა, გააკეთა 26 გადაცემა და კარში 4-ჯერ დაარტყა.

 

ალჟირმა კორეა დაამარცხა

უხვგოლიანი აღმოჩნდა H ჯგუფში გამართული მეორე მატცი კორეის და ალჟირის ნაკრებებს შორის.

ალჟირელებმა პირველ ტაიმში შედეგიანი 12-წუთიანი მონაკვეთი ჩაატარეს და დიდი უპირატესობა მოიპოვეს. 26-ე წუთზე ანგარიში სლიმანიმ გახსნა. ორამდე აფრიკელთა უპირატესობა 2 წუთში ჰალიჩემ გაზარდა. 38-ზე კი ჯაბუმ კორეელთა კარში მესამე გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმში ჰეუნ მინ-სომ სხვაობა 50-ე წუთზე შეამცირა. თუმცა, 62-ე წუთზე ბრაჰიმიმ კიდევ ერთი გოლი გაიტანა აზიელთა კარში.

დარჩენილ დროში კორეელებამ კიდევ ერთხელ მოახერხეს სხვაობის შემცირება. 72-ე წუთზე ია-ჩეოლ კოომ საბოლოო ანგარიში, 2-4 დააფიქსირა.

პრევიუ: კორეა – ალჟირი

ჯგუფიდან გასვლის შანსი ორივე გუნდს გამარჯვების შემთხვევაში ექნება. 

კორეელებმა პირველ ტურში საკმაოდ ნორმალური თამაში აჩვენეს. მწვრთნელი რუსებთან მატჩის შემდეგ საკუთარი გუნდი შეაქო, თუმცა შემადგენლობაში გარკვეულ ცვლილებებს მაინც უნდა ველოდოთ და სავარაუდოდ ძირითადად შეტევის ხაზში.

ალჟირმა ბელგიასთან კარგი პირველი ტაიმი ჩაატარა და დაცვაში ფაქტობრივად უშეცდომო იყო. აღნიშნულ შეხვედრაში თადარიგში დარჩა ალჟირელთა ამ ფორმაციის ნაკრების მთავარი ბომბარდირი სლიმანი, რომელსაც დღეს ძირითადში უნდა ველოდოთ.

კორეა – ალჟირი

სავარაუდო შემადგენლობები:

კორეა: ჩონ სონ რენი – ლი იონი, კიმ ენ გვონი, ხონ ენ ხო, იუნ სოკ იონი – კი სონ ენი, ხან კუნ ენი – ლი ჩხონ ენი, კუ ჩა ჩხოლი, სონ ხინ სინი – ლი კინ ხო. 

ალჟირი: მბოლი – მოსტეფა, ბუგერა, ალიში, გულამი – მეჯანი, ტაიდერი, ბენტალები – ფეგული, მარეზი – სლიმანი. 

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

Korea_Algeria_GEO

გაფუჭებული ავტობუსი

მუნდიალზე ევროპული და აფრიკული გუნდების პირველი დაპირისპირება საკმაოდ საინტერესო გამოდგა. 

ალჟირელთა მწვრთნელმა ვაჰიდ ჰალიჰოჯიჩმა თამაში კონტრშეტევებზე ააგო და აქცენტი სწრაფ ფლანგებზე გადაიტანა. ასეთმა ტაქტიკამ პირველ წუთებში გაამართლა. ალჟირელები ხშირად უტევდნენ და სახიფათო მომენტებსაც ქმნიდნენ. თუმცა, არც საკუთარი კარის უსაფრთხოებას ივიწყებდნენ. აფრიკელთა დაცვა მეკარე რაის მბოლისთან უშეცდომო იყო. აზარი, დე ბრეინე, ჩადლი და ლუკაკუ ვერაფერს ვერ ქმნიდნენ.

ტაიმის შუაში ვერტონგენმა საკუთარ საჯარიმოში თამაშის წესი ფეგულის წინააღმდეგ დაართვია. დაზარალებულმა პენალტი აურელვებლად შეასრულა და ალჟირი დააწინაურა. გაშვებული გოლის შემდეგ ბელგიელთა თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. ალჟირელთა დაცვა კი საათივით მუშაობდა და მეტოქეს მხოლოდ შორი დისტანციიდან აძლევდა დარტყმების განხორციელებას, რაც მბოლის ნადავლი ხდებოდა.

აფრიკელთა მთავარი შეცდომა ყრუ დაცვაში ჩაჯდომა გახდა. დრო გადიოდა და ალჟირელები მხოლოდ საკუთარი აკრის უსაფრთხოებაზე გადაერთვნენ და “ავტობუსის” ჩაყენება გადაწყვიტეს საკუთარ საჯარიმოში.

შეხვედრის შედეგზე მარკ ვილმოტსის სწორმა ცვლილებებმაც იმოქმედა. მეორე ტაიმში შემოსული ფელაინი და მერტენსის გოლებმა ბელგიელებს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანეს.

ბელგია 2-1 ალჟირი

გოლები: ფეგული 25′ (0:1); ფელაინი 70′ (1:1); მერტენსი 80′ (2:1)

ბელგია — ალჟირი (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ბელგიისა და ალჟირის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ევროპელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. ანგარიში 25-ე წუთზე სოფიან ფეგულიმ თერთმეტმერიანით გახსნა, 70-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა მარუან ფელაინიმ თავური დარტყმით გაათანაბრა, მე-80 წუთზე კი, ასევე შეცვლაზე შემოსულმა დრეს მერტენსმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ბელგიელი ნახევარმცველი კევინ დე ბრეინე დაასახელეს.

22 წლის ფეხბურთელმა აღნიშნული შეხვედრა სრულად ჩაატარა, გააკეთა 56 გადაცემა და კარში დაარტყა 1-ელ.

 

ბელგიამ ალჟირი დაამარცხა

ბელგიის ნაკრებმა მუნდიალზე სადებიუტო შეხვედრაში ალჟირის ნაკრების დამარცხება მოახერხა.

ანგარიში პირველ ტაიმში ფეგულიმ გახსნა. ალჟირელმა 25-ე წუთზე პენალტი ზუსტად დაარტყა.

ბელგიელებმა გათანაბრება მხოლოდ მეორე ნახევარში მოახერხეს. 70-ე წუთზე თავი ფელაინიმ გამოიჩინა. ზუსტად 10 წუთში კი მერტენსმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:1.

პრევიუ: ბელგია – ალჟირი

ტურნირის პოტენციური აღმოჩენა მუნდიალის პირველ მატჩს ალჟირის გუნდთან ჩაატარებს. 

ბელგიის ნაკრების მიმართ ინტერესი დიდია. ახალგაზრდული და პერსპექტიული გუნდისგან სპეციალისტები და გულშემატკივრები ბევრს ელია. ბელგიელებს მეტოქეტც ისეთი ჰყავთ, რომ მუნდიალს გამარჯვებით დაწყება არ უნდა გაუჭირდეთ.

ბელგიელებს მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ტრავმები მოეძალათ. თუმცა, ცნობილი გახდა, რომ მთავარი ფორვარდი რომელუ ლუკაკუ გამოჯანმრთელდა, რაც მარკ ვილმოტსისთვის დიდი პლიუსია.

დანარჩენ პოზიციები ბელგიელთა მწვრთნელს დიდი არჩევანი აქვს. დაცვაში ადგილი გარანტირებული მხოლოდ კომპანის და ალდერვეირელდს აქვთ. დარჩენილ ორი ადგილის ვერტონგენი, ვერმალენი და ვან ბუიტენი გაიყოფენ.

შემადგენლობის მხრივ ბევრი ვარიანტია ნახევარდაცვაშიც. მოედნის ცენტრში დეფური, ვიტსელი, დემბელე და ფელაინი არიან. ამ ოთხეულიდან საუკეთესოების გამორჩევა რთულია. სავარაუდოდ ვილმოტსი არჩევანს მეტოქის მიხედვდით გააკეთებს.

ალჟირელებს შემადგენლობის მხრივ ერთი სირთულე აქვთ. გუნდს ტრავმის შემდეგ იებდა დაუბუნდა. თუმცა, შესაძლოა ჰალიჰოჯიჩმა გამოცდილი ნახევარმცევლი შემადგენლობაში საერთოდ არ დააყენოს.

მოედნის ცენტრში ალჟირს საკმაოდ ნორმალური დონის შემსრულებლები ჰყავს. შესარჩევის დროს მწვრთნელი მეჯანი-ლასენი-ტაიდერის ტრიოს ანიჭებდა უპირატესობას. თუმცა, ბოლო დროს ძირითადში ბენტალებიც ხშირად ჩნდებოდა.

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

Belgium_Algeria_GEO

ყვითელი ბარათის მიღების შემდეგ, ფეხბურთელმა მსაჯს შუბლზე აკოცა

საკმაოდ სახალისო რამ მოხდა ალჟირის ჩემპიონატის ერთ-ერთი მატჩის მიმდინარეობისას. საქმე იმაში გახლავთ, რომ ფეხბურთელმა ყვითელი ბარათის მიღების შემდეგ, მსაჯს შუბლზე აკოცა.

საჯარიმოთი გატანილი გოლი საკუთარი ნახევრიდან

ალჟირის ჩემპიონატის ერთ-ერთ მატჩში, ფეხბურთელმა მეტოქე გუნდის კარში გოლი საჯარიმო დარტყმით, საკუთარი ნახევრიდან გაიტანა.

ზიდანი: “იმედი მაქვს მუნდიალზე ალჟირი ყველას გააოცებს”

საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ზინედი ზიდანი, რომელიც წარმოშობით ალჟირელია, იმედს გამოთქვამს, რომ მსოფლიო თასის მთავარ აღმოჩენად სწორედ ალჟირის ნაკრები იქნება.

“დიდი იმედი მაქვს, რომ ალჟირი ყველას გააკვირვებს. კარგი იქნება, თუ ალჟირელები პლეი-ოფში გასვლას შესძლებენ” – განაცხადა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ ალჟირის ნაკრების მეტოქეები ჯგუფურ ეტაპზე რუსეთის, ბელგიის და სამხრეთ კორეის ნაკრებები არიან.