ქართველები რუსეთის თასის 1/16 ფინალში: მიმოხილვა

გუშინ რუსეთის თასის 1/16 ფინალის შეხვედრები გაიმართა, სადაც ქართველების რამდენიმე გუნდმა იასპარეზა.

მოსკოვის “არარატმა” ხაბარკოვსკის “სკა”-ს უმასპინძლა. მატჩი სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 2-1 დასრულდა. პირველ კლუბში ირიცხება ქართველი ფეხბურთელი, ირაკლი კვეკვესკირი, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. მან 49-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ხოლო, მოგებული გუნდის რიგებში, გიორგი ნავალოვსკი თამაშობს. მარცხენა მცველმა მთელი შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

სამარას “კრილია” მოსკოვის “ლოკომოტივს” დაუპირისპირდა. შეხვედრის ბოლომდე პირველი მათგანი, ანგარიშით 2-1 იგებდა, თუმცა მატჩის მესამე დამატებულ წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა, სოლომონ კვერკველიამ მოახერხა გათანაბრება. დაპირისპირება დამატებით დროში გაგრძელდა. ყველაფერი 108-ე წუთზე კლენკინის მიერ გატანილმა გოლმა გადაწყვიტა. საბოლოოდ, ანგარიში 3-2 და საბას გუნდი რუსეთის თასს გამოეთიშა.

“ოლიმპიეცმა” საკუთარ მოედანზე “უფა” მიიღო. საკმაოდ დაძაბული დაპირისპირება პენალტების სერიით დასრულდა, რომელიც მასპინძელმა მოიგო. “უფას’ შემადგენლობაში ქართველი მცველი, ჯიმი ტაბიძე გამოდის, რომელმაც სათარაგითოა სკამიდან ადევნა მატჩს თვალი.

“ყუბანმა” მოსკოვის “სპარტაკი” მიიღო და ანგარიშით, 0-2 დამარცხდა. გამარჯვებულთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ჯანო ანანიძემ.

კიდევ ერთი მატჩი, რომელშიც ქართველმა მიიღო მონაწილეობა, “ტომსკისა” და “კრასნოდარის” დაპირისპირებაა. ეს შეხვედრა პირველი კლუბის გამარჯვებით, ანგარიშით 2-1 დასრულდა. “კრასნოდარის” მხრიდან 70-ე წუთზე გამოვიდა თორნიკე ოქრიაშვილი, რომელმაც 87-ეზე ყვითელი ბარათი მიიღო.

“ლუჩ ენერგიამ” “ანჟი” დაამარცხა – 2-0. მახაჩკალელთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა ჯაბა ლიპარტიამ.

 

 

 

 

ჯანო ანანიძე რუსეთის სუპერ თასის გამარჯვებულია!

დღეს მოსკოვში “სტადიონ ლოკომოტივზე” რუსეთის სუპერ თასის შეხვედრა შედგა. 2016/2017 წლების სეზონის პრემიერ ლიგის გამარჯვებული, მოსკოვის “სპარტაკი” თანქალაქელ “ლოკომოტივს” დაუპირისპირდა. ამ უკანასკნელმა ქვეყნის თასი მოიგო.

პირველ გუნდში ქართველი ნახევარმცველი, ჯანო ანანიძე, ხოლო “ლოკოში” საბა კვირკველია გამოდის. ცენტრალურმა მცველმა მთელი მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. ჯანო კი მოხლოდ 72-ე წუთზე შემოვიდა მოედანზე. მან იველინ პოპოვი შეცვალა.

ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა. ყველაფერი დამატებით დროში გაირკვა. 101-ე წუთზე ლუის ადრიანომ დააწინაურა “სპარტაკი”. ხოლო, 113-ე წუთზე კი ქუინსი ანტონ პრომესმა მეორე გოლიც გაუტანა “ლოკომოტივს”. 116-ეზე ერთი ოლი მანუელ ფერნანდესმა გაქვითა.

საბოლოოდ, ანანიძისა და კვირკველიას გუნდების დაპირისპირება პირველი მათგანის გამარჯვებით, ანაგარიშით, 2:0 დასრულდა. ჯანომ კიდევ ერთი ტიტული მოიგო!

ჯანო ანანიძემ ტრავმა მიიღო

მოსკოვის “სპარტაკის” ქართველმა ფეხბურთელმა, ჯანო ანანიძემ “ტომთან” გასამართი მატჩის წინა დღეს, ვარჯიშზე ტრავმა მიიღო, რის გამოც განაცხადში ვერ მოხვდა.

“სპარტაკის” პრეს-სამსახურის ცნობით, 24 წლის ნახევარმცველმა ბარძაყის კუნთი დაიზიანა, უახლოეს დღეებში კი გაირკვევა, თუ რამდენი ხნით მოუწევს მას უქმობა.

სავარაუდოდ, ანანიძე მოლდოვის ნაკრებთან გასამართ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება.

ჯანო ანანიძემ სექტემბრის შემდეგ პირველად ითამაშა (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, ჯანო ანანიძემ სექტემბრის შემდეგ პირველად ითამაშა. ქართველი ფეხბურთელი მოედანს გუშინ, მოსკოვის “სპარტაკსა” და კვიპროსულ “არისს” შორის გამართულ მატჩში დაუბრუნდა.

“სპარტაკმა” მეტოქე ანგარიშით 9:0 გაანადგურა, ჯანომ კი მინდორზე 90 წუთი გაატარა და შეხვედრაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო. ქართველმა ფეხბურთელმა თავისი გუნდის მეექვსე გოლშიც მიიღო მონაწილეობა. მატჩის ბოლო წუთებში, ანანიძემ ორი მოთამაშე მარტივად მოატყუა, მეკარეს კი ბურთს თავზე უგდებდა, თუმცა ამ მომენტში მას ცოტათი არ გაუმართლა.

ასევე, “სპარტაკის” შემადგენლობაში შეუცვლელი იყო გიორგი მელქაძე. რუსეთის 19-წლამდე ნაკრების წევრმა სამი საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

ჯანო ანანიძით “ლევანტე” და “რეალ სოსიედადი” დაინტერესდნენ

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” ფეხბურთელით, ჯანო ანანიძით ესპანეთი პრიმერა დივიზიონში მოასპარეზე “ლევანტე” და “რეალ სოსიედადი” დაინტერესდნენ.

ვებ-გვერდ fichajes.net-ის ცნობით, ანანიძე მოსკოვურ კლუბს მალე დატოვებს და არ არის გამორიცხული, ის სწორედ ესპანეთში ვიხილოთ.

ამჟამად, “ლევანტე” პრიმერა დივიზიონის ცხრილში ბოლო, მე-20 ადგილზე იმყოფება, ხოლო “რეალ სოსიედადი” მე-13 ადგილს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ “ლევანტეში” შოთა არველაძეს უთამაშია, ხოლო “რეალ სოსიედადში” – გიორგი დემეტრაძეს.

5 ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი

სპორტული ვებ-გვერდი Fanebi.Com გერმანულ სააგენტო Transfermarkt-ზე დაყრდნობით ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელების ხუთეულს გთავაზობთ.

5. ჯანო ანანიძე (მოსკოვის “სპარტაკი”)
ფასი: 2 500 000 ევრო

5

4. ვალერი ყაზაიშვილი (“ვიტესი”)
ფასი: 3 000 000 ევრო

4

3. გურამ კაშია (“ვიტესი”)
ფასი: 3 000 000 ევრო

3

2. ჯაბა კანკავა (“რეიმსი”)
ფასი: 3 000 000 ევრო

94551

1. სოლომონ კვირკველია (“რუბინი”)
ფასი: 4 500 000 ევრო

i_25ab546379aa5d2c579da39feb8001fe_1448913590608239_0

ჯანო ანანიძე ინგლისის პრემიერ ლიგაში?

არ არის გამორიცხული, მოსკოვის “სპარტაკის” ქართველი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე მალე ინგლისის პრემიერ ლიგაში ვიხილოთ.

geofootball.com-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 23 წლის ნახევარმცველით “ლესტერი” დაინტერესდა. ჯერ-ჯერობით უცნობია, შეესაბამება თუ არა სიმართლეს ეს ინფორმაცია, მაგრამ ნათელია, რომ ჯანო მალე კლუბს გამოიცვლის.

ანანიძე “სპარტაკში” 2007 წლიდან ირიცხება, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი კი 2009 წელს ჰქონდა.

რაც შეეხება “ლესტერს”, ეს კლუბი ამჟამად ინგლისის პრემიერ ლიგაში პირველ პოზიციას იკავებს.

ჯანო ანანიძეს სუპერგოლამდე სულ ცოტა დააკლდა (ვიდეო)

30 მაისს, რუსეთის პრემიერ ლიგის 30-ე ტურში მოსკოვის “სპარტაკმა” საკუთარ მოედანზე “ამკარი” მიიღო და ფრედ 3:3 ითამაშა.

მატჩის მიმდინარეობისას, მასპინძელთა ქართველ ფეხბურთელს ჯანო ანანიძეს ძალიან ლამაზ გოლამდე სულ ცოტა დააკლდა.

ანანიძის 19 წუთი და “სპარტაკის” მორიგი მარცხი

მოსკოვის “სპარტაკმა” ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო. ამჯერად მოსკოველებმა საკუთარ მოედანზე “უფას” უმასპინძლეს და 1:2 დათმეს.

ჯანო ანანიძე ტრადიციულად სათადარიგოთა შორის იყო, თუმცა გუშინდელ შეხვედრაში მურატ იაკინმა მას შედარებით მეტი დრო, 19 წუთი დაუთმო.

ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე “სპარტაკი” 43 ქულით მე-6 პოზიციაზეა.

მელქაძით და ანანიძის გარეშე – “სპარტაკი” დერბიში განადგურდა

რუსეთის პრემიერლიგის 28-ე ტურში მოსკვური დერბის ფარგლებში “სპარტაკმა” ცსკა-ს უმასპინძლა და 4 უპასუხო გოლი გაუშა.

მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა, მურატ იაკინმა ჯანო ანანიძე კვლავ სათადარიგოთა შორის დატოვა და მოედნაზე გასვლის შანსი არ მისცა. თუმცა, სადებიუტო მატჩი ჩაატარებინა რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელს, ლევან მელქაძეს, რომელიც მოედანზე 59-ე წუთზე შევიდა, როცა ანგარიში უკვე 0:3 იყო.

28 ტურის შემდეგ მოპოვებული 43 ქულით “სპარტაკი” სატურნირო ცხრილის მე-6 პოზიციაზეა.

ანანიძის მწვრთნელი “შტუტგარტზე” ფიქრობს

Fussballinfos-ს ცნობით ჯანო ანანიძის “სპარტაკის” მთავარი მწვრთნელი, მურატ იაკინი კარიერის გაგრძელებას “შტუტგარტში” აპირებს.

იაკინი “შტუტგარტში” ფეხბურთელობის დროს, 1997-99 წლებში თამაშობდა და გუნდთან ერთად თასების მფლობელთა თასის ფინალამდეც კი მივიდა. ამჟამად კი “შტუტგარტი” ბუნდესლიგიდან გავარდნის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია.

ახალგაზრდა სპეციალისტმა მოსკოვური კლუბი 2014 წლის ზაფხულში ჩაიბარა. რუსული პრემიერლიგის 27 ტურის შემდეგ “სპარტაკი” სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა და ევროთასების ზონას 5 ქულით ჩამორჩება.

ანანიძის “სპარტაკმა” კვერკველია-კობახიძის”რუბინს” სძლია

რუსული პრემიერლიგის 25-ე ტურში მოსკოვის “სპარტაკმა” საკუთარ მოედანზე ყაზანის “რუბინი” მიიღო და პრომესის მიერ 90-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით მინიმალური გამარჯვება მოიპოვა.

ორივე გუნდის შემადგენლობაში მატჩის განაცხადში 3 ქართველი იყო, თუმცა მოედანზე მხოლოდ საბა კვერკველია გამოჩნდა, რომელმაც “რუბინის” შემადგენლობაში 90 წუთი გაატარა მინდორზე. ყაზანელებს თადარიგში ჰყავდათ კობახიძე, ხოლო ჯანო ანანიძე მოსკოველთა სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა.

25 ტურის შემდეგ “რუბინი” 43 ქულით მეხუთეზეა, ხოლო “სპარტაკი” ყაზანურ გუნდს ერთი ქულით და ერთი პოზიციით ჩამორჩება.

11164685_842580649155317_5833960898510429703_n

 

ანანიძე, კობახიძე და კვერკველია მატჩის დაწყებამდე