მარკო მარინი “ანდერლეხტში” ითამაშებს

ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველი მარკო მარინი, რომელმაც სეზონის პირველი ნახევარი იჯარის წესით იტალიურ “ფიორენტინაში” გაატარა, კარიერას “ანდერლეხტში” გააგრძელებს.

გერმანელი ფეხბურთელი ბელგიურ კლუბში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს.

“მოხარული ვარ, რომ ჩემს კარიერას ახალი იმპულსი მიეცა. “ანდერლეხტმა” ევროპაში კარგი სახელი დაიგდო და მეც ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ ამ კლუბს ტიტულების მოგებაში დავეხმარო”, – მარინის სიტყვები “ანდერლეხტის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მარკო მარინი “ანდერლეხტში” 11-ნომრიან მაისურს მოირგებს.

 

“ანდერლეხტი” 2:0 “გალათასარაი”

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის V ტურში ბელგიურმა “ანდერლეხტმა” თურქული “გალათასარაი” მიიღო და კონგოელი მცველის, შანსელ მბემბას დუბლის წყალობით ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

“გალათასარაი” 1-1 “ანდერლეხტი”

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში თურქულმა “გალათასარაიმ” მატჩის კომპენსირებულ დროში მოახერხა ბელგიურ “ანდერლეხტთან” ქულის გადარჩენა — 1:1

“გალათასარაი” 1-1 “ანდერლეხტი”

გოლები: ილმაზი 90+1′ — პრატი 52′.

იბრა-კადაბრა

ზლატან იბრაჰიმოვიჩი მართლაც გასაოცარი ფეხბურთელია. მისთვის არ არსებობს წერტილი, საიდანაც გოლის გატანა არ შეუძლია. ერთადერთი კარიდან კარში არ გაუტანია, თუმცა მისგან არც ამის გამორიცხვა შეიძლება.

„ანდერლეხტსა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის გამართულ მატჩში (0:5) ზლატანმა პოკერი შეასრულა, თუმცა მის მიერ გატანილი მესამე გოლი განსაკუთრებულად გამოსარჩევია. უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადგინა, რომ ამ ეპიზოდში ბურთი 150 კმ/სთ სიჩქარით მიჰქროდა!

სხვათა შორის, იბრაჰიმოვიჩი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მეათე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ამ ტურნირზე მეტოქეს მატჩში მინიმუმ ოთხი გოლი გაუტანა.

შეხვედრის შემდეგ ზლატანმა განაცხადა, რომ „პარი სენ-ჟერმენს“ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია.

კიდევ ერთხელ დავტკბეთ ამ მშვენებით.

ბექა დოგრაშვილი

იბრაჰიმოვიჩმა პოკერი შეასრულა

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, „პარი სენ-ჟერმენი“ „ანდერლეხტს“ ეწვია და მეტოქე ანგარიშით 5:0 გაანადგურა.

პარიზელტა შვედმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა პოკერი გაიფორმა, ერთი გოლი კი ედინსონ კავანის ანგარიშზეა.

ეს ჩემპიონთა ლიგაზე ზლატანის პირველი პოკერია. ის პირველი შვედი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე სამი და მეტი გოლი გაიტანა. საერთო ჯამში, იბრაჰიმოვიჩის ანგარიშზე 6 გატანილი გოლია.

გთავაზობთ იბრაჰიმოვიჩის გოლებს GIF ფორმატში.