“ვისელ კობეს” ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ “ნაგოია გრამპუსის” კარში ბრწყინვალე გოლი გაიტანა და საკუთარ გუნდს ანგარიშით 5:3 გამარჯვებაში დაეხმარა. აღსანიშნავია, რომ ესპანელმა ფეხბურთელმა აღნიშნულ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა. ორი გოლი გაიტანა მისმა თანამემამულე დავიდ ვილიამაც.
იაპონიის ჩემპიონატი მე-17 ტურის თავზე “ვისელ კობეს” 21 ქულით მე-11 პოზიცია უკავია.
Andres Iniesta’s still got it 🔥 pic.twitter.com/bW4TjdwUfR
— ESPN FC (@ESPNFC) June 30, 2019