“ბარსელონას” ლიდერი გუშინდელ მატჩში, ესპანეთის თასის შეხვედრაში დაშავდა.
31 წლის კატალონიელმა ნახევარმცველმა “ბილბაოს” წინააღმდეგ კუნთის ტრავმა მიიღო, რის გამოც 56-ე წუთზე შეცვალეს.
უახლოეს დროში, ანდრეს ინიესტა გაივლის სამედიცინო შემოწმებას და ცნობილი იქნება, დაეხმარება თუ არა კატალონიელებს “იუვენტუსის” წინააღმდეგ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში.
შეგახსენებთ, რომ ფინალი 6 ივნისს, გერმანიის დედაქალაქ, ბერლინში გაიმართება.