მოურინიო მულტსერიალის გმირი გახდა

კომპანია „სპორტს სთარს მედიამ“ გადაიღო ანიმაციური ფილმი, რომლის ერთ-ერთ მთავარ გმირად ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მოგვევლინა. ანიმაციურ სერიალს „მოურინიო და განსაკუთრებულები“ ეწოდა. ფილმის პრეზენტაცია პორტუგალიის ერთ-ერთ ახალგაზრდულ ტელეარხზე შედგა. მულტფილმი მოგვითხრობს, თუ როგორ ეხმარება მოურინიო ბავშვებს ფეხბურთის ვარსკვლავებად ქცევაში.

გთავაზობთ აღნიშნული ანიმაციური ფილმის თრეილერს.