ჰოლანდიის ნაკრების კაპიტანი არიენ რობენი თვლის, რომ მის გუნდს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი ჯერ კიდევ აქვს. ამისთვის დღეს მას ჩეხეთთან მოგებისა და თურქეთის ისლანდიასთან წაგების იმედი უნდა ჰქონდეს.
„ამ ციკლში ძალიან ცოტა ვითამაშე, რაც გულდასაწყვეტია და უძლურს მხდის. და მაინც, ჩვენ შანსი ჯერ კიდევ გვაქვს. სანამ ის არსებობს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც ჩვენს ძალებშია. ჩვენი მატჩი უნდა მოვიგოთ, შემდეგ კი სანთელი სანთელი დავანთოთ და ვილოცოთ“, – განაცხადა რობენმა.
შეგახსენებთ, რომ მორიგი ტრავმის გამო არიენს სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია.