16 ნოემბერს, ჰოლანდიისა და ლატვიის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში (6:0) არიენ რობენმა მეტოქეს ულამაზესი გოლი გაუტანა.
ჭდე: არიენ რობენი
რობენს „ოქროს ბურთის“ მოგების არ სჯერა
ჰოლანდიის ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა არიენ რობენმა „ოქროს ბურთის“ მოგების პერსპექტივებზე ისაუბრა.
„ჩემი თავის შედარება სხვა ფეხბურთელებთან არ მიყვარს, თუმცა, როდესაც საუბარი მესისა და რონალდუზეა, უნდა აღვნიშნო, რომ ეს ორი ადამიანი ნამდვილი „მონსტრია“. ისინი ყველას სჯობიან, იმის გათვალისწინებითაც, რომ „ბაიერნში“ გერმანული ფეხბურთის ვარსკვლავები გამოდიან, რომლებმაც წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგეს“, – ციტირებს რობენის სიტყვებს ჟურნალი „France Football“-ი.
რობენი დღევანდელ მატჩს გამოტოვებს
მიუნხენის “ბაიერნს” უახლოესი მატჩების გამართვა ნახევარმცველ არიენ რობენის გარეშე მოუწევს. ჰოლანდიელ ფეხბურთელს ფეხის ნერვზე პრობლემები შეექმნა და უკვე გადაწყვეტილი ამბავია, რომ მიუნხენგლადბახის “ბორუსიას” წინააღმდეგ დღეს გასამართ მატჩს რობენი გამოტოვებს.
ჰოლანდიელი ნახევარმცველის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა გერმანიის თასზე ფრანკფურტის “აინტრახტთან” გასამართ შეხვედრაშიც, რომელიც 29 ოქტომბერს შედგება.
რაც შეეხება მიუნხენგლადბახის “ბორუსიასა” და “ბაიერნს” შორის მატჩს, ის დღეს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.
რობენი: “ყაზახეთის ნაკრებთან ხელბურთი ვითამაშეთ”
ჰოლანდიის ნაკრების ვინგერმა, არიენ რობენმა, ყაზახეთთან მოგებული შეხვედრა შეაფასა. ჰოლანდიელებმა მეტოქეს 3-1 სძიეს.
“ვულოცა ჩვენს გუნდს გამარჯვებას. ასეთი მეტოქის წინააღმდეგ ჩვენ ხელბურთს ვთამაშობდით. მთელი მატჩის განმავლობაში თავისუფალი ზონების ძიებაში ვიყავით, რაც საკმაოდ რთული იყო.
ვან პერსის და ჰუნტელაარს შორის მომხდარი ინციდენტი დავიწყებულია. რობინი უბრალოდ დარტყმაზე იყო კონცენტრირებული” – განაცხადა რობენმა.
რობენი: “თამაში ცარიელ მოედანზე ჩემთვის უცნაურია”
“ბაიერნის” ჰოლანდილმა ნახევარმცველმა არიენ რობენმა, მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა და “ცსკასთან” ჩატარებული მატჩი შეაფასა.
“თამაში ცარიელ მოედანზე ჩემთვის უცნაურია, ფეხბურთი შექმნილია გულშემატკივრებისათვის. “ცსკას” ძირითადი მიზანი დღევანდელ მატჩში თავის დაცვა იყო, მათ ეს მეტნაკლებად კარგად გამოუვიდათ, მაგრამ ჩვენ მიზანს მივაღწიეთ, გავიმარჯვეთ სტუმრად, ავიღეთ სამი ქულა და გერმანიაში კარგ განწყობაზე ვბრუნდებით.” – განაცხადა რობენმა
რობენი: ”ბაიერნი” ჩემპიონთა ლიგის ფინალში აუცილებლად უნდა გავიდეს”
მიუნხენის ”ბაიერნის” ჰოლანდიელმა შემტევმა, არიენ რობენმა განაცხადა, რომ ყველა სეზონში, ბაიერნის მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგება იყო და არც ეს სეზონია გამონაკლისი.
”გასულ სეზონში, ”ბაიერნი” ნახევარფინალური ეტაპიდან გამოეთიშა ასპარეზობას და 2012/13 წლებში მოპოვებული ტიტულის დაცვა ვერ მოახერხა, მიმდინარე სეზონში კი ტიტულის დაბრუნებას ვგეგმავთ. ამისთვის კი მინიმუმ ფინალში უნდა გავიდეთ.”
”ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონი ჩვენთვის განსაკუთრებულია. როგორც იცით, ფინალი ბერლინში გაიმართება, ეს სტადიონი კი ჩვენთვის კარგად არის ნაცნობი, რადგან გერმანიის თასის 4 ფინალიდან,
3 ამ სტადიონზე მოვიგეთ.” – განაცხადა რობენმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში.
”ბაიერნი” ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის პირველ შეხვედრას დღეს, მანჩესტერ ”სიტის” წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
რობენი, რონალდუ და ნოიერი ევროპის სეზონის საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის იბრძოლებენ
უეფა-ს 54 ეროვნული ასოციაციის ჟურნალისტებმა სეზონის საუკეთესო მოთამაშის წოდების კანდიდატები აირჩიეს.
საბოლოოდ, სამეულში მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი არიენ რობენი, მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ და „ბაიერნის“ გოლკიპერი მანუელ ნოიერი მოხვდნენ.
ევროპის 2013/14 წლების საუკეთესო ფეხბურთელი 28 აგვისტოს, მონაკოში, ჩემპიონთა ლიგის კენჭყის დღეს დასახელდება.
ბრაზილია — ჰოლანდია (მატჩის გმირი)
ბრაზილიისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის მესამე ადგილის დაკავებისთვის გამართული მატჩი ევროპელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.
შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად „ნარინჯისფერთა“ ლიდერი არიენ რობენი დაასახელეს, რომლის წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმერიანი დარტყმა რობინ ვან პერსიმ გამოიყენა და მე-3 წუთზე ანგარიში გახსნა.
მიუნხენის „ბაიერნში“ მოთამაშე ფეხბურთელმა შეხვედრა სრულად ჩაატარა, გააკეთა 44 გადაცემა და კარში დაარტყა ერთხელ.
რობენმა ტრიბუნაზე მყოფი თავისი ატირებული შვილის დამშვიდება სცადა
რობენი: „ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო“
მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპზე ჰოლანდიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი უგოლოდ დასრულდა, თერთმეტმერიანი დარტყმების სერიაში კი სამხრეთამერიკელებმა 4:2 იმარჯვეს და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.
„ნარინჯისფერთა“ ლიდერმა არიენ რობენმა აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„ეს მარცხი სწრაფად უნდა დავივიწყოთ. ჩემი აზრით, კარგად ვითამაშეთ.
რა თქმა უნდა, ყველანი იმედგაცრუებულნი ვართ, თუმც ფინალში გასასვლელად ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო.
ყველამ კარგად დაინახა, როგორი შეკრული გუნდი ვიყავით. ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ნაკრებით ვიამაყოთ“, – განაცხადა რობენმა მატჩის შემდეგ.
ბრძოლა მესამე ადგილისთვის ბრაზილიისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის შედგება და ის 13 ივლისს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.
როცა გუნდში რობენია…
5 ივლისს, ჰოლანდიისა და კოსტა რიკის ნაკრებებს შორის გასამართი დამატებითი ტაიმების წინ, არიენ რობენმა ლიდერობა იკისრა.
რაფა მარკესი: „პენალტი არ იყო“
2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე ჰოლანდიისა და მექსიკის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა დრამატულ ბრძოლაში წარიმართა და „ნარინჯისფერთა“ გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.
ევროპელებმა შეხვედრა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დანიშნული და კლას-იან ჰუნტელაარის მიერ გატანილი თერთმეტმეტრიანი დარტყმის წყალობით მოიგეს. პენალტი არიენ რობენმა მოიპოვა, რომელიც რაფაელ მარკესთან ორთაბრძოლისას დაეცა საჯარიმო მოედანზე.
მექსიკელთა კაპიტანი აცხადებს, რომ ის ჰოლანდიელთა ლიდერს არ შეხებია, მთავარ არბიტრ პედრო პროენსას კი თერთემეტმეტრიანი დარტყმა არ უნდა დაენიშნა.
„პენალტი არ იყო. მე მას არ შევხებივარ. რობენი თავად წამოეგო ჩემს ფეხს. საბოლოო ჯამში, არბიტრმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითა“, – ციტირებს „მარკა“ მარკესის სიტყვებს.
შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიის ნაკრები ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე კოსტა რიკას დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ, საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა. მატჩი 6 ივლისს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.