“დინამო” ნახევარფინალში გავიდა

თბილისის სპორტის სასახლემ დღეს სუპერლიგის მეოთხედფინალური პლეიოფის მატჩს უმასპინძა, რომელშიც ერთმანეთის წინააღმდეგ „მგზავრები-არმია“ და თბილისის „დინამო წარსდგნენ. შეგახენებთ, რომ ამ გუნდების პირველი ორი დაპირისპირება მოქმედი ჩემპიონის გამარჯვებით დასრულდა და ნახევარფინალში გასასვლელად ხოშტარიას გუნდს მხოლოდ ერთი გამარჯვება სჭირდებოდა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში მოიპოვა კიდეც.

ნათელი იყო, რომ ბრძოლის გასაგრძელებბლად უკანასკნელ შანსს „მგზავრები“ იოლად არ დათმობდნენ და ნომინალურმა მასპინძლებმაც აქტიურად დაიწყეს და გაცილებით გამოცდილ მეტოქეს თანაბრად ეთამაშებოდნენ. „დინამომ“ მცირე უპირატესობა მხოლოდ პირველი მეოთხედის ბოლოს მოიპოვა, როცა წინ 6 ქულით გაიჭრა, მაგრამ ტაიმი მხოლოდ 1 ქულიანი სხვაობით, 36:35 დასრულდა „დინამოს“ სასარგებლოდ.

მესამე მეოთხედში პირველის მსგავსად „დინამო“ კვლავ გააქტიურდა და ისევ 6 ქულით დაწინაურდა, მაგრამ ამ შემთხვევაში „მგზავრებმა“ ჯერ გაათანაბრეს, შემდეგ დაწინაურებაც მოახერხეს და დასკვნითი მეოთხედი 3 ქულიანი უპირატესობით დაიწყეს.

მეოთხე პერიოდი ყველაზე დაძაბული და ემოციური გამოდგა. გუნდები მონაცვლეობით გადიოდნენ წინ, თუმცა საბოლოოდ გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება წყვილის ფავორიტმა, „დინამომ“ შეძლო და შეხვედრა 11 ქულიანი უპირატსობით 83 -72 მოიგო. გადამწყვეტი საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წუთით ადრე ბაბუნაშვილის შედეგიანი მონაკვეთი გახდა, რომელმაც ჯერ 3 ქულიანი ჩააგდო, შემდეგ კი ეფეფქტრუქი 2 ქულით დაეხმარა საკუთარ გუნდს და მეტოქემაც ამ დარტყმის შემდეგ გონს მოსვლა ვეღარ შეძლო.

შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე „დინამოს“ კალათბურთელი, ილია ლონდარიძე გახლდათ, რომელმაც 24 ქულა მოუტანა საკუთარ გუნდს. 11 ქულითა და ამდენივე შედეგიანი გადაცემით ტრადიციულად შედეგიანი იყო დინამოელთა კაპიტანი, ლაშა გამყრელიძე.

 

მგზავრები-არმია 72-83 დინამო

პრესკონფერენცია 

ირაკლი ხოშტარია: “შედეგი მისაღებია, თუმცა სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს”

საკალათბურთო სუპერლიგის მეორე ტურის დაკსვნითი მატჩის, “დინამო” – “მგზავრები-არმიას” დასრულების შემდეგ მედიასთან კომეტნარები გუნდების მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა გააკეთეს.

ირაკლი ხოშტარია (დინამო): „შედეგი მისაღებია, თუმცა ბევრი სათამაშო კომპონენტი კიდევ დასახვეწი გვაქვს. ბევრი დადებით მომენტი იყო დღევანდელ შეხვედრაში, ცუდი კი ის არის, რომ ბოლო პერიოდი წავაგეთ, რაზეც ბიჭებთან საუბარი აუცილებლად მექნება.“

ბუბა ბერიშვილი (მგზავრები-არმია); „ვულოცავ მოწინააღმდეგე გუნდს ღირსეულ გამარჯვებას. გამოცდილებამ მაინც თავისი ქნა. ჩვენ ახალი შეკრებილები ვართ. სულ სამი კვირაა რაც ვვარჯიშობთ და შეთამაშების პრობლემა აშკარაა.“

ლუკა ზაქრაძე (მგზავრები-არმია): „ვულოცავ „დინამოს“ გამარჯვებას. ჯერჯერობით ბევრი შეცდომა გვაქვს, რაზეც ბევრია სამუშაო. სამომავლოდ აუცილებლად უნდა გამოვსწორდეთ.“

”შსს აკადემიამ” სუპერლიგა ”მგზავრები-არმიის” ძლევით დაიწყო

საკალათბურთო სუპერლიგა დაიწყო. პირველი ტურის ოთხივე მატჩი თბილისის სპორტის სასახლეშია დანიშნული, რომელთაგანაც პირველი შეხვედრა დასრულდა. ეროვნული ჩემპიონატის პირველ მატჩში ერთმანეთს „მგზავრები-არმია“ და „შსს-აკადემია“ შეხვდნენ.

აღსანიშნავია, რომ „შსს-აკადემიას“ გასული 3 სეზონის მანძილზე „არმიაში“მომუშავე კოტე ტუღუში წვრთნის. არმიელებს კი სასტუმროთა ქსელ „მგზავრების“ სახით სპონსორი გამოუჩნდათ და შესაბამისად, სახელწოდებაში აღნიშნული ბრენდი ჩაემატათ.

სეზონის დასაწყისში გუნდებს მომზადების დონე აკლიათ და შეცდომებიც ამითაა განპირობებული. ორმხრივი შეცდომებით მიმდინარე შეხვედრაში აკადემიელებმა იძალეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ „მგზავრები-არმია“ პირველ ნახევარში მეტოქეს არაფერს უთმობდა.

მესამე პერიოდში „შსს-აკადემიის“ უპირატესობა გამოიკვეთა. რეზო როგავა, ბექა წივწივაძის და ლევან ფაცაციას ძალისხმევით აკადემიელებმა აღნიშნული მეოთხედი 24:16 მოიგეს და გადამწყვეტი ათწუთეულის წინ 63:49 დაწინაურდნენ. ფარქვეშ კარგად ირჯებოდა შსს-ს ფორვარდი იოსებ ბიბილური, რომელსაც ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა – 12 ქულა, 9 მოხსნა მიითვალა.

საბოლოოდ „შსს-აკადემიამ“ 82:71 იმარჯვა და სუპერლიგაში პირველი გამარჯვება ჩაიწერა. აკადემიელებს რეზო როგავამ ულიდერა 21 ქულითა და 6 პასით. 15 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი მიითვალა ლევან ფაცაციამ, წივწივაძის ანგარიშზე კი 14 ქულა დაგროვდა. „მგზავრებში“ 23 ქულით საუკეთესო მერაბ ბოქოლიშვილი იყო, ხოლო დავით მაისურაძის ანგარიშზე ორმაგი დუბლი – 11 ქულა და 10 მოხნა დაგროვდა.

სრული სტატისტიკა 

 მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ბუბა ბერიშვილი(,,მგზავრები-არმიის’’ მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში, ყველას ვულოცავ სეზონის დაწყებას. რაც შეეხება ჩვენს თამაშს, დრო არ გვქონდა სათანადოდ მოსამზადებლად, ფორმაში შესასვლელად და ეს დღეს კარგად გამოჩნდა. ვეცდებით მომავალში გამოვასწოროთ ჩვენი შეცდომები. ,,შსს აკადემიას’’ კი დამსახურებულ გამარჯვებას მივულოცავ.

კოტე ტუღუში(,,შსს აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი): მეც შევუერთდები მილოცვას. ჩვენმა გუნდებმა ყველაზე ბოლოს დავიწყეთ შეკრება და დაკომპლექტება, ყველაზე მეტი პრობლემა გვქონდა და ეს თამაშზეც აისახა. სასიხარულოა, რომ პირველი გამარჯვება მოვიპოვეთ, ჩემთვის არ იყო მარტივი მათ წინააღმდეგ თამაში, ამ გუნდში არაერთი სასიამოვო და კარგი წელი მაქვს გატარებული. პირადად ბუბას და მთელ გუნდს ვუსურვებ წარმატებებს, ახალგაზრდული, კარგი გუნდია, მჯერა, რომ ბევრის მიღწევა შეუძლიათ და სეზონსაც წარმატებით გამოიყენებენ.

მერაბ ბოქოლიშვილი(,,მგზავრები-არმია’’): პირველ რიგში, მივულოცავ ,,შსს აკადემიას’’ გამარჯვებას. ჩვენი გუნდისთვის პირველი თამაში იყო, მოთამაშეების უმეტესობას ერთად არასდროს გვითამაშია, ზოგი სუპერლიგაშიც პირველად ასპარეზობს, თან ორი კვირაც არ არის, რაც ვარჯიში დავიწყეთ. ამიტომ ველოდებოდით შეცდომებს, სეზონი ახლა დაიწყო, გავაანალიზებთ ჩვენს ხარვეზებს და მოვუმატებთ. მარტივი თამაში ჩვენთან არც ერთ გუნდს არ ექნება.

ბექა წივწივაძე(,,შსს აკადემია’’): მეც გილოცავთ ყველას ახალი სეზონის დაწყებას. როგორც კოტემ აღნიშნა, სულ რაღაც ერთი კვირაა, რაც ორივე გუნდი შეიკრიბა და ყველაზე მეტი პრობლემები ჩვენ გქვონდა. ამიტომ, სასურველი ფორმისგან ჯერ შორს ვართ. შევეცდებით, ყოველი ვარჯიში მაქსიმალურად გამოვიყენოთ, დღითიდღე მოვუმატოთ ხარისხს და კარგი თამაში ვაჩვენოთ.

superleague.ge

ქუთაისმა ფინალის საგზური მოიპოვა

საკალათბურთო კლუბი “ქუთაისი” სუპერლიგის ფინალში გავიდა, სადაც თბილისის “დინამოს” დაუპირისპირდება. ნახევარფინალური სერიის გადამწყვეტ, მეხუთე შეხვედრაში ქუთაისელებმა თბილისის სპორტის სასახლეში “არმიას” დაძაბულ ბრძოლაში მოუგეს.

შეხვედრის სამი მეთხედი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. დასაწყისში მცირე უპირატესობას “არმია” ფლობმდა, შემდეგ კი მოედანზე ქუთაისელები დომინირებდნან, თუმცა არმიელები მეტოქეს გაქცევის საშუალებას არ აძლევდნენ.

ბოლო მეოთხედში ლიდერობა “არმიამ” დაიბრუნდა. ტუღუშის გუნდი 7 ქულით უგებდა მეტოქეს, რაშიც დიდი წვლილი შარაბიძემ და ფარღალავამ შეიტანეს. თუმცა, კოხრეიძის დროული წუთშესვენების შემდეგ მოედანზე სულ სხვანაირი “ქუთაისი” ვიხილეთ.

ბოლო 5 წუთში იმერლებმა შესანიშნავი კალათბურთი ითამაშეს და მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს. სტუმართა კლუბის ლიდერებმა დაკისრებულ მოვალეობას თავი შესანიშნავად გაართვეს. ეფექტური და რაც მთავარია შედეგიანი ტყორცნებით “ქუთაისი” ფინალში გაიყვანეს.

ფინალური სერია “ქუთაისსა” და თბილისის “დინამოს” 20 მაისიდან სპორტის სასახლეში დაიწყება.

სამწუხაროდ ამ დაძაბულ და ლამაზ შეხვედრას უსიამოვნო ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. მსაჯობით უკმაყოფილო ქუთაისელთა გულშემატკივრები, რომლებიც დღეს თბილისში მრავლად იყვნენ, სპორტის სასახლის დაცვის თანამშრომლებთან არკვევდნენ ურთიერთობას. მატჩის დასრულების შემდეგ კი, “ქუთაისის” ფანებს “არმიას” კალათბურთელებთან მოუვიდათ შელაპარაკება.

სტატისტიკა

 

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

კოტე ტუღუში(,,არმიის’’ მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში, მივულოცავ ,,ქუთაისს’’ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ. საინტერესო თამაში იყო, ორივე გუნდის როგორც მოთამაშეებს, ისე მწვრთნელებს გამოადგებათ ეს თამაში. თითოეულ ქულას 5-ვე შეხვედრაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, გადამწყვეტ მომენტში დღეს ქუთაისს უფრო გაუმართლა. ჩვენ კი საჭირო შანსები ვერ გამოვიყენეთ და დავმარცხდით კიდეც. სერიის 5 თამაში არ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, ყველა მატჩი დაძაბული იყო, ორივე გუნდი მაქსიმალურად ცდილობდა, შეცდომებიც იყო. დღეს ქუთაისს გაუმართლა და მოიგეს, ჩვენ კი ვეცდებით მე-3 ადგილისთვის ვიბრძოლოთ, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ,,ბათუმი’’ ძალიან ძლიერი გუნდია და ვფიქრობ, საინტერესო თამაში გველის.

მედეა მხეიძე(,,ქუთაისის’’ მთავარი მწვრთნელი): მივულოცავ ჩემს გუნდს ამ დიდ წარმატებას. მადლობას ვეტყვი ყველა გულშემატკივარს, რომელიც დღეს მოგვეხმარა. საკმაოდ დაძაბული და საინტერესო შეხვედრა გამოვიდა, ბოლო წუთამდე არავინ იცოდა, რით დამთვრდებოდა თამაში. მინდა ჩემი გუნდის მოთამაშეებს დიდი მადლობა ვუთხრა, მაქსიმუმი გაიღეს, რომ არ შედეგისთვის მიეღწიათ. ,,არმიას’’ კი შემდგომში წარმატებებს ვუსურვებ.

ანატოლი ბოისა(,,არმია’’): მივულოცავ ,,ქუთაისს’’ გამარჯვებას, წარამატებებს ვუსურვებ. ძალიან დაძაბული თამაში გამოდგა, ყველაფერს მაყურებელი შეაფასებს. სამწუხაროდ, ბოლო 2წუთში ისეთი შეცდომები დავუშვით, რომლებმაც ჩვენი წარუმატებლობა განაპირობა. დიდი ბრძოლა იყო და ,,ქუთაისმა’’ გაიმარჯვა .

გოგა ცეკვავა(,,ქუთაისი’’): დიდი მადლობა ჩვენს გულშემატკივარს, რომლებიც საგულშემატკივროდ ჩამოვიდნენ, ქუთაისში გამართულ თამაშებზეც დარბაზი სავსე იყო, მადლობა მათ მთელი სეზონი გვერდში დგომისთვის. მადლობას ვეტყვი ჩვენს ბიჭებს, მთელი სეზონი ვვარჯიშობდით და ამისთვის ვიბრძოდით. ,,დინამოს’’ არანაკლებ ბრძოლას გავუმართავთ. დიდი მადლობა ,,არმიას’’ შესანიშნავი სერიისთვის და წარმატებებს ვუსურვებ მომავალში.

IMG_4019IMG_4063IMG_4084IMG_4094IMG_4098IMG_4107IMG_4189IMG_4190IMG_4212IMG_4183IMG_4203IMG_4202IMG_4192IMG_4209IMG_4229IMG_4027IMG_4151IMG_4156IMG_4293IMG_4303IMG_4317IMG_4323IMG_4316

 

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

ქუთაისი თუ არმია: ფინალისტს მე-5 მატჩი გამოავლენს

“ქუთაისი” გავა ფინალში თუ “არმია”, ამას ერთი მატჩი გადაწყვეტს, რომელიც 17 მაისს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება. ნახევარფინალურ სერიაში 1:2 ჩამორჩენილმა “ქუთაისმა” დღეს, საკუთარ მოედანზე, სავსე ტრიბუნების თვალწინ 82:79 დაამარცხა “არმია” და საერთო ანგარიში გაათანაბრა.

მატჩი უაღრესად დაძაბული და ემოციური აღმოჩნდა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ “არმიამ” და “ქუთაისმა” რამდენი შეხვედრაც არ უნდა გამართონ, ყველა ერთმანეთზე დაძაბული იქნება. სერიის პირველი შეხვედრა 1-ქულიანი სხვაობით დასრულდა, მესამეში გამარჯვებული ოვერტაიმში გამოვლინდა, დღეს კი, როცა თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, არმიელებმა ბოლო პერიოდში 18-ქულიანი გაქცევა მოაწყვეს და გაიმარჯვებდნენ კიდეც, ბოლო მომენტში მასპინძლებს რომ არ ემარჯვათ.

მატჩის პირველი ტაიმი ისეთი გამოდგა, გაფიქრებინებდათ, რომ ვერც ერთი გუნდი ვერ მოახერხებს სოლიდურად დაწინაურებასო. ქულა-ქულაში მიმდინარე შეხვედრაში ხან ერთი გუნდი დაწინაურდებოდა, ხან მეორე – ხშირად ფრეც დაფიქსირდა. დიდ შესვენებაზე არმიელები მხოლოდ 2-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ, თუმცა ქუთაისელებმა მესამე მეოთხედი 34:18 მოიგეს – რაც მათი სწრაფი და ზუსტი თამაშის დამსახურება გახლდათ.

აკაკი დვალიშვილისა და დავით ბარბაქაძის შედეგიანმა თამაშმა ქუთაისელებს სოლიდური ლიდერობა დაუბევა და მესამე მეოთხედის ბოლოს, როცა მასპინძლები 68:54 იგებდნენ, ძნელი საფიქრებელი იყო, რომ შეხვედრა კიდევ დაიძაბებოდა.

გადამწყვეტი მეოთხედი არმიელთა შტურმით დაიწყო. გიორგი შარაბიძის, ლაშა ფარღალავას, ბექა წივწივაძის და მიხეილ ბერიშვილის შედეგიანმა თამაშმა მასპინძელთა სოლიდური ლიდერობა მალე ქარს გაატანა, ხოლო შეხვედრის დასრულებამდე 3:44 წუთით ადრე ფარღალავას საჯარიმოების შემდეგ “არმია” დაწინაურდა – 75:73. მომდევნო შეტევაში ბუბა კვიმსაძემაც საჯარიმოებით იხეირა და კოტე ტუღუშის გაწვრთნილი თბილისელები 4 ქულით გალიდერდნენ.

ქუთაისელებს მოგებული მატჩი ხელიდან ეცლებოდათ, მალხაზ კოხრეიძის გუნდი მატჩის და შესაბამისად, სერიის წაგების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. დარჩენილ 2:20 წუთში გიორგი ბარბაქაძემ 5 ქულა ჩააგდო, ლევან გრძელიძემ და ავთო ლომინაშვილმა არმიელთა მიერ აღებული ტაქტიკური ჯარიმები ქულებად გარდასახეს და ქუთაისელებს გამარჯვება გაუნაღდეს.

“ქუთაისში” 20 ქულით, 10 მოხნით და 5 პასით გიორგი ბარბაქაძე გამოირჩა, აკაკი დვალიშვილმა 18 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა დავით ბარბაქაძემ და გოგა ცეკვავამ კი პირად ანგარიშზე 14-14 ქულა ჩაიწერეს. დამარცხებულებს ლაშა ფარღალავამ ულიდერა 25 ქულით, გიორგი შარაბიძემ კი ორმაგი დუბლი – 17 ქულა და 11 მოხნა მიითვალა, რასაც 6 შედეგიანი გადაცემაც მოაყოლა. ბექა წივწივაძის ანგარიშზე კი 12 ქულა დაგროვდა.

სერიის გადამწყვეტი შეხვედრა, რომელშიც ქუთაისელებს 2 მატჩით დისკვალიფიცირებული ზაურ ფაშაევი დაუბრუნდებათ, 17 მაისს, სპორტის სასახლეში 14:00 საათზე გაიმართება.

მატჩისშემდგომი კომენტარები

მედეა მხეიძე („ქუთაისის“ მწვრთნელი): დღეს არანაკლებ დაძაბული მატჩი იყო და გუშინდელი რთული თამაშის შემდეგ ორივე გუნდს აშკარად დაეტყო დაღლილობა. მესამე მეოთხედი გარდამტეხი აღმოჩნდა, 14- ქულიანი უპირატესობაც მოვიპოვეთ, მაგრამ შემდეგ არაორგანიზებული შეტევების და ისევ და ისევ დაღლილობის გამო მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მივეცით. შეხვედრის ბედი მატჩის მიწურულს გადაწყდა და ეს გამარჯვება მსურს „ქუთაისის“ ყველა გულშემატკივარს მივულოცო. ჩვენ განსაკუთრებით გვინდოდა დღეს მოგება, რათა ჩვენი მაყურებლისთვის მადლობა გადაგვეხადა ასეთი მხურვალე ქომაგობისთვის და ამით გამოგვეხატა ჩვენი დაფასება და მადლიერება მათ მიმართ. 17 მაისს ურთულესი თამაში გველოდება თბილისში და ვისურვებდი რომ სპორტის სასახლეშიც არანაკლები გულშემატკივარი და აჟიოტაჟი დაგვხდებოდეს.

კოტე ტუღუში („არმიის“ მთავარი მწვრთნელი): დიდი მადლობა ქუთაისის გუნდს და გულშემატკივრებს ასეთი თამაშისთვის, დარბაზში როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივი ატმოსფერო იყო. უნდა აღვნიშნო, რომ მეორე პერიოდის დასასრულს, თამაშის მსვლელობისას, მოხდა გარკვეული ინციდენტი. ჩვენ დავწერეთ საჩივარი და მოვითხოვთ ამ თამაშის განხილვას. ვნახოთ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

რაც შეეხება მეხუთე მატჩს, ძალიან დიდი ბრძოლა იქნება და ყველა გულშემატკივარს მოვუწოდებ მობრძანდეს სპორტის სასახლეში და მხარი დაუჭიროს თავის საყვარელ გუნდს.

superleague.ge

არმიამ ქუთაისში მოიგო და 2:1 დაწინაურდა

“ქუთაისსა” და “არმიას” შორის ნახევარფინალური სერია დაძაბულად გრძელდება. მორიგ, რიგით მე-3 მატჩს უმასპინძლა ქუთაისმა, სადაც დრამატულ, ოვერტაიმიან ბრძოლაში “არმიამ” გამარჯვებას მიაღწია და სერიაში 2:1 დაწინაურდა.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ძირითადად არმიელები ლიდერობდნენ, მაგრამ ქუთაისელები ჩამორჩენის გაბათილებას ახერხებდნენ. პირველ მეოთხედში “არმია” 16:6 დაწინაურდნენ, თუმცა მასპინძლებმა დიდი შესვენებისთვის ჩამორჩენა ჯერ 3 ქულამდე შეამცირეს (29:32), შემდეგ კი დაწინაურდნენ კიდეც -36:32.

მესამე მეოთხედში ლიდერი რამდენჯერმე შეიცვალა და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში არმიელები 8 ქულით დაწინაურდნენ, მასპინძლებმა გათანაბრება მაინც მოახერხეს. ბოლო წამებზე “ქუთაისი” 2 ქულით იგებდა, სტუმრებს შესატევად 8 წამი ჰქონდათ და საფინალო სირენამდე 1 წამით ადრე ლაშა ფარღალავამ გამთანაბრებელი ბურთი ჩააგდო – 67:67.

თამაში დამატებით 5-წუთეულში გაგრძელდა, რომელშიც არმიელებმა გუნდური თამაშის წყალობით გამარჯვებას მიაღწიეს – 84:80. არმიელთაგან 19 ქულითა და 10 მოხსნით საუკეთესო შედეგი გიორგი შარაბიძემ დააფიქსირა, 18 ქულა და 6 პასი ჰქონდა ბექა წივწივაძეს, 15 ქულა ლაშა ფარღალავას, ხოლო ანატოლი ბოისამ თბილისელებს 12 ქულა მიაშველა.

“ქუთაისში” საუკეთესო იყო აკაკი დვალიშვილი, რომელმაც პირად ანგარიშზე 24 ქულა და 19 მოხსნა ჩაიწერა. 17 ქულა და 9 პასი გოგა ცეკვავამ მოაგროვა, 10 ქულით დაასრულა თამაში გიორგი ბარბაქაძემ.

სერიის მე-4 შეხვედრა ხვალ, ისევ ქუთაისში 18:00 საათზე გაიმართება.

  სტატისტიკა

მატჩისშემდგომი კომენტარები

კოტე ტუღუში (არმიის მთავარი მწვრთნელი): დაძაბული არ ერქვა დღევანდელ  თამაშს, სასაწაული მატჩი შედგა.  დარბაზში არაჩვეულებრივი ატმოსფერო და ნამდვილი საკალათბურთო ზეიმი იყო.  მადლობა ორივე გუნდს, მაგრამ უცებ ვივიწყებთ დღევანდელ გამარჯვებას, რადგან ჯერ არაფერი დამთავრებულა, ყველაზე დაძაბული მატჩები წინ გველოდება.

 

მედეა მხეიძე („ქუთაისის“ მთავარი მწვრთნელი): ეს არ იყო უბრალოდ დრამატული შეხვედრა, ეს იყო უმაღლესი კლასის  თამაში, ემოციებით სავსე, სადაც მაქსიმალურად დაიხარჯნენ მოთამაშეებიც და გულშემატკივრებიც. ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე კონკრეტულმა მომენტმა გადაწყვიტა თამაშის ბედი.  ამ მატჩის შედეგი  იმაზე უფრო იქნებოდა დამოკიდებული, თუ ვის გაუღიმებდა ფორტუნა, რადგან ორივე გუნდმა ბრწყინვალედ იასპარეზა. რა  თქმა  უნდა,  ჩვენს გუნდს დააკლდა ზაურ ფაშაევი და ეს სუსტი მხარე მეტოქემ  კარგად გამოიყენა და ძალიან სწორი ტაქტიკითაც ითამაშა.

 

ხვალ უმნიშვნელოვანესი თამაში გველის, იმედს არ ვკარგავთ და ვეცდებით მაქსიმალურად მზადყოფნაში და კონცენტრირებულნი შევხვდეთ ხვალინდელ დღეს. მსურს მადლობა გადავუხადო ყველა პერსონალს, გულშემატკივრებს, რომლებმაც უზარმაზარი აჟიოტაჟი შექმნეს დარბაზში, მადლობა მსაჯთა ბრიგადას და ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო დღევანდელ შეხვედრაში.

superleague.ge

ქუთაისმა სერიაში ანგარიში გაათანაბრა

“არმიასა” და “ქუთაისს” შორის სუპერლიგის ნახევარფინალური სერიის მეორე შეხვედრა ქუთაისელების გამაჯრვებით დასრულდა. დღევანდელი მატჩში გუშინდელის მსგასვად დაძაბული აღმოჩნდა. შეხვედრას უსიამოვნო ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია, თუმცა სწორედ აღნიშნული ინციდენტი გახდა მატჩის გადამწყვეტი მომენტი.

შეხვედრა “არმიელთა” უპირატესობით დაიწყო. პირველ ნახევარში შედეგიანი თამაშით გამოირჩეოდა ლაშა ფარღალავა. ქუთაისელები მეტოქეს სოლიდური უპირატესობის მიღების საშუალებას არ აძლევდნენ. შედეგიანად თამაშობდნენ ცეკვავა და ზაურ ფაშაევი. აზერბაიჯანელმა ლეგიონერმა სამი 3-ქულიანის ჩაგდება შესძლო.

სწორედ ფაშაევი გახდა მეორე ნახევარში მომხდარი ინციდენტის მთავარი გმირი. თუმცა, მანამდე “არმიელებმა” შეხვედრაში მათთვის ყველაზე დიდი, 12-ქულიანი უპირატესობის მოპოვება მოახერხეს. ამ დროს ერთ-ერთი ეპიზოდში ფაშაევი მაკა კუპატაძისგან ჯარიმის დაფიქსირებას ითხოვდა. სავარაუდოდ, ქუთაისელთა უკანახაზელმა თავისი აღშფოთება ზედმეტად ემოციურად გამოხატა და არბიტრის გადაწყვეტილებით ფაშაევი მოედნიდან გააძევეს.

აღნიშნულმა ფაქტი “ქუთაისის” ხელმძღვანელობამ გააპროტესტა. მწვრთნელებმა გუნდის მოედნიდან გაყვნა განიძრახეს, თუმცა შემდეგ გადაწყვეტილება შეცვლაეს და მოთამაშეებიც მოედანს დაუბრუნდნენ. როგორც შემდეგ გაირკვა ქუთაისელებს სწორად მოქცეულან.

ბარბაქაძემ, დვალიშვილმა და ცეკვავამ მატჩში გარდატეხის შეტანა მოახერხეს. მნიშნველოვანი იყო დიდიას დროული და საჭირო ქულები. “არმია” საკმაოდ ბევრ შეცდომას უშვებდა. ტუღუშის გუნდს არანაირი კომბინაციური თამაში არ გამოსდიოდა.

საბოლოო ჯამში “ქუთაისმა” “არმია” 80-66 დაამარცხა და მოედნის უპირატესობა წაართვა. ქუთაისში მატჩები 13 და 14 მაისს გაიმართება.

მატჩის სტატისტიკური მონაცემები

 

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

კოტე ტუღუში(,,არმიის’’ მთავარი მწვრთნელი): ვფიქრობ, ორი თამაშის მომსწრე გავხდით – ინციდენტამდე და ინციდენტის შემდეგ, ერთი ძალიან კარგი და მეორე პირიქით, ძალიან ცუდი. ამიტომ თამაშის ანალიზს ვერ გავაკეთებ. ვერ გავექცევით იმ ფაქტს, რომ ამ ინციდენტმა დიდი გავლენა მოახდინა მატჩზე. თამაშის წინ ჩვენ წავიკითხეთ მიმართვა ღირსეული და სამართლიანი თამაშის ნორმების შესახებ, სამწუხაროდ, მეტოქემ დღეს ყველა ეს ნორმა დაარღვია. ნამდვილად არ მინდა ,,ქუთაისს’’ ვაწყენინო, გამოვხატავ ამ გუნდის მიმართ ჩემს პატივისცემას, თუმცა უნდა ვთქვა, რომ ასეთი საქციელი არ მახსოვს. არ გავურბივარ არც ჩემს პასუხისმგებლობას, ამ ინციდენტის შემდეგ ვერ მოვახერხე გუნდის დალაგება და მობილიზება. იმედს ვიტოვებ, ქუთაისსში მსგავს პრეცედენტებს ადგილი არ ექნება, დაე მოიგოს უძლიერესმა. კარგი იქნება, გავაკეთოთ მსაჯობის შესახებ ჩანაწერები, რომლებიც განხილული იქნება, რადგან ასეთი შემთხვევებისგან არც ერთი გუნდია არაა დაზღვეული.

მედეა მხეიძე(,,ქუთაისის’’ მწვრთნელი): ნამდვილად ყოველთვის არის შემართება იმისა, რომ თამაში სამართლიანად ჩატარდეს და გამარჯვებული მოედნიდან ღირსეულად გავიდეს. რაც შეეხება იმას, თუ რატომ შევწვიტეთ და შემდეგ გავაგრძელეთ თამაში. როდესაც მსაჯმა მიიღო გადაწყვეტილება მოთამაშის დისკვალიფიკაციისა, მოვითხოვეთ ამ ნაჩქარევი გადაწყვეტილების განმარტება. თუმცა არც კომისარმა და არც მსაჯმა სიტუაცია არ აგვიხსნა. რთულია მოითმინო, როცა ერთ-ერთ ლიდერ მოთამაშეს ასე აგდებენ. ვფიქრობთ, რომ თამაში უნდა გაჩერებულიყო რამდენიმე წუთით, უნდა ახსნილიყო თუ რატომ მიიღო მსაჯმა ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება. მოედანზე დაუბრუნებლობის შემთხვევაში  კი გამოვეთიშებოდით ასპარეზობას, ამიტომ გადავწყვიტეთ თამაშის გაგრძელება და ჩვენი შესაძლებლობების დამტკიცება.

არმიამ ქუთაისს ბოლო წამზე სძლია

დაძაბული და სანახაობრივი მატჩით დაიწყო სუპერლიგის ნახევარფინალური სერია “არმიასა” და “ქუთაისს” შორის. მატჩის დებიუტში არმიელები დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ და მეტოქეს 7:0-ს უგებდნენ, თუმცა შემდეგ სტუმრებმაც მოახერხეს თამაშში ჩართვა.

მთელი შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. უპირატესობას ხან ერთი, ხან მეორე გუნდი ეუფლებოდა. ასეთი თამაში ბოლო წუთამდე გაგრძელდა.

მატჩის დასრულებამდე 6 წამი რჩებოდა, ანგარიში კი საყაიმო, 72-72 იყო. ქუთათურებს ორი ჯარიმის აღების საშუალება ჰქონდათ, რაც გააკეთეს კიდეც, თუმცა “არმიას” კიდევ დარჩა შესატევი დრო და ფარზე ბრძოლის დროს გიორგი შარაბიძეზე დვალიშვილი დაჯარიმდა. შარაბიძემ 2-დან ერთი ჩააგდო. “ქუთაისელებს” 0.7 წამი დარჩათ, მაგრამ სასწაული არ მოხდა და “არმია” სერიაში დაწინაურდა.

ტუღუშის გუნდში გამორჩეული ზვიად ბაბიაშვილი იყო. არმიელთა ვეტერანმა 20 ქულას 10 მოხსნა დაუმატა და დიდი წვლილი შეიტანა საკუთარი გუნდის გამარჯვებაში. ბაბიაშვილის გარდა გამოირჩეოდნენ ფარღალავა და შარაბიძეც. სტუმართა მხრიდან აქტიურობდნენ ცეკვავა (20 ქულა) და ლომინაშვილი (18 ქულა). უჩვეულოდ პასიური იყო “ქუთაისის” აზერბაიჯანელი ლეგიონერი ზაურ ფაშაევი, რომელმაც ზუსტი სროლის განხორციელება ვერ შესძლო.

სტატისტიკა 

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

კოტე ტუღუში(,,არმიის’’ მთავარი მწვრთნელი): წინასამატჩო პრესკონფერენციაზეც ვთქვი, რომ უაღრესად დაძაბული თამაში იქნებოდა. თანაბარი ძალის გუნდები ვართ და მთელი სეზონის განმავლობაში საინტერესო და დაძაბული ბრძოლები გვქონდა.სასიამოვნოა, რომ გავიმარჯვეთ და სერიაში დავწინაურდით, ვემზადებით ხვალინდელი მატჩისთვის, რომელიც კიდევ უფრო რთული იქნება, ძალიან დიდია ფიზიკური დატვირთვა და ეს სერიოზული ფაქტორი იქნება. ვეცდებით, ხვალინდელ მატჩშიც წარმატებას მივაღწიოთ და ქუთაისში მოედნის უპირატესობით წავიდეთ.

მედეა მხეიძე(,,ქუთაისის’’ მწვრთნელი): მივულოცავ ,,არმიას’’ გამარჯვებას. მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვითამაშეთ და ვიბრძოლეთ, ასეთ თამაშებში ბოლო წამებამდე არაფერია გარკვეული, ბოლოს კი მოგების შანსი გავუშვით ხელიდან. ძალიან საინტერესო და დაძაბული თამაში გამოვიდა. ვიმედოვნებ, ხვალ ის მოთამაშეები, რომლებმაც დღეს ნაკლებად გამოიჩინეს თავი, უკეთეს ფორმაში იქნებიან და კარგ შედეგს ვაჩვენებთ.

გიორგი შარაბიძე(,,არმია’’): დაძაბულ ბრძოლაში გავიმარჯვეთ, თუმცა ასეთი თამაშით შორს ვერ წავალთ. ვეცდებით, დღევანდელი ხარვეზები გამოვასწოროთ და ხვალ უკეთესი თამაში ვაჩვენოთ.

IMG_3495IMG_3510IMG_3514IMG_3238IMG_3328IMG_3315IMG_3314IMG_3311IMG_3289IMG_3252IMG_3279IMG_3246IMG_3363IMG_3369IMG_3380IMG_3400IMG_3445IMG_3467IMG_3471IMG_3533

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

 

ნახევარფინალში “არმიაც” გავიდა

“დინამოს” კვალზე ნახევარფინალში “არმია” გავიდა. განსხვავება ის იყო, რომ კოტე ტუღუშის გუნდს რუსთავში დიდი შრომა დასჭირდა გამარჯვების მოსაპოვებლად. მატჩის უმეტეს ნაწილში მასპინძლები ლიდერობდნენ, რუსთაველები გამარჯვებასთან ახლოსაც იყვნენ, თუმცა არმიელებმა გადამწყვეტ მომენტში კარგად ითამაშეს და 63:61 გაიმარჯვეს.

რუსთაველებმა სტუმრებს არაფერი დაუთმეს და პირველივე წუთებიდან დაანახვეს, რომ იოლად არაფერს დათმობდნენ. თბილისში 29 და 30 აპრილს გამართულ მატჩებში არმიელებმა იოლად იმარჯვეს, მაგრამ დღევანდელ შეხვედრაში ტუღუშის გუნდს ძალიან გაუჭირდა და რომ არა ბოლო წუთებზე გამოჩენილი შეუპოვრობა, გამარჯვება რუსთაველებს დარჩებოდათ.

პირველი მეოთხედი მასპინძლებმა 19:9 მოიგეს. მეორე ათწუთეულში სტუმრებმა უკეთესად ითამაშეს და დიდი შესვენებისთვის მასპინძელთა ლიდერობა 6 ქულამდე შემცირდა. მესამე მეოთხედი არმიელებმა 11 ქულით მოიგეს და დაწინაურებაც მოახერხეს, თუმცა ბოლო წუთებზე მასპინძლებს გამარჯვების შანსი ჰქონდათ. ეს შანსი რუსთავეელებს რევაზ ჩაჩანიძემ უბოძა, რომელიც გამორჩეული სიზუსტით გამოირჩეოდა.

ბოლო წამებზე, როცა არმიელები 2 ქულით იგებდნენ, რუსთაველებს ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ, მაგრამ შეტევა გააცუდეს და ფარიდან ასხლეტილი ბურთის მოპოვება ვერ მოახერხეს. საბოლოოდ “არმიამ” 63:61 მოიგო და მეოთხედფინალურ სერიაში 3:0 იმარჯვა.

“არმიას” 20 ქულითა და 9 მოხსნით ზვიად ბაბიაშვილმა ულიდერა. გიორგი შარაბიძის ანგარიშზე 10 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა. რუსთაველთაგან ჩაჩანიძემ 27 ქულა დააგროვა, გიორგი ყველაშვილმა კი 12 ქულა და 18 მოხსნა მიითვალა.

მატჩისშემდგომი კომენტარები:

კოტე ტუღუში,”არმიას” მთავარი მწვრთნელი:

“როგორც ვამბობდი, რუსთავში რთული მატჩი გველოდა და ასეც მოხდა. მასპინძლებმა ბოლომდე გვერბრძოლეს და გამარჯვებასთანაც ახლოს იყვნენ, მაგრამ ბოლო წუთზე ჩვენ გაგვიმართლა. არ მინდა ახლა იმ ხარვეზებზე ვისაუბრო, რომელიც დღეს გვქონდა. იმედი მაქვს, ყველა დაფიქრდება და მიხვდება, რომ ნებისმიერ მეტოქესთან მაქსიმალური მობილიზებით უნდა ითამაშონ”.

ოთარ ხმელიძე (რუსთავის მთავარი მწვრთნელი):

“მიუხედავად წაგებისა, ჩემი გუნდის თამაშით უკმაყოფილო არ ვარ. ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს გამარჯვების მოსაპოვებლად და მიზნამდეც ძალიან ახლოს იყვნენ. რთულია, 2 მეფარე შეუცვლელად ათამაშო. ჩვენ სწორედ ასე მოგვიწია და ბიჭების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ფარქვეშ ჩინებულად იბრძოლეს. ბოლოს ყველაფერი შემთხვევითობამ გადაწყვიტა და გამარჯვება “არმიას” დარჩა. ილუზია არ გვქონდა, რომ ნახევარფინალში გავიდოდით. ახლა კი 5-8 ადგილებისთვის ვიბრძოლებთ და იმედი მაქვს, წარმატების შანსიც გვექნება”.

superleague.ge

არმიამ რუსთავს მეორე მატჩიც იოლად მოუგო

თავდაცვის სამინისტროს გუნდმა “არმიამ” მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩშიც იოლად დაამარცხა “რუსთავი” და საერთო ანგარიშით 2:0 დაწინაურდა. დღევანდელი შეხვედრა გუშინდელის მსგავსი სცენარით წარიმართა და ფავორიტად მიჩნეული არმიელების სასარგებლოდ – 100:66 დასრულდა.

ქვემოქართლურმა გუნდმა არმიელებს მეტ-ნაკლები წინააღმდეგობა პირველ მეოთხედში გაუწია, რომელიც 17:25 დათმო. მეორე პერიოდიდან კოტე ტუღუშის გუნდმა უპირატესობა გაიმყარა და დიდ შესვენებაზე უკვე 27 ქულით იგებდა.

მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო და მეორე ტაიმი ფორმალობა გამოდგა. ორივე გუნდი ლაღად და სწრაფი შეტევებით თამაშობდა, საბოლოოდ კი არმიელთა მორიგი გამარჯვება დაფიქსირდა, რაშიც ყველაზე სოლიდური წვლილი 21 ქულით მიხეილ ბერიშვილმა დაიდო, 19 ქულა ბექა წივწივაძემ მიითვალა, ლაშა ფარღალავამ კი შეხვედრა 14 ქულით დაასრულა. “რუსთავში” 15 ქულით ბომბარდირი რევაზ ჩაჩანიძე გახდა, გიორგი ყველშვილმა კი მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი – 11 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა.

სერიის მომდევნო შეხვედრა 3 მაისს, რუსთავში გაიმართება. “არმიას” ნახევარფინალამდე 1 გამარჯვება აშორებს.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

კოტე ტუღუში („არმიას“ მთავარი მწვრთნელი): დღეს უკეთესად ვითამაშეთ ვიდრე გუშინდელ შეხვედრაში და ჩემს მოთამაშეებს არ მივეცი მოდუნების საშუალება.  რა თქმა უნდა, იყო გარკვეული ხარვეზები, მაგრამ 40 წუთის განმავლობაში მაქსიმალურად ვცდილობდი ბოლომდე დახარჯულიყო ნებისმიერი კალათბურთელი, რომელიც მოედანზე იქნებოდა. ბატონმა ოთარმა გუშინ სწორად აღნიშნა, რომ ასეთი თამაშები აუცილებლად გამოგვადგება  ნახევარფინალში კარგი რეზულტატის საჩვენებლად. მადლობა ოთარ ხმელიძეს  და მთლიანად რუსთავის გუნდს ამ ორი მატჩისთვის და დარწმუნებული ვარ რუსთავში გაცილებით რთული მატჩები იქნება, რადგან ამ გუნდის შემადგენლობაში მთლიან ჯამში 4 წელი მაქვს გატარებული და კარგად ვიცნობ მის შესაძლებლობებს.

 ოთარ ხმელიძე (რუსთავი მთავარი მწვრთნელი):  პირველ რიგში ვულოცავ „არმიას“ გამარჯვებას. ფაქტიურად წარმოუდგენელია იმ რესურსით რაც ჩვენ გაგვაჩნია, ასეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში, რადგან ჩვენ შორის  ძალიან  დიდი სხვაობაა მოთამაშეთა კლასშიც და საერთოდ ყველაფერში. ამასთან მალხაზ აბაიშვილს ფეხი აწუხებდა  და გადავწყვიტე დამესვენებინა. ვცდილობდი დღეს  ბიწები საბრძოლველად განმეწყო, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოგვივიდა. იმედია, რუსთავში ღირსეულად  ვიასპარეზებთ.

გიორგი ჯგერენაია (არმია): დღეს მოედანზე საკმაოდ მობილიზებულნი გამოვედით. გამოვასწორეთ ჩვენი წინა თამაში და შევეცდებით  რუსთავში თამაშისთვის სათანადოდ მოვემზადოთ და კარგი შედეგი ვაჩვენოთ.

superleague.ge

არმიამ რუსთავთან დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა

რეგულარულ ჩემპიონატში მე-2 ადგილზე გასულმა “არმიამ” მეოთხედფინალური სერია გამარჯვებით დაიწყო. ფავორიტად მიჩნეულმა არმიელებმა “რუსთავს” უმაპინძლეს და დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვეს – 84:65.

ოთარ ხმელიძის გუნდმა ღირსეულად იბრძოლა, მაგრამ გაცილებით ძლიერი შემადგენლობის “არმიას” ვერ აჯობა. პირველ მეოთხედში რუსთაველები დამაჯერებლად დაწინაურდნენ, ქვემორთლელთა უპირატესობამ 10 ქულასაც კი მიაღწია, თუმცა კოტე ტუღუშმა დროული წუთშესვენება აიღო და თამაში დაალაგა. არმიელებმა საწყისი ათწუთეული 24:23 მოიგეს და მეორე მეოთხედიდან ლიდერობის განმტკიცებას მიჰყვეს ხელი.

რუსთაველთაგან შედეგინად თამაშობდა ქაქუცა აბაიშვილი, რომელიც ზუსტი სროლებით ხელს უშლიდა არმიელებს, სოლიდური ლიდერობა მოეპოვებინათ. აბაიშვილს მხარი ვერ აუბეს თანაგუნდელებმა, არმიელებმა კი მეტი გუნდურობა გამოავლინეს და საბოლოოდ მაინც დიდი სხვაობით გაიმარჯვეს.

არმიაში 16 ქულით ბომბარდირი გიორგი ჯგერენაია გახდა, გიორგი შარაბიძემ კი ორმაგი დუბლი მოაგროვა – 10 ქულა, 14 მოხსნა. ბექა წივწივაძემ გამარჯვებულებს 12 ქულა მიაშველა, მიხეილ ბერიშვილის ანგარიშზე კი 11 ქულა დაგროვდა. რუსთაველთაგან 24 ქულა ჰქონდა აბაიშვილს, დავით გუგავამ კი შეხვედრა 10 ქულითა და 12 მოხსნით დაასრულა.

სერიის მომდევნო შეხვედრა ხვალ, 30 აპრილს, კვლავ სპორტის სასახლეში გაიმართება.

სტატისტიკა

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

კოტე ტუღუში(,,არმიის’’ მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში, მოხარულო ვარ, რომ პირველი გამარჯვება მოვიპოვეთ. ვიცოდით, რომ არ იქნებოდა იოლი თამაში. პლეი ოფებს დამატებითი ფსიქოლოგიური მომენტი აქვს, ვემზადებოდით ამ შეხვედრისთვის და ის თამაში ვაჩვენეთ, რომლითაც წარმატების მიღწევას ვგეგმავთ. თუმცა, ბოლომდე კმაყოფილი, რა თქმა უნდა, არ ვარ, ვეცდებით ხვალ უკეთ ვითამაშოთ. ,,რუსთავში’’ შეიძლება პრობლემები შეგვექმნას, განსაკუთრებით ფარზე, ამიტომ სამუშაო კიდევ გვაქვს და ვემზადებით მაქსიმალურად.

ოთარ ხმელიძე(,,რუსთავის’’ მთავარი მწვრთნელი): ვულოცავ კოტეს გამარჯვებას. ,,არმიას’’ სერიოზული შანსები აქვს შემდეგ ეტაპზე გასვლის, ჩვენი შანსები კი მინიმალურია, თუმცა მოხარული ვარ იმით, რომ დღევანდელი შეხვედრა შედგა და ,,არმიისთვის’’ ეს იოლი გასეირნება არ ყოფილა. შედეგით კმაყოფილი ვერ ვიქნებით, თუმცა ,,არმიამ’’ ლოგიკური გამარჯვება მოიპოვა.

ლაშა ფარღალავა(,,არმია’’):  მადლობას ვეტყვი ,,რუსთავს’’ დღევანდელი თამაშისთვის. ამ გუნდთან მოდუნება არ ღირს, რადგან ძალიან დიდი ტრადიციების მქონდე გუნდია და იცის, როგორ ითამაშოს. წელს მათ ჩვენც მოგვიგეს და ,,ქუთაისსაც’’. შევეცდებით, 3 თამაშში დავამთავროთ სერია. რუსთავში მოგება იოლი არ იქნება. დღევანდელმა თამაშმაც დაგვანახა, რომ ამდენ შეცდომას იქ არავინ გვაპატიებს. ხვალ ვეცდებით უკეთესი მატჩი ჩავატაროთ და გავიმარჯვოთ.

superleague.ge 

არმიამ და სოხუმმა რეგულარული ჩემპიონატი დახურეს

სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა. ბოლო მატჩში ერთმანეთს “არმია” და “სოხუმი” შეხვდნენ. არც ერთი გუნდისთვის ამ თამაშის შედეგს სატურნირო მნიშვნელობა არ ჰქონდა. კოტე ტუღუშის გუნდი ნებისმიერ შემთხვევაში რეგულარულს მე-2 ადგილზე ასრულებდა, ხოლო ვაჟა კვარაცხელიას გუნდი – მეექვსეზე.

სოხუმელებს, რომლებიც ფინანსურ კრიზისში არიან და უხელფასოდ თამაშობენ, ტრავმებმიც დაემატათ. “არმიასთან” მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღეს გუნდის წამყვანმა მოთამაშეებმა – ირაკლი ჩლაიძემ და რატი ბააკაშვილმა.

უმოტივაციო სოხუმელებმა პირველი მეოთხედის მოგება მოახერხეს (24:23), აი, მეორესა და მესამეში დიდი სხვაობით ჩამორჩნენ და წააგებად გაიწირნენ. საბოლოოდ “არმიამ” 100:79 მოიგო და მიმდინარე ჩემპიონატში მე-13 გამარჯვება მოიპოვა. ამდენივე მოგებით დაასრულა რეგულარული “დინამომ”, თუმცა ირაკლი ხოშტარიას გუნდმა არმიელებს პირადი შეხვედრების ხარჯზე აჯობა.

არმიელთაგან 17 ქულითა და 11 ქულით საუკეთესო შედეგი გიორგი შარაბიძემ დააფიქსირა, 16 ქულა დააგროვა იუბილარმა მიხეილ ბერიშვილმა, რომელიც დღეს 27 წლის გახდა. 16 ქულით დაასრულა შეხვედრა ლაშა ფარღალავამაც. “სოხუმში” 26 ქულით ჯერემი საიმონსი გამოირჩა, 20 ქულა და 15 მოხსნა იყო ბექა ბექაურის ანგარიშზე.

პლეი ოფის სერიები 29 აპრილიდან დაიწყება.

superleague.ge