არსენ ვენგერი: “მანჩესტერ იუნაიტედი” შემტევ ფეხბურთს შემოგვთავაზებს”

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა “მანჩესტერ იუნაიტედთან” გასამართი მატჩის წინ პრესასთან ისაუბრა და გულშემატკივარს სანახაობრივ მატჩს დაპირდა.

“მანჩესტერ იუნაიტედს” საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავს და ვფიქრობ, რომ ისინი ბევრ პრობლემას გაგვიჩენენ. არ ვთვლი, რომ ისინი დაცვიდან ითამაშებენ, მათგან სახიფათო შეტევებს უდნა ველოდოთ.

“არსენალი” შინ ხვდება “მანჩესტერ იუნაიტედს”, უმნიშვნელოვანესი მატჩია. მე მხოლოდ ის მინდა, რომ ჩემი გუნდი მთლიანად მოგებაზე იყოს კონცენტრირებული და მათთვის ეს შესაძლებელი გავხადო.

ჯერჯერობით, “მანჩესტერ იუნაიტედი” ძალიან კარგად თამაშობს, ისევე როგორც ჩვენ. ასე რომ, საკმაოდ დაძაბული მატჩის მოლოდინში უნდა ვიყოთ,”- აცხადებს ვენგერი.

ვენგერი: “არსენალი” იოზილს და სანჩესს იანვარში არ გაყიდის”

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა თავისი გუნდის ლიდერების იანვარში გაყიდვა გამორიცხა.

“რა თქმა უნდა, იოზილისა და სანჩესის წასვლას გამოვრიცხავ. ამაზე ყოველ დღე არ ვფიქრობ. იმ დროის მანძილზე, რაც ისინი ჩვენთან არიან, ძალიან ბევრი რამ გააკეთეს გუნდისთვის. ჩემი ხედვით, ეს დუეტი სეზონის ბოლომდე დარჩება ჩვენთან. თუ რამე წარმოუდგენელი არ მოხდა, ეს მართლაც ასე იქნება. ხოლო, სეზონის ბოლოს ისინი თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას. მხოლოდ ჩემზე, ამ მხრივ, ბევრი რამ ნამდვილად არაა დამოკიდებული.”

“უილშირი? ყველამ და პირველ რიგში მან იცის ყველაზე კარგად, რომ მის სურვილს ბოლომდე ვითვალისწინებდი. ჩემი პრიორიტეტი იმის გაკეთება იყო, რაც მისთვის იქნებოდა საუკეთესო. თუ ჩავთვლი, რომ მას აქ დარჩენა სურს, ამისთვის 100 პროცენტით დავიხარჯები,” – ამბობს ვენგერი.

არსენ ვენგერი: “ჩვენი შეტევა? ნამდვილი ფუფუნებაა”

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა “ევერტონთან” მოგებული მატჩის შემდეგ (5:2) პრესასთან გუნდის შეტევით პოტენციალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ასპექტში “მეთოფეებს” ნამდვილად არ უჭირთ.

“ჩვენი შეტევითი ხაზი? ნამდვილი ფუფუნებაა ჩემთვის. თუმცა, ამავდროულად ეს დიდ თავსატეხსაც მიჩენს. რთულია, მათ შორის არჩევანის გაკეთება.

ის ფაქტი, რომ თითოეული მათგანი მაქსიმალურად ცდილობს თავისი შესაძლებლობების დამტკიცებას, ჩვენს სასარგებლოდ მოქმედებს. მე კი ყველანაირად ვცდილობ, რომ მათ საჭირო დრო გამოვუყო,” – აცხადებს არსენ ვენგერი.

ცნობისთვის გეტყვით, რომ “ევერტონთან” მატჩში “არსენალის” შეტევაზე ალექსის სანჩესი, მესუთ იოზილი და ალექსანდერ ლაკაზეტი ზრუნავდნენ.სათადარიგოთა სკამზე კი ვენგერის განკარგულებაში ტეო უოლკოტი, ალექს აივობი და ოლივიე ჟირუ იყვნენ.

ვენგერმა სანჩესი მესისა და ბექჰემს შეადარა

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელის, არსენ ვენგერის აზრით, ჩილეს საფეხბურთო ნაკრების ვარსკვლავი, ალექსის სანჩესი გუნდისთვის ისეთივე მნიშველოვანი ფიგურაა, როგორც ლეო მესი არგენტინისთვის.

“ყოველ თაობას ჰყავდა ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ნაკრების ლიდერობას საკუთარ თავზე იღებდნენ და მთელი ზეწოლა სწორედ მათზე ხორციელდებოდა.

საფრანგეტს ზიდანი ჰყავდა, ინგლისს კი ბექჰემი. მართალია, ინგლისს იმ დროს ბევრი სხვა კარგი ფეხბურთელიც ჰყავდა, მაგრამ ბექჰემი გამორჩეული იყო. რატომ არა ჯერარდი? არ ვიცი, მაგრამ მთავარი მაინც დევიდი იყო.

რაც შეეხება ჩილეს, მათ სანჩესი ჰყავთ. არგენტინელებს – რა თქმა უნდა, მესი. როგორც ჩანს, ნაკრებში ყოველთვის უნდა იყოს ფეხბურთელი, რომელიც საკუთარ თავზე ლიდერობას აიღებს და სხვებს დაიცავს,” – აცხადებს ვენგერი.

არსენ ვენგერი პრემიერ ლიგაში “ბარსელონას” გაწევრიანების წინააღმდეგია

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა პრესასთან პრემიერ ლიგაში “ბარსელონას” გადასვლის შანსებსა და სიტუაციის განვითარების სავარაუდო სცენარზე ისაუბრა.

“მონაკო” საფრანგეთის ლიგა 1-ში თამაშობს, უელსური კლუბები კი ინგლისში ასპარეზობენ. არამგონია, უეფას ამასთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია ჰქონდეს.

“ბარსელონას” მოწვევა პრემიერ ლიგაში? ამის მომხრე ნამდვილად არ ვარ, არ ღირს გეოგრაფიული ერთიანობის დარღვევა. რატომ არ ვიწვევთ “სელტიკს” ან “რეინჯერსს”? ვფიქრობ, ეს უფრო ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა.

ამასთანავე, არსებობს პოლიტიკური ჩარჩოც. თუ კატალონიასა და ესპანეთს შორის სიტუაცია ამ დონეზე დაიძაბება, მათი მიღება იმის მანიშნებელი იქნება, რომ ინგლისი კატალონიელთა პოლიტიკის მომხრეა.

ეს არც ისე რეალური ვარიანტია, როგორც თქვენ გგონია. ვფიქრობ, რომ ყველაფერი ამ წერტილამდე არ მივა და “ბარსელონა” თამაშს კვლავ ესპანეთის ლა ლიგაში გააგრძელებს,” – აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.

“იოზილმა “არსენალი” ფსიქოლოგიურად უკვე დატოვა”

ლონდონის “არსენალის” ყოფილმა მცველმა, მარტინ კიოუნმა მესუთ იოზილის მდგომარეობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის მთელი თავისი ძალებით არ ცდილობს თამაშს და მონდომებაც აკლია.

“ვფიქრობ, ის ვენგერის მოთმინებას სცდის, მეტად, ვიდრე ეს ვინმეს გაუკეთებია. მას მატჩებში მონაწილეობის მიღების სურვილი არ აქვს. ბელარუსიაში ევროპა ლიგაზე სათამაშოდ მას წასვლა უბრალოდ არ უნდოდა.

ამის შემდეგ, იოზილი მხოლოდ ცხრა წუთით იყო მოედანზე “ვესტ ბრომვიჩ ალბიონთან” მატჩში და ტრავმა მიიღო. ნამდვილად საკვირველია, როგორ მოახერხა ეს ამ დროში?

ჩემი აზრით, მან უკვე დატოვა კლუბი. ფსიქოლოგიურად, მენტალურად, ის “არსენალში” აღარ არის. შესაძლოა, ვენგერი უბრალოდ საუკეთესო შემოთავაზებას ელოდება, რათა მისი ტრანსფერიდან მეტი ფული მიიღოს,”- აცხადებს კიოუნი.

არსენ ვენგერი: “ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი უინტერესო გახდა”

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, რომლის გუნდმაც გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება ვერ მოახერხა, აღნიშნა, რომ ბოლო დროს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი უფრო და უფრო უინტერესო ხდება.

“ჩემი გადმოსახედიდან, ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ძალიან ცოტაა საინტერესო მატჩი. მაყურებელს არჩევანის გაკეთება ორ მატჩს შორის უწევს, ზოგჯერ ამის ფუფუნებაც არ აქვთ.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი უინტერესო გახდა. ბუნებრივია, რომ მაყურებლების რაოდენობამაც იკლო. ეს ტურნირი იმდენად მიმზიდველი აღარაა.

სიმართლე გითხრათ, ლიგაზე თამაში მენატრება, მაგრამ იქ 200 მატჩზე მეტი მაქვს ჩატარებული, ასე რომ, დიდად არ განვიცდი,” – აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.

ვენგერი: “უილშირი საუეკთესო ფორმაში მალე შევა”

დღეს ინგლისის ლიგის თასის შეხვედრაში ლონდონის “არსენალი” “დონკასტერ როვერსს” მიიღებს.

“მეთოფეთა” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს ჯეკ უილშირის ამჟამინდელ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება.

“თუ მკითხავთ, “არის ის 100%-ით მზად?” გიპასუხებთ, რომ “არა”. ჯეკი სასურველ კონდიციებს სათამაშო პრაქტიკით უნდა დაუბრუნდეს. ჩემი აზრით, ეს მალე მოხდება. ამ მხრივ კი მისთვის იდეალური ჩემპიონატი ევროპის ლიგაა. ასევე, ინგლისის ლიგის თასზეც, რა თქმა უნდა, საკმარისი რაოდენობის სათამაშო დრო მიეცემა.”

“უილშირი ბევრს მუშაობს,  მონდომებული და კონცენტრირებულია იმაზე, რომ, რაც შეიძლება, მალე დაიბრუნოს ის პოზიცია კლუბში, რომელიც ადრე ჰქონდა,” – აცხადებს არსენი.

ტონი ადამსი: “ვენგერს ჩემთვის არაფერი უსწავლებია”

ლონდონის “არსენალის” ყოფილი კაპიტანი და დამცველი, ტონი ადამსი საკმაოდ საინტერესო განცხადებას აკეთებს, რომლის მიხედვითაც არსენ ვენგერს მისთვის არაფერი არ უსწავლებია.

“მატჩისთვის მზადებაში და ანალიზში ვენგერი ყველას ჯობდა. ფეხბურთელებთანაც მშვენიერი ურთიერთობა ჰქონდა, ის ფსიქოლოგის როლსაც კი თამაშობდა.

ყველაფრის მიუხედავად, მას ჩემთვის არაფერი უსწავლებია, არც ის როგორ უნდა დავიცვა და არც სხვა რამე. მას არც ვინთერბარნისთვის, სტივ ბოულდისთვის, დეივ სიმენისთვის და არც ლი დიქსონისთვის უსწავლებია რამე.

ვენგერი კლუბიდან მაისში უნდა წასულიყო. მისი სახელი ყოველთვის ყველას ემახსოვრება, მაგრამ პირადად ჩემი გადმოსახედიდან, არსენი “ჩელსისთან” მოპოვებული გამარჯვების შემდეგ უნდა წასულიყო,” – აცხადებს ადამსი.

ვენგერი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გაუქმების მომხრეა

ლონდონის “არსენალის” ფრანგი დამრიგებელი, არსენ ვენგერი ერთ-ერთია იმ სპეციალისტთა შორის, რომელიც ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გაუქმების ინიციატივას უჭერს მხარს.

“ფეხბურთელები, რომლებთაც ზაფხულში კლუბის დატოვების უფლება არ მისცეს, ან ოქტომბერში სხვა კლუბები დაუკავშირდნენ, სულ იმაზე ფიქრობენ, თუ სად წავლენ იანვარში. ასე ნამდვილად არ უნდა ხდებოდეს.

ჩვენი მოვალეობა წარმატებების ხარჯზე ხალხისთვის სიამოვნების მინიჭებაა, რისთვისაც შეკრული გუნდია საჭირო. ამის მიღწევა კი შეუძლებელია, თუ გუნდის წევრები ყოველ წამს იმაზე ფიქრობენ, თუ რა მოხდება ზამთარში.

დღეს ყველა იმაზე წუწუნებს, რომ ფეხბურთი ბიზნესად არის გადაქცეული და ამ პრობლემის გადაჭრაზე არავინ ფიქრობს. ვთვლი, რომ უფრო მკაცრად უნდა ვიმოქმედოთ. პასუხისმგებლობა ჩვენზეა,” – აცხადებს ვენგერი.

არსენ ვენგერი: “გუნდში რთული სიტუაციაა, ფეხბურთელები უნდა გავუშვათ”

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა “სტოკ სიტისთან” განცდილი მარცხის შემდეგ (1-0) პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ გუნდი რამდენიმე ფეხბურთელმა უნდა დატოვოს.

“რთული მდგომარეობაა. პირველ რიგში, მინდა გუნდიდან ფეხბურთელები წავიდეს. “არსენალს” ბევრი ფეხბურთელი ჰყავს და მათი ხელმძღვანელობა ადვილი არ არის.

ძალიან ბევრი გუნდია მსგავს სიტუაციაში და ამიტომაცაა სატრანსფერო ბაზარზე სიტუაცია ასე მშვიდი. ჩვენ ამ მომენტისთვის 33 ფეხბურთელი გვყავს რაც ძალიან ბევრია.

ასეთი თამაშის შემდეგ ტრანსფერებზე ფიქრის სურვილი ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ გუნდმა უნდა გაუშვას ფეხბურთელები,” – აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.

არსენ ვენგერი: “ბოდიშს გიხდით, ისევ აქ რომ ვარ”

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა, რომელიც “მეთოფეთა” თავკაცის რანგზე 1996 წლიდან იმყოფება, იმ გულშემატკივრებზე ისაუბრა, რომლებიც მუდამ აკრიტიკებენ მას.

“ბოდიშს გიხდით, ისევ აქ რომ ვარ! მესმის, რომ თქვენ ჩემი მოკვლა გსურთ, მაგრამ ამ დროისთვის მე ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ.

როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე გავდიოდით, ხალხი იმის გამო მაკრიტიკებდა, რომ ტიტულს ვერ ვიგებდით. ახლა კი, როცა ტიტული მოვიგეთ, ჩემპიონთა ლიგაზე არყოფნის გამო მაკრიტიკებენ.

ეს ჩვეულებრივი რამ არის ფეხბურთში და მიჩვეულიც ვარ. მაქსიმალურად ვცდილობ ჩემს საქმიანობაზე ვიყო კონცენტრირებული და გუნდს თითქმის ყველა ტიტული მოვაგებინო,” – აცხადებს ვენგერი, რომელიც მომავალ სეზონში ევროპა ლიგაზე იასპარეზებს.