ლონდონის “არსენალის” ლაზარეთი ნელ-ნელა ივსება ტრავმირებული ნახევარმცველებით. უკვე რამდენიმე ხანია დაზიანება აქვს სანტი კასორლას. პრემიერ ლიგის ბოლო ტურში, “ბორნმუთის წინააღმდეგ შეხვედრაში ტრავმა მიიღო ფრანსის კოკლინმა. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ ეგვიპტელი მუჰამედ ელნენი აფრიკის თასზე ასპარეზობს.
ლონდონელთა თავკაცმა, არსენ ვენგერმა ჟურნალიტსებთან საუბარში განაცხადა, ახლა რომ მას ჯეკ უილშირი (რომელიც “ბორნმუთშია” ერთწლიანი იჯარით) გუნდში ჰყავდეს, აუცილებლად გამოიყენებდა მომავალ შეხვედრებში.
“დიახ, ამ მომენტში ჯეკი მჭირდება. ის ახლა რომ “არსენალში” იყოს, აუცილებლად მიეცემოდა დიდი სათამაშო დრო. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზაფხულში მისი განათხოვრებით შეცდომა დავუშვი. ასე რომ არ მოვქცეულიყავი, უილშირს აქამდე ძალიან ცოტა დრო მიეცემოდა, ფორმაში ვერ იქნებოდა და ახლაც ვერ გამოვიყენებდი მას.”
“ფეხბურთი ზოგჯერ უსამართლოა. სეზონის შუაში ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდები, რომ რესურსი არ გყოფნის და გაძლიერება გჭირდება. თუმცა, სეზონის დასაწყისში უნდა იფიქრო, მოაგროვო რესურსი და გუნდის ყველა რგოლი სათანდოდ დააბალანსო, რათა შემდეგ ზედმეტ სირთულეებს აარიდო თავი.”
“ვფიქრობ, უილშირის განათხოვრებით სწორად მოვიქეცი. ჯეკი გაცილებით კარგ ფორმაში დაგვიბრუნდება,” – განაცხადა ფრანგმა მწვრთნელმა.