“სევილიას” “არსენალის” თავდამსხმელი მოუნდა

ესპანურ პრესაში გავრცელებული საკმაოდ საინტერესო ინფორმაციის მიხედვით, “ესპანელმა დალაქები” ზაფხულის სატრანფერო ფანჯარაზე შეტევის ხაზის გაძლიერებას გეგმავენ.

როგორც ცნობილი ხდება, “სევილიას” ხელმძღვანელთა ყურადღება ლონდონის “არსენალის” ესპანელმა შემტევმა, ლუკას პერესმა მიიპყრო, რომელიც “ემირეიტს სტედიუმზე” გასულ წელს გადაბარგდა.

As-ის ცნობით, ესპანური კლუბი 28 წლის შემტევის გადაბირებას 17 მილიონ ფუნტად აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ესპანელმა ფეხბურთელმა 2015/16 წლების სეზონში 17 გოლის გატანა შეძლო “დეპორტივო ლა კორუნას” მაისურით.

რემსის გოლის შემდეგ მორიგი ცნობილი ადამიანი გარდაიცვალა

ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში ერთმანეთს ლონდონური გუნდები, “არსენალი” და “ჩელსი” დაუპირისპირდნენ. მატჩი დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ “მეთოფეთა” გამარვებით, 2-1 დასრულდა. გამარჯვების გოლი აარონ რემსიმ 79-ე წუთზე გაიტანა.

უელსელი ნახევარმცველის გოლის გატანას, უკვე ტრადიციულად, რომელიმე ცნობილი ადამიანის გარდაცვალება მოსდევს თან. ეს ჩვეულება, სამწუხაროდ, არც ახლა დაირღვა. ამჯერად, რემსის გოლის შემდეგ მუსიკოსი, გრეგ ოლმaნი იმსხვერპლა.

რემსი: “არსენ ვენგერი “არსენალში” უნდა დარჩეს”

ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში ლონდონური დერბი შედგა. “არსენალმა” “ჩელსი” ანგარიშით, 2:1 დაამარცხა. გამარჯვების გოლი აარონ რემსიმ გაიტანა.

შეხვედრის შემდეგ უელსელმა ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა.

“არსენ ვენგერი კლუბში აუცილებლად დარჩება. ის შესანიშნავი მწვრთნელია. არსენს ბევრი რამე აქვს გაკეთებული როგორც ჩემთვის, ასევე ყველა ფეხბურთელისთვის.”

“მატჩის მიმდინარეობის დროს წყობა შევცვალეთ, რამაც წარმატება მოგვიტანა. დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ამაში დიდი წვლილი ჩვენს მწვრთნელს მიუძღვის.”

“მიყვარს ეს ტურნირი და მადლობას ვუხდი ყველა ჩემს თანაგუნდელს, რომ ბოლომდე დაიხარჯენენ და შედეგმაც არ დააყოვნა,” – განაცხადა რემსიმ.

ლამპარდი: “ვენგერს პატარა ბავშვივით უხაროდა”

ფრენკ ლამპარდი ლონდონის “არსენალის” წარმატებას გამოეხმაურა და “მეთოფეების” დადებით მხარეებსაც გაუსვა ხაზი.

“ის, რამაც დღეს ყველაზე მეტად მომხიბლა, არის “არსენალის” ფეხბურთელების თამაში, როდესაც მათ ბურთი არ ჰქონდათ.

ბურთის კონტროლისასაც ძალიან კარგად მოქმედებდნენ იოზილისა და სანჩესის წყალობით, მაგრამ უბურთუდაც ჭკვიანურად მოძრაობდნენ. თითქოს მთელი კვირა ამაზე ვარჯიშობდნენ.

არსენ ვენგერი? დიდი ზეწოლის მიუხედავად, ის ძალიან ბედნიერი იყო, პატარა ბავშვივით უხაროდა,” – აცხადებს ფრენკ ლამპარდი.

არსენ ვენგერის პირველი კომენტარი მოგებული თასის შემდეგ

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა ინგლისის თასის მოგების შემდეგ პრესასთან ისაუბრა.

“ბრწყინვალე პერფრომანსი ვაჩვენეთ, პირველივე წუთიდან ბოლო წუთამდე დიდებულ ფეხბურთს ვთამაშობდით. ამ გუნდმა დიდი განსაცდელი გამოიარა, მაგრამ დღეს ერთიანი და გაძლიერებული იყო,” – აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.

შედეგად არსენ ვენგერი ინგლისის თასის რეკორდსმენი გახდა, როგორც პირველი მწვრთნელი, რომელმაც ეს ტიტული შვიდჯერ მოიგო – “ვამაყობ, რომ ასეთ რამეს მივაღწიე. ოქროს პრემიერ ლიგისა და ამ ტიტულის შვიდჯერ მოგება, ვამაყობ, რომ ასეთი რამ შევძელი,” – დაამატა მან.

“არსენალმა” ინგლისის თასი მოიგო! (ვიდეო)

არსენ ვენგერის “არსენალმა” წარუმატებელი სეზონი წარმატებულად დაასრულა.

საქმე ისაა, რომ “მეთოფეებმა” სეზონის ბოლო შანსის გამოყენება შეძლეს და ინგლისის თასის ფინალში ანტონიო კონტეს “ჩელსი” დაამარცხეს.

მატჩში ანგარიში მეოთხე წუთზე გაიხსნა, როდესაც ალექსის სანჩესმა კურტუას კარი მას შემდეგ აიღო, რაც ბურთი ხელით შეიგდო მეტოქეთა საჯარიმოში.

მეორე ტაიმში ვიქტორ მოზესმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანიც დატოვა, რამაც “არისტოკრატთა” შანსები კიდევ უფრო შეამცირა. მიუხედავად ამისა, კოშტამ 76-ე წუთზე მაინც შეძლო ანგარიშის გათანაბრება, თუმცა, “მეთოფეებმა” სამიოდე წუთში უპასუხეს – რემზიმ გამარჯვების გოლი გაიტანა.


“არსენალი”: ოსპინა; მონრეალი, მერტესაკერი, ჰოლდინგი; ოქსლეიდ-ჩემბერლინი (კოკლინი 83′), ჯაკა, რემსი, ბელერინი; იოზილი, სანჩესი; უელბეკი (ჟირუ 79′)

მთავარი მწვრთნელი: არსენ ვენგერი

“ჩელსი”: კურტუა; ასპილიკუეტა, ლუისი, კეჰილი; მოზესი, კანტე, მატიჩი (ფაბრეგასი 62′), ალონსო; პედრო (უილიანი 82′), კოშტა (ბატშუაი 89′), ედენ აზარი

მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე


მიზეზი, რის გამოც “არსენალის” გოლი არ უნდა ჩათვლილიყო (ვიდეო)

ინგლისის თასის ფინალურ მატჩში ანგარიში მალევე გაიხსნა. თავი ლონდონის “არსენალის” ჩილელმა სუპერვარსკვლავმა გამოიჩინა, რომელმაც მეტოქის კარი მატჩის მეოთხე წუთზე აიღო.

თუმცა, ფაქტია, რომ სანჩესის ეს გოლი არ უნდა ჩათვლილიყო, რადგანაც ამ უკანასკნელმა მანამ, სანამ ბურთი ბადეს შეეხებოდა, თამაშის წესები დაარღვია – ხელით შეეხო მას.

სანჩესი “არსენალის” წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, იოზილი სამეულშიც არაა

ლონდონის “არსენალის” ჩილელი სუპერვარსკვლავი, ალექსის სანჩესი, რომელსაც “ემირეიტსიდან” წასვლას უწინასწარმეტყველებენ, “მეთოფეებმა” წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ალექსისმა, რომელმაც მიმდინარე სეზონში 29 გოლის გატანა მოახერხა, ეს ტიტული ბოლო სამ წელიწადში მეორეჯერ მოიპოვა, 2015-16 წლების სეზონში კი ის მეორე ადგილზე გავიდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ იოზილი, რომელიც გასული წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, სამეულშიც კი ვერ მოხვდა. მეორე ადგილზე ოქსლეიდ-ჩემბერლინი გავიდა, ხოლო მესამეზე – ლორან კოშელნი.

“არსენალი” სანჩესს ექსტრაორდინარულ კონტრაქტს სთავაზობს

ბრიტანული The Daily Mail-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “მეთოფეებმა” მთავარ მიზნად ალექსის სანჩესის შენარჩუნება დაისახეს.

შეგახსენებთ, რომ ჩილელი შემტევი მიმდინარე სეზონში ლონდონელთა მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდა – 2016/17 წლების სეზონში მან 24-ჯერ დალაშქრა მეტოქის კარი პრემიერ ლიგაში, რასაც 10 საგოლე გადაცემაც უნდა დავუმატოთ.

როგორც ცნობილი ხდება, ინგლისელები მზად არიან, ჩილელ ფეხბურთელს საკმაოდ დიდი ხელფასი შესთავაზონ. საუბარია 270 000 ფუნტზე კვირაში, რაც 30 000-ით ნაკლებია იმაზე, რასაც სანჩესი ითხოვს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ჩილელი ვარსკვლავის გადაბირების სურვილი უკვე გამოთქვეს “ჩელსის”, “ბაიერნისა” და “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელებმა.

კარიკატურა: “მოუ” პრემიერ ლიგის ძლიერი მწვრთნელების თავზე დაფრინავს (ფოტო)

ჟოზე მოურინიოს “მანჩესტერ უნაიტედმა” ევროპის ლიგის ფინალში “აიაქსი” დაამარცხა. “წითელი ეშმაკები” მესამე ტიტულს დაეუფლნენ მიმდინარე სეზონში, მაშინ როცა პრემიერ ლიგის სხვა მწვრთნელებმა დიდ წარმატებას ვერ მიაღწიეს.

ამ ყველაფერთან დაკავშირებით ომარ მომანი კარიკატურას გვთავაზობს.

 

“ნაპოლი” შჩესნის 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობს

იტალიური “რომასა” და ინგლისური “არსენალის” მეკარემ, ვოიცეხ შჩესნიმ ნეაპოლიტანური გრანდის ხელმძღვანელთა ყურადღებას მიიპყრო. ამ ინფორმაციას Sportitalia-ს რედაქციაც ადასტურებს.

როგორც იცით, “ნაპოლის” ამჟამინდელ მეკარეს, პეპე რეინას არც ისე კარგი ურთიერთობა აქვს კლუბის პრეზიდენტთან, აურელიო დე ლაურენტისთან და კლუბის დატოვებასაც აპირებს. დე ლაურენტისი კი შესნიში რეინას ბრწყინვალე შემცვლელს ხედავს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ პოლონელი მეკარე კვლავ “არსენალის” კუთვნილებაში იმყოფება და მასსა და “მეთოფეთა” კლუბს შორის არსებულ კონტრაქტს ვადა 2018 წლის ივნისში ეწურება.

წყაროს ცნობით, “ნაპოლი” 27 წლის შესნის 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობს.

კარიკატურა: ოთხიანმა ვენგერს კლოპთან “უღალატა” (ფოტო)

არსენ ვენგერთან რიცხვი ოთხი დიდი ხანია, დაკავშირებულია. ბოლო წლებში “არსენალი” პრემიერ ლიგაში სწორედ ამ ადგილის დაკავებას ახერხებს. თუმცა, წელს ეს ტრადიცია არ გაგრძელდა. “მეთოფეები” მეხუთე პოზიციაზე გავდინენ, ხოლო მათი “კუთვნილი” ადგილი იურგენ კლოპის “ლივერპულმა” დაიკავა.

ომარ მომანიმაც არ დააყოვნა…