როგორ უპასუხა ჰუტმა ალექსის სანჩესის პოსტს? (ფოტო)

“ლესტერ სიტის” მცველმა, რობერტ ჰუტმა ალექსის სანჩესის პოსტს დამცინავად უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ “არსენალსა” და “ლესტერს” შორის გამართული მატჩის ბოლო წუთებზე უსიამოვნო ეპიზოდი დაფიქსირდა – ფუქსმა აუტის მოწოდებისას ბურთი განზრახ გაარტყა სანჩესს, რომელიც მისთვის ხელის შეშლას ცდილობდა.

ჩილელმა ბურთის მორტყმის შემდეგ ცოტა ხნით დაიცადა, შემდეგ კი მომაკვდავივით დაეცა ძირს. სიმულაციისთვის იგი ყვითელი ბარათით დასაჯეს, თუმცა გაფრთხილების გარეშე არც ფუქსი დარჩა.

მატჩის შემდეგ ალექსის სანჩესმა საზოგადოებას უჩვენა, რომ ნასროლმა ბურთმა მას ტუჩი გაუხეთქა.

ჰუტმა კი სანჩესს ასეთი პოსტით უპასუხა: “ცოტა დამრჩა “არსენალთან” მატჩში მიღებული ტრავმის მოშუშებამდე”.

“არსენალმა” “ლესტერი” ბოლო წუთებზე გატეხა (ვიდეო)

ოთხშაბათს, 26 აპრილს პრემიერ ლიგის 28-ე ტურის გადადებული მატჩები გაიმართა.

ლონდონის “არსენალმა” საშინაო არენაზე მოქმედი ჩემპიონი “ლესტერ სიტი” მიიღო, რომელიც საკმაოდ ცუდ სეზონს ატარებს და მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა.

მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას მასპინძელთა გუნდი ფლობდა, თუმცა ისინი გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ. საბოლოოდ მატჩში ერთადერტი გოლი რობერტ ჰუტმა გაიტანა, ოღონდ საკუთარ კარში.


“არსენალი”: ჩეხი; მონრეალი, კოშელნი, გაბრიელი; გიბსი (უელბეკი), ჯაკა, კოკლინი (რემსი), ბელერინი; იოზილი, უოლკოტი; სანჩესი

მთავარი მწვრთნელი: არსენ ვენგერი

“ლესტერ სიტი”: შმეიხელი; სიმფსონი, ბელალუნი (გრეი), ჰუტი, ფუქსი; მარეზი, ნდიდი, დრინქვოთერი, ოლბრაიტონი; ულოა, ვარდი

მთავარი მწვრთნელი: შექსპირი


რემზი: “არსენალისთვის” ყველა მატჩი ფინალია!”

ლონდონის “არსენალი” ამჟამად პრემიერ ლიგაში 57 ქულით მეშვიდე ადგილზეა და კიდევ შვიდი შეხვედრა აქვს ჩასატარებელი.

აარონ რემზიმ გუნდის ამჟამინდელ მდოგმარეობაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ჩვენთვის ყველა შეხვედრა ფინალია. ეს შვიდი მატჩი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. სწორედ ისინი გადაწყვეტენ იმას, მივაღწევთ თუ არა ამჟამინდელ საწადელს: შევიდეთ ოთხ საუკეთესო კლუბს შორის.”

“მეთოფეები” ერთიანი გუნდი ვართ. ძალიან მოტივირებულები ვართ და გვინდა, ყველა შეხვედრაში ერთ შედეგს მივაღწიოთ – გამარჯვებას! “მანჩესტერ სიტისთან” მატჩში დავამტკიცეთ, რომ დიდ ძალას წარმოვადგენთ. ჩვენ დამსახურებულად გავედით ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში,”- განაცხადა აარონმა.

აგენტმა ლუკას პერესის მომავალზე ისაუბრა

ლუკას პერესის აგენტმა ყოველგვარი ინფორმაცია უარყო, რომლის მიხედვითაც, “დეპორტივოს” ყოფილი ფეხბურთელი ლონდონის “არსენალიდან” წასვლაზე ფიქრობს.

“ეს ყველაფერი სიმართლეს ნამდვილად არ შეესაბამება, ჩვენ არავისთან არ გვისაუბრია ამ საკითხთზე.

ლუკასსა და “არსენალთან” კონტრაქტი კიდევ სამი წლით აკავშირებს.

ზაფხულში, როდესაც სეზონი დასრულებული იქნება, ამაზე საუბრის დრო გვექნება, მაგრამ ახლა ის მხოლოდ “არსენალზე” ფიქრობს,” – აცხადებს პერესის აგენტი.

“მარსელი” ოლივიე ჟირუს გადაბირებას შეეცდება

ფრანგული “მარსელის” ხელმძღვანელებმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მთავარ მიზნად ოლივიე ჟირუს გადაბირება დაისახეს. ამ ინფორმაციას Sky Sports-ის რედაქცია ავრცელებს.

როგორც იცით, ფრანგმა თავდამსხმელმა ახლახან გაახანგრძლივა ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი (2020 წლამდე), თუმცა “მარსელს” სჯერა, რომ 20 მილიონი ფუნტი ყველაფერს შეცვლის.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ მიმდინარე სეზონში ჟირუმ თამაში სასტარტო შემადგენლობიდან მხოლოდ 14-ჯერ დაიწყო. მის ანგარიშზე კი 13 გატანილი გოლია.

გაბრიელ ჟეზუსმა ტრავმა მოიშუშა

“მანჩესტერ სიტის” ბრაზილიელი თავდამსხმელი, გაბრიელ ჟეზუსი თამაშში დაბრუნდა.

როგორც იცით, “ქალაქელთა” ახალწვეულმა “ბორნმუთთან”, 13 თებერვალს გამართულ მატჩში საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო და ამ დრომდა გადიოდა რეაბილიტაციის პროცესს.

ჟეზუსზე საუბრისას, გვარდიოლამ განაცხადა: “ის ახლა გაცილებით უფრო კარგად გამოიყურება. დღეს მან გუნდთან ერთად ივარჯიშა და ძალიან კარგ ფორმაშია. ის გუნდთან ერთად გაემგზავრება “უემბლიზე”, შემდეგ კი ვნახავთ, შეძლებს თუ არა თამაშს.”

შეგახსენებთ, რომ საქმე ინგლისის თასის ნახევარფინალური ეტაპის მატჩს ეხება, რომელშიც “სიტის” “არსენალის” წინააღმდეგ მოუწევს ძალების მოსინჯვა.

“ნაპოლი” მზადაა, “არსენალს” შესნის სანაცვლოდ 10 მილიონი გადაუხადოს

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, “ნაპოლის” ხელმძღვანელები აქტიურად მუშაობენ ვოიცეხ შესნის ტრანსფერზე.

როგორც ცნობილი ხდება, ნეაპოლელები მზად არიან, 10 მილიონი ევრო გადაუხადონ “არსენალს” შესნის სანაცვლოდ, რომელიც ამჟამად “რომაშია” განათხოვრებული.

“ნაპოლი” ალტერნატივად ალექს მერეტისა და მატია პერინის ტრანსფერებსაც განიხილავს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ “ჯალაროსის” ხელმძღვანელები დიდად კმაყოფილები არ არიან პოლონელი მეკარის თამაშით და მის სანაცვლოდ 10 მილიონის გადახდას არ აპირებენ. ასე რომ, “ნაპოლის” მისი გადაბირების საკმაოდ კარგი შანსი აქვს.

რომელი კლუბის მაისურით თამაშობდა დონალდ ტრამპის ვაჟი ფეხბურთს? (ფოტო)

ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვაჟი კამერებმა თეთრი სახლის ეზოში, ფეხბურთის თამაშისას გამოიჭირეს.

აღსანიშნავია, რომ 11 წლის ბერონ ტრამპი მთლიანად ლონდონის “არსენალის” საშინაო ფორმაში იყო გამოწყობილი.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ლონდონური კლუბის მფლობელმა, სტენ კრონკემ იანვრის თვეში მილიონი დოლარი გადარიცხა დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ფონდში.

“არსენალმა” “მიდლსბრო” დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა (ვიდეო)

ლონდონის “არსენალმა” პრემიერ ლიგის 33-ე ტურის ეგიდით გამართულ მატჩში გასაჭირში მყოფი “მიდლსბროს” დამარცხება მოახერხა, რომელმაც არსენ ვენგერის გუნდს საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გაუწია.

მატჩში ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს (42) გაიხსნა, როდესაც ალექსის სანჩესმა შეძლო მეტოქეთა კარის აღება. მასპინძლებმა მეტოქეებს 50-ე წუთზე უმასპინძლეს, თავი ნეგრედომ გამოიჩინა. გამარჯვების გოლი კი მესუტ იოზილმა გაიტანა 71-ე წუთზე – 1:2.


“მიდლსბრო”: გუსანი; ფაბიო (ფრენდი 17′), გიბსონი, აიალა, ბარაგანი; დე რუნი(ჟესტედე 78′), ლედბიტერი, კლეიტონი; რამირესი, ნეგრედო, დაუნინგი;

მთავარი მწვრთნელი: სტივ აგნიუ

“არსენალი”: ჩეხი; გაბრიელი, კოშელნი, ჰოლდინგი; ოქსლეიდ-ჩემბერლინი, რემზი, ჯაკა, მონრეალი; იოზილი, სანჩესი; ოლივიე ჟირუ

მთავარი მწვრთნელი: არსენ ვენგერი


ვენგერი მომავალზე საუბრისას: “ყველაფერს “არსენალი” შეგვატყობინებს”

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა საკუთარ მომავალზე საუბრისას აღნიშნა, რომ ბოლო სიტყვა მაინც კლუბის ხელმძღვანელობას ეკუთვნის და რომ საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ ისინი გაასაჯაროებენ.

“ჩემს მომავალთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას კლუბი გაგაცნობთ. სხვას ვერაფერს გეტყვით.

რა თქმა უნდა, მინდა, პრე-სეზონის მატჩებისთვის გუნდი მე მოვამზადო, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. მე მხოლოდ ჩემი მოვალეობების შესრულებას ვცდილობ.

ნამდვილად ვერ გეტყვით, როდის გაკეთდება ოფიციალური განცხადებს, რადგანაც ამის შესახებ არაფერი ვიცი. მთლიანად მომდევნო მატჩებზე ვარ კონცენტრირებული,” – აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.

პრემიერ ლიგა: 31-ე ტურის სიმბოლური გუნდი (ფოტო)

გასულ სამშაბათს და ოთხშაბათს პრემიერ ლიგის 31-ე ტურის მატჩები შედგა. უპრინციპულესი შეხვედრა მოიგო ლონდონის “ჩელსიმ”, რომელმაც “მანჩესტერ სიტი” მინიმალური  სხვაობით (2:1) დაამარცხა. როგორც იქნა, იმარჯვა “არსენალმაც”. სამი ქულის მოპოვება ვერ მოახერხეს “ლივერპულმა” და “მანჩესტერ უნაიტედმა”. გვაკვირვებს “ლესტერი”, რომელმაც ბოლო მატჩში ტურში 15 ქულა მოიპოვა.

Goal.Com-ი აღნიშნული ტურის სიმბოლურ გუნდს გვთავაზობს.

შმეიხელი, დევისი, გაბრიელი, ჰუტი, ბელერინი, აზარი, ალი, დემბელე, ოზილი, რედმონდი, დინი.

 

 

 

ვენგერი: “მეოთხე ადგილზე გასვლა არც ისე ადვილია”

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა პრესასთან გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობასა და მეოთხე ადგილზე გასვლასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრა.

“20 წელია, რაც მეოთხე ადგილზე გამყავს გუნდი და ყოველთვის ისე ჩანს, თითქოს ეს არაფერს ნიშნავდეს.

ახლა კი, უეცრად ეს უმნიშვნელოვანესი ხდება. ერთი მხრივ, მიხარია კიდეც, რომ ხალხი ხვდება, მეოთხე პოზიციაზე გასვლა არც ისე ადვილია.

ამ დღეებში გვარდიოლამაც აღიარა, რომ ინგლისში მეოთხეზე გასვლა ტიტულის მოგების ტოლფასია. ეს ძალიან რთულია, ხალხი ამას უნდა ხვდებოდეს,” – აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.