ბალაკი: “ოზილი ამ გუნდში უნდა გადავიდეს”

მესუთ ოზილს ლონდონის “არსენალთან” კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულზე ეწურება. “მეთოფე” ახალ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას არ ჩქარობს. რაც დრო გადის, იზრდება იმის შანსი, რომ გერმანელმა გამთამაშებელმა “არსენალი” დატოვოს.

ლეგენდარული ფეხბურთელი, მიხაელ ბალაკი მის თანამემამულეს ურჩევს, რომ მიუნხენის “ბაიერნში” გადავიდეს.

“მესუთი საოცარი ფეხბურთელია. მის კლასში ეჭვი არავის შეაქვს. მისით ძალიან ბევრი კლუბია დაინტერესებული.”

“თუ ოზილს უნდა, რომ მნიშვნელოვანი ტიტულები მოიგოს, “ბაიერნში” უნდა გადავიდეს. ეს მისთვს იდეალური ვარიანტია.”

“შესაძლოა, ბევრი ეჭვობდეს, რომ ბავარიელებმა 28 წლის ოზილში 50 მილიონი ევრო არ გადაიხადონ. თუმცა, თუ შენ გინდა შეინარჩუნო ფავორიტის სტატუსი ნებისმიერ ტურნირზე, უნდა მოიყვანო მსოფლიო კლასის ფეხბურთელები. შესაბამისად, დიდი ინვესტიციის ჩადებაც მოგიწევს,” – აცხადებს გერმანელი.

 

 

ანრი: “არ ვფიქრობ, რომ ვენგერმა “არსენალი” უნდა დატოვოს”

ლონდონის “არსენალში” არც ისე კარგი სიტუაციაა. გუნდმა პრემიერ ლიგის ბოლო ორი მატჩი წააგო და მეოთხე ადგილზე იმყოფება. გულშემატკივართა უმრავლესობა არსენ ვენგერის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს, თუმცა ასე არ ფიქრობს “მეთოფეების” ლეგენდა, ტიერი ანრი.

ფრანგმა ფეხბურთელმა ლონდონურ კლუბში განვითარებული მოვლენების მიზეზებზე ისაუბრა.

“თეორიული შანსი იმისა, რომ  “არსენალმა” პრემიერ ლიგა მოიგოს, რა თქმა უნდა, არსებობს. თუმცა, აქვთ კი ამის შესაძლებლობა ფეხბურთელებს? ვფიქრობ, ისინი არ არიან გაცნობიერებულები იმაში, თუ რისთვის და როგორ უნდა იბრძოლონ. “მეთოფეებს” მენტალური პრობლემები აქვთ. მათ არ გააჩნიათ თავდაჯარებულობა და შესაბამის მომენტში ადეკვატურად ვერ მართავენ თავიანთ თავებს. აღნიშნული “ჩელსისთანაც” გამოჩნდა.”

“არ ვფიქრობ, რომ არსენმა გუნდი უნდა დატოვოს. მთავრი პრობლემა სპორტსმენებშია. შეცვლის ვენგერი მის ტაქტიკასა და ფეხბურთელებთან განსხვავებული მიდგომით სხვაგვარად წარიმართება სიტუაცია? არ ვიცი, ზუსტად ვერაფერს ვიტყვი.”

“მენტალური სიძლიერე ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტია. შარშან “ლესტერი” ჩემპიონი გახდა, ზაფხულზე მათ ლიდერები შეინარჩუნეს თუმცა ახლა ვხედავთ ცხრილში სად იმყოფებიან. რა დაკარგეს მათ? თავდაჯერებულობა, ის, რაც დღევანდელ “არსენალს” არ აქვს,” – აცხადებს ანრი.

 

კონტე: “ეს ჩვენი საუკეთესო გამოსვლა არ იყო, თუმცა გამარჯვება მნიშვნელოვანია”

ინგლისის პრემიერლიგის 24-ე ტურის ცენტრალური მატჩი “სტემფორდ ბრიჯზე” გაიმართა, სადაც ლონდონის “ჩელსიმ” თანაქალაქელი “არსენალი” მიიღო. შეხვედრა “ლურჯების” გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა. ალონსოს, აზარისა და ფაბგრეგასის გოლებს ოლივიე ჟირუმ უპასუხა. ამ გამარჯვებით “არისტოკრატებმა” ძალიან დიდი (12-ქულიანი) უპირატესობა მოიპოვეს მეორეადგილოსან “ტოტენჰენთან” (თუმცა, “სპურსებს” ერთით ნაკლები მატჩი აქვთ ჩატარებული).

დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, ჟურნალისტებს “ჩელსის” მწვრთნელი, ანტონიო კონტე ესაუბრა.

“ეს არ იყო ჩვენი საუეკეთესო გამოსვლა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ.”

“კიდევე ერთხელ ვიმეორებ, ჯერ ტურნირი არ დასრულებულა და, შესაბამისად, არაფერი მოგვიგია. ძალიან ბევრი რამე შესაძლებელია, მოხდეს. არ უნდა ავყვეთ ემოციებს და, მხოლოდ და მხოლოდ, კონკრეტულ შეხვედრაზე ვკონცენტრირდეთ,” – აცხადებს ანტონიო კონტე.

დრაქსლერმა იოზილი “პარის სენ-ჟერმენში” მიიწვია

იულიან დრაქსლერმა ლონდონის “არსენალის” ვარსკვლავს, მესუტ იოზილს პრემიერ ლიგის დატოვებისა და ლიგა 1-ში გადმოსვლისაკენ მოუწოდა.

“არის ერთი ფეხბურთელი, რომლის ხილვაც ჩემს გუნდში მსურს, მაგრამ მეშინია, ამას რამე სირთულე არ მოჰყვეს – ძალიან მინდა იოზილი ჩემს აქ თამაშობდეს.

მჯერა, რომ მას მსოფლიოს ნებისმიერ გუნდში შეუძლია თამაში. თუ ის აქ გადმოვა, მას დიდი სიამოვნებით მიიღებენ,” – აცხადებს დრაქსლერი, რომელმაც ახლახან დატოვა გერმანული “ვოლფსბურგი”.

ცნობისთვის გეტყვით, რომ იოზილმა წლევანდელ სეზონში 9 გოლისა და 7 საგოლე გადაცემის ჩაწერა მოახერხა საკუთარ აქტივში.

ვენგერი: “ჩელსის” ამ ფეხბურთელის შეძენა ორჯერ ვცადე”

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა “ჩელსის” ნახევარდაცვის ბურჯზე, ნ’გოლო კანტეზე ისაუბრა. ფრანგმა განაცხადა, რომ მისი თამამემამულის შეძენას ორს სხვადასხვა შემთხვევაში ცდილობდა.

“ვუყურე “ლივერპულისა” და “ჩელსის” შორის გამართულ შეხვედრას. იმ თამაშში ლონდონელების ქულის მოპოვებაში განუსაზღვრელი წვლილი ნ’გოლომ შეიტანა. სულაც არაა გასაკვირი, რომ ლონდონელები ახლა იმ პოზიციაზე იმყოფებიან, სადაც ადრე “ლესტერი” იყო. კანტეს მიერ, “მელიების” დატოვების შემდეგ კი მათი ნახევარდაცვა ისეთი ეფექტური ვეღარ არის.”

 

“რა თქმა უნდა, კონტეს გუნდის წარმატებაში დიდ როლს კოშტა და აზარი თამაშობენ, თუმცა კანტეც შეუდარებელია. მისი გავლენა აშკარად შესამჩნევია.”

“მიცდია თუ არა მისი შეძენა? დიახ, თანაც, ორ სხვადასხვა დროს: როცა ის საფრანგეთში თამაშობდა და, ასევე, “ლესტერში” ასპარეზობის დროს. დეტალებს ვერ გეტყვით, თუმცა სამწუახროა, რომ ყველაფერი ასე მოხდა, ” – განაცხადა ვენგერმა.

პრემიერ ლგის 23-ე ტური: ყველაზე ცუდი ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები

დასრულდა პრემიერ ლიგის 23-ე ტური. ლიდერებიდან, მხოლოდ “მანჩესტერ სიტიმ” მოახერხა მოგება. მართალია, “ჩელსიმ” “ლივერპულთან” სტუმრად 2 ქულა დაკარგა, თუმცა კონტეს ბიჭები ცხრილს მთელი ცხრაქულიანი უპირატესობით ლიდერობენ.

ცუდად მისდის საქმე რანიერის, რომლის “ლეტსერმა” კიდევ ერთი მატჩი დათმო. ამჯერად “მელიებმა” “ბარნლისთან” მინიმალური ანგარიშით წააგეს და გასავარდნ ზონას უფრო მიუახლოვდნენ.

Goal.Com-ი ნახსენები და სხვა მოვლენებიდან გამომდინარე, 23-ე ტურის ყველაზე ცუდი ფეხბურთელების სიმბოლურ გუნდს გვთავაზობს.

 მინოლე, კრისველი, მატიპი, ფონტე, მუსტაფი, აზარი, კოკლინი, მხითარიანი, ვარდი, ჟირუ, ფირმინო.

აზარი: “ეს ორი გუნდი ჩვენი მთავარი მეტოქეა”

ლონდონის “ჩელსი” შესანიშნავ სეზონს ატარებს. ანტონიო კონტეს გუნდი 23 ტურის შემდეგ პრემირ ლიგას 56 ქულით ლიდერობს და მეორეადგილოსანს მთელი ცხრა ქულით უსწრებს.

გუნდის ერთ-ერმა ლიდერმა, ედენ აზარმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგის ტიტულში მათი მთავარი შემცილებლები, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “არსენალი” არიან.

“ვფიქრობ, ჩვენს მთავარ მეტოქეებს “მანჩესტერი” და “არსენალი” წარმოადგენენ.”

“მართალია, მოურინიოს გუნდმა პირველ ნახევარში ბევრი ქულა დაკარგა, თუმცა ახლა “წითელი ეშმაკები” შესანიშნავად გამოიყურებიან. მათ ბოლო შეხვედრები კარგად ჩაატარეს და ვფიქრობ, ამ ტემპს შეინარჩუნებენ.”

“იმედია, ისინი მეორე ან მესამე აგდილზე მაღლა არ დაამთავრებენ ასპარეზობას.”

“ტოტენჰემიც” კარგი გუნდია. ისინი ხომ ახლა მეორე პოზიციაზე იმყოფებიან. თუმცა “მანჩესტერი” და “არსენალი” უფრო გამოცდილები არიან. ეს ჩემი აზრია, შესაძლოა, ვცდები,” – აცხადებს ედენი.

 

 

ოფიციალურად: “არსენალმა” ფეხბურთელი “ბრაიტონში” გაანათხოვრა

სატარანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს კიდევ ერთი ტრანსფერი განხორციელდა. ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელი, ჩუბა აკპომი ჩემპიონშიფის ლიდერ, “ბრაიტონში” იჯარის წესით წავიდა. ეს ინფორმაცია ამ უკანასკენლი გუნდის გვერდმა დაადასტურა.

21 წლის ინგლისელი თავდამსხმელი ლონდონური კლუბის აღზრდილია. მან პროფესიონალური კარიერა 2013 წელს დაიწყო, თუმცა ძირითადად არენდის წესით სხვადასხვა კლუბში იმყოფებოდა. მაგალითად, გასულ წელს იგი “ჰალ სიტის” პრემიერ ლიგაში დაწინაურებაში დაეხმარა. ამ გუნდის შემადგენლობაში 3 გოლი გაიტანა.

აკპომი “ბრაიტონში” სეზონის ბოლომდე დარჩება.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (28 იანვარი)


“არსენალს” ფორვარდი ტოვებს


ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი “მეთოფეთა” ახალგაზრდა ფორვარდის, სტეფ მავიდიდის განათხოვრებას აპირებს. ამ ინფორმაციას ცნობილი გამოცემა, ESPN გვაწვდის.

შეგახსენებთ, რომ მავიდიდი გასულ სეზონში “არსენალის” 21-წლამდელთა გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 30 მატჩში გატანილი 17 გოლით.


მარსიალის მომავალი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას


Manchester United FC v VfL Wolfsburg - UEFA Champions League

Sky Sports-ის ჟურნალისტების მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგმა ფორვარდმა, ანტონი მარსიალმა უკვე დაიწყო ჩემოდნების ჩალაგება.

ცნობისთვის გეტყვით იმასაც, რომ 21 წლის შემტევმა პრემიერ ლიგის წლევანდელი სეზონის მხოლოდ 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რაც მისთვის სასიამოვნო მაჩვენებელი ნამდვილად არ არის.


ტოლისომ “იუვესთან” შეათანხმა


ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელებმა “ლიონთან” კორენტინ ტოლისოს 40 მილიონიანი ტრანსფერი შეათანხმეს. იტალიელი ჟურნალისტის, ალფრედო პედულას ცნობით, ტოლისო ტურინელებს მომავალ ზაფხულს შეუერთდება.

როგორც იცით, 22 წლის ფრანგი ფეხბურთელი გასულ ზაფხულს ძალიან ახლოს იყო “ნაპოლიში” გადაბარგებასთან, მაგრამ საბოლოოდ, მან მაინც ლიგა 1-ში დარჩენა გადაწყვიტა.


ან ზიდანი დარჩება, ან მორატა


Cadena SER საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, მადრიდის “რეალის” ესპანელ ფორვარდს, ალვარო მორატას ზინედინ ზიდანთან თანამშრომლობა აღარ უნდა.

როგორც ცნობილი ხდება, მორატამ, რომელმაც გასული ორი სეზონი “იუვეში” გაატარა, კლუბს მკაცრი ულტიმატუმი წაუყენა: კლუბს ან ზინედინ ზიდანი დატოვებს, ან ის.


“ჩელსი” სირიგუს ტრანსფერს უახლოვდება


ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელები “პარის სენ-ჟერმენის” მეკარის, სალვატორ სირიგუს ტრანსფერს კიდევ უფრო მიუახლოვდნენ. ამ ინფორმაციას იტალიური Tuttomercatoweb ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ “არისტოკრატთა” რიგების დატოვების სურვილი მათმა მეორე მეკარემ, ასმირ ბეგოვიჩმა გამოთქვა, რომელიც სწორედ სირიგუმ უნდა ჩაანაცვლოს.


დიბალა “იუვესთან” ახანგრძლივებს?


ტურინის “იუვენტუსის” არგენტინელი ფორვარდი, პაულო დიბალა “ბებერ ქალბატონთან” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე თანახმაა. ამ ინფორმაციას gianlucadimarzio.com-ის ადმინისტრაცია გვაწვდის.

როგორც ცნობილი ხდება, “ბარსელონასა” და “რეალის” სამიზნე ტურინული კლუბის დირექტორთა შეხვედრას დაესწრო, სადაც ამ პირებმა მისი კონტრაქტის საკითხი განიხილეს და შეთანხმებასაც მიაღწიეს.

ტეო უოლკოტმა მსოფლიოს რიგით მესამე საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

ლონდონის “არსენალის” შემტევმა, ტეო უოლკოტმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მისი გადმოსახედიდან, გარეტ ბეილი მხოლოდ ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ჩამორჩება.

“სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, რომ ასე იქნებოდა, მაგრამ მსოფლიოს რიგით მესამე საუკეთესო ფეხბურთელი ამ დროისთვის გარეტ ბეილია. თუმცა, ეს მხოლოდ ჩემი აზრია.

შეუძლებელია არ აღიარო მისი ძალა, როდესაც ფიქრობ, თუ როგორ მოახერხა მარცხენა მცველმა იმ დონემდე მისვლა, სადაც მას ორივე ფლანგსა და 10 ნომრის პოზიციაზეც შეუძლია თამაში.

მისი არ მჯეროდა, მაგრამ მან არაერთხელ დაამტკიცა, რომ ვცდებოდი,” – განაცხადა მან.

ვის ჰყავს ყველაზე ახალგაზრდა გუნდი პრემიერ ლიგაში?

ცნობილი ბრიტანული გამოცემა, The Telegraph ძალზედ საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებს გვაწვდის, პრემიერ ლიგის გუნდების საშუალო წლოვანებასთან დაკავშირებით.

ბრიტანული გაზეთის ცნობით, ინგლისის უმაღლეს ჩემპიონატში ყველაზე გამოცდილი გუნდი უოლტერ მაცარის “უოტფორდს” ჰყავს, ყველაზე ახალგაზრდა – მაურისიო პოჩეტინოს “ტოტენჰემს”.


20. “უოტფორდი”

საშუალო ასაკი: 29 წელი და 316 დღე

ყველაზე ახალგაზრდა: მაიკლ ფოლივი – 18 წელი და 335 დღე

ყველაზე ხნიერი: აურელიო გომესი – 35 წელი და 345 დღე


17. “მანჩესტერ სიტი”

საშუალო ასაკი: 28 წელი და 303 დღე

ყველაზე ახალგაზრდა: ალეიშ გარსია – 19 წელი და 212 დღე

ყველაზე ხნიერი: ვილი კაბალიერო – 35 წელი და 120 დღე


10. “ჩელსი”

საშუალო ასაკი: 27 წელი და 235 დღე

ყველაზე ახალგაზრდა: ოლა აინა – 20 წელი და 109 დღე

ყველაზე ხნიერი: ჯონ ტერი – 36 წელი და 49 დღე


7. “არსენალი”

საშუალო ასაკი: 27 წელი და 99 დღე

ყველაზე ახალგაზრდა: აინსლი მაიტლანდ-ნილსი – 19 წელი და 150 დღე

ყველაზე ხნიერი: პიტერ ჩეხი – 34 წელი და 251 დღე


5. “მანჩესტერ იუნაიტედი”

საშუალო ასაკი: 27 წელი და 87 დღე

ყველაზე ახალგაზრდა: ტიმოტი ფოსუ-მენსა- 19 წელი და 23 დღე

ყველაზე ხნიერი: მაიკლ კერიკი – 35 წელი და 182 დღე


2. “ლივერპული”

საშუალო ასაკი: 26 წელი და 14 დღე

ყველაზე ახალგაზრდა: ბენ ვუდბარნი – 17 წელი და 103 დღე

ყველაზე ხნიერი: რაგნარ კლავანი – 31 წელი და 87 დღე


1. “ტოტენჰემი”

საშუალო ასაკი: 25 წელი და 266 დღე

ყველაზე ახალგაზრდა: ჯოშ ონომა – 19 წელი და 274 დღე

ყველაზე ხნიერი: მაიკლ ვორმი – 33 წელი და 98 დღე


ელნენი: “მინდა, რომ “არსენალის” ლეგენდა გავხდე”

მუჰამედ ელნენი 2015 წლის ზაფხულზე “ბაზელიდან” ჩაირიცხა ლონდონის “არსენალში”. მან ჯერ ნამდვილად ვერ მოიპოვა არსენ ვენგერის სრული ნდობა. მიუხედავად ამისა, ეგვიპტელი ნახევარმცველი უკვე “მეთოფეთა” ლეგენდობაზე ოცნებობს.

“მინდა, რომ ამ კლუბის ლეგენდა გავხდე.”

“დიდი სურვილი მაქვს, “არსენალში” ისეთივე სახელი დავტოვო, როგორიც – ტიერი ანრიმ. ვგულისხმობ, დაახლოებით მსგავსებას. ყველა ფეხბურთელი, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია. მეც მაქვს ჩემი სათამაშო სტილი, რომლითაც ხალხს, მინდა, თავი დავამახსოვრო,” – აცხადებს ელნენი.