ოფიციალურად: მერტესაკერმა “არსენალთან” გაახანგრძლივა

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ლონდონურმა კლუბმა პერ მერტესაკერს კონტრაქტი გაუხანგრძლივა.

“კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არ გამართულა, რადგანაც ამის საჭიროება უბრალოდ არ იყო. ჩვენ წინა კონტრაქტში ჩადებული პუნქტი გამოვიყენეთ.

ეს გადაწყვეტილება წლის დასაწყისში უნდა მიგვეღო. რა თქმა უნდა, ამაზე ბევრი არ გვიფიქრია.” – აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.

შეგახსენებთ, რომ მერტესაკერი “არსენალის” ღირსებას 2011 წლამდე იცავს, მისი ახალი კონტრაქტი კი 2018 წელს იწურება.

ადებაიორი: “არსენალი” ამ ფეხბურთელების გარეშე არაფერია”

ლონდონის “არსენალის” ლიდერებს, მესუთ ოზილსა და ალექსის სანჩესს კლუბთან კონტრაქტები 2018 წლის ზაფხულზე ეწურებათ. გერმანელი და ჩილელი ახალი ხელშეკრულებების დადებას არ ჩქარობენ.

ლონდონური კლუბის ყოფილმა (2005-2009) თავდამსხმელმა, ემანუელ ადებაიორმა ჟურნალისტებთან ნახსენები ორი მოთამაშის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“არსენალს” შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს, თუმცა, თუ სანჩესი ტრავმას მიიღებს, არ ვიცი, რომელი სპორტსმენით შეძლებენ მის შეცვლას.”

“როცა “ჩელსიში” აზარმა ტრავმა მიიღო, იგი ვილიანმა ჩაანაცვლა. როცა ვილიანსაც დაზიანება ჰქონდა, მოზესი დადგა მის ადგილზე. “არსენალის” მთავარი პრობლემა კი ისაა, რომ ისინი მთლიანად სანჩესსა და ოზილზე არიან დამოკიდებულნი,” – აცხადებს ტოგოელი.

გნაბრი: “პრემიერ ლიგაში დაბრუნებას არ გამოვრიცხავ”

სერჟ გნაბრიმ კარიერა 2012 წელს ლონდონის “არსენალში” დაიწყო. გერმანელმა ბოლო მომენტში გამოანათა, თუმცა, საბოლოოდ, მაინც ვერ მოიკიდა ფეხი არსენ ვენგერის პირველ გუნდში და სამშობლოში დაბრუნდა.  როგორც იცით, იგი ბრემენის “ვერდერის” ღირსებას იცავს. მან აღნიშნული გუნდის მაისურით, ბუნდესლიგის 15 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

21 წლის მოთამაშეს ჰკითხეს, მომავალ ზაფხულს აპირებს თუ არა გუნდის დატოვებას.

“ახლა არ ვფიქრობ ჩემს მომავალზე. ამ წლების მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვანი ის ვისწავლე, რომ სეზონის მიმდინარეობისას, მხოლოდ და მხოლოდ, კონკრეტულ მატჩზე უნდა მოახდინო კონცენტრაცია. მეც ასე ვარ. ამ მომენტში “ვერდერის” ფეხბურთელი ვარ და ამ გუნდში წარმატებული ასპარეზობა მსურს.”

“ჩემი მომავალიც ზუსტად იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ვითამაშებ ამ სეზონში. ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ მომავალ ზაფხულს პრემიერ ლიგაში დავბრუნდე,” – განაცხადა ახალგაზრდა სპორტსმენმა.

არსენ ვენგერი: “ოზილმა მეტი გოლი უნდა გაიტანოს”

მესუთ ოზილი ლონდონის “არსენალში” შესანიშნავ სეზონს ატარებს. მან ყველა ტურნირზე ჩატარებულ 23 შეხვედრაში ცხრა გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემაც გააკეთა.

“მეთოფეთა” თავკაცი, არსენ ვენგერი აცხადებს, რომ თურქ-გერმანელი სპორტსმენისგან კიდევ უფრო მეტს მოელის. ფრანგ სპეციალისტს უნდა, ოზილმა უფრო ბევრი გოლი გაიტანოს.

“მესუთი იდეალური ფეხბურთელია. თუმცა, ის ასპექტი, რომელშიც მისი გაუმჯობესება მინდა, გოლების გატანაა.”

“ვგრძნობ, რომ ოზილი სწორი გზით ვითარდება, თუმცა ამ დონის ტალანტს ხშირად აკრიტიკებენ, რადგან მისგან უფრო და უფრო მეტს მოელიან.”

“როცა მესუთის თამაშს უყურებ, ფიქრობ, რომ მის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს, ამიტომ, მუდამ ამბობ: “მიდი რა, გვაჩვენე უფრო მეტი.”

“ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ, რომლებიც ყოველ დღე განვითარებას ვცდილობთ. მთავარია, გავაანალიზოთ, რომ ცხოვრებაში მეტი გვსურს. ამის შემდეგ უნდა მოვძებნოთ მეტის მიღწევის გზა და მივყვეთ მას,” – განაცხადა ფრანგმა მწვრთნელმა.

“ატლეტიკომ” ალექსის სანჩესს დაუმიზნა

მადრიდის “ატლეტიკოს” ხელმძღვანელები მზად არიან ფრანგული “პარის სენ-ჟერმენის” სამიზნისათვის, ალექსის სანჩესისათვის იბრძოლონ. აღნიშნულ ინფორმაციას ჩილური გამოცემები ავრცელებენ.

როგორც იცით, “მეთოფეთა” ერთ-ერთი ლიდერი ბრიტანულ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს. საფეხბურთო ექსპერტებს კი სჯერათ, რომ ჩილელი შემტევი შესაფერის წინადადებას ელოდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ საფრანგეთის ჩემპიონები ინგლისელებს 70 მილიონი ევროს სთავაზობენ სანჩესის სანაცვლოდ, რისი შეთავაზებაც “ატლეტიკოსთვის” ადვილი ნამდვილად არ იქნება.

El Grafico-ს ცნობით, მადრიდელები დანებებას არ აპირებენ და მზად არიან რიგი მოლაპარაკებები აწარმოონ, რათა სანჩესი მომდევნო სეზონის დაწყებამდე გაიფორმონ.

“არსენალმა” მეშვიდე დივიზიონში მოთამაშე ფეხბურთელს გაუფორმა კონტრაქტი

ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელებმა ინგლისის მეშვიდე დივიზიონში მოთამაშე “ედნესფორდ თაუნის” ახალგაზრდა მცველს, კოენ ბრემელს გაუფორმეს კონტრაქტი.

20 წლის ფეხბურთელი უკვე შეხვდა “მეთოფეთა” სამწვრთნელო შტაბს და სამედიცინო შემოწმების გავლაც მოასწრო.

ბუნებრივია, “არსენალის” ახალწვეული თავდაპირველად 23-წლამდელთა გუნდში გამოცდის საკუთარ ძალებს. მასზე ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი, სტივ გეთინგი იზრუნებს.

კუმანს და გვარდიოლას უილშირი მოუნდათ

ლონდონის “არსენალის ფეხბურთელი, ჯეკ უილშირი არსენ ვენგერმა გასულ ზაფხულს “ბორნმუთში” გაანათხოვრა. არენდის მთავარი მიზანი ის იყო, რომ ინგლისელ ნახვეარმცველს რაც შეიძლება მეტი სათამაშო დრო მიეღო და სასურველ კონდინციებში ჩამდგარიყო.

ჯეკი ნელ-ნელა იბრუნებს ფორმას და მისადმი ინტერესს სხვა კლუბებიც იჩენენ. The Mirror იტყობინება, რომ ასეთ კლუბთა სიაში შედი ლივერპულის “ევერტონი”. რონალდ კუმანი უილშირის სათამაშო სტილის მოტრფიალეა და მისი გუნდის შუა ხაზის გაძლიერებას სწორედ ჯეკით გეგმავს.

 

საგულისხმოა, რომ 25 წლის სპორტსმენის მიმართ ინტერესს პეპ გვარდიოლაც იჩენს. კატალონიელ მწვრთნელს განზრახული აქვს, რომ უილშირი მომავალ სეზონში ფერნანდინიოს შეუწყვილოს.

ერთი სიტყვით, მიუხედავად კარიერაში მძიმე პერიოდისა, ჯეკს მთხოვნელები არ აკლია. საინტერესოა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მომავალ ზაფხულზე, როგორც ვენგერი, ასევე თავად ფეხბურთელი.

ვენგერი: “ის ახალი ეშლი კოული იქნება”

ლონდონის “არსენალმა” მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ინგლისური “ჰედნესფორდ თაუნიდან” სულ რაღაც 40 000 ფუნტად 20 წლის მცველი, კოჰენ ბრემოლი შეიძინა.

ლონდონური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა ახალგაზრდა ფეხბურთელზე ისაუბრა.

“ბრემოლი შევიძინეთ და ვფიქრობ, სწორი ნაბიჯი გადავდგით. მართალია, ჯერ ის არაა მზად პრემიერ ლიგაში სათამაშოდ, თუმცა გააჩნია განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემები. მას აქვს ის თვისებები, რაც ჰქონდა ახალგაზრდა ეშლი კოულს,” – განაცხადა ვენგერმა.

20 წლის სპორტსმენი თავდაპირველად “არსენალის” 23 წლამდე გუნდში იასპარეზებს, სადაც მარცხენა მცველის პოზიციაზე კონკურენციის გაწევა მარკ ბოლასთვის მოუწევს.

არსენ ვენგერი: “ერთი კვირაა, იოზილი თვალითაც არ მინახავს”

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც “მეთოფეებს” მათი ერთ-ერთი ლიდერის, მესუთ იოზილის გარეშე უწევთ თამაში.

“ერთი კვირაა, რაც იოზილი თვალითაც არ მინახავს.” – ასეთი განცხადება გააკეთა ფრანგმა სპეციალისტმა “ბორნმუთთან” გამართული მატჩის წინ, რომელიც ფრედ, 3-3 დასრულდა.

“ბევრი სულაც არ მიფიქრია, როდესაც ის განაცხადს მიღმა დავტოვე. იოზილი კვლავ საწოლში წევს.

ის ჩვენთვის ხელმისაწვდომი არც ახლა არის და არამგონია, მომდევნო მატჩში შეძლოს ჩვენი დახმარება.” – დაამატა ვენგერმა, რომლის გუნდიც პრემიერ ლიგაში მომდევნო მატჩს 14 იანვარს, “სუონსი სიტის” წინააღმდეგ გამართავს.

“არსენალი” ახალგაზრდა მცველის შეძენასთან ახლოსაა

ინგლისური გამოცემა, Non-League Paper-ი იტყობინება, რომ ამ სატრანსფერო ფანჯარაზე ლონოდნის “არსენალის” სამიზნე ინგლისური “ჰედნესფორდ თაუნის” მცველი, კოჰენ ბრემოლია.

ირკვევა, რომ კლუბებს შორის 20 წლის სპორტსმენის თაობაზე უკვე მოხდა მოლაპარაკება და საქმის დასრულებას, მხოლოდ და მხოლოდ, კონტრაქტზე ხელის მოწერა აკლია. მარცხენა მცველი, სავარაუდოდ, 2 წლიან კონტრაქტს გააფორმებს კლუბთან.

“არსენალის” ხელმძღვანელობამ მასიმილიანო ალეგრის დაუმიზნა

The Sun-ის მიერ გავრცელებულ უახლეს ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი ლონდონის “არსენალის” დირექტორთა ინტერესთა სფეროშია მოქცეული.

როგორც იცით, “მეთოფეთა” ამჟამინდელი თავკაცი, არსენ ვენგერი ჯერ ვერ ახერხებს კლუბთან ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას. მსგავსად ვენგერისა, ალეგრის კონტრაქტიც საკმაოდ მალე, ზაფხულში იწურება. რაც ამ ტრანსფერის შანსებს ზრდის.

ცნობისთვის გეტყვით იმასაც, რომ 49 წლის ალეგრის “ბებერ ქალბატონთან” ერთად მოგების 69 პროცენტიანი მაჩვენებელი აქვს.

წყაროს ცნობით, ალეგრის აგენტი უკვე დაუკავშირდა ინგლისური გრანდის შტაბს.

კოშელნი: “ვესტ ბრომის” დამარცხებით დავამტკიცეთ, რომ ჩემპიონობის შანსი არ დაგვიკარგავს”

ლორან კოშელნი თვლის, რომ “ვესტ ბრომვიჩთან” მინიმალური სხვაობით მოპოვებულ გამარჯვებას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ლონდონური კლუბისათვის ისევე როგორც ფსიქოლოგიური, ასევე მატერიალური თვალსაზრისით.

“ასეთი თამაშების მოგებით გუნდს თვითრწმენა უბრუნდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის, იმისათვის, რომ ფორმა შეინარჩუნო და ზედიზედ რამდენიმე მატჩი მოიგო.

სეზონში პირველი მატჩის წაგების შემდეგ, მოგებათა სერია უნდა წამოვიწყოთ. გასულ კვირას ორი მატჩი დავთმეთ, მოგებებზე უნდა გადავერთოთ, ეს აუცილებელია.

რაც მთავარია, სიმშვიდეს ვინარჩუნებთ, რადგანაც ყველამ იცის, რომ გამოსავლის პოვნა შეგვიძლია. ამ გამარჯვებით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეგვიძლია.”