იოზილი და კასორლა “არსენალის” მატჩზე კომენტატორების როლში მოგვევლინენ (ვიდეო)

ერთი წლის წინ ლონდონის “არსენალმა” პრემიერ ლიგის შეხვედრაში “მანჩესტერ იუნაიტედი” მიიღო და, ანგარიშით, 3:0 დაამარცხა მეტოქე.

1 წლის შემდეგ შეხვედრის ვიდეოჩანაწერს მესუთ იოზილმა და სანტი კასორლამ კომენტარი გაუკეთეს.

კოშელნი: “ის, რასაც სანჩესი აკეთებს, წყალზე ფეხით გასვლის ტოლფასია”

ლონდონის “არსენალის” მცველის, ლორან კოშელნის აზრით, ფაქტი, რომ ალექსის სანჩესმა ოლივიე ჟირუს არყოფნის პერიოდში შეტევითი ხაზის ლიდერობა იკისრა და თანაც ასე კარგად ასპარეზობს წყალზე გასვლის ტოლფასია.

“ევრო 2016-ის შემდეგ, გუნდს გვიან შევუერთდით. ასე რომ, ვარჯიშზე უფრო მეტი უნდა გვემუშავა, რათა ახალ სეზონს სრულ მზადყოფნაში შევხვედროდით.

“არსენალის” წინა ხაზზე საკმაოდ დიდი კონკურენციაა. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ალექსის სანჩესი წყალზე დადის, მისი ძირითადიდან ამოგდება ძალიან რთული იქნება.

ოლივიეს ძალიან კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ მას უფრო დიდი პრობლემებიც გადაუჭრია. გვჯერა, რომ ის ძველ ფორმას დაიბრუნებს.”

Calcio Mercato: “არსენალმა” “მონაკოს” ახალგაზრდა ტალანტს დაადგა თვალი

ლონდონური “არსენალის” ხელმძღვანელები ფრანგული “მონაკოს” ახალგაზრდა ვინგერის, კილიან მბაპეს გადაბირებით არიან დაინტერესებულნი. ამ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Calcio Mercato ავრცელებს.

გეტყვით იმასაც, რომ ჩრდილო ლონდონურ კლუბს 17 წლის ფეხბურთელის გადაბირებისათვის ტურინის “იუვენტუსისა” და “პარის სენ-ჟერმენისათვის” მოუწევს კონკურენციის გაწევა.

კილიან მბაპე საფეხბურთო სამყარომ პირველად მარტში გაიცნო, როდესაც მან ტიერი ანრის რეკორდი დაამხო და ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელსაც “მონაკოს” მაისურით ჰქონდა გოლი გატანილი.

ვენგერის ოცწლიანი “არსენალის” საუკეთესო სიმბოლური ნაკრები (ფოტო)

ლეგენდარული მწვრთნელი, არსენ ვეგნგერი უკვე 1996 წლიდან უდგას ლონდონის “არსენალს” სათავეში.

Goal.Com-ი ამ დროის მანძილზე “მეთოფეთა” რიგებში მოთამაშე საუკეთესო 11 ფეხბურთელისგან შემდგარ სიმბოლურ ნაკრებს გვთავაზობს.

სიმანი, კოული, კოსშელნი, ადამსი, ლორენი, პირსი, ჯილბერტო, ვიერა, ლიუნგბერგი, ანრი, ბერგკამპი.

ალექს აივობი: ” როცა 14 წლის ვიყავი, გუნდიდან კინაღამ გამიშვეს”

ლონდონური “არსენალის” ნიგერიელი ტალანტი, ალექს აივობი აცხადებს, რომ ინგლისელები მისი კლუბიდან გაშვებას აპირებდნენ, თუმცა

“როცა 14 წლის ვიყავი, გუნდიდან კინაღამ გამიშვეს, იგივე განმეორდა 16 წლის ასაკშიც. პროფესიონალური კონტრაქტი კი კლუბთან ახლახან გავაფორმე.

განსაკუთრებით რთული პერიოდი 14 წლის ასაკში მქონდა, თითქმის დავიჯერე, რომ წინსვლას ვერ შევძლებდი. ამას სკოლაც ემატებოდა, რაც საკმაო სტრესში მამყოფებდა.

ხოლო, როცა 16 წლის ვიყავი, კლუბის დატოვების შანსი მქონდა, თუმცა ყოველთვის ვგრძნობდი, რომ “არსენალი” ის ადგილი იყო, სადაც უნდა ვყოფილიყავი.

ფაქტი, რომ შანსები კვლავ მეძლევა ძალიან მახარებს. მინდა კლუბისთვის საუკეთესო გავაკეთო.”

Daily Telegraph: ინგლისური ფეხბურთის ასოციაციაში არსენ ვენგერის კანდიდატურასაც განიხილავენ

Daily Telegraph-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, ინგლისური ფეხბურთის ფედერაცია არსენ ვენგერისა და “არსენალის” დაცილებას აპირებს.

როგორც იცით, ინგლისის ნაკრების აწ უკვე ყოფილი თავკაცი, სემ ალარდაისი დაკავებული პოსტიდან დღეს, მას შემდეგ გადააყენეს, რაც ის უცხოელ ინვესტორებთან მოლაპარაკებისას გამოიჭირეს, რაც მას აკრძალული ჰქონდა.

ბრიტანული მედია კი ირწმუნება, რომ “მეთოფეთა” ფრანგი თავკაცი, რომელიც უკვე მეოცე წელია, რაც ლონდონურ გრანდს წვრთნის, საკმაოდ ახლოსაა “სამი ლომის” ჩაბარებასთან.

გეტყვით იმასაც, რომ ვენგერს “არსენალთან” არსებული კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. კლუბის ხელმძღვანელი, სტან კროენკე კი ამ დრომდე ამაოდ ცდილობს მისი სერვისის გახანგრძლივებას.

“არსენალი” – “ბაზელი”: ჯაკა და სანჩესი მატჩს ძირითადიდან იწყებენ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში, რომელშიც არსენ ვენგერის “არსენალი” “ბაზელს” უნდა დაუპირისპირდეს, სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა გრანიტ ჯაკა, რომელიც გასულ ზაფხულში გადაიბარეს “მეთოფეებმა”.

“არსენალის” სასტარტო თერთმეტეული: ოსპინა; ბელერინი, მუსტაფი, კოშელნი, მონრეალი; კასორლა, ჯაკა; უოლკოტი, იოზილი, აივობი; სანჩესი.

სათადარიგოთა სკამი: ჩეხი, გიბსი, გაბრიელი, პერესი, ოქსლეიდ-ჩემბერლეინი, რეინე-ადელაიდე, ელნენი.

“ბაზელის” სასტარტო თერთმეტეული: ვაჩლიკი; მაიკლ ლანგი, ზუხი, ჯაკა, ბალანტა, ტრაორე; ბიარნასონი, ზუფი, ფრანსონი; დუმბია, შტეფენი.

სათადარიგოთა სკამი: ვაილატი, გაბერი, სპორარი, დელგადო, ელიუნუსი, ჰოუგი, კალა

უოლკოტი: “არსენალს” გამარჯვება “ჩელსიზე” მეტად სწყუროდა”

ლონდონის “არსენალის” შემტევმა, ტეო უოლკოტმა ლონდონურ დერბიში “არისტოკრატთა” განადგურების (3-0) შემდეგ, აღნიშნა, რომ არსენ ვენგერის ბიჭები უფრო მონდომებულად თამაშობდნენ, ვიდრე მათი მოწინააღმდეგეები, რამაც მეტნაკლებად მატჩის შედეგი განაპირობა.

ამ კვირაში ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. ჩვენ გავაანალიზეთ წარსული, ვიცით რა მოხდა წინათ. თუმცა, ახლა მთავარი აწყმოა.

ეს გუნდი ძალზედ მბრწყინავი და ახალგაზრდაა და ამასთანავე საკმაოდ გამოცდილიც.

თითოეული ფეხბურთელი ამ მატჩზე იყო კონცენტრირებული – იმ 11 კაცს, რომელიც მოედანზე თამაშობდა, გამარჯვება მეტოქეზე უფრო მეტად უნდოდათ.”

ვენგერმა ანტონიო კონტეს გაკვეთილი ჩაუტარა (ვიდეო)

ახლახან დასრულდა პრემიერ ლიგის მე-6 ტურის ცენტრალური მატჩი, რომელსაც “ემირეიტს სტედიუმმა” უმასპინძლა. სწორედ “მეთოფეთა” საშინაო არენამ უმასპინძლა ლონდონურ დერბის, რომელიც ძალიან დაძაბული უნდა გამომდგარიყო.


“არსენალი”: პეტრ ჩეხი; ბელერინი, მუსტაფი, კოშელნი, მონრეალი; კასორლა, კოკლინი; უოლკოტი, მესუტ იოზილი, აივობი; ალექსის სანჩესი

მთავარი მწვრთნელი: არსენ ვენგერი

“ჩელსი”: ტიბო კურტუა: ივანოვიჩი, კეჰილი, ლუისი, ასპილიკუეტა; ნ’გოლო კანტე; ედენ აზარი, მატიჩი, ფაბრეგასი, ვილიანი; დიეგო კოშტა

მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე

გოლი: სანჩესი 11′, უოლკოტი 14′, იოზილი 40′


ტერი ტრავმირებულია, ფაბრეგასის თამაში საეჭვოა – როგორ ითამაშებს “ჩელსი” “არსენალთან”?

ლონდონის “ჩელსის” მთავარ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს დღეს გასამართ ლონდონურ დერბიმდე რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.

“ლურჯებს” დაცვის რამდენიმე მთავარი მოთამაშე აკლია, დაცვის რომელიც აქამდე არაერთ შეცდომას უშვებდა. ცესკ ფაბრეგასი კი სასტარტოში მოხვედრის მთვარი კანდიდატია “ლესტერთან” გაფორმებული დუბლის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ კონტეს ბიჭებმა ბოლო სამი მატჩიდან სამივეში მოახერხა 2 გოლის გაშვება : “სუონსისაგან”, “ლივერპულისა” და “ლესტერ სიტისაგან”. “არსენალს” კი შეტევაში საკმაოდ კარგად აქვს საქმე.

გუნდის კაპიტანი, ჯონ ტერი თამაშს ვერ შეძლებს, კონტეს კი სავარაუდოდ დავიდ ლუისისა და გარი კეჰილის დაწყვილება მოუწევს ცენტრში. კლუბის 23 მილიონიანი შენაძენი, მარკოს ალონსო კი სათადარიგოთა სკამს დაუბრუნდა.

ფაბრეგასს, რომელსაც პრემიერ ლიგის არცერთი მატჩი არ დაუწყია სასტარტოდან, სავარაუდოდ ოსკარის, ან ნემანია მატიჩის ჩანაცვლება მოუწევს.

შეტევაზე კვლავინდებურად დიეგო კოშტა იზრუნებს, დაცვის ფლანგებს კი სავარაუდოდ ივანოვიჩი და ასპილიკუეტა ჩაიბარებენ. სასტარტოში უნდა მოხვდნენ ისეთი ფეხბურთელებიც, როგორებიც არიან: კურტუა, აზარი, ვილიანი და კანტე.

“არსენალი” – “ჩელსი”: სიმბოლური კომბინირებული შემადგენლობა (ფოტო)

24 სექტემბერს, 20:30 საათზე პრემიერ ლიგის მეექვსე ტურში ერთმანეთს ლონდონის “არსენალი” და ლონდონის “ჩელსი” დაუპირისპირდებიან.

Goal.Com-ი ლონდონურ დერბიში მონაწილე გუნდების მოთამაშეებისგან შემდგარ სიმბოლურ გუნდს გვთავაზობს.

არსენ ვენგერი “რეალის” ვარსკვლავში დიდ თანხას იხდის

როგორც გავლენიანი ინგლისური გამოცემა, Mirror-ი იტყობინება, ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი სერიოზულადაა დაინტერესებული მადრიდის “რეალის” თავდამსხმელით, კარიმ ბენზემათი.

ირკვევა, რომ ფრანგი სპეციალისტი ბენზემას სანაცვლოდ 40 მილიონ ფუნტის გადახდას აპირებს ამ ზამთარში.

წესით, ვენგერს ძალიან უნდა გაუჭირდეს “ბლანკოსის” ძირითადი თავდამსხმელის ყიდვა, რადგან ზიდანი ასე მარტივად მის თანამემამულეს “რეალიდან” ნამდვილად არ გაუშვებს.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე.