სანჩესი: “როცა გოლების გატანას ვერ ვახერხებ, თავს დამნაშავედ ვგრძნობ და ვერ ვიძინებ”

ალექსის სანჩესმა აღიარა, რომ “არსენალის” წარუმატებლობას პირად მარცხად თვლის და აღნიშნა, რომ ხშირად ყოფილა შემთხვევები, როცა ამის გამო ღამის ‘თეთრად’ გატარება მოუწია.

“როცა გოლების გატანას ვერ ვახერხებ, ვთვლი, რომ გუნდის ჩავარდნა ჩემი ბრალია, თავს დამნაშავედ ვგრძნობ.

სახლში მივდივარ, თუმცა დაძინებას ვერ ვახერხებ. მთელ დროს იმაზე ფიქრს ვუთმობ, თუ როგორ გავხდე უკეთესი.” – განაცხადა 27 წლის ჩილელმა, რომელიც ტრავმის შემდგომ არც თუ ისე კარგად გამოიყურება.

ალექსის სანჩესი, არსენ ვენგერის გუნდთან ერთად ბოლო ათი წლის მანძილზე პრემიერ ლიგის პირველი ტიტულის მოპოვებას აპირებს, თუმცა ამ დროისთვის “მეთოფეები” პირველადგილოსან “ლესტერს” 8 ქულით ჩამორჩებიან.

კრიხოვიაკი “არსენალისა” და “მანჩესტერ სიტის” ინტერესთა სფეროში მოექცა

The Sun-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის “არსენალი” და “მანჩესტერ სიტი” მზად არიან ზაფხულში კრიხოვიაკისთვის იბრძოლონ, რომელიც ამჟამად ესპანეთში ასპარეზობს.

26 წლის დაცვითი ტიპის ნახევარმცველის გადაბირება, რომელიც უნაი ემერისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფეხბურთელია, არსენ ვენგერს ზამთარშიც სურდა, თუმცა საბოლოოდ მის ნაცვლად მუჰამედ ელნენი იყიდეს “ბაზელიდან”.

მართალია ეგვიპტელი დაიმატეს, თუმცა დიდია შანსი, რომ “მეთოფეთა” რიგები მიკელ არტეტამ და მატიე ფლამინიმ დატოვოს. ასე რომ პოლონელისთვის ადგილი ნამდვილად იქნება “ემირეიტსზე”.

რაც შეეხება, მანჩესტერული გრანდის ინტერესს, კრიხოვიაკის გადაბირება პირადად პეპ გვარდიოლას სურს. აქვე გეტყვით, რომ ადრე პოლონელს “რეალსა” და “იუვენტუსსაც” უკავშირებდნენ.

#შაბათის ევროტური: რონალდუს პერფრომანსი, ჰიდინკის რეკორდი და დღის სხვა მთავარი ამბები

შაბათი, 2016 წლის 5 მარტი: დღე, როდესაც “ასტონ ვილამ” სწორედ იმდენი გაიტანა, რამდენიც “პარის სენ-ჟერმენმა”, “ბაიერნმა” და “ბორუსიამ”.

ინგლისი. მოიგო კი “ლესტერმა”?

დიახ. როგორც იცით, “ლესტერის” ლიდერ, რიად მარეზი ბოლო დროს მოედანს გოლის ან ასისტის გარეშე არ ტოვებს, რაც გუნდზე უდიდეს გავლენას ახდენს. შაბათის გმირიც სწორედ ალჟირელი ფეხბურთელი აღმოჩნდა, რომელმაც ბრწყინვალე გოლი გაუტანა “უოტფორდის” მეკარეს, გომესს. 0-1. “ლესტერი” პირველზეა.

ინგლისურ გრანდებს განსაკუთრებით აშინებთ ის ფაქტი, რომ “ლესტერმა” პირველ ნომრად თამაში ისწავლა – კარგა ხანია, რაც მათი ბურთის ფლობის მაჩვენებელი 50%-ს სცილდება. გარდა ამისა, “უოტფორდთან” მატჩში მათი გადაცემების 73% აღმოჩნდა ზუსტი. საბოლოო ჯამში კი “მელიებმა” მასპინძლებს 13 სახიფათო შეტევა აკმარეს.

დღეისათვის “ლესტერი” წარმოადგენს მონსტრს, რომელსაც ჩამოყალიბება ჯერ კიდევ არ დაუსრულებია, ისინი ჯერ კიდევ ვითარდებიან და იძენენ ახალ ძალებს. გასულ სეზონში “მელიების” შემოსავალი რეკორდულ მაჩვენებელს მიუახლოვდა, კიდევ უფრო მეტი იქნება წელს. შესაბამისად ჩემპიონთა ლიგისთვის “ლესტერმა” შესაძლოა რამოდენიმე სუპერტრანსფერიც განახორციელოს. .

და კიდევ: – “ლესტერმა” ისტორიაში პირველად მოახერხა პრემიერ ლიგის ერთ სეზონში 17 მოგების დაგროვება.

ინგლისი. მოიგო კი ან “ტოტენჰემმა”? ან “არსენალმა”?

ნამდვილად არა. რა მოხდა ჩრდილო-ლონდონურ დერბიში: რემზიმ ნამდვილი შედევრი შემოგვთავაზა (გოლი ცხრიანში); გააძევეს კოკლენი (ფლანგზე კეინის წესების დარღვევით შეჩერებისთვის); ალდერვეირელდის გოლი კუთხურის შემდგომ; კეინის ბრწყინვალე ‘პარაშუტი’; ალექსის სანჩესის პროფესიონალური გოლი (პირველი გოლი პრემიერ ლიგაში ოქრომბრის შემდგომ) და მსაჯის შეცდომა (დაიერი უნდა გაეგდო).

სულ ესაა – 2:2. ვენგერმა მატჩის შემდოგმ კვლავ განაგრძო საუბარი ჩემპიონობის შანსებზე (14 წელია ამაზე ლაპარაკობს). მაურისიო პოჩეტინო კი ბედნიერია იმით, რომ “მამლები” “მეთოფეებზე” მაღლა იმყოფებიან სატურნირო ცხრილში. არც ერთს მოუგია და არც მეორეს, ერთადერთი ვინც მოიგო იყო კლაუდიო რანიერი, რომლის თვალებიც კიდევ უფრო გაბრწყინდა პრემიერ ლიგის ტიტულის მოლოდინში. 

და კიდევ:

• ინგლისში მხოლოდ 4-ჯერ მოხდა, რომ გუნდი რომელიც ჩემპიონატის დასრულებამდე 9 ტურით ადრე 5 ქულიან ჰანდიკაპს ფლობდა ჩემპიონი ვერ გახდა. ბოლოს მსგავსი რამ ორი წლის წინ მოხდა, როცა “ლივერპული” მეორეზე გავიდა.

• ჰარი კეინს ბოლო 4 დერბიში 3 გოლი აქვს გატანილი.

• რემზის მიერ გატანილი გოლი პირველი შემთხვევა იყო, როცა იმ მატჩში “მეთოფეებმა” კარში დაარტყეს.

ინგლისი. წააგო კი ჰიდინკმა?

არა. თუმცა არც მოუგია.

“სტოკ სიტი” მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში ჯაბნიდა “ჩელსის”, აქიდან გამომდინარე გოლი სრულიად ალოგიკური იყო. გოლი ასე გავიდა: ნემანია მატიჩმა უეცრად მოიპოვა ბურთი (იშვიათია ამ სეზონში), გადააწოდა ადამ ტრაორეს, რომელმაც ბრწყინვალე დარტყმით გახსნა ანგარიში, 1:0.

“ჩელსი” მატჩის მეორე ნახევარში თავს საკმაოდ კარგად იცავდა. თუმცა მატჩის მიწურულს “სტოკმა” მაინც მოახერხა გატანა : შაქირიმ საკმაოდ კარგად ჩააწოდა, კურტუას ბურთის მუშტებით მოგერიება მოუწია, რის შემდგომაც ბურთი დიუფს მიუვიდა, რომელმაც თავით ანგარიში გაათანაბრა 1:1.

კარგი ამბავი: ჰიდინკის ბიჭები 12 მატჩია არ დამარცხებულან.

ცუდი ამბავი: “ჩელსი” ცხრილის შუაგულშია გაჭედილი.

ინგლისი. განადგურდა “ასტონ ვილა”?

რა თქმა უნდა.

მატჩის პირველი ტაიმი ფრედ, 0:0 დამთავრდა. ძნელი მისახვედრი არ არის, როგორი ამაყი შევიდოდა რემი გარდი გასახდელში. სადაც ის გაიმეორებდა იმ სიტყვებს, რომელიც მხატვრულ ფილმ “გოლშია” ნახსენები: ” ეს არის მატჩი რომელიც ყველაფერს გადაწყვეტს … ჩვენ მათზე ცუდები არ ვართ … თქვენ შეგიძლიათ მოიგოთ და დაიწყოთ ახალი ერა.”

ოცნებები მალევე დაიმსხვრა. 48′ – ტურემ ანგარიში გახსნა; 50′ – აგუერომ ორი მცველი და მეკარე დაჯაბნა 0-2; 59′ – აგუერომ დუბლი გაიფორმა; 66′ – რაჰიმმა ყველაფერი დაასრულა.

და კიდევ:

• აგუერომ პენალტი ვერ გაიტანა, ვარდი კვლავ მის წინ დგას. • “სიტიში” დებიუტის შემდგომ დავიდ სილვამ 55 ასისტი ჩაიწერა აქტივში – 11-ით მეტი, ვიდრე სხვამ.

და კიდევ რა მოხდა ინგლისში: • “ევერტონი” სულ მალე გამოუშვებს წიგნს : ‘როგორ წავაგოთ მოგებული მატჩი’. “კამფეტებმა” “ჩაქუჩებთან” 2-ბურთიანი ჰანდიკაპი 10 წუთში გააქარწყლეს და “ვესტ ჰემი” წინ გაუშვეს. 2:3. • “ევერტონს” პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი წიტელ იბარათი აქვს მიღებული – 82.

ესპანეთი. აიწყვიტა რონალდუმ?

ნამდვილად. “სელტასთან” გაფორმებული პოკერის წყალობით, რონალდუ ლა ლიგის ისტორიაში მეორე საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ამასთანავე მან ბომბარდირთა დავაში გადაუსწრო ლუის სუარესსაც. პორტუგალიელმა ორი ისეთი გოლი გაიტანა, რომლისაც 27 წლის კრიშსაც შეშურდებოდა.

კიდევ რამოდენიმე ფაქტი ამ მატჩის შესახებ:

• საბოლოო ანგარიში – 7:1, მადრიდელთა სასარგებლოდ.

• ბეილი დაბრუნდა და გაიტანა კიდეც.

• ხესემაც გაიტანა.

• პეპემაც კი.

რა მოხდა გერმანიაში:

დორტმუნდელებს საკმაოდ კარგი შანსი ჰქონდათ “ბაიერნთან” სხვაობა 2 ქულამდე შეემცირებინათ, თუმცა ეს ვერ მოახერხეს. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ მატჩი, სადაც ასეთი დონის ვარსკვლავები მონაწილეობდნენ 0:0 დასრულდა. “სიგნალ იდუნა პარკზე” შეკრებილი 80 000 მაყურებელი შინ უკმაყოფილო დაბრუნდა. ერთადერთი რამ, რამაც მათი გამხიარულება შესძლო არის გვარდიოლასაც და კიმიხს შორის გამართული დიალოგი:

• “ბორუსიამ” “ბაიერნის” კარის აღება ბოლო 3 საშინაო მატჩში ვერ შესძლო.

• “ვოლფსბურგმა” “მიუნჰენგლადბახის ბორუსია” დაამარცხა (2:1) – დრაქსლერმა სეზონის მეხუთე გოლი გაიტანა.

რა მოხდა იტალიაში:

• “კიევომ” ნეაპოლელებს მატჩის დაწყებისთანავე ‘უპრწკინა’, თუმცა შედეგად 3 უპასუხო გოლი მიიღეს, რომელთაგან ერთ-ერთი იტალიური სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირმა, გონსალო იგუაინმა გაიტანა.

რა მოხდა საფრანგეთში:

• “პარის სენ-ჟერმენმა” და “მონპელიემ” ისეთივე შედეგით დაასრულეს მატჩი, როგორიც “ბაიერნმა” და “ბორუსიამ” უახლოეს მომავალში “პსჟ” ჩემპიონი გახდება. უნდათ კი ასეთი აღნიშვნა?

ვენგერი: “კოკლინი შესვენებაზე არაერთხელ გავაფრთხილეთ”

“უაით ჰართ ლეინზე” ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, “არსენალის” თავკაცმა, არსენ ვენგერმა პრესას გაუმხილა, რომ შესვენებაზე ფრანსის კოკლინი გააფრთხილა და სიფრთხილისკენ მოუწოდა. თუმცა ამ უკანასკნელმა ვენგერის მითითება არ გაითვალისწინა და გუნდი დიდ გასაჭირში ჩააგდო.

“მან იცის, რომ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა. ჩვენ ის შესვენებაზე არაერთხელ გავაფრთხილეთ. მას უნდოდა ყველაფერი მაღალ დონეზე გაეკეთებინა, თუმცა არ გამოუვიდა.

გაკვეთილი მალევე უნდა ისწავლოს. როდესაც ყვითელი ბარათი უკვე გაქვს, მსგავსი შეცდომა აღარ უნდა დაუშვა.

მსაჯის ამ გადაწყვეტილებას ვერ გავასაჩივრებ, თუმცა თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ დაიერი გასაგდები იყო. ვფიქრობ, რომ მსაჯიც ვალდებული უნდა იყოს, რომ მედიას ესაუბროს. იქნებ შესაბამისი პასუხი გაგვცეს.” – განაცხადა ვენგერმა, რომლის გუნდიც ამჟამად მესამე ადგილზე იმყოფება.

ჩეხი ერთ თვემდე გამოტოვებს

კუნთის ტრავმის გამო „არსენალის“ მეკარე პეტრ ჩეხი თამაშს 3-4 კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს. აღნიშნული ინფორმაცია გუნდის მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმაც დაადასტურა.

„ჩეხს სერიოზული ტრავმა ჰქონდა. პრობლემა „სოუნსისთან“ მატჩამდე აღმოჩნდა, მაგრამ ჩეხმა განაცხადა, რომ სათამაშოდ მზად იყო. ფეხბურთელს უნდა ვენდოთ. ჩეხი 33 წლისაა. ზოგჯერ საჭიროა, რომ ფეხბურთელებმა ხასიათი გამოავლინონ და მოედანზე მცირე ტკივილის მიუხედავად, მაინც გამოდიოდნენ“, – ციტირებს ვენგერს Goal.com-ი.

ციფრები: „არსენალი“ აუტსაიდერებზე მეტ საგოლე მომენტს ვერ იყენებს

ინგლისის პრემიერლიგაში ყველაზე მეტ საგოლე მომენტს (67,1%) „არსენალი“ ვერ იყენებს. არადა, გოლის გატანის შესაძლებლობას ჩემპიონატის აუტსაიდერებიც კი უფრო იყენებენ – „ნიუკალის“ ანალოგიური მაჩვენებელი 65,7% შეადგენს, „სუონსისა“ და „ნორვიჩს“ 63,9% აქვთ, იუწყება „სქაი სპორტსი“.

28-ე ტურში „მეთოფეებს“ კონკურენტების ქულების დაკარგვის გამოყენება შეეძლოთ, თუმცა ვენგერის გუნდია მე-16 ადგილზე მყოფ „სუონსისთან“ ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

“გვარდიოლას “არსენალში” უნდოდა გადასვლა, მისი ასისტენტი კი ანრი უნდა ყოფილიყო”

ლონდონის “არსენალის” არასახარბიელო ასპარეზობის გამო არსენ ვენგერი კრიტიკის საგანი გახდა. შინ, “სუონსისთან” დამარცხების (1-2) შემდგომ ტვიტერში მრავლად გამოჩნდა ახალი ჰეშთეგი: #WengerOut.

ბევრის აზრით არსენ ვენგერი კლუბს უახლოეს მომავალში დატოვებს. ამას გამოეხმაურა პირს მორგანი, რომლის თქმითაც “მეთოფეები” თავკაცობა პეპ გვარდიოლას სურდა, რომელიც სეზონის ბოლოს “მანჩესტერ სიტის” ჩაუდგება სათავეში.

პირს მორგანს სანდო წყარომ აცნობა, რომ პეპ გვარდიოლას “არსენალში” ტიერი ანრისთან ერთად სურდა მუშაობა, თუმცა აღნიშნული ტრანსფერი გარკვეული მიზეზების გამო ჩაიშალა.

ველბეკი:”რეშფორდს უდიდესი პოტენციალი აქვს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა და “არსენალის” ამჟამინდელმა თავდამსხმელმა, დენი ველბეკმა მანჩესტერელთა 18 წლის ვარსკვლავზე ისაუბრა, რომელმაც ბოლო ორ მატჩში 4 გოლის გატანა და მსოფლიოს გაკვირვება მოახერხა.

“ის ბრწყინვალედ გამოიყურება. პირადად მე ძალიან მიხარია მისი ასეთი დებიუტი ევროპა ლიგაზე და შემდეგ, იმავე კვირაში მშვენიერი მატჩის ჩატარება “არსენალთნ”.

თუმცაღა მან ჩვენ იმედები ნამდვილად გაგვიცრუა. მატჩის შემდგომ თავს საშინლად ვგრძნობდი. მოხარული ვარ მარკუსის წარმატებით, თუმცა იმედგაცრუებული მატჩით.

მანჩესტერში ძალიან ბევრი ტალანტი იზრდება.იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი კიდევ დიდ ხანს გაგრძელდება.” – განაცხადა ველბეკმა, რომლის გუნდმაც “წითელ ეშმაკებთან” გასვლაზე 3-2 წააგო.

დღის სიახლე: ინგლისის დიდი ხუთეული ჩემპიონთა ლიგაზე უარის თქმას აპირებს

The Sun-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით შეგვიძლია გამცნოთ, რომ ინგლისური პრემიერ ლიგის 5 უდიდესი კლუბის წარმომადგენელი ერთმანეთს შეხვდა, რათა განეხილათ ჩემპიონთა ლიგაზე უარის თქმის საკითხი.

“ჩელსის” დირექტორი ბრიუს ბაკი, “მანჩესტერ იუნაიტედის” აღმასრულებელი დირექტორი ედ ვუდვორდი, “არსენალის” აღმასრულებელი დირექტორი, ივან გასიდისი, “მანჩესტერ სიტის” აღმასრულებელი დირექტორი და “ლივერპულის” იან აირი ერთმანეთს ლონდონში შეხვდნენ.

გამოცემა გვაუწყეს, რომ დიდი ხუთეულის წარმომადგენლები მაიამიში მცხოვრები ბიზნესმენის, სტეფან როსის წინადადების განიხილეს, რომელსაც ევროპის სუპერ ლიგის შექმნა სურს, რომელშიც გრანდები მიიღებენ მონაწილეობას.

თუ დიდი გუნდების თავკაცები შეთანხმებას მიაღწევენ როსთან, ეს ჩემპიონთა ლიგას ძირს გამოუთხრის. ახალ ტურნირში დიდი გუნდები იმ შემთხვევაშიც შეძლებენ მონაწილეობის მიღებას, თუ საშინაო სარბიელზე ვერ მიაღწევენ წარმატებას.

კასორლას სეზონის დარჩენილი ნაწილის გამოტოვება ემუქრება

„არსენალის“ ნახევარმცველი სანტი კასორლა, შესაძლოა, მიმდინარე სეზონის ბოლომდე მოედანზე ვეღარ ვიხილოთ.

ფეხბურთელი აღდგენითი პროცესის დასრულებას უკვე ამ თვეში გეგმავვდა, მაგრამ მოულოდნელად აქილევსის მყესის პრობლემები გაუჩნდა. ამის შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა განაცხადა.

კასორლას გარდა, „მეთოფეთა“ რიგებში ასევე ტრავმირებულია ჯეკ უილშირი, რომელიც საერთო ჯგუფში დაბრუნებას, დაახლოებით, ერთ თვეში გეგმავს, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენს კი გამოსაჯანმრთელებლად ორი თვე მაინც დასჭირდეაბა.

ლუი ვან გაალი: “არსენალი” სულ სხვა საფეხურზე დგას”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე ლონდონის “არსენალი” შეაქო და აღნიშნა, რომ ის ამ მომენტში სულ სხვა საფეხურზე იმყოფება.

“არსენალი” ერთადერთი გუნდი იყო, რომელმაც 3-0 დაგვამარცხა. ამ დროისთვის “არსენალი” ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდია, ისინი სულ სხვა საფეხურზე იმყოფებიან.

ჩვენთვის ეს საკმაოდ დიდი გამოწვევაა. თუკი გამარჯვება გვინდა, ეს მატჩი ძალიან მაღალ დონეზე უნდა ჩავატაროთ.

ჩვენ ევროპა ლიგაზე ჩვენი მატჩი ხუთშაბათს ვითამაშეთ, მაშინ როცა “არსენალმა” – სამშაბათს. ისინი უკეთეს მდგომარეობაში არიან, თუმცა ყველაფერი მოედანზე გადაწყდება.”

მერტეზაკერი: „1/4 ფინალში გასვლის შანსი დაგვრჩა“

„არსენალის“ მცველის პერ მერტეზაკერის აზრით, „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩში ანგარიშით 0:2 მარცხის მიუხედავად, მის გუნდს შემდგომ ეტაპზე გასვლის შანსი ჯერ არ დაუკარგავს.

„ბარსელონასთან“ თამაშისას 90 წუთის განმავლბოაში მეტოქის ზეწოლასთან გამკლავება რთულია. უფრო მეტად გავრისკეთ, რის შემდეგაც „ბარსელონამ“ გიატანა. საკმარისი მომენტი გვქონდა, რათა ერთხელ მაინც გაგვეტანა. ახლა ყურადღებას პრემიერლიგაზე გადავიტანთ. „ბარსასთან“ ჯერ კიდევ საპასუხო შეხვედრა გველის და შანსები დაგვრჩა. ჩვენ არ ვნებდებით“, – განაცხადა გერმანელმა „BT Sport“-ის ეთერში.

„ბარსელონასა“ და „არსენალს“ შორის განმეორებით შეხვედრა „კამპ ნოუზე“ 16 მარტს შედგება.