“არსენალს” ლეო მესის დამატებამდე სულ ცოტა დააკლდა

როგორც ბრიტანული პრესა წერს, ლონდონის “არსენალი” სერიოზულად იყო დაინტერესებული ლონელ მესის დამატებით, როცა არგენტინელი მხოლოდ 16 წლის გახლდათ.

“მეთოფეთა” მთავარი მწვრთნელის, არსენ ვენგერის ყურადღების არეალში “ბარსელონას” ახალგაზრდა ფეხბურთელები მოხვდნენ, მათ შორის იყვნენ ლეო მესი, ჟერარ პიკე და სესკ ფაბრეგასი. “არსენალს” სულ ცოტაღა აკლდა, რომ მესი დაემატებინა, თუმცა არგენტინელს ინგლისში სამუშაო ვიზა არ მისცეს და გარიგებაც ჩაიშალა.

როგორც მოგეხსენებათ, “არსენალმა” მოგვიანებით ფაბრეგასის ტრანსფერის გაჩარხვა მოახერხა. პიკემ “მანჩესტერ იუნაიტედს” მიაშურა. რაც შეეხება მესის, მას “ბარსელონას” პირველ გუნდში დებიუტი 17 წლისა და 114 დღის ასაკში ჰქონდა, როცა კატალონიურ გუნდს ფრანკ რაიკაარდი თავკაცობდა.

 

გალათასარაის ფანებმა ლონდონი დაიპრყეს

ლონდონში გამართულ “არსენალისა” და “გალათასარაის” დაპირისპირების სანახავად ინგლისის დედაქალაქში საკმაოდ ბევრი თურქი გულშემატკივარი ჩავიდა.

მატჩის დროს მომხდარ ინციდენტზე უკვე მოგახსენეთ. შეხვედრის დაწყებამდე კი, ლონდონის ქუჩებში “გალას” ფანებმა შთამბეჭდავი მსვლელობა მოაწყვეს.

gal

thumb

არსენალი – გალათასარაი 4:1

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრაი “არსენალმა” სტამბოლის “გალათასარაის” უმასპნძლა და მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხა.

არსენალი 4-1 გალათასარაი

გოლები: უელბეკი 22′ ; 30′ (2:0); სანჩესი 41′ (3:0); უელბეკი 52′ (4:0); ილმაზი 63′ (4:1)

არსენალი – გალათასარაი შეწყდა

“არსენალსა” და “გალათასარაის” შორის მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრა რამდენიმე წუთით შეწყდა. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ასეთი გადაწყვეტილება სტუმართა გუნდის გულშემატკივრების გამო მიიღო.

თურქმა ფანებმა პიროტექნიკა აანთეს და მოედანზე ისროლეს. გულშემატკივრების დამშვიდება “გალათასარაის” ფანებმა სცადეს.

10691715_360964260726653_1482167409_n

არსენ ვენგერი: ”არსენალი” ჩემპიონთა ლიგის ფავორიტთა ოთხეულში არ შედის, მაგრამ ფეხბურთი არაპროგნოზირებადია”

ლოდნონის ”არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა, ჩემპიონთა ლიგაზე, ლონდონური კლუბის შანსები შეაფასა.

”შესაძლოა, 15 წლის წინ, ჩემპიონთა ლიგა, შედარებით გახსნილი ტურნირი იყო და ტოპ-კლასის მოთამაშეებზე, გუნდები ისეთ კონცენტრაციას არ ახდენდნენ, როგორც დღესაა. ახლა, პროგნოზების გაკეთება უფრო ადვილია, ვიდრე 10 წლის წინ, ტურნირის მოგება კი გაცილებით რთულია.”

”შესაძლოა, დღესდღეობით, ჩემპიონთა ლიგის ფავორიტთა ოთხეულში არ შევდივართ, მაგრამ ფეხბურთი არაპროგნოზირებადია და მოულოდნელობებითაა აღსავსე. მოდით, პირველ რიგში ჯგუფიდან გავიდეთ და დანარჩენზე სხვა დროს ვილაპარაკოთ.” – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

ვენგერი იანვარში ხედირას დამატებას შეეცდება

ლონდონის „არსენალის“ მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი კვლავ მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველის სამი ხედირას გადაბირებას ცდილობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგი სპეციალისტი გერმანიის ნაკრების მოთამაშესთან კონტრაქტის გაფორმებას იანვარში შეეცდება.

ამჟამად სამის ხელფასი მადრიდულ კლუბში 3,5 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო „არსენალში“ მისი ანაზღეურება, შესაძლოა, 5-6 მილიონამდე გაიზარდოს.

ცნობისთვის, „ბლანკონსთან“ კონტრაქტი ხედირას 2015 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

“ტოტენჰემის” ფანებმა მესუთ იოზილი დატროლეს

ლონდონის “არსენალსა” და ლონდონის “ტოტენჰემს” შორის გამართულ მატჩში (1:1), “ტოტენჰემის” ფანებმა მესუთ იოზილს დასცინეს.

thumb (1)

thumb

ვენგერი: „პრემიერლიგაში ევროპის საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ“

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ინგლისში მოთამაშე ფეხბრუთელების შესახებ ისაუბრა.

„აქ საუკეთესო თავდასხმაა. თუ პრემიერლიგაში მოთამაშე ტოპ კლასის ფეხბურთელებს დავაკვირდებით, ძირითადად, ისინი ევროპაში საუკეთესოთა შორის არიან.

ინგლისში ასევე კრეატიულ მოთამაშეებსაც იპოვით. საკმარისია ნახოთ მაღალი ფინანსური შესაძლებლობების მქონე კლუბების შემადგენლობა.

ინგლისის ჩემპიონატის ცხრილის მეორე ნაწილში მყოფ კლუბებსაც კი ესპანეთისა და იტალიის ლიგებში მოასპარეზე კლუბებზე უკეთესი ფინანსური მდგომარეობა აქვთ, რისი წყალობითაც მათ მსოფლიო დონის შემსრულებლების შეძენა შეუძლიათ“, – განაცადა ფეხბურთის ფრანგმა სპეციალისტმა.

პროგნოზისტთა კონკურსი (“არსენალი” — “ტოტენჰემი”)

გრძელდება ჩვენი ტრადიციული პროგნოზისტთა კონკურსი. დღეს გამოქვეყნდა მეშვიდე საკონკურსო კვირის მეოთხე მატჩის კითხვები, რომელიც “არსენალსა” და “ტოტენჰემს” შორის გასამართ შეხვედრას ეხება. კითხვები იხილეთ აღნიშნული მატჩის გვერდზე.

გამარჯვებულად ჩაითვლება ის პირველი 7 რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელიც ყველაზე მეტ სწორ პასუხს გამოიცნობს. 4-ივე კითხვაზე სწორი პასუხის ავტორს Europe bet-ის ანგარიშზე 10 ლარი დაერიცხება. თუ გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორებიც მოხვდებიან, მათ 5 ლარი დაერიცხებათ.

ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთი (პირველი) კომენტარი მიიღება, დანარჩენი კი უგულებელყოფილი იქნება.

საკონკურსო კითხვებს პასუხი უნდა გასცეთ მატჩის გვერდზე: “არსენალი” – “ტოტენჰემი”

მესუთ იოზილი “ადიდასის” რეკლამაში

ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველი მესუთ იოზილი “ადიდასის” რეკლამაში გადაიღეს.

იოზილს ორეული გამოუჩნდა

ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველს, მესუთ იოზილს ორეული გამოუჩნდა. ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ფოტო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ჰგავს ახალგაზრდა ადამიანი გერმანიის ნაკრების ფეხბურთელს.

El-parecido-del-joven-con-Ozil_54416340136_54115221154_600_396

შეგახსენებთ, რომ იოზილს ორეული აქამდეც ჰყავდა. ესპანეთში, ტუკუმანის პროვინციაში, საფეხბურთო კლუბ “ვილა სანტილიანის” ღირსებას გონსალო გალვანი იცავს.

timthumb

“არსენალს” რაბიო და ანტუნეში სურს

ლონდონის “არსენალი” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში რამდენიმე ფეხბურთელით გაძლერებას აპირებს.

“მეთოფეთა” მთავარი სატრანსფერო მიზანი “პარი სენ-ჟერმენის” 19 წლის ნახევარმცველი ადრიან რაბიო იქნება. ახალგაზრდა ფრანგმა ფეხბურთელმა პარიზულ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა. “არსენალს” ამ ტრანსფერის გაჩარხვაში იტალიური “რომა” შეეცილება.

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომლის ხილვაც არსენ ვენგერს საკუთარ კლუბში სურს, “მალაგას” მარცხენა მცველი ვიტორინუ ანტუნეში გახლავთ. პორტუგალელ მოთამაშეს ანდალუსიურ კლუბთან კონტრაქტი 2016 წელს ეწურება.