არსენალმა ახალი ფორმა ეფექტური ვიდეორგოლით წარადგინა

ლონდონის “არსენლმა” 2014/15 წლების სეზონის სათამაშო ფორმის სამი კომპლექტი ეფექტური ვიდეორგოლით წარადგინა.

„არსენალის“ ახალი ფორმა

ლონდონის „არსენალმა“ სათამაშო ფორმათა სამი კომპლექტი წარადგინა.

მიკელ არტეტამ, სანტი კასორლამ და მატიე ფლამინიმ კლუბის საშინაო, საგარეო და სარეზერვო ფორმები წარმოადგინეს.

„არსენალს“ ამიერიდან სპორტული ეკიპირების ფირმა „პუმა“ შემოსავს.

 

“მეთოფეები” სანჩესის “არსენალში” გადასვლის შემდეგ (GIF ანიმაცია)

როგორც იცით, 10 ივლისს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ჩილელი ალექსის სანჩესი “ბარსელონადან” “არსენალში” გადაბარგდა.

ამ ტრანსფერთან დაკავშირებით, ინტერნეტ-სივრცეში საკმაოდ სახალისო GIF ანიმაცია გავრცელდა.

ოფიციალურად: ალექსის სანჩესი “არსენალის” ფეხბურთელია

ჩილელი ფეხბურთელი ალექსის სანჩესი ამიერიდან ლონდონის “არსენალის” ღირსებას დაიცავს, ამ ინფორმაციას “მეთოფეები” სოციალურ ქსელ “თვითერის” საშუალებით ადასტურებენ.

“ძალიან მიხარია, რომ “არსენალში” გადმოვედი. ამ გუნდს შესანიშნავი მწვრთნელი და ფეხბურთელები ჰყავს. ძალიან მინდა, ახალ თანაგუნდელებს მალე შევხვდე და მათთან ერთად ინგლისის პრემიერ ლიგაში და ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას მივაღწიო. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ “არსენალის” გულშემატკივრების გახარება შევძლო”, – ამბობს სანჩესი.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის ფეხბურთელს კარიერის განმავლობაში “რივერ პლეიტსა” და “უდინეზეში” უასპარეზია, ბოლოს კი “ბარსელონას” ღირსებას იცავდა.

დებიუშიმ „არსენალში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა

„ნიუკასლ იუნაიტედისა“ და საფრანგეთის ნაკრების მარჯვენაფლანგელმა მცველმა მატიე დებიუშიმ გუშინ საღამოს ლონდონის „არსენალში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა.

როგორც მოგეხსენებათ, ბაკარი სანიამ ჩრდილოლონდონური კლუბი დატოვა, დებიუშის კი სწორედ მის შემცვლელად ხედავენ.

ტრანსფერის თითქმის ყველა დეტალი შეთანხმებულია. უახლოეს პერიოდში დებიუში ოფიციალურად უნდა გამოაცხადონ „არსენალის“ ფეხბურთელად.

აღსანიშნავია, რომ 28 წლის ფრანგი მცველის ტრანსფერის ღირებულება 11 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს, თუმცა თუ დებიუში თავს კარგად წარმოაჩენს, „ნიუკასლი“ გაცილებით მეტ მიიღებს.

 

ვენგერი „არსენალში“ კასილიასს იხმობს

ლონდონის „არსენალის“ თავკაცს არსენ ვენგერს საკუთარ გუნდში მადრიდის „რეალის“ კარის დარაჯის იკერ კასილიასის ხილვა სურს.

„El Mundo Deportivo“-ს ცნობით, ფეხბურთის ფრანგი სპეციალისტი „სამეფო კლუბსაც“ კი დაუკავშირდა, რათა გამოცდილი მეკარის შესაძლო ტრანსფერი განიხილოს.

შეგახსენებთ, რომ აქამდე რამდენიმე უცხოურმა წყარომ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ბლანკოსის“ ხელმძღვანელები არამხოლოდ იკერის, არამედ დიეგო ლოპესის გაშვებასაც აპირებენ.

„არსენალმა“ 16 წლის ნახევარმცველი გაიფორმა

16 წლის ინგლისელი ნახევარმცველი ბენ შიფი „ვესტ ჰემ იუნაიტედიდან“ ლონდონის „არსენალში“ გადავიდა. შიფს, რომელსაც ინგლისის ახალგაზრდულ გუნდში დებიუტი გასულ სეზონში ჰქონდა, ქვეყნის ერთ-ერთ პერსპექტიულ ფეხბურთელად თვლიან.

ბენ შიფს „ვესტ ჰემის“ მომავალ ვარსკვლავადაც მოიხსენიებდნენ, თუმცა ახალგაზრდა ნახევარმცველისთვის „ჩაქუჩების“ მიერ შეთავაზებული ახალი კონტრაქტის დეტალები მიუღებელი აღმოჩნდა და „არსენალში“ გადაბარგება გადაწყვიტა.

მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება.

 

არსენ ვენგერმა რობინ ვან პერსის მიბაძა

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი დასვენებას განაგრძობს. ფრანგი სპეციალისტი კამერებმა მაშინ დააფიქსირეს, როცა მან გულშემატკივრებს ეფექტური თამაში შესთავაზა.

ბაკარი სანია „მანჩესტერ სიტიში“ ითამაშებს

ლონდონის „არსენალის“ მცველი ბაკარი სანია მომდევნო სეზონს „მანჩესტერ სიტიში“ დაიწყებს. 31 წლის ფრანგ ფეხბურთელს „მეთოფეებთან“ მოქმედი კონტრაქტი ამა წლის 30 ივნისს ეწურება. შესაბამისად, სანია „ქალაქელებს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

ფრანგი ფეხბურთელი „არსენალის“ ღირსებას 2007 წლიდან იცავდა. მას ლონდონური კლუბის მაისურით 284 მატჩი ჩაატარა.

მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ბაკარი სანია „მანჩესტერ სიტისთან“ სამწლიან ხელსეკრულებას გააფორმებს. ფრანგი ფეხბურთელი „ქალაქელთა“ რიგებში მისთვის ჩვეული 3-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ბექა დოგრაშვილი

“არსენალისა” და “ბარსელონას” გულშემატკივრებმა ფაბრეგასის მაისურები დაწვეს

როგორც იცით, სესკ ფაბრეგასი ლონდონის “ჩელსიში” გადავიდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, ლონდონის “არსენალისა” და კატალონიის “ბარსელონას” გულშემატკივრებმა ფეხბურთელის მაისურები დაწვეს.

„არსენალი“ ინსინიეს სანაცვლოდ 21 მილიონი ევროს გადასახდელად მზად იქნება

ლონდონის „არსენალის“ ხელმძღვანელობა „ნაპოლისა“ და იტალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის ლორენცო ინსინიეს დამატებაზე ფიქრობს.

„მეთოფეები“ მზად არიან, მის სანაცვლოდ 21 მილიონი ევრო გადაიხადონ, თუ მოთამაშე მოახლოებულ მსოფლიოს ჩემპიოანტზე კარგად ითამაშებს.

რაც შეეხება „ნაპოლის“, კლუბის ხელმძღვანელობა ლორენცოს ტრანსფერთან დაკავშირებული საინტერესო წინადადებების გადასახედად მზადაა და აღნიშნული თანხა მას უნდა აწყობდეს.

ალექსანდრე მატევოსოვი

ფაბიანსკი „სუონსიში“ გადავიდა

ლონდონის „არსენალმა“ მეკარე ლუკაშ ფაბიანსკის „სუონსი სიტიში“ ტრანსფერი დაადასტურა.

პოლონელმა გოლკიპერმა უელსურ კლუბთან წინასწარი შეთანხმების გაფორმებაც კი მოასწრო, რის შესახებაც „მეთოფეთა“ ოფიციალური ვებსაიტი იტყობინება.

შეგახსენებთ, რომ „არსენალში“ ფაბიანსკი შვიდი წლის განმავლობაში ირიცხებოდა. აღნიშნულ პერიოდში „მეთოფეთა“ შემადგენლობაში მან 78 მატჩი ჩაატარა, აქედან 25 შეხვედრაში პოლონელმა კარი მშრალად შეინახა.

ალექსანდრე მატევოსოვი