“ბარსელონა” “ბაიერნთან” არტურო ვიდალის ტრანსფერს ათანხმებს

ბოლო დროს ჟურნალ-გაზეთები აქტიურად იწერებიან არტურო ვიდალსა და “ბარსელონას” არსებული კავშირების შესახებ. როგორც ჩანს, კატალონიელები საკმაოდ სერიოზულად არიან დაინტერესებულები ამ ტრანსფერით.

როგორც ცნობილი ხდება, “ბარსელონამ” უკვე შეათანახმა ტრანსფერის ფასი მიუნხენის “ბაიერნთან” – “ლურჯ-ბროწეულისფრები” ჩილელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს გადაიხდიან.

Sport.es-ის ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, ტრანსფერი უკვე შეთანხმებულია და 31 წლის ჩილელი ბარსელონაში სამედიცინო შემოწმებას უახლოეს დღეებში გაივლის.

ანჩელოტი “ნაპოლიში” “იუვენტუსის” ყოფილი ფეხბურთელის მიყვანას აპირებს

“ნაპოლი” მომავალ სეზონში ჩემპიონობისთვის აპირებს ბრძოლას. ნეაპოლიტანელებმა კლუბში უკვე მოიწვიეს ახალი თავკაცი, კარლო ანჩელოტი, რომელმაც პირველ რიგში თვალი არტურო ვიდალს დაადგა.

როგორც ცნობილი ხდება, “რეალის”, “მილანის,” პსჟ-ს”, “ჩელსისა” და “ბაიერნის” ყოფილი თავკაცი აქცენტს მებრძოლ ფეხბურთელებზე აკეთებს. საბრძოლო სულისკვეთება ჩილელ ფეხბურთელს ნამდვილად არ აკლია.

დღეს არტურო ვიდალს 31 წელი უსრულდება. მასსა და “რეკორდმაისტერს” შორის არსებულ კონტრაქტს კი ვადა 2019 წლის ივნისის თვეში ეწურება. ვიდალი “ბავარიას” 2015 წელს შეუერთდა 37.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ.

აქვე გეტყვით იმასც, რომ მარეკ ჰამშიკი საკმაოდ სერიოზულად ფიქრობს იტალიის დატოვებასა და კარიერის ჩინურ კლუბში გაგრძელებაზე.

“მანჩესტერ იუნაიტედი” “ბაიერნს” ვიდალის ტრანსფერში 60 მილიონს სთავაზობს

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო გუნდში კიდევ ერთი მებრძოლი ფეხბურთელის საჭიროებას გრძნობს და სიცარიელის შევსებას არტურო ვიდალის ტრანსფერით გეგმავს.

როგორც ცნობილი ხდება, 30 წლის ჩილელი ფეხბურთელის წარმომადგენელი, ფერნანდო ფელისევიჩი, უკვე შეხვდა ინგლისური კლუბის წარმომადგენელს მანჩესტერში.

ჩილური გამოცემის, La Cuarta-ს ცნობით, “წითელი ეშმაკუნები” მზად არიან, ამ ტრანსფერში მიუნხენურ კლუბს 60 მილიონი ევრო გადაუხადონ (42,6 მილიონი ფუნტი).

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ვიდალი, რომელსაც “ბაიერნთან” 4-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს და წელიწადში 12,8 მილიონ ფუნტს იღებს ხელფასის სახით, “ჩელსის” ინტერესთა სფეროშიც არის მოქცეული.

კონტე: “ვიდალის შეძენა ყოველთვის მინდოდა”

ლონდონის “ჩელსის” მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ დღეს ჟურნალისტებთან არტურო ვიდალის სახელი ახსენა. იტალიელი ჩილელ ნახევარმცველს ტურინის “იუვენტუსში” 2011-2014 წლებში წვრთნიდა.

“გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, არაა სწორი, როცა სხვა მოთაამშეზე ან გუნდზე საჯაროდ საუბრობ. მით უმეტეს, როცა კონკრეტული ფეხბურთელი შენთან იყო დაკავშირებული სატრანსფერო ფანჯრის დროს, მისი ხსენება პრესასთან არც ისე კარგია.”

“არტურო ფანტასტიკური მოთამაშეა. მას დიდ პატივს ვცემ. “იუვეში” ბევრი წელი გვაქვს ერთად გატარებული. ყოველთვის მსურდა, მას ჩემთან ერთად ემუშავა. იმედია, მომავალში ეს მოხდება,” – ამბობს კონტე.

“ბაიერნმა” არტურო ვიდალის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო

მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელებმა გუნდის ჩილელი ნახევარმცველის, არტურო ვიდალის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღეს. ამ ინფორმაცას იტალიური გამოცემა, Tuttosport ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ღამის კლუბში მომხდარი ჩხუბი, რომელშიც არტურო ვიდალმაც მიიღო მონაწილეობა, ბოლო წვეთი იყო ბავარიელთათვის და კატეგორიულად გადაწყვიტეს, რომ ეს სეზონი ჩილელისთვის ბოლო იქნება “ბაიერნში”.

ცნობისთვის გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში “იუვენტუსის” ყოფილმა ფეხბურთელმა 6-ჯერ ითამაშა გერმანიის ბუნდესლიგაში და ერთი გოლის გატანაც შეძლო ამ დროის მანძილზე.

ვიდალის გადაბირების მთავარ კანდიდატად კი მილანის “ინტერი” სახელდება.

არტურო ვიდალი იტალიაში ბრუნდება

იტალიურ პრესაში გავრცელებულ ცნობებს თუ დავუჯერებთ, მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელებმა არტურო ვიდალს კლუბის დატოვების უფლება მისცეს. რის შემდეგაც 30 წლის ფეხბურთელი მილანის “ინტერის” ხელმძღვანელებს დაუკავშირდა.

შეგახსენებთ, რომ იტალიური კლუბი ზაფხულშიც ცდილობდა ჩილელი ფეხბურთელის ტრანსფერის განხორციელებას, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ბავარიული გრანდიდან კარლო ანჩელოტის წასვლამ არტურო ვიდალს მილანის “ინტერისკენ” მიმავალი გზა გაუთავისუფლა.

Corriere dello Sport-ის ცნობით, ტურინის “იუვენტუსის” ექს-ფეხბურთელმა უკვე შეათანხმა წინასწარი კონტრაქტი “ნერაძურისთან”. თუ არტურო ვიდალის ტრანსფერი ჩაიშლება, “ინტერის” მესვეურები ყურადღებას ალექს ტეიშეირასა და რამირესზე გადაიტანენ.

ვიდალი სანაკრებო კარიერას ასრულებს: “არ შეწუხდეთ, მალე წავალ”

ჩილეს საფეხბურთო ნაკრების ლიდერმა, არტურო ვიდალმა სანტიაგოში, პარაგვაისთან განცდილი დასანანი მარცხის შემდეგ პრესაში საკმაოდ მოულოდნელი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ სანაკრებო კარიერის დასრულებას უახლოეს მომავალში გეგმავს.

“შეგიძლიათ ბედნიერები იყოთ ისინი, ვის სისხლშიც ბინძური სისხლი ჩქეფს. ნუ შეწუხდებთ, მალე წავალ, ამას უფრო და უფორ ვუახლოვდები,” – ვკითხულობთ არტურო ვიდალის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

რაც შეეხება 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს, ჩილეს ნაკრები 23 ქულით ჯგუფში მეოთხე პოზიციას იკავებს და სულ რაღაც ორი ქულით უსწრებს მე-6 და მე-7 ადგილოსან პერუსა და პარაგვაის ნაკრებებს.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 28 ივლისი


“ჩელსის” რენატუ სანჩეში მოუნდა

The Telegraph-ის თქმით, ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელები ძალიან ახლოს არიან “ბაიერნის” პორტუგალიელი შემტევის, რენატუ სანჩესის ტრანსფერთან, რაზეც “მილანელები” ძალიან დიდი ხნის მანძილზე მუშაობდნენ.

ანტონიო კონტე ამ ტრანსფერზე კარლო ანჩელოტის გასულ კვირაში გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ მოელაპარაკა. წარუმატებელი სტარტის მიუხედავად, “რეკორდმაისტერი” სანჩეშის მხოლოდ არენდის წესით გაშვებაზეა თანახმა.


“ბარსას” კოუტინიო 133 მილიონი დაუჯდება

ესპანური გამოცემის, Sport-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, “ლივერპულის” ხელმძღვანელებმა “ბარსელონას” ფასი დაუსახელეს, რომლის გადახდის შემთხვევაშიც, ისინი ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერის განხორციელებას შეძლებენ.

საქმე 133 მილიონ ფუნტთან გვაქვს, რის გადახდასაც “ბარსელონელები” ნეიმარის ტრანსფერისგან მიღებული 222 მილიონის მეშვეობით აპირებენ.


“მანჩესტერ იუნაიტედს” იმედი მიეცა

The Telegraph-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა “მანჩესტერ იუნაიტედს” გარეტ ბეილის ტრანსფერის იმედი მისცა.

როგორც იცით, “ლოს ბლანკოსი” ძალიან არის დაინტერესებული კილიან მბაპეს ტრანსფერით, მისთვის ადგილის განსათავისუფლებად კი პერესი მზადაა, გუნდის უელსელ ვარსკვლავსაც შეელიოს.


“ჩელსი” 50 მილიონ ფუნტს ამზადებს

ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელები 50 მილიონი ფუნტის დახარჯვას აპირებენ როს ბარკლისა და ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლინის ტრანსფერებში. ამ ინფორმაციას The Sun ავრცელებს.


“ინტერი” ვიდალის ტრანსფერისთვის იწყებს ბრძოლას

Gazzetta dello Sport -ის ცნობით, მილანის “ინტერის” ხელმძღვანელები “ბაიერნის” ჩილელი ვარსკვლავის, არტურო ვიდალის გადაბირებას აპირებენ.

როგორც იცით, “სან სიროს” დატოვებასთან ძალიან ახლოსაა ივან პერიშიჩი. მისი ტრანსფერისგან მიღებული თანხიდან 50 მილიონი ევროს გამოყოფას სწორედ ამ ტრანსფერისთვის აპირებენ.


ვიდალი: “ამ ტურნირის მოგებით დავამტკიცებთ, რომ ჩილეს მსოფლიოში საუკეთესო ნაკრები ჰყავს”

მიუნხენის “ბაიერნისა” და ჩილეს საფეხბურთო ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, არტურო ვიდალი მოუთმენლად ელის კონფედერაციათა თასის ფინალს, სადაც ჩილელთა მეტოქე გერმანიის გადახალისებული ნაკრები იქნება.

“ზედიზედ ორი წელია, რაც არგენტინის ნაკრებს ვამარცხებთ, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. სამი დღის წინ კი პორტუგალიასაც მოვუგეთ, ევროპის ჩემპიონს და თუ ხვალაც გავიმარჯვებთ, ვფიქრობ ამით ყველას დავუმტკიცებთ, რომ ჩილეს მსოფლიოში საუკეთესო გუნდი ჰყავს, ეს ყველა დიდ გუნდთან თამაშისას დავამტკიცეთ.

არამგონია, რომელიმე ჩვენგანი ამ მატჩში დამარცხების შანსს უშვებდეს თავის გონებაში. ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, წინ უდიდესი გამოწვევაა და ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვებისთვის, წაგებაზე სულაც არ ვფიქრობ,” – აცხადებს ვიდალი.

“ინტერი” ვიდალის, ნაინგოლანისა და კეიტას ტრანსფერებზე მუშაობს

მილანის “ინტერის” ხელმძღვანელებმა უკვე შეადგინეს იმ ფეხბურთელთა სია, რომელთა გადაბირებასაც მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შეეცდებიან.

Gazzetta dello Sport-ის მიერ გავრცელებულ ცნობებს თუ დავუჯერებთ, “ნერაძურის” ხელმძღვანელები სამ ხმაურიან ტრანსფერზე მუშაობენ – საუბარია არტურო ვიდალის, რაჯა ნაინგოლანისა და ნაბი კეიტას დამატებაზე.

როგორც იცით, სერია ა-ში მოთამაშე “ინტერი” უკვე დატოვა ევერ ბანეგამ, რომელიც ესპანურ “სევილიაში” დაბრუნდა. ასევე დიდია შანსი იმისა, რომ მილანური კლუბი გარი მედელმა და მარსელო ბროზოვიჩმაც დატოვოს. ამ სიცარიელის შევსებას კი იტალიელები “ბაიერნის”, “რომასა” და “ლაიფციგის” მოთამაშეების დამატებით გეგმავენ.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ კეიტას ტრანსფერის “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპიცაა დაინტერესებული, მაგრამ “ლაიფციგი” საკმაოდ დიდ თანხას ითხოვს.

არტურო ვიდალი კონფედერაციის თასს ახალი იმიჯით ხვდება (ფოტო)

დღეს, 17 ივნისს რუსეთში სტარტი კონფედერაციის თასის 2017 წლის გათამაშებამ აიღო.

ამ ტურნირზე რუსეთის, პორტუგალიის, გერმანიის, ახალი ზელანდიის, მექსიკის, კამერუნისა და ავსტრალიის ნაკრებებ გუნდებთან ერთად ჩილელებიც იღებენ მონაწილეობას.

ჩილელთა ლიდერი, არტურო ვიდალი კი ამ ტურნირს ახალი იმიჯით ხვდება, რომელმაც უკვე მოიცვა სოციალური ქსელები.

ანტონიო კონტე არტურო ვიდალსა და მის აგენტს შეხვდა

Sun-ავრცელებს ინფორმაციას, რომ ლონდონის “ჩელსის” თავკაცი, ანტონიო კონტე არ ეშვება “ბაიერნის” ნახევარმცველს, არტურო ვიდალს და მისი შეძენა ზამთარშივე აქვს გადაწყვეტილი.

აღნიშნული წყაროს თანახმად, “ბოქსინგ დეიზე” არტურო ვიდალი და მისი აგენტი ანტონიო კონტეს შეხვდნენ და ტრანსფერი პირობებზე ისაუბრეს.

შეგახსენებთ, რომ არტურო ვიდალი 2011 წელს “უდინეზედან” გადაიდა :იუვეშ”, სადაც ოთხჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი. 2015 წლის ზაფხულიდან კი, ჩილელი ფეხბურთელი მიუნხენურ გრანდში გამოდის.