ოფიციალურად: კაკამ „მილანი“ დატოვა

რიკარდო კაკამ „მილანი“ დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ „როსონერის“ ოფიციალური ვებ-გვერდი აქვეყნებს.

კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა.

32 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა იტალიის სერია A-ს გასულ სეზონში 30 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კაკა „ორლანდო სიტისთან“ გააფორმებს ხელშეკრულებას, თუმცა იჯარის წესით მშობლიურ „სან პაულოში“ ითამაშებს.

 

ჟერმეინ დეფომ თანაგუნდელთან ჯარიმის გამო იჩხუბა

28 ივნისს, “ნიუ იორკ რედ ბულზსა” და “ტორონტოს” შორის გამართულ მატჩში (2:2) საინტერესო რამ მოხდა. საქმე იმაში გახლავთ, რომ ნიუ იორკელთა კარის მიმართულებით ჯარიმა დაინიშნა, საჯარიმოს შესრულება კი ერთდროულად ორ ფეხბურთელს – ჟერმეინ დეფოსა და ჟილბერტოს სურდათ. მათ ამის გამო კამათიც მოუვიდათ. საბოლოოდ, დარტყმა ბრაზილიელმა შეასრულა და გოლიც გაიტანა.

დემპსი: “მერვედფინალში თამაში დავიმსახურეთ”

ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების ლიდერი კლინტ დემპსი აცხადებს, რომ მისმა გუნდმა მუნდიალის მერვედფინალში თამაში დაიმსახურა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში გერმანელებთან მატჩი ანგარიშით 0:1 დათმეს, თუმცა მომდევნო ეტაპზე გასვლა მაინც მოახერხეს.

“ცხადია, არ გვიხარია, რომ მატჩი დავთმეთ, თუმცა ბედნიერი ვარ, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლა შევძელით. ჩვენ მერვედფინალში თამაში დავიმსახურეთ”, – ამბობს დემპსი.

პრევიუ: აშშ – გერმანია

ფრის შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე ორივე გუნდი იასპარეზებს. 

ამ შეხვედრაში დაქისირებული ფრე ალბათ არავის გაუკვირდება. შესაზლოა, ეს შემთხვევით მოხდეს, თუმცა გუდნების მთავარი მიზანი რა თქმა უნდა გამარჯვებაა.

იურგენ კლინსმანისთვის მშობლიური გუნდის წინააღმდეგ თამაში ნამდვილად გამორჩეული გრძნობაა. საინტერესოა, რომ კლინსამნი თავის ყოფილ თანაშემწეს, იოაჰიმ ლიოვს დაუპირისპირდება. კიდევ ერთი საინტერესო დეტალია ის გარემოება, რომ კლინსმანს და აშშ-ს ნაკრებს კიდევ ხუთ წევრს ორმაგი, ამერიკულ და გერმანული მოქალაქეობა აქვთ.

დღევანდელ შეხვედრაში კლინსმანს კვლავ ვერ ექნება ჟოზი ალტიდორის იმედი. ამიტომ, სავარაუდოა, რომ ამერიკელები პორტუგალიასთან გამოსულ შემადგენლობას დაეყრდნობიან.

იოაჰიმ ლიოვმა კი პირველი ორი შევედრა ერთნაირი შემადგენლობით ჩაატარა და არაა გამორიცხული, რომ გერმანელებმა დღესაც არ მიმართონ როტაციას. თუმცა, მცირე ტრავმების გამო, შესაზლოა, მედანზე ბოატენგი და ხედირა ვერ გამოვიდნენ.

აშშ – გერმანია

სავარაუდო შემადგენლობები:

აშშ: ჰოვარდი – ჯონსონი, კემერონი, ბესლერი, ბიზლი – ბედოია, ბეკერმანი, ჯონსი, ბრედლი, ზუსი – დემპსი.

გერმანია: ნოიერი – ბოატენგი, მერტეზაკერი, ჰუმელსი, ჰიოვედესი – ლამი, ხედირა, კროოსი – ოზილი, მიულერი, გიოტცე.

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

USA_Germany_GEO

რატომ გაიპარსა რონალდუმ თმა ზიგზაგურად?

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ამერიკის შეერთებული შტატებისა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. აღნიშნულ მატჩში პორტუგალიელთა ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ საზოგადოების წინაშე ახალი იმიჯით წარსდგა.

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა თმა ზიგზაგურად გაიპარსა. ბრიტანული პრესის ცნობით, რონალდუმ ამ ფორმით მხარდაჭერა გამოუცხადა ესპანელ ბავშვს, რომელსაც მიმდინარე წლის მარტის თვეში თავის ტვინის ოპერაცია ჩაუტარდა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა 10 თვის ერიკ ორტიზ კრუზის ოპერაციისთვის 60 ათასი ევრო გაიღო. სწორედ ასეთი ფორმის იარა დარჩა ოპერაციის შემდეგ ბავშვს.

თავად ფეხბურთელს საკუთარ ჟესტზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

 

ბოლო წუთზე შენარჩუნებული იმედი

პორტუგალიის ნაკრებმა ამერიკელებთან მატჩის გადარჩენა მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე მოახერხა. 

მეორე ტურისთვის ამერიკელებმა და პორტუგალიელებმა ჯგუფში როლები გაცვალეს. პაულუ ბენტუს გუნდი ჯგუფიდან გასვლის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იყო. იურგენ კლინსმანის შეგირდებს კი მეოთხე ადგილზე მოიაზრებდნენ.

პორტუგალია ტრავმების ეპიდემიის და პეპეს სულელური დისკვალიფიკაციის გამო მატჩს მნიშვნელოვანი საკადრო პრობლემებით შეხვედა. თუმცა, მიუხედავად ოპტიმალურისგან შორს მყოფი შემადგენლობისა, პორტუგალიელებმა საკმაოდ კარგად დაიწყეს და მეხუთე წუთზე ნანის გოლით დაწინაურნდენ კიდეც. გატანილი გოლის შემდეგ პორტუგალიელები ინიციატივას კიდევ ფლობდნენ, მაგრამ მალევე თამაში გათანაბრდა.

ორივე გეუნდის მიზანი მეტოქის ნახევარზე სწრაფი შეტევებით გადასვლა იყო. თუმცა, ტაიმის შუაში ნათელი გახდა, რომ გუნდები თავის გეგმას ვერ შეასრულებენ. მატჩის ტემპი არც თუ ისე მაღალი იყო, მრავლად იყო შეცდომები ორივე მხირდან. საგოლე მომენტები კი, მხოლოდ შორეულ დარტყმებს მოჰყვებოდა.

მეორე ნახევარში პორტუგალიელთა პრობლემები კიდევ უფრო გამძაფრდა. ანდრე ალმეიდას ტრავმის შმედეგ მარცხენა მცველის პოზიცია მიგელ ველოზუმ დაიკავა, რომელსაც ზუსის და სწრაფი ჯონსონი წინააღმდეგ თამაში ძალიან გაუჭირდა.

ამერიკელები გააქტიურდნენ. აღსანიშნავია ჯონსის თამაში, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში არ ჩერდებოდა. სწორედ ჯერმენის გოლით გაათანაბრეს ამერიკელებმა – ბეტუ უშანსოდ იყო.

გატანილი გოლის შემდეგ ამერიკელები ოდნავ მოეშვნენ და მეორე გოლი საკამოდ მოულოდნელად გაიტანეს. პორტუგალიელთა მცველების შეცდომით დემპსიმ ისარგებლა – 2:1.

პორტუგალია მარცხის შემთხვევაში მუნდიალს ემშვიდობებოდა. სწორედ ამ დროს ლიდერის თვისებები წარმოაჩინა კრიშტიანუ რონალდუმ. კაპიტანმა კომპენსირებული დროის ბოლო წამებზე ფლანგიდან კარგი გადაცემით მონახა ვარელა, რომელმაც ანგარიშის გათანაბრება და პორტუგალიისთვის შანსის შენარჩუნება მოახერხა.

აშშ 2-2 პორტუგალია

გოლები: ნანი 5′ (0:1); ჯონსი 64′ (1:1); დემპსი 81′ (2:1); ვარელა 95′ (2:2)

პორტუგალიამ და აშშ-მ გამარჯვებული ვერ გამოავლინეს

კიდევ ერთ უხვგოლიანი და დრამატული მატჩი მუნდიალზე. პორტუგალიამ და აშშ-მ სანახაობრივი ფრე ითამაშეს.

ანგარიში მე-5 წუთზე ნანიმ გახსნა და ტაიმიც პორტუგალიელთა გამარჯვებით დასრულდა. 64-ე წუთზე ჯონსამ წონასწორობის აღდგენა შესძლო. 81-ე წუთზე კი კლინტ დემპსიმ ამერიკელები დააწინაურა.

პორტუგალიამ მატჩის და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსების გადარჩენა 95-ე წუთზე შესძლო, როდესაც ზუსტად ვარელამ დაარტყა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:2.

აშშ — პორტუგალია (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ამერიკის შეერთებული შტატებისა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ამერიკელთა მეკარე ტიმ ჰოვარდი დაასახელეს.

35 წლის კიპერმა მატჩი სრულად ჩაამთავრა.

 

პრევიუ: აშშ – პორტუგალია

ამერიკელები გამარჯვების შემთხვევაში პლეი-ოფის საგზურს მოიპოვებენ.

კლინსმანის გუნდმა პირველ ტურში ურთულესი და უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოპოვება შესძლო. ამერიკელთა დამრიგებელი, ალბათ, შემადგენლობაში დიდი ცვლილებების განხორციელებას არ აპირებს. აფრიკელებთან მატჩთან შედარებით სასტარტოში ერთადერთი ცვლილება ტრავმირებული ალტიდორის არყოფნა იქნება.

პორტუგალიამ გერმანიასთან გამანადგურებელი მარცხის შემდეგ ფსიქოლოგიურთან ერთად საკადრო დარტყმაც მიიღო, რაც პაულუ ბენტუსთვსი საკმაოდ მძიმე დარტყაა. პორტუგალიებს როტაციის საშუალება ფაქტობრივად არ აქვს.

აშშ – პორტუგალია

სავარაუდო შემადგენლობები:

აშშ: ჰოვარდი – ჯონსონი, კემერონი, ბესლერი, ბიზლი – ბეკერმანი, ბედოია, ჯონსი, ბრედლი – დემპსი, იოჰანსონი. 

პორტუგალია: ედუარდუ – ჟოაუ პერეირა, რიკარდუ კოშტა, ნეტუ, ანდრე ალმეიდა – ვილიამ კარვალიო, ჟოაუ მოუტინიო, რაულ მეირელეში – ნანი, ედერი, რონალდუ. 

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

USA_Portugalia_GEO

კლინსმანის ამერიკული ოცნება

სათამაშო დღის ბოლო შეხვედრა აშშ-ს და განას შორის კლინსმანის შეგირდების გამარჯვებით დასრულდა. 

მუნდიალისთვის ტრადიციულად ქცეული აშშ-განას დაპირისპირება ამჯერად ამერიკელთა გამაჯრვებით დასრულდა. წინა შემთხვევებში მოგებულები აფრიკელები რჩებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში განელებმა 2:1 გაიმარჯვეს. ეს ანგარიშიც გუშინაც დაფიქსირდა, მაგრამ უკვე აშშ-ს ნაკრების სასარგებლოდ.

შეხვედრა მიმიდნარე მუნდიალის ყველაზე სწრაფი გოლით დაიწყო. კლინტ დემპსიმ პირველ წუთზე დააწინაურა ამერიკელები. კლინსმანის შეგირდები დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ. გარდამტეხი მომენტი ჟოზი ალტიდორის ტრავმა გახდა. ამერიკელთა შეტევის ლიდერმა როგორც ჩანს მძიმე ტრავმა მიიღო, რაც დიდი დანაკლისი იქნება.

მეორე ნახევარში განელებმა ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვეს, ამერიკელები საკუთარ ნახევარზე ჩაკეტეს, რაც 82-ე წუთზე გოლში გადაიზარდა. იქმენბოდა შთაბეჭდილება, რომ ამის შემდეგ განა საბოლოო შტურმზე გადავიდოდა. თუმცა, ყველაფერი პირიქით მოხდა.

იურგენ კლინსმანის მიერ გაკეთებულმა შეცვლებმა ამერიკელებს გამაჯრვება მოუტანეს. მოედანზე ახლადშემოსულმა ზუსიმ კუთხური ჩამოაწოდა, რომელსაც თამაშში მეორე ტაიმში ჩართულმა ჯონს ბრუქსი გამოეხმაურა და ბურთი განელთა კარში გადაგზავნა – 2:1. კლინსმანმა გამარჯვებით დაიწყო.

განა 1-2 აშშ

გოლები: დემპსი 1′ (0:1); ანდრე აიუ 82′ (1:1); ბრუქსი 86′ (1:2)

განა — აშშ (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე განისა და აშშ-ის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ამერიკელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აშშ-ის ნაკრების კაპიტანი კლინტ დემპსი დასახელდა, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში საკუთარი გუნდი 30-ე წამზე (!) დააწინაურა. მის მიერ გატანილი ბურთი მუნდიალის ყველა დროის ყველაზე სწრაფ გოლთა ხუთეულში შევიდა.

კლინტ დემპსიმ მატჩი სრულად ჩაატარა, გააკეთა 27 გადაცემა და კარში დაარტყა 2-ჯერ.

 

აშშ-მ განა დაამარცხა

ამერიკის შეერთებული შტატების და განის ნაკრების შეხვედრა იურგენ კლინსმანის შეგირდების გამაჯრვებით დასულდა.

ამერიკელებმა უპირატესობა პირველივე წუთზე კლინტ დემპსის მიერ გატანილი გოლით მოიპოვეს და მას 81 წუთის მანძილზე ინარჩუნებდნენ. 82-ე წუთზე ანდრე აიომ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. თუმცა, აფრიკელთა სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა.სულ რაღაც ოთხ წუთში ბრუკსმა სტატუს ქვო აღადგინა და საკუთარ გუნდს მინიმალური ანგარიშით მოაგებინა.