„კლივლენდმა“ ლებრონის 31 ქულით ფინალური სერიის პირველი მატჩი მოიგო

გამთენიისას ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის პირველი მატჩი შედგა, რომელშიც „კლივლენდ კავალიერსმა“ „ატლანტა ჰოუქსს“ 8 ქულით – 97:89 აჯობა.

საუკეთესო „კლივლენდის“ რიგებში 31 ქულით, 8 მოხსნითა და 6 ასისტით ლებრონ ჯეიმსი აღმოჩნდა, „ატლანტას“ შემადგენლობიდან კი 27 ქულითა და 4 გადაცემით ტიგი გამოირჩა.

„ატლანტა ჰოუქსი“ – „კლივლენდ კავალიერსი“ – 89:97 (26:20, 25:31, 16:23, 22:23)

„ატლანტა ჰოუქსი“: ტიგი (27 ქ. 4 პ.), ჰორფორდი (16 ქ. 7 მ.), მილსეპი (13 ქ. 7 მ. 3 პ.), ბეიზმორი (10 ქ.), კორვერი (9 ქ. 7 მ. 3 პ.)

„კლივლენდ კავალიერსი“: ჯეიმსი (31 ქ. 8 მ. 6 პ.), სმიტი (28 ქ. 8 მ. 3 პ.), ტომპსონი (14 ქ. 10 მ. 2 ბ.), ირვინგი (10 ქ. 6 პ.), მოზგოვი (10 ქ. 11 მ.)

„ატლანტა“ აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალშია

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პლეიოფის მეორე რაუნდის მეექვსე მატჩში „ატლანტა ჰოუქსმა“ სტუმრად „ვაშინგტონ უიზარდსთან“ დაძაბულ ბრძოლაში სამი ქულით გაიმარჯვა და კონფერენციის ფინალში გავიდა.

პირველი მეოთხედი ვაშინგტონელებმა ერთი ქულით – 20:19 მოიგეს. მეორე მეოთხედის შემდეგ „ატლანტა„ უკვე ხუთი ქულით იგებდა, მესამეში კი უპირატესობა კიდევ ორი ქულით გაზარდა. ბოლო მეოთხედი „უიზარდსმა“ ხუთი ქულით მოიგო, რაც დასაწინაურებლად არ ეყო.

საბოლოოდ, „ატლანტამ“ ანგარიშით 94:91 გაიმარჯვა და აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში გავიდა, სადაც „კლივლენდ კავალიერსს“ დაურპისიპირდება.

„ვაშინგტონ უიზარდსი“ – „ატლანტა ჰოუქსი“ – 91:94 (20:19, 19:26, 25:27, 27:22)

„ვაშინგტონი“: ბილი (29 ქ. 6 მ.), უოლი (20 ქ. 6 მ. 13 პ. 6 დ.), სერაფინი (13 ქ. 8 მ.), ნენე (5 ქ. 11 მ.)
„ატლანტა“: კეროლი (25 ქ. 10 მ.), მილსეპი (20 ქ. 13 მ.), ტიგი (20 ქ. 5 მ. 7 პ.), ჰორფორდი (13 ქ. 7 მ.), შრედერი (9 ქ. 3 ჩ.)

ანგარიში სერიაში: 2:4

როგორ მოიგო „ატლანტამ“ მატჩის დასრულებამდე 1,5 წამით ადრე (ვიდეო)

„ატლანტა ჰოუქსის“ ცენტრმა ელ ჰორფორდმა „ვაშინგტონ უიზარდსთან“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პლეიოფის მეორე რაუნდის მეხუთე მატჩში შეტევისას ბურთი მოხსნა, რის შემდეგაც ნენე ილარიუს გასცდა და შეხვედრის დასრულებამდე მხოლოდ 1,5 წამით ადრე ბურთი მეტოქის ფარში ჩააგდო, რითაც თავის გუნდს ანგარიშით ერთი ქულით – 82:81 მოაგებინა.

„ატლანტამ“ ოთხ წელიწადში პლეიოფის სერია პირველად მოიგო

„ბრუკლი ნეთსათან“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის აღმოსავლეთ კოფნერენციის პლეიოფის პირველი რაუნდის სერიაში ანგარიშით 4:2 გამარჯვება ბოლო ოთხ წელიწადში „ატლანტასთვის“ პლეიოფში პირველი გამოდგა. არადა, გუნდი ასოციაციის პლეიოფში ბოლო 8 წლის განმავლობაში გადის.

ბოლოს „ჰოუქსმა“ სერია 2010/11 წლებჰის სეზონში ლარი დრიუს თავკაცობით მოიგო – მაშინ „ატლანტამ“ „ორლანდო“ ანაგრიშით 4:2 დაამარცხა. ჯამში, შვიდ წელიწადში გუნდი პირველ რაუნდს ოთხჯერ გამოეთიშა, მეორე რაუნდს კი – ორჯერ.

„ჰოუქსის“ ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელი 1957/58 წლების სეზონის მოგებული ასოციაციაა. მაშინ კლუბი ჯერ კიდევ სენტ-ლუისის სახელით ასპარეზობდა.

„ბრუკლინის“ მოთამაშის ჩინებული ჩატენვა (ვიდეო)

„ბრუკლინ ნეთსის“ შემტევმა უკანახაზელმა ალან ანდერსონმა „ატლანტა ჰოპუქსთან“ პლეიოფის პირველი რაუნდის სერიის მეხუთე მატჩში კენტ ბეიზმორი მოატყუა, რის შემდეგაც მეტოქის ფართან მოხვდა და ორი ხელით ლამაზი დეანკი შეასრულა.

ცნობისთვის, „ბრუკლინმა“ ანგარიშით 97:107 წააგო და სერიაში 2:3 დამარცხდა.

„ინტერის“ მფლობელს NBA-ს კლუბის შეძენა სურს

ინდონეზიელი ბიზნესმენი ერიკ ტოჰირი, რომელიც მილანის „ინტერის“ მფლობელია, იმ საინვესტიციო ჯგუფის წევრი გახდა, რომელიც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ „ატლანტა ჰოუქსითაა“ დაინტერესებული. ამის შესახებ ESPN.com-ი წერს.

ჯგუფის შექმნის ინიციატორი „მემფის გრიზლისის“ აქციუონერი სტივ კაპლანი გახდა. ტოჰირის გარდა, მას ასევე „გრიზლისის“ დირექტორი ჯეისონ ლევიენი და ყოფილი ბეისბოლის მოთამაშე ჰენკ აარონი შეუერთდნენ.

„ატლანტა ჰოუქსმა“ ახალი ლოგო წარადგინა

„ატლანტა ჰოუქსმა“ თავისი დამატებითი ლოგო წარადგინა, რომელიც 1972-1995 წლებში კლუბის ლოგოს რიმეიკია.

როგორც ცნობილია, აღნიშნულმა ლოგომ არაოფიციალური სახელწოდება „პაკმანი“ მიიღო, რადგან 80-იანი წლების პოპულარული ვიდეოთამაშის ლოგოს ჰგავს.

Atlanda Hawks

„ნიუ-იორკ ნიქსი“ პლეი-ოფის მიღმა დარჩა

„ატლანტა ჰოუქსმა“ გამთენიისას ნაციონალური საკალთბურთო ასოციაციის მოქმედი ჩემპიონი „მაიამი ჰიტი“ ანგარიშთ 98:95 დაამარცხა, რითაც აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილი გაინაღდა. პლეი-ოფის პირველ რაუნდში „ჰოუქსის“ მეტოქე, სავარაუდოდ, სწორედ „მაიმი ჰიტი“ იქნება, რომელიც ამჯამად კონფერენციის პირველ ადგილს „ინდიანა პეისერსთან“ იყოფს (54-26).

აღსანიშნავია, რომ ბოლო რვა მატჩში „ატლანტას“ მეექვსე მოგებამ (37-43), „ნიუ-იორკ ნიქსი“ (34-45) პლეი-ოფის მიღმა დატოვა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ფაჩულია ატლანტაში ყოფილ გუნდთან დამარცხდა

ზაზა ფაჩულიამ მორიგი მატჩი ატლანტაში ითამაშა, სადაც მას ძალიან აფასებენ და უყვართ. ამჯერად “მილუოკის” მაისურით მოასპარეზე ქართველმა ცენტრმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ 23 წუთი ითამაშადა თავი დიდად არ გამოუჩენია – 4 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა.

მატჩი ძალიან დაძაბული გამოვიდა. მესამე მეოთხედამდე მილუოკელები ლიდერობდნენ, აღნიშნულ პერიოდში კი მასპინძლებმა 68:67 დაწინაურება მოახერხეს. ამის შემდეგ თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა, ლიდერიც რამდენჯერმე შეიცვალა. გამარჯვებული ატლანტელი კაილი კორვერის ჩუბინობამ გამოავლინა, რომელმაც ბოლო პერიოდში 12 ქულა ჩააგდო და მასპინძლებს 102:97 მოაგებინა.

მილუოკელებს 13 მოგების წილ 52 მარცხი აქვთ და აღმოსვლეთ კონფერენციის ფსკერზე არიან დალექილნი. მომდევნო მატჩი “ირმებს” 16 მარტს, “მედისონ სკვერ გარდენში”, “ნიუ იორკთან” ელით.

ნბა-ში მოთამაშე მეორე ქართელის გუნდმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. თორნიკე შენგელიას “ჩიკაგომ” დასავლეთ კონფერენციიაში პარალელურ გუნდს, მისსავით მე-4 ადგილზე მყოფ “ჰიუსტონს” შეხვდა და 111:87 გაანადგურა.

ქართველმა ფორვარდმა მატჩის დასკვნითი 1,36 წუთი ითამაშა. შენგელიამ 1 შედეგიანი გადაცემის მითვლა მოასწრო, მისი პასით ტონი სნელმა ჰიუსტონელთა ფარში ბურთი მოხდენილად ჩატენა.

ჩიკაგოელებმა გუნდურად ითამაშეს, 6-მა კალათბურთელმა 10-ქულიანი ბარიერი დაძლია, რომელთაგან მხოლოდ ერთმა გადააჭრბა 20-ს – მაიკ დანლივიმ 21ქულა მიითვალა. ჟოაკიმ ნოას სამმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა – 13 ქულა, 10 მოხსნა და 9 პასი მოაგროვა.

36 მოგებითა და 29 მარცხით “ჩიკაგო” აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა და პლეი ოფში თამაში ფაქტობრივად განაღდებული აქვს. მომდევნო მატჩი შენგელიას გუნდს 16 მარტს შინ, “საკრამენტოსთან” გამართავს.

GBF.GE

უილკინსი ახალი სეზონისთვის ”ატლანტასთან” ერთად მოემზადება

თავისუფალმა აგენტმა დამიენ ულკინსმა ”ატლანტა ჰოუქსთან” ახალი სეზონისთვის მოსამზადებელი პროცესის ბოლომდე გააფორმა კონტრაქტი, რის შესახებაც ცნობას RealGM ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში 33 წლის ფორვარდმა ”ფილადელფია სიქსერსის” მაისურით 61 მატჩში მიიღო მონაწილეობა. საშუალოდ ერთ შეხვედრაში კი მისმა მონაგარმა 6,4 ქულა და 1,7 მოხსნა შეადგინა.

ალექსანდრე მატევოსოვი

აივი ”ჰოუქსში” გაივლის შემოწმებას

The Atlanta Journal-Constitution-ის ჟურნალისტს კრის ვივლამორს თუ დავუჯერებთ, მაშინ უკანახაზელის პოზიციაზე მოთამაშე როიალ აივი ”ატლანტა ჰოუქსის” კალათბურთელებს სამწვრთვნელო ბანაკში შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში 31 წლის მოთამაშე ”ფილადელფია სიქსერსის” ღირსებას იცავდა. საშუალოდ ერთ შეხვედრაში, სათამაშო დროის 13 წუთში მისმა საშუალო მონაგარმა 3,2 ქულა შეადგინა.

გეტყვით იმასაც, რომ კრისი ”ჰოუქსის” ღირსებას აქამდეც იცავდა. ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში კარიერა მან სწორედ ატლანტაში დაიწყო, სადაც 2004 წლიდან 2007 წლამდე თამაშობდა. სხვადასხვა წლებში იგი ”მილუოკი ბაქსისა” და ”ოკჰაომა სიტი თანდერის” ფერებსაც იცავდა.

ალექსანდრე მატევოსოვი